05:10:03
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, giohunt1982  
მგლებზე ნადირობა და მათზე საუბარი
პედიატრიდრო: ხუთშაბათი, 04.11.2010, 19:07:08 | შეტყობინება # 201
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ასავალ-დასავალში არის საქართველოს მონკავშირის უფროსის, დათო ბოკუჩავას ინტერვიუ და კარგად უწერია მტაცებლების პრობლემაზე.
 
Giorgi0678დრო: ხუთშაბათი, 04.11.2010, 20:42:01 | შეტყობინება # 202
ჯგუფი: წაშლილები





lordi, გაიხარე, კაი ინფორმაცია დადე, მარა რო დავინახე შუა ტყეში მგელი ჩემკენ მოდის და ვესროლე, იმათ როგორ უნდა დავუმტკიცო რო თავს მესხმოდა?? დედა დავიფიცო?? 069 069
 
lordiდრო: ხუთშაბათი, 04.11.2010, 21:20:25 | შეტყობინება # 203
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Giorgi0678, შენ რომ დაუმტკიცო ეგ უფრო იოლია, ვიდრე პირიქით 167

შეტყობინება დაამუშავა lordi - ხუთშაბათი, 04.11.2010, 21:21:15
 
goga_001დრო: პარასკევი, 05.11.2010, 02:29:13 | შეტყობინება # 204
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 123
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lordi: 167 ისე მოიქეცი რომ არ გაიგონ შე კაი კაცო 167
 
Giorgi0678დრო: პარასკევი, 05.11.2010, 10:29:27 | შეტყობინება # 205
ჯგუფი: წაშლილები





არა ხუმრობის გარეშე, დამინახა შუა ტყეში იმ ოხერმა მგელა და წამოვიდა, როგორ ვუმტკიცო გ.დ.ი.-ს რო ვეხვეწე მგელს დამანებე თავი შენ შემოგევლე, შენ გენაცვლაე, წადი შენ ზაზე გაიარა, მარა არ მომისმინა მეთქი
 
lordiდრო: პარასკევი, 05.11.2010, 11:21:51 | შეტყობინება # 206
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Giorgi0678,
Quote (lordi)
მერე ვკითხე, ზემოთაღნიშნული შემთხვევების გარდა მგელის მოკვლა თუ შეიძლებათქო და მიპასუხეს: თუ შეძლებთ იმის დამტკიცებას, რომ ნადირის მხრიდან თავდასხმის მცდელობას ჰქონდა ადგილი და მისი მოკვლა უკიდურესი აუცილებლობით იყო გამოწვეული
მერწმუნეთ ეს ძალიან მარტივია და ამაზე არც არავინ მოგედავება, მთავარი აქ სხვა რამ არის ცუდი: იმავე დღეს უნდა განაცხადო და მოკლული მგელი უნდა გაატანო გდი-ს.
მე პირადად ეს ბოლო არ მომწონს, თუ არა სხვა მხრივ პრობლემას ვერ ვხედავ.
 
Giorgi0678დრო: პარასკევი, 05.11.2010, 11:32:26 | შეტყობინება # 207
ჯგუფი: წაშლილები





lordi, ხო რა თქმა უნდა, რაგაც სათავისოდ ხო უნდა დაიტოვონ
 
giorguna033დრო: პარასკევი, 05.11.2010, 14:11:37 | შეტყობინება # 208
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 103
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Giorgi0678, შენ სადმე ტყეში გარემოს დაცვა გინახია?მე არასდროს არსად არ შემხვედრიან.მარტო ქალაქში თუ მოვკრავ ხოლმე ტვალს..........ერთადერთი უბნის ინსპექციას გავუჩერებივარ და იარაღის ნებართვა უთხოვიატ იცენზიაე არავის არასდროს არსად არ გავუცერებივარ 167

ასე რომ სადაც ვნახავთ ვხოჩოთ ერტი მაგათი..................ეგრე დათვიც ტახიჩ და შველიც ხო აკრძალულია........მაგრამ ნუთუ არ ნადირბთ? 069 დავიჯერო?

 
Giorgi0678დრო: პარასკევი, 05.11.2010, 14:35:53 | შეტყობინება # 209
ჯგუფი: წაშლილები





giorguna033, მომისმინე, დათვზე ნამდვილად არ ვნადირობ, შველზე ნამდვილად არ ვნადირობ და ტახზეც არ მინდადირია და არც ვაპირებ, თუ რა ქმა უნდა ჩემ სიცოცხლე საფრთხე არ შეუქმნა. რაც შეეხება მგელს 1. მგელი ძალიან ბევრი არის და 2. ეგ არც დათვს შეედრება, არც შველს და არც ტახს და ვინც ბრაკონიერობს ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, მე მეხორცე არ ვარ, მონადირე ვარ, ხო გასაგებად აგიხსენი??

დამატებულია (05.11.2010, 13:35:53)
---------------------------------------------
და ჩემ ქვეყანას ყველაზე წინა ვაყენებ!!

 
-BERG-დრო: შაბათი, 06.11.2010, 00:06:07 | შეტყობინება # 210
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მითი – წითელი მგელი 17.10.2010
ავტორი

ირაკლი შავგულიძე
მასპინძელი

ლაშა ბაქრაძე

ერთი შეხედვით, ქვეწარმავალს წააგავს, რადგან ზურგი ქერცლით აქვს დაფარული და კანზეც მომწვანო-მონაცრისფრო ფერი გადაკრავს. თუმცა ზოგი ამბობს, ქამელეონივითააო და ფერს იცვლისო. თავ-ზურგი ეკლიანი აქვს, ორფეხზე დადის და თუ მოინდომა, კენგურუსავითაც კარგად დახტუნავსო. ამ ცხოველს უკანა კიდურები ძლიერი და კარგად განვითარებული აქვს, წინა კი - მოკლე, თათზე სამი თითი აქვს და ძლიერი კლანჭები; სიმაღლე ჩვეულებრივ ერთნახევარ მეტრს არ აღემატება, თუმცა ალაგ-ალაგ ექვსმეტრიანი გოლიათებიც გამოერევიან. სახე ხან ძაღლს მიუგავს, ხანაც - პუმას; დამახასითებელი ნიშნები: დიდი ორკაპა ენა და უზარმაზარი ეშვები; გამოსცემს სისინა ან ჭრიჭინა, არაბუნებრივად თავზარდამცემ მჭახე ხმას; გაქცევისას უსიამოვნო, გოგირდის სუნს ტოვებს; იმასაც ამბობენ, როცა საზარლად ყმუის, საცრისოდენა თვალებს წითლად აკვესებსო. ამ დროს თუ შემოგხედათ, კაცი არაა თქვენი მშველელი, გულყრა გემართება და გული გერევაო. არაო, - აპროტესტებენ სხვები, - ეგრე კი არ არისო, ღამით გიგანტურ ღამურას ჰგავსო, შემოჰკრავს ამ თავის უზარმაზარ ფრთებს და დაფრინავს აღმა-დაღმაო. ძირითადად შინაურ წვრილფეხა საქონელს ემტერება, უმეტესად თხას, ისე შინაურ ფრინველზეც არ ამბობს უარს; თუმცა ხორცს არ ჭამს - მარტოოდენ სისხლს სწოვს მსხვერპლს; მაგრამ ხანდახან ზომა არ იცის და ამ სისხლს მთელი შიგნეულობაც მოჰყვება ხოლმე...

