ხალხო ნუ გადამრიეთ მართლა ეხლა, ავიღოთ სიტუაცია, a11201, შენთვის ლეგენდა: ვარ ტყეში, დამინახა მგელმა და გამოიწია ჩემზე, გავისროელა ჰაერში და არ გაიქცა და ვესროლე, რას მეტყვიან, თავი რატო არ დააგლეჯინეო??
Giorgi0678, გიო დამიჯერე ჯინში თუ ჩაგიდგნენ ვერაფერს ვერ დაუმტკიცებ...... მასე რომ იყოს როგორც შენ ამბობ ყველა მოკლავს და იტყვის გამაბრთხილებელი გავუსროლე და მერე მოვკალიო.........
a11201, გიო იმან უნდა დაგიმტკიოს რო თავს არ გესხმოდა, შენ არ ხარ ვალდებული რომ შენი უდანაშაულობა ამტკიცო, მაგაზეა აგებული მთელი სისტემა, ყოველშემთხვევაში ეს ასე უნდა იყოს და ეგ კანინი თუ არ იცი, შეილება აქეთ გაგიხურიონ მართლა
დამატებულია (09.12.2010, 12:38:59) --------------------------------------------- გარდა ამისა, როგორც ვიცი ყველა კლავს კიდევაც, არც არავნ ერიდება, ალბათ ერთეულების გარდა
Giorgi0678, მართალი ხარ გიო, იურისტი ვარ და კარგად ვიცი რო მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალდების მხარეს...... მაგრამ დღეის მდგომარეობით პირიქითაა პრაქტიკაში, შენ უნდა დაამტკიცო შენი უდანაშაულობა იმიტომ რომ ისეთ საშინელებაბს შეტხზავენ ბრალდებად რო კენედიც შენი მოკლული იქნება....... საუბედუროდ ასე მიშაობენ დღევანდელი სამართალდამცავები
ეგ როცა ტყეში კლავ მაშინ ვერ გაიგებს ვერავინ და სოფელთან ახლოს როცა მოკლავ მაშინაა სახიფათო, გაგებული გექნებათ ყველა სოფელში არაერთი აგენტი ყავთ სამართალდამცავებს
a11201, მოდი და უცებ დაიბნა კაცი დავე ავიდა ხეზე ერთს დაემართა ეგრე , მგლების ხმა რომ გაიგონა თოფიგადააგდო და გაიქცა,მარტო იყო ხარებს ეძებდა და მეჯოგეებმა ძლივს გააჩერენ,. თოფი ნათხოვარი ქონდა და სამი დღე ეძებეს ლევან ბერძული
როდესაც ნახავენ მგელს , მოკლულს და სახეში და მკერდის არეში ექნება მონარტყამი ვერაფერს ვერ დაუმტკიცებ თუ მეტყევე დაგადგა ან რა ვიცი ვისაც ეგ საქმე აბარია.პირველ გასროლაზე მგელი გარბის და თუ უკანიდან აქვს მორტყმული მაგაზე აუცილებლად დაგაჯარიმებენ. იმ თოფის ხმა ყველას ესმის. ესე იგი პირველი სახეში და მეორე ჰაერში უნდა გაისროლო ვითომ გაუსროლე და გაქცევის მაგიერ წამოვიდა. თუ ცალლულიანით ხარ მარტოკა საერტოდ რა გინდა ტყეში. მაშინ მანტიორის კოგტები უნდა ატარო რომ ხეზე აძვრე და თუ ხეც არ არის მაშინ რაღაც უნდა მოიფიქრო
კაცო მგლებს იმიტომ ვკლავთ რომ მავნებლები არიან და ზიანი მოაქვს , როგორც ვატყობ ამ GDI ს საც ზიანი მოაქვს და რას იტყვით მეგობრებო ხომ არ გავხსნათ სეზონი ... zaza-50, ხეზე ჩვენ უნდა ვძვვრებოდეთ და ესენი დადიოდნენდა აჯარიმებდნენ იმათ ვისაც საჭირო არაა? ზაზა ამათი სამათალის რაა.. მაგრამ აგერ ყოველ შაბათ კვირას კაი საქმე კეთდება ეგენი ვერ შეაჩერებენ დაძრულ მატარებელს.