ეს არსება პირველად 1975 წელს გამოჩენილა პუერტო რიკოში. გასული საუკუნის 90-იან წლებშიც ამ მიდამოებში არაერთხელ დააფიქსირეს. ამავე პერიოდში მოუფიქრეს სახელიც: ელ ჩუპაკაბრა (El Chupacabra) დაარქვეს, რაც ესპანურად „თხისმწოველას" ნიშნავს. სულ მალე გაირკვა, რომ ჩუპაკაბრა ფართოდაა გავრცელებული თითქმის მთელ სამხრეთ ამერიკაში, კარიბის ზღვის კუნძულებზე, მექსიკაში და აშშ-ის სამხრეთ შტატებშიც კი (მაგ., არიზონასა და ტეხასში). ეს უცნაური არსება თავისუფლად დათარეშობს და შიშის ზარს სცემს ფერმერებს ტეხასიდან ჩილემდე; მის „თავხედობას" ხომ საზღვარი არა აქვს - ყოველწლიურად ათასობით „უმანკო" თხას, ცხვარს, ხბოს, ქათამსა თუ ბატს გამოსწოვს ხოლმე სისხლს. მოკლედ, ვამპირივითაა.

რა ლეგენდა აღარ დადის მითიური ჩუპაკაბრას შესახებ. არა, რა მითიურიო, - შემოგედავებიან, თუმცა ამ არსების არც ფოტო, არც სხეული, ან რაიმე სხვა ფიზიკური დამამტკიცებელი საბუთი არ გაგვაჩნია, დღემდე არც მეცნიერულად აღწერილა და არც სამეცნიერო (ლათინური) სახელი ღირსებია. ჩუპაკაბრა ჯერ კიდევ მხოლოდ ლათინოსი გლეხების ნაამბობსა და ფანტაზიაში ცხოვრობს (მარკესს რომ თავი დავანებოთ, მექსიკური სერიალებიდან ხომ მაინც ვიცით, რა უსაზღვრო და ხატოვანია მათი ფანტაზია). ამიტომაც ეს ჩვენი ჩუპაკაბრა ხან მწვანეა, ხან რუხი - ხანაც ფერს იცვლის, დიდი თვალები ხან წითლად უნათებს, ხან - ნარინჯისფრად, ხან ერთ მეტრს ძლივს აღწევს, ხან ექვს მეტრზე მაღალია, ხან დაფრინავს, ხან კი კენგურუსავით დახტის. მოკლედ ხან ასეთია, ხან - ისეთი; მაგრამ ყველას თავზარს სცემს... მორწმუნე ხალხს მიაჩნია, რომ ჩუპაკაბრა, არც მეტი არც ნაკლები, ეშმაკის მოციქულია, რომელიც საგანგებო დავალებით გამოაგზავნეს ჯოჯოხეთიდან.

ჩუპაკაბრას საფრთხე ჩვენ არ გვემუქრება, ჯერჯერობით გადარჩენილები ვართ. ეს არსება რატომღაც მხოლოდ ლათინოსებით დასახლებულ ტერიტორიებს ეტანება და, როგორც ჩანს, ვერაფრით დაიმკვიდრა თავი ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში. თუმცა, საინტერესოა, რატომ არ მოსწონს ამერიკის ჩრდილო შტატები ან თუნდაც კანადა? თხა და შინაური ფრინველი ხომ იქაც ბევრია? შესაძლოა, სიცივეს ვერ იტანს და ჩრდილოეთის ზამთარს უფრთხის. ვინ იცის?! მაგრამ მიზეზი სხვა რამ უნდა იყოს. იქ, სადაც ძირითადად ანგლოსაქსური წარმოშობის ხალხი სახლობს, ჩუპაკაბრას ძალიან ძლიერი კონკურენტი ჰყავს - ეს დიდფეხა, ანუ „ბიგფუტია". აბა რომელი საკუთარი თავის პატივისმცემელი ბიგფუტი მოითმენს ჩუპაკაბრას თარეშს? ორიოდე სულელმა ჩუპაკაბრამ ალბათ სცადა კიდეც თეთრკანიანების სამფლობელოში შეჭრა, მაგრამ ძვირად დაუჯდა. მაშინვე ბიგფუტი გააბრტყელებდა ძირს დამპალი მსხალივით. ალბათ... ჰოდა, იფიქრა, სჯობს, სადაც ვარ, იქ დავეტიოო და ლათინოსებთან დარჩა. აი, ასე შეიქმნა მე-20 საუკუნეში ჩუპაკაბრას ლეგენდა. ვინ თქვა, რომ თანამედროვე სამყაროში მითები არ იქმნებაო. ჩუპაკაბრა მოდის, აბა, ჩქარა დაიძინეო, ჭამე, თორემ ჩუპაკაბრა მოვა და წაგიყვანსო, - დღესაც დაუცაცხანებენ ხოლმე დედები ჯიუტ შვილებს; ბიზნესმენები კი ჩუპაკაბრას მშვენივრად იყენებენ კომერციული მიზნებით. ლათინური ამერიკის არაერთ ქვეყანაში შეგიძლიათ შეიძინოთ ჩუპაკაბრას „ბრელოკი", მაცივრის მაგნიტი ან პლუშის სათამაშო, რომელსაც ყველასთვის კარგად ცნობილი წარწერა ამშვენებს: Made in China.