პედიატრი, ჩაგეთვლება და თან შენ ხო არ იცი როგორ ჩაგეთველბა. ცხოველთა მიმართ უდეიერად მოქცევისათვის, გულის ტკენისათვის შეილება მორალური სასჯელი გამოგიწერონ და ცხოვრება სევდიანი თვალებით გატარონ:))))))))))) ამათ პატრონს:)))))))) ისე შენთან თუ გახსოვს ერთი კარგი ბოთლი სასმელი მაქ წაგებული და მეც შესაბამისადე შეპირებულს ჩაგაბარებ ჰალალად. ხო გახსოვს რატომ??
megobrebo ise pexze Seyenebuli xაფანგები დავტოვე. კი მოგაბეზრეთ თავი მეასეჯერ ვწერ უკვე ამას მაგრამ სულ ვიძახებ სანამ არ ჩავარდება ვერ ვისვენებ არადა წესით და კანონით კი უნდა ტკუცოს შიგნით.უახლესი იმფორმაცია აგერ დამირეკა ბაბუაჩემმა ღამით სახლებთან 10 მეტრაში ხბო შეუჭამია. აგერ ბატონო, ცოტა ხანში სახლშიც შევა და ერთი ზმურში ყავა დამალევინეო .. ხროვა ყოფილა. 4 მგელი უკვე ხროვაა აბა რა არის. ვნახოთ ახლა ძალაიან არიან მოშიებულები ისე ვატყობ და ნელ -ნელა აიწევიან ზევით და ვნახოთ რავა იმუშავებს ჩემი მახინაციები
BENELI_rustavi, ნაფეხურები სადაც ეტყობა ეგ მგლები ისევ იმ გზაზე გაივლიან,.დაახლოებით3 დღიდან 7 დღემდე გფამოჩნდებიან მეორეთ და იქ ჩაუდგი ხაფანგებს რომ დააგებ ზედ წყალი გადაასხი კარგად რომ ადამიანის სუნი გაუვიდეს და რაც უფრო დიდი ხანი არის დაგებული მით უფრო შეუმჩნევი ხდება ხაFანგი .,. რომ გააბამ სურათები დადე აქ პანაშვიდი გადაუხადოთ :069: :069: ლევან ბერძული
ერთი ჩვენებური იყო მახეებში მაგარი შვიდი მგელი დაიჭირა ერთდროულა მთელი ხროვა, ორი და სამი ხშირად დაუჭერია მაგრამ საიდან ჩნდება ამდენი მგელი არ ვიცი ეტყობა კიდევ შემოყავთ ევროპიდან ან კიდევ რუსეთში მოდგენ და ჩვენთან გადმორეკეს ამდენი მგელი მოხუცებს ძველებსაც არ ახსოვთ, წინ მტრისაკენ
გოგა ონი ეს ცითელი მგლები ხო ცჰვენმა მთავრობამ გაუშვა უნიკალური ჯიშიაო,და მაგ უნიკალურმა ჯიშმა შეჯამეს ორი ბავშვი.გაეშვად ირემი შველი გორი და რაც მართლა უნიკალური ჯიშია მე ♥ბაზიერი
grenader21, ამ წითელი მგების საქართველოში არსებობისათვის სახელმწიფოში შემოდის 5 მილიონი დოლარი, რატა ეს მგლები აიცრას და სათანადო ყურადღება მიექცეს..... უტყუარი ინფორმაციაააა
a11201, ფულს ჯიბეში იდებენ და ამდენი მშიერი მგელი დარბის ენაგადმოგდებული დათუ რამეს დაინახავენ სულიერს ყველაფერს ჭამენ მალე ალბათ მცენარეებსაც გსდაპარსავენ ლევან ბერძული
a11201, კაია მერე მაგას რა ჯობია. ახალი წლისათვის სოფელში რომ ჩავალ ტროსებით უნდა მოვსინჯო,. ერთი ორი იდეა მაქვს და თუ გაამართლა კაი იქნება ლევან ბერძული
berZul, იმ ადგილას სადაც ტროსი უნდა დააგდო, ერთი კვირით ადრე ადამინის ძველი მაიკა ან რამე დააგდე რო შეეჩვიოს ადამინის სუნს და იმ ბილიკზე გააგრძელოს სიარული..... ტროსს რო დააგებ სჰენი სუნი რო არ აიღოს.... ეს ჩემი აზრია უბრალოდ და გაამართლებს თუ არა არ ვიცი.... იკითხე მაინც ვზროსლებთან ვისაც ტროსებით დაუჭერიათ ნადირი
a11201, მოვსინჯავ მე რას ვკარგავ მგლებმა იკითხონ ტორე თან ტროსი მგელზე მიტომ არის კარგი რომ უკან არ იხევს და რაც უფრო მოუჭერს ტროსი მით უფრო აწვება მგელიც(მაჩვიც ასე ყოფილა),. ლევან ბერძული
ტროსით მგელს ვერ დაიჭერ, ძაან დებილი მგელი თუ არ შეგხვდა. ტურას კი. მაინც ცადე, ოღონდ: რტოსი გამოწვი, ფუნაში ან სკორეში ამოსვარე, შენიღბე. და მაინც შანში მცირეა. უკეთესია, ხორცი გამდინარე წყალში ჩაამაგრე და მისასვლელში წყალქვეშ ხაფანგი ჩადგი.