ალბათ იკითხავთ, რატომ ავიჩემე მაინცდამაინც ეს ჩუპაკაბრა? რითია ჩვენი ზღაპრული დევი ან ჭინკა ბიგფუტზე, ჩუპაკაბრაზე ან თუნდაც ლოხნესის მონსტრზე ნაკლები? მარტო იმიტომ, რომ ქართული პასპორტი აქვს და ევროპისკენ გზის გაჭრა უჭირს? მეც სწორედ მანდ ვარ. როგორც ჩანს, აქაც იკარგება ძირძველი ტრადიციები. ვიღას ახსოვს და ვიღას ეშინია ჩვენი საყვარელი ცხრათავიანი დევებისა და ონავარი ჭინკების? რა ხანია, აღარსად მსმენია ამბები ტყის ბინადრებზე, რომლებსაც ამობრუნებული ტერფები, უზარმაზარი ფრჩხილები და თმა აქვთ და გულისგამგმირავად სტვენენ; ან იმათზე, წიქარა-ხარებს რომ იპარავენ, სისხლიან-შიგნეულიანად გამოჭამენ, ტყავს კი პირს არ აკარებენ. ტრადიციული ტრაპეზის მერე კი ძვლებს ტყავში ყრიან, სულს შეუბერავენ და ჩვენი წიქარაც ცოცხლდება და სახლში საღ-სალამათი ბრუნდება... რა სამწუხაროა, რომ ასეთი „კეთილშობილი" ჭინკები თითქმის გადაშენდნენ და მიზეზს აღარ იკითხავთ? ამხელა ტრადიციების მქონე არსებები მოულოდნელად სრულიად უძლური აღმოჩნდნენ ამ ოციოდე წლის წინ ქვეყანაში შემოჭრილი „წითელი მგლების" წინაშე. თავად განსაჯეთ, აბა რა შანსი ექნებოდა საშუალო სტატისტიკურ ჭინკას ამ გადამთიელ, სასტიკ და სისხლისმსმელ მტაცებელთან შედარებით, რომელიც არად დაგიდევს ჩვენებურ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს? ეტყობა გავლენებმა იმუშავა, ამ ოციოდე წლის წინ საქართველოში წითელი მგლის არსებობაზე ალაპარაკდნენ...

ამბობენ, რომ წითელი მგელი ჩვენებურ მგელზე სწრაფიც არის, დაუნდობელიც და სისხლისმსმელიც, რომ თხასავით დარბის აღმართსა და ციცაბო კლდეებზე, უკანა კიდურები ძლიერი და წინასთან შედარებით გრძელი აქვს... იმასაც გეტყვიან, რომ ამ საზიზღარმა წითელმა მგლებმა სწრაფად გაანადგურეს ჩვენს ტყეებში ირმები და ახლა ჯიხვებსაც დაერივნენ! (მწარედ ცდებოდით, თუ აქამდე გეგონათ, რომ საქართველოში ირემი იმიტომ გაწყდა, რომ იმ ავადსახსენებელი არეულობისა თუ არეულობისშემდგომ წლებში ბრაკონიერებმა ავტომატებით ხოცეს! შემთხვევით ისიც ხომ არ გეგონათ, რომ ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჯიხვებს პირდაპირ ვერტმფრენიდან ხოცავდა?). ისე, ზოგიერთებისთვის კარგი მიზეზია: თუკი რამე უბედურება სჭირს საქართველოს ტყეებს, ველებსა და ნადირ-ფრინველს, ლამისაა ყველაფერი წითელ მგლებს გადააბრალონ. ამიერიდან ტყეში რომ წახვალთ, ჭინკების კი აღარ უნდა გეშინოდეთ, არამედ - წითელი მგლებისა. მართლაც ასეა. სადაც არ უნდა წახვიდეთ, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შემოგჩივლებენ ამ საშინელი მტაცებლის მომრავლების ამბავს და თავნება ბავშვებსაც უკვე წითელი მგლებით აშინებენ (საინტერესო იქნება წითელქუდას ახალი ვერსიის მოსმენა - „წითელქუდას გზად წითელი მგელი გადაეყარა", ან „ბებია, ბებია, რატომ გაქვს ასეთი წითელი ბეწვი?"). განსაკუთრებით ფართოდ წითელი მგლების ამბავი მონადირეთა და მეცხვარეთა შორის გავრცელდა. თუმცა, თვით ამბავმა და ადამიანთა წარმოდგენებმა წითელი მგლის ფიზიკურ მახასიათებლებსა თუ ქცევაზე დროთა განმავლობაში სერიოზული ევოლუცია განიცადა, პრინციპში ისევე, როგორც თავის დროზე ყველა ლეგენდამ. ადამიანის ფანტაზიას რა გამოლევს?! სამხრეთ ამერიკელებისა არ იყოს, ჩვენც არ ვუჩივით წარმოსახვის ნაკლებობას. ჰოდა, შეიქმნა ათასგვარი ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ გამოჩნდა წითელი მგელი საქართველოში. ახლა უკვე იმის გარკვევაც კი გაძნელდა, საერთოდ რას გულისხმობენ, „წითელი მგელიო", - რომ ამბობენ. ახია ჩვენზე! ასე იცის გაუცხოებამ, თორემ რას ვერჩოდით ჩვენს ჭინკებსა და ტყის ბინადარ ალებს? შეიძლება კომპიუტერული თამაშებისა და ჰოლივუდის სპეცეფექტების მერე ისეთი საშიში აღარ გვეჩვენება? ასეა თუ ისე, ხალხს რაღაც ახალი მოუნდა და ლეგენდაც შეიქმნა. ლეგენდის გმირი ძველი მგელია, ოღონდ ახალი, წითელი ფერით. ჩუპაკაბრასი არ იყოს, წითელი მგლის სახელი დღეს ყველას პირზე აკერია. ბევრ მონადირესა და მეცხვარეს „უნახავს", მაგრამ ყველაზე გამოცდილ მონადირესაც კი წითელი მგლის დანახვაზე ელეთ-მელეთი ემართება და ჩახმახს ვეღარ პოულობს. ამიტომ ეს მგელი არც არასდროს მოუკლავთ და, შესაბამისად, მეცნიერებასაც მისი არსებობის შესახებ არანაირი ფიზიკური სამხილი არ გააჩნია იმისათვის, რომ გაირკვეს, რა ფენომენთან გვაქვს საქმე - მოწითალო რუხ მგელთან, ნამდვილ წითელ მგელთან თუ „მგლისფერ" ძაღლთან. ამასობაში კი ლეგენდას ლეგენდა მოსდევს...

თავდაპირველი ვერსიით, წითელი მგლები საგანგებოდ გაუშვეს საქართველოში, რადგან ეს სახეობა მსოფლიოს მასშტაბით გადაშენების პირასაა მისული და ვიღაც-ვიღაცეებმა გადაწყვიტეს, საქართველოში კარგი ბუნებაა, იქნებ ერთი-ორი მგელი გავუშვათ ტყეში და ეს სახეობაც გადარჩებაო. ვერსია იმდენად აბსურდული იყო, რომ კომენტარის გაკეთებაც კი ძნელი აღმოჩნდა. მერე გაირკვა, რომ ეს ვიღაც-ვიღაცეები იყვნენ საერთაშორისო და ქართული ორგანიზაციები, რომლებიც სინამდვილეში თავად იბრძოდნენ იმისათვის, რომ უცხო სახეობების შეყვანის მავნე ტრადიცია ერთხელ და სამუდამოდ აღმოეფხვრათ მთელ მსოფლიოში. მთავარი ისაა, რომ ამ ვერსიაში, როგორც ჩანს, იგულისხმება მტაცებელი ცხოველი, რომელსაც რუსულად და ქართულად მართლაც „წითელ მგელს" ეძახიან, ხოლო სხვა ენებზე უწოდებენ „დოლს" ან „აზიურ გარეულ ძაღლს" (ეს უკანასკნელი მეცნიერულად ყველაზე გამართლებული სახელია), ლათინურად - Cuon alpinus. ამ ცხოველს ყველანი კარგად იცნობთ კიპლინგის „ჯუნგლების წიგნიდან", ან თუნდაც ძველი და ბევრი ჩვენგანისთვის საყვარელი რუსული მულტფილმიდან, „მაუგლიდან". სინამდვილეში ეს წითელი მგელი თუ აზიური გარეული ძაღლი ძალიან ლამაზი, უცნაური და მართლაც გადაშენების დიდი საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველია. იგი უმეტესად წითური ფერისაა, ზომა კოლის ჯიშის ძაღლისა აქვს და ძალიან ჭკვიანი და მოხერხებული მტაცებელია, მართლაც იოლად გადაადგილდება რთულ რელიეფზე და ხშირად მრავალრიცხოვან ხროვებს ქმნის; ძლიერი კიდურებისა და საოცარი მოქნილობის წყალობით სიგრძეზე და სიმაღლეში ხტომის უნიკალური უნარი აქვს და 2,5 მეტრის სიმაღლის ბარიერიც კი შეიძლება თავისუფლად გადალახოს. აღსანიშნავია, რომ ძაღლისებრებს შორის მას ყველასგან განსხვავებული, უნიკალური დენტალური (კბილების) ფორმულა აქვს. ამიტომ, მოკლული ცხოველის იდენტიფიკაცია სირთულეს არ წარმოადგენს და შეუძლებელია ძაღლში ან მგელში აერიოს კაცს. ამავე დროს, ალბათ ერთადერთი ძაღლისებრია, რომელსაც სტვენა შეუძლია, ასევე შეუძლია კატასავით კნავილი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ქათამივით კრიახიც კი. მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ მტაცებელს არც არასდროს უცხოვრია საქართველოში და არც ახლა ცხოვრობს (თუ კუდიანი დედაბრებისა გჯერათ, იმათ კი შეიძლება ჰყავდეთ დაბმული ერთი-ორი, ვერაფერს გეტყვით). აზიური გარეული ძაღლის ბუნებრივი არეალი ისტორიულად მოიცავდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას, თუმცა ამჟამად ბევრგან გადაშენებულია და სადაც არის, იქაც თითოოროლაღა დარჩა. მოკლედ, ეს ის არ არის, რასაც ჩვენი მეცხვარეები ასე უფრთხიან.

საქართველოში „შემოჭრილი" წითელი მგლის მეორე, თუმცა ნაკლებად სავარაუდო, კანდიდატი სახეობა შეიძლება ყოფილიყო ამავე სახელის ძაღლისებრის ერთი სახეობა, რომელსაც მეცნიერულადაც „წითელი მგელი" ჰქვია, ლათინურად - Canis rufus. იგი ჩვენებური რუხი მგლის ახლო ნათესავი, ფაქტობრივად, „ბიძაშვილია" და ახლა აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატებშია მხოლოდ შემორჩენილი. ეს სახეობაც გადაშენების ზღვარზეა და დიდი მუშაობა მიდის მის გადასარჩენად, მაგალითად, ჩრდილოეთ კაროლინაში წარმატებით ხორციელდება მგლის ამ სახეობის რეინტროდუქცია, ანუ ბუნებაში დაბრუნება. ჩვენთან კი ეს ნამდვილი წითელი მგელი არასოდეს ყოფილა, საწყალი, სადაც არის, იქაც ძლივს არის.

ამ ბოლო პერიოდში წითელი მგლის ამბის კიდევ ერთი ვერსიაც გაჩნდა. ამ ვერსიით, წითელი მგლები თურმე ადამიანებს კი არ შემოუყვანიათ, არამედ თავისი ფეხით მოსულან, არც მეტი არც ნაკლები, ჩეჩნეთიდან. ჩეჩნეთში რომ ომი იყო, დამფრთხალი ნადირი ჩვენკენ გამოქცეულა და წითელი მგელიც უკან გამოჰყოლია, რა ექნა, ჭამა ხომ უნდოდა? თითქოს ვერაფერს იტყვი, წინა ვერსიებთან შედარებით ბევრად დამაჯერებელიცაა და მომხიბვლელიც! თანაც კავკასიონზე რომ ცხოველები გადი-გადმოდიან, ამაში გასაკვირი არაფერია. უჩვეულო მხოლოდ ის არის, რომ თურმე ნუ იტყვით და, ჩვეულებრივ „ქართველ" რუხ მგლებთან შედარებით, ეს ოხერი „ჩეჩენი" მგლები განა მარტო სხვა ფერისანი არიან - წითლები, ჩვენებურებზე უფრო საშიში, მოხერხებული და სისხლისმსმელებიც ყოფილან. კიო, ჩვენი თვალით ვნახეთო, კისერი მომჭერითო, - გიმტკიცებენ თვითმხილველები, ისეთი წითელი იყოო... მოიცა, მოიცა, წითელიო?

პირველ რიგში, მოდით ფერის ამბავი გავარკვიოთ. ჩვენთან გავრცელებული მგლის ერთადერთ სახეობას „რუხი მგელი" ჰქვია (ლათინურად Canis lupus), ზღაპრებშიც ასეა: მოვიდა რუხი მგელი. რეალურად კი ამ ცხოველის შეფერილობას დიდი დიაპაზონი აქვს - თეთრით დაწყებული და ნახშირივით შავით დამთავრებული. თუმცა, უმეტესად მორუხო, მოყავისფრო და ხშირად მოწითალო ფერი სჭარბობს. ამიტომ ბევრი მგელი, სრულიად ბუნებრივად, მოწითალო შეფერილობის შეიძლება იყოს, საქართველოშიც, ჩეჩნეთშიც და სხვაგანაც. ხოლო თუ თავიდანვე წითელი მგლის მითები გიტრიალებთ თავში და თან განათებამაც ხელი შეგიწყოთ, რა გასაკვირია, თუ ჩვეულებრივი, „ტრადიციულ რუხ ქურქში გამოწყობილი", მგელიც კი ძალიან წითლად მოგეჩვენოთ. კი მაგრამ, მაშინ რუხი მგელი რატომღა ჰქვიაო, - იკითხავთ.

ამას მარტივი ახსნა აქვს. გარდა იმისა, რომ მორუხო შეფერილობა მართლაც მეტ-ნაკლებად ტიპიურია ამ სახეობაში, ბიოლოგიურ სახეობათა დასახელებებში ფერის დასახელებას ხშირად მხოლოდ პირობითი მნიშვნელობა აქვს. ამის კლასიკური მაგალითია თეთრი და შავი მარტორქები: თეთრი მარტორქა ისეთივე „თეთრია", როგორც შავი მარტორქა, და შავი მარტორქა ისეთივე „შავია", როგორც თეთრი მარტორქა: შეფერილობით მათ შორის განსხვავება საერთოდ არ არის და ორივე ღია მორუხო-მოყავისფროა. თავიდან თეთრს თეთრი შეცდომით დაარქვეს და მერე იფიქრეს, მოდი, ახლა ავდგეთ და მეორეს შავი დავარქვათო, ერთმანეთისგან სახელით რომ განვასხვავოთო. ასე რომ, რა გასაკვირია, რომ ამ ჩვენი ნამდვილი „ქართული" რუხი მგლის ბეწვს ზოგჯერ მოწითალო ელფერი დაჰკრავს.

მითიურ წითელ მგელზე იმასაც ამბობენ, ქართულ მგელზე ბევრად უფრო სასტიკი და მოხერხებულია და იმ ადგილებშიც კი ნადირობს, სადაც ჩვენი მგელი ვერ ნადირობდა, მაგალითად, კლდოვან ალპურ ზონებშიო. აქაც არაფერია უჩვეულო. მთიან ზონაში მცხოვრები მტაცებელი მთაში ნადირობასაა შეგუებული. მეტი რა გზა აქვს, უნდა შეეგუოს, თუ არ შეეგუება და... თუმცა მაინც საწყენია, რითია „ქართველი" მგელი „ჩეჩენ" მგელზე ნაკლები? ჩეჩნეთიდან მგლები თუ გადმოვიდნენ, აქაც არაფერია უცნაური. ომი ცხოველებსაც არ უნდა უყვარდეთ. თუმცა არც მანამდე აკლებდნენ აქეთ-იქით სიარულს, რა, მესაზღვრეები დააკავებდნენ თუ გზა დაებნეოდათ? (ცნობისათვის, მგელი ძალიან ჭკვიანი ცხოველია და ადამიანის მსგავსად შეუძლია გონებაში საკმაოდ დიდი ტერიტორიის წარმოსახვითი რუკა შექმნას, რომლის საშუალებითაც იოლად ორიენტირებს). ამასობაში სულ დამავიწყდა მთავარი მეთქვა, ჩეჩნეთშიც ისეთივე რუხი მგელი ცხოვრობს, როგორც საქართველოში. მაგრამ უბედურება სხვა რამეა. „ჩეჩნური" და „ქართული" მგელიც იქ მიდის და იქ ნადირობს, სადაც მსხვერპლია. საქართველოში კი, მოგეხსენებათ, ბოლო ათწლეულებში რაც მოხდა: ტყეში ნადირი აღარ დავტოვეთ და წყალში - თევზი. იმ ცხოველებმა, რომლებიც ბრაკონიერთა მასობრივ შეტევას გადაურჩნენ, შედარებით მაღალ და მიუვალ ადგილებს შეაფარეს თავი. და მგელსაც რა ექნა? არჩევანი აღარ დარჩა: ან მეცხვარეს უნდა მოსტაცოს ცხვარი (და მერე რაც მოუვა, თავის თავს დააბრალოს), ან იმ ადგილებში წავიდეს სანადიროდ, სადაც ველური მსხვერპლი ეგულება. ძველები რომ იხსენებენ, მგელი იყო ტყეში და იქ ნადირობდაო, იმასაც ამბობენ, ის ტყეები ნადირით იყო სავსეო და ჩვენც კარგად ვხეირობდითო. ისიც მახსოვს, ცხონებული ბაბუაჩემი რომ ტრაბახობდა, ახალგაზრდობაში საღორიის ტყეში დავდიოდი სანადიროდო. აბა, ახლა წადით იქ და რას მოინადირებთ, მაგასაც ვნახავ! ჰოდა, მგელიც ასეა. იქ მიდის, სადაც ჯერ კიდევ დარჩა რამე მოსანადირებელი, თორემ აბა ჰკითხეთ, თუ ეხალისება სიპ კლდეებზე ხეტიალი. მოკლედ, დაგვეჩაგრა ეს ჩვენი რუხი მგელი, მართლაც იქ ნადირობს, სადაც ადრე არც კი იკადრებდა სანადიროდ ასვლას. ალბათ ფიქრობს, რა დღეში ჩამაგდეს ამ ადამიანებმაო.

მე მგონი სიტყვა გამიგრძელდა. მაგრამ ამდენი იმიტომ ვწერე, რომ დამიჯეროთ, ლეგენდაა ეს ყველაფერი. არ არის წითელი მგელი საქართველოში და არც არასოდეს ყოფილა. თუ მგელს გადაეყარეთ, ეს ისევ ის ჩვენი ძველი ნაცნობი რუხი მგელია... ისე, ქვეყნად ყველაფერი ხდება და არც ის გამიკვირდება, ხვალ რომ CNN-ზე ცოცხალი ან თუნდაც მოკლული რეალური ჩუპაკაბრა აჩვენონ...

http://azrebi.ge/index.php?m=734&newsid=218

 
-BERG-დრო: შაბათი, 06.11.2010, 00:14:26 | შეტყობინება # 211
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს ყველაფერი კარგი, მარა მაშინ ეს ძაღლია ???!!!
და ჩვენ, მონადირეები ვეღარ ვარჩევთ ერთმანეთისგან ძაღლს და მგელს ???!!!
თუ კაბინეტის ვირთხები უფრო ცნობენ და არჩევენ ???!!!
ა, ბატონო ნათელი ნათელი მაგალითი რო წითელი მგელი არსებობს საქართველოში.
დასავლეთ საქართველო 2009 წ.


 
berZulდრო: კვირა, 07.11.2010, 12:21:50 | შეტყობინება # 212
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 907
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
-BERG-, სადაც წავეწევი იმ ადგილს ვეღარ გაცდება მაგრამ არ გინდა შეხვდეე 167 167

ლევან ბერძული
 
-BERG-დრო: კვირა, 07.11.2010, 21:22:41 | შეტყობინება # 213
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
berZul, უნდა წახვიდე სპეციალურად,კოლექტიურად ან ისე,ხაფანგებით, თორე ისე შეიძლება არც შეგვხვდეს არასოდეს. მგელი ტურასავით შტერი არაა რო შეგეფეთოს.
პ.ს. ისე არც ტურა არაა მანდამაინც შტერი :-)
 
giorguna033დრო: ორშაბათი, 08.11.2010, 11:38:37 | შეტყობინება # 214
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 103
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Giorgi0678, პირადად შენზე არ მომიწერია მეგობარო და....მეხორცე თუ არ ხარ ფრინველზემონადირეებს რომელიც მეც ვარმებუნდღიებს ხომ გვეძახიან.................. 069 ისე რო იცოდე იმას რასაც ჩვენ არ ვხოცავთ გამრავლების მიძნიტ.....მაგალითად ტახს და ჯიხვს......ჩვენ მეზობელ თურკეტში მაგალითად როგორც კი ჩვენიდან იქ გადადის ლიცენზიით ანადგურებენ................იქ მათზე ნადირობა დაშვებულია.....და ეხლაისიც არ მითხრა მეგობარო ჩვენიიკით არაპერი არ გადადისო................ისე გაგიმარჯოს ძმაომაგარი კაცი ხარ.....მიყვარს ყველა ვინც ბრაკონიერობას ერიდება 39 166
 
nadiroba44დრო: ორშაბათი, 08.11.2010, 12:37:52 | შეტყობინება # 215
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 82
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
vaxo_0682, სალამი მეგობარო . ერთობლივად მგელზე ნადირობაზე მინდა დაგელაპარაკო, სადაური კაცი ხარ შეგვევმიანე, დავილაპარაკოთ და ერთი ახოტა

მოვაწყოთ, ჩვენი საიტიდან მსურველები ბევრნი არიან, ყველას ყელში ამოუვიდა მგლების გულაობა მე მგონი ცუდი საქმე არ უნდა იყოს.

ამბობ ცოცხალსაც კი გავატყავებო, ეტყობა მაგრა გაბრაზებენ, მოვიფიქროდ ბიჭებო როგორ რანაირად, თქვენი აზრიც დააფიქსირეთ, და ამ

სეზონზე ერთობლივი ნადირობა მეტწილად ამ მტაცებლებს დავუთმოთ.

 
berZulდრო: ხუთშაბათი, 18.11.2010, 00:31:44 | შეტყობინება # 216
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 907
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
-BERG-, რავი უნდა ვცადო მგელზე რომ მოთოვს მაშინ არის კარგი ვიცი მათი ბილიკები ღამით სად გადი გამოდიან და ვნახოთ თუ მოვიცალელოდინი უნდა რა ერთ დღეს არ გამოივლის მეორე დღეს არ უნდა დაგზარდეს წასვლა თანაც მუხლი უნდა გქონდეს ძლიერი ..

ლევან ბერძული
 
მონადირედრო: ხუთშაბათი, 18.11.2010, 10:36:33 | შეტყობინება # 217
ჯგუფი: წაშლილები





berZul, მაგაზე კარგს რას გააკეთებ! 166
 
-BERG-დრო: ხუთშაბათი, 18.11.2010, 21:57:51 | შეტყობინება # 218
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
berZul, თუ ბილიკები იცი, ხაფანგი დაუგე, ოღონდ წყალში. ისე დაგებულს ძაან ხშირად ცნობს და არ ვარდება.
თოვლის პერიოდში, თოვლის ქვეშ, ნაფეხურზე დაუდგი. თოვლი არც სუნს ატარებს, და მგელი კიდე თავისი ნაფეხურებით დადის.
რუსებს ბევრი უწერიათ ხაფანგებით ნადირობაზე და თუ გადაიკითხავ ძაან ბევრს გაიგებ. მერე პრაქტიკა და ეგაა. 23_30_126


შეტყობინება დაამუშავა -BERG- - ხუთშაბათი, 18.11.2010, 21:58:40
 
berZulდრო: პარასკევი, 19.11.2010, 23:15:40 | შეტყობინება # 219
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 907
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
-BERG-, ხაფაგად ტროსები თუ გამოდგება ანუ მახის პონტში რა. ისე ხაფანგი მარტო მელიის მაქვს ორი ცალი

დამატებულია (19.11.2010, 22:14:49)
---------------------------------------------
-BERG-, ხაფაგად ტროსები თუ გამოდგება ანუ მახის პონტში რა. ისე ხაფანგი მარტო მელიის მაქვს ორი ცალი

დამატებულია (19.11.2010, 22:15:40)
---------------------------------------------
ისე ლინკს თუ მომწერ მადლობელი დაგრჩები (ხაფანგებზე)


ლევან ბერძული
 
-BERG-დრო: შაბათი, 20.11.2010, 11:24:31 | შეტყობინება # 220
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
berZul, მახის თემაში ნახე, იქ მოგწერე
 
GETOდრო: შაბათი, 20.11.2010, 18:25:00 | შეტყობინება # 221
ჯგუფი: წაშლილები





ეეე კარგად ხაართ რაგაც ძაღლები გირჩევნიათ ქართულ მგლებს რითია საქაღტველო მდიდარი მითხარტ რაცაა იმათაც თქვენ წყვიტავთ თქვენი სიამოვნებისთვის მე მონადირე არც ვარ და არც ვიქნები ცხოველის მოკვლა ნებისმიერის არააქ მნიშვნელობა მგელია თუ ირემი იმენა ცხოველის მოკვლა უდიდესი ცოდავაა და მაგ ცოდვაში არასდორს გავერევი მე ცოცხალის ყურება მიღცევნია მკდარს და ფიტულად გაკეთებულს
 
-BERG-დრო: შაბათი, 20.11.2010, 19:16:52 | შეტყობინება # 222
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
GETO, შენთვის ადრეა ნადირობა და მოკვლაზე ფიქრი. ჯერ ზღაპრები უნდა იკითხო.

შეტყობინება დაამუშავა -BERG- - შაბათი, 20.11.2010, 19:18:10
 
998დრო: შაბათი, 20.11.2010, 22:42:15 | შეტყობინება # 223
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
a11201, რომელ ფოტოს გულისხმობ.
 
krimanjuliდრო: შაბათი, 20.11.2010, 23:01:12 | შეტყობინება # 224
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
GETO, შენისანა ბავშვებიი იცი ამ რამოდენიმე წლის წინ ტყეში წავიდნენ შეშის მოსაჭრელად კახეთში. ასაკს ვერ გეტყვი რადგანაც ზუსტად არ მახსოვს მაგრამ შენზე პატარები იყვნენ, ერთი 12 -ამდე იყო და მეორე მგონი ცოტათი პატარა, , რატო წავიდნენ იციი?? იმიტომ რო ციოდათ და სახლში კიდევ შეშა არ ქონდათ, ხოდა . ვერც თბებოდნენ და ვერც საჭმელს ამზადებდნენ, ხოდა აიღეს ამ პატარა ბიჭებმა დიდი ნაჯახები და ტყეში წავიდნენ .. შეშის ჭრის დროს თავს მგელი დაესხათ, ერთმა ხეზე მოასწრო აძრომა , მეორე კი რომელიც პატარა იყოო ვერ აძვრა ხეზე და მგელთან დარჩა პირისპირ, მგელიც მივარდაა და დაკბინა, ის მეორე ხეზე რომელიც აძვრა შენსავით კი არ მოიქცა და ცოცხალი ცხოველის ყურებით კი არ დატკბა ბიძიკოო.. არამედ ჩამოხტა ხიდან და მოჭრილი ხის ტოტით დაერია მგელს რომელიც მასზე 3ჯერ მეტს იწონიდა. მიეჭრა და ტავისი მეგობარი გადაარჩინააა. გინახავს მგელიი? ხოდა ტუ ტელევიზორიდან ლამაზია ცხოვრება უყურე ვინ გიშლის მაგარამ შენთვის, ისე რო არავინ შეაწუხოო.. იმ ორი პატარა ბავშვიდან ერთერთი მიყენებული ჭრილობებით დაიღუპა, დაიღუპა იმიტომ რო მგელი იქ მივიდა სადაც არ უნდა მისულიყო და იქ , იმისთვის მივიდა რო სადაც უნდა ყოფილიყო ანუ ტყეში სხვა მგლებმა არ გააჩერეს, და სხვა მგლებმა იმიტომ არ გააჩერეს რო სხვა მგლები გამრავლდნენ და 10ჯერ მეტნი გახდნენ ვიდრე უნდა ყოფილიყოო, მე ასეთ ზღაპრებს წაგიკითხავ, მაგრამ იმ პატარა მგლისგან მოკლულ ბავშვს ვინღა წაუკითხავს ზრაპრებს შეენ ??
 
berZulდრო: კვირა, 21.11.2010, 00:44:09 | შეტყობინება # 225
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 907
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
GETO, krimanjuli, ორი წელი კი არა და სექტემბერში კახეთში 18 წლის ბიჩი მგლებმა ისე შეჭამეს რომ მისი ამოცნობა მსობლებმაც ვერ შეძლეს მარტო ძვლები იყო დარჩენილი ტან დაფანტული.როგორ ჭკუაზე იქნებიან მათი მშობლები მის მერე. ყველაფერი ზომის ფარგლებში უნდა იყოს არა აქვს მნიშვნელობა მგელი იქნება თუ ირემი.
და კიდევ ქართველი მონადირე ოდიდგანვე ვაჯკაცად ითვლებოდა.
ისე ადამიანები არ ნადირობენ მაგრამ იმდენ სისასტიკეს ჩადიან რომ რეალურად წარმოდგენა შეუძლებელია და მათ არ კიცხავე. ჩვენ მონადირეებმა რა დავაშავეთ 069 069 069 069


ლევან ბერძული
 
zaza-50დრო: კვირა, 21.11.2010, 12:29:28 | შეტყობინება # 226
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 601
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
krimanjuli, დაა. ისე გეტოზე ძაან მე მგონი მე დამაინტერესა ამ ზღაპარმა. მოყევი რა რამე კიდევ. მაგარი მოყოლა იცი რაღაცეების. მოკლედ რო ვკითხულობ სულ მგონია რო იქ ვარ თქო ისე წერ. ერთი რო შეგხვდები სადმე უნდა მოგაყოლიო რამე რო მივხვდე რო ტვითონ იგონებ და არა ლიტერატურიდან ლითხულობ. მაგარი კაცი ხარ გურულო
 
პედიატრიდრო: კვირა, 21.11.2010, 12:33:16 | შეტყობინება # 227
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
geto, კარგია რომ ცხოველები გიყვარს, ყველა ნამდვილ მონადირესაც უყვარს ცხოველები, როგორც მეცხვარეს ცხვარი, ან როგორც შენ ბებია-ბაბუებს მისი გოჭი, ინდაური თუ ქათამი, მაგრამ სტუმრად რომ ჩახვალ, ხომ უნდა დაგიკლას და გაჭამოს , რომ დიდი და ჯანმრთელი გაიზარდო. ისინი შენი სიყვარულით აკეთებენ ამას და არა თავისი გაზრდილი საქონლის სიძულვილით. პატარა შვლის ნუკრებს, კურდღლის ბაჭიებს, ხოხბის პატარა ლამაზ ჭუჭულებს სულ ერთიანად ახრამუნებენ მგლები და ტურები, იმდენი არიან, თან, როგორც დაწერეს უკვე, ბავშვებსაც დაესხნენ თავს. ამიტომ უნდა შემცირდეს მათი რაოდენობა და უფრო მეტი შვლის ნუკრი, ბაჭია და სხვა გადარჩება და გაიზრდება. ამაში ჩვენ, მონადირეები თუ არ დავეხმარეთ საცოდავ ნუკრებს, ბაჭიებს, ხოხბისა თუ სხვა ფრინველის ბარტყებს, სხვა ვინ დაეხმარება.
 
მონადირედრო: ოთხშაბათი, 24.11.2010, 14:30:58 | შეტყობინება # 228
ჯგუფი: წაშლილები





ვაი, შენ საცოდავო ჩვენო ქვეყანავ! საით მიექანები!
 
goga_001დრო: ოთხშაბათი, 24.11.2010, 21:35:17 | შეტყობინება # 229
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 123
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დღეს ისევ შემოგვიტია მგლებმა სამწუხაროდ.საინფორმაციო გამოშვებაში იყო გადმოცემული თუ როგორ ეშინია მშობლებს ბავშვების გაშვება სკოლებში.ნეტა სანამდე გაგრძელდება ასე?თბილისში ტურები უკვე მარკეტებში შედიან.
 
berZulდრო: ხუთშაბათი, 25.11.2010, 20:51:24 | შეტყობინება # 230
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 907
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მონადირე, საით მიექანები არა საით მიგაქანებენ ესე უფრო სწორია.

ლევან ბერძული
 
tengomengoდრო: პარასკევი, 26.11.2010, 00:11:53 | შეტყობინება # 231
ჯგუფი: წაშლილები





ჩემ სოფელშიც მომრავლდა მგელი რამდენიმე შემთხვევა იყო შარშან პატარა კვიცები შეჭამეს... შარშან მოკლეს 1 მგელი და როგორც ჩანს გ.დ.ი -ს ყურამდეც მიახწია და 400 ლარიანი ჯარიმა აკიდეს აქედან დასკვნა თუ მგელი მოკალით სამხილები მოსპეეეეთთ : )) 069
 
bichiდრო: ორშაბათი, 29.11.2010, 15:05:50 | შეტყობინება # 232
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 20
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კახეთში ძალიან აიშვეს მგლებმა.
 
tengomengoდრო: ორშაბათი, 29.11.2010, 22:54:28 | შეტყობინება # 233
ჯგუფი: წაშლილები





რამდენიმე დღის წინ ჩემს სოფელში მგლებმა მეზობლის ძროხა შეჩამეს ტელევიზორშიც იყო რეპორტაჭი... 25 25 25
 
berZulდრო: ოთხშაბათი, 01.12.2010, 23:57:22 | შეტყობინება # 234
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 907
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tengomengo, რომელი სოფელია?
გასაკვირი უფრო ისაა რომ მგელი ისეთ ადგილებში გამრავლდნენ სადაც სოფლები და ხმაურიანია ტყიდან მოშორებით, რასაც ჩვეულებრივ მგელი გაურბის ხოლმე.,.


ლევან ბერძული
 
a11201დრო: ხუთშაბათი, 02.12.2010, 11:09:32 | შეტყობინება # 235
ჯგუფი: წაშლილები





berZul, ადგილობრივი მგელი სადაც ცხოვრობს იქ არ ნადირობს არასოდეს თავის უსაფრთხოების მიზნით, ხოლო წიტელი მგელი ცხოვრობს სოფლის სიახლოვეს ან ალპურ ზონაში..... ამჟამად ალპურ ზონაში აღარაფერია შესაჭმელი და ამიტომაა რომ სოფლებში შემოდიან.....
 
BENELI_rustaviდრო: ხუთშაბათი, 02.12.2010, 16:49:30 | შეტყობინება # 236
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 105
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ერთი კვირის წინ სოფელში ვიყავი და ჩავყარე ხაპანგები. მგლები კია ყმუილით იღებენ იქაურობას ტურებიც არ ჩამორჩებიან და ვნახოთ რა იქნება ყოველ სამ დღეში ბაბუაჩემი დახედავს თუ შარშანდელივით გამიმართლა კარგი ბიჭობაა 167
 
tengomengoდრო: პარასკევი, 03.12.2010, 17:22:11 | შეტყობინება # 237
ჯგუფი: წაშლილები





berZul, სამეგრელოშია ხობის რაიონი სოფელი საჯიჯაო. ამჟამად ხობის ტერიტორიაზე მგლის მოკვლაზე 300 ლარიანი პრემიებია დაწესებული და ერთობლივ ნადირობას თუ მოაწყობთ კარგი იქნებოდა...

a11201, ზუსტად არვიცი წითელი მგელია თუ რუხი მაგრამ ფაქტიურად თავიანთ ტერიტორიაზე ნადირობენ გვერდზე სოფელში ცხოვრობენ და ჩვენთან გადმოდიან ჩვენს ჭალებში მდინარე ყოფს სოფლებს... 25 25

 
BENELI_rustaviდრო: პარასკევი, 03.12.2010, 19:09:16 | შეტყობინება # 238
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 105
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tengomengo, ვაა გაიხარე კაი ინფორმაციაა . დაგეგმვა უნდა მაგ ამბავს . უპრემიოდ მუსრს ვადენთ და პრემიით ხო გავწყვითავთ. ეგ ნამდვილად იცი რო პრემიაა?
მართლა კაი იქნება გასვლა. ერთი ფულის... მთავარია კაი საქმის კეთებაზე რო არ დაგაჯარიმებენ და თავისუფლად ინადირებ რა.
 
a11201დრო: პარასკევი, 03.12.2010, 19:14:09 | შეტყობინება # 239
ჯგუფი: წაშლილები





tengomengo, მოკლედ უნდა დაინახო რო გაარჩიო რომელი ჯიშის მგელია...... ისე გადაჯიშდა ყველაფერი ვერაფერს ვერ გაიგებ და გაუგებ რაა
 
berZulდრო: პარასკევი, 03.12.2010, 20:38:13 | შეტყობინება # 240
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 907
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tengomengo, და ეგ დამტკიცებულ დოკუმენტში წაიკითხეთ პრემიის შესახეებ?( ისე ბევრი იძახოდა პრემიებს მაგრამ 400 ლარიანი ჯარიმას დააჯერეს) და თუ მანდ პრემიები დააწესეს სხვა რაიონებშიდაც დაუშვებენ ნადირობას.

ლევან ბერძული
 
BENELI_rustaviდრო: პარასკევი, 03.12.2010, 20:56:34 | შეტყობინება # 241
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 105
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
berZul, მართალიხარ მეც მასე ვიცი, 400 ლარიანი ჯარიმებია ტელევიზიაშიც ასე ითქვა , მაგარმ ეტყობა მაგ ტერიტორიაზე ისე მოხშირდა მავნებელთა რიცხვი რომ მოსახლეობა ტერორშია და დააწესეს ალბათ არ ვიცი გასარკვევია, ზუსტად უნდა გავიგოთ ამ ის შესახებ და მერე ერთი გავილაშქროთ მგლებზე. 48 48 48
 
tengomengoდრო: პარასკევი, 03.12.2010, 22:58:29 | შეტყობინება # 242
ჯგუფი: წაშლილები





berZul, კი დაზუსტებული ინფორმაციაა გამგეობაში მოვიდა წერილი და მამაჩემმა მითხრა თუ კიდე გაინტერესებთ მკითხეთ და დაგიზუსტებთ...

a11201, ვიკითხე და რუხი მგელი ყოფილა. ძაანაა გამრავლებული არადა არც მივარდნილი სოფელია და არც არაფერი იმენა ცენტრია გვერდზე სოფელი იმენა ტყეა რამდენიმე ოჯახიი ცხოვრობს იქაა მგლების თავშესაფარი და იქიდან ჩამოდიან...

 
berZulდრო: შაბათი, 04.12.2010, 01:04:52 | შეტყობინება # 243
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 907
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეგრე თუ არის აბა დაერიეთ 069 069 069 069 069 იმედია მაგ წერილს ყველა რაიონის გამგეობებში დაარიგებენ 39 39 39

ლევან ბერძული
 
goga-0niდრო: კვირა, 05.12.2010, 19:10:41 | შეტყობინება # 244
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლექსი ეძღვნებათ პატივცემულ მგელებს, ეს ვიდეო თუ გაქვთ ვინმეს დადეთ ძმურად გთხოვთ მაგარი ხოხმაა 166 ტელეფონზე მაყურებინეს კიღამ გავგორდი სიცილისგან 069
 
krimanjuliდრო: კვირა, 05.12.2010, 22:26:26 | შეტყობინება # 245
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეგ არა და ეს ნახატი ფილმია მაგარი
.
.
 
goga-0niდრო: ხუთშაბათი, 09.12.2010, 00:44:38 | შეტყობინება # 246
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ახალი ცნობები მომივიდა, ორი მგელი დააგდო ახლობელმა და თავის პატარა ბიჭუნას უთხრა ასე თქვი კომბალით მოკლა მამა მგლებიო იმის შიშით რომ პოლიცია არ მიუხტეს და თოფი რომ არ წაართვან და დადის ის პატარა ბიჭუნა და იძახის მამამ ორი მგელუკა მოკლა კომბალათიო 36_1_69
 
Giorgi0678დრო: ხუთშაბათი, 09.12.2010, 00:58:23 | შეტყობინება # 247
ჯგუფი: წაშლილები





goga-0ni, თქვას მერე იმ დალოცვილმა გამოიწიეს ჩემზეო, თან მითუმეტეს 2 თუ იყო, მანც გაუხურებენ თავდაცვის მიზნით რო მოკლას??
 
a11201დრო: ხუთშაბათი, 09.12.2010, 10:16:40 | შეტყობინება # 248
ჯგუფი