დღეს რიონის სათავეში სოფელია ასეთი ღები და იქ ვიყავი საქმეზე პირდაპირ კავკასიონის დზირითადი ქედის ძირშია, და რაშია საქმე ისეთი ბაგაბუგი ისმოდა ქედს გადაღმა რომ ჩეჩნეთი მოგონილია, ჩვენს ტელევიზიებში არ ამბობენ მაგრამ მაგარი წვრთნები მიდის უჩენიებს რომ ეძახიან მაგალითად , ამბობდნენ და არ ვიჯერებდი მაგრამ სადღაც მართალი იქნება იმ ბაგა ბუგში რა ნადირი გაჩერდება მთელ ჩრდილო კავკასიაში წვრთნებია და ეგრეთ წოდებული ბაევიკების დევნა და გადმოიხვეწება მგელი აქეთ აბა რა იქნება, შეიძლება ვინმემ იკითხოს მარტო მგელი გადმოდისო, იმ მმყინვარებზე გადმოსვლა მარტო მგელს და ჯიხვებს შეუძლიათ მგლები ბარად ჩამოდიან და ჯიხვები მთაში რჩებიან მერე რუსების ვერტმფრენი გადმოვა და იმ ჯიხვებს უკან ერეკებიან თავის მთებში რომ სამონადირეო სეზონი არ ჩაუვარდეთ
დააკვირდით მარცხენა თათზე მოჭმული აქვს ხაფანგში გააბეს და გაიქცა მერე შემთხვევით წავასწარით ღორებს ეპარებოდა და საქციელზე დააკლეს, ძაღლუკეები არ გეცნობათ
berZul, კი მოხვდა მაგრამ არამგონია დაოვონ ყოველ შემთხვევაში ასე გვინდა gigilo-408, როგორ ხარ? მსმენია შენი და მგლის ამბის შესახებ. მგონი ის მგელი უკვდავი იყო მარტო ქუსლი ქონდა მოკვდავის და ქუსლში რო მოარტყი ქე დავარდა მაშინ
დღეს ვუყურე პირველ არხზე იოლოუნსტოუნის ნაკრძალში შტატებში ჯერ გაუწყვეტიათ მგლები მერე ისევ გაუშვეს რამდენიმე ათეული წყვილიო და დღეს დღეობით ისე გამრავლდა რომ არ ნადირობდნენ რომ გაანადგურა სხვა ნადირიო და ეხლა ისევ უნდა გაშყვიტონო ნუ იმდენს დატოვებენ რომ ტურისტს ანახონ ალბათ
დღს მეგობრებო მომაწოდეს ჩემი სოფლიდან ინფორმაცია. ჩემს ხაფანგში რუხი მამალი მგელი ჩავარდნილა და მოუკლავთ. ასე რომ წელს 1 მგელი უკვე ვიმსხვერპლე , ჩემი "ტკუცუნები" მომარჯვებულია ამ ზამთარში მუსრს გავადენთ.
BENELI_rustavi, გილოცავ მგელის გაშვების მიზანი ის არის რომ ( თუ მგელი არ არის იმ შემთხვევაში) მოხუცი დადაავადებული ირმები კურდღლევი დაასეშემდეგ რომელსაც სიარული აღარ შეუზლიათ, ასეთების განადგურებაა მაგრამ ამას მგლების ბალანსირება უნდა რისი დარღვევაც იწვევს უანრავი სახეობი ცხოველებისა და ფრინველების გადაშენებას დღესდღეობით საქართველოში ესეთი სიტუაციაა მგლები მრავლდებიან სხვა ცხოველები მცირდებიან რაც არცერთ ქვეყანაში არ ხდება. ლევან ბერძული
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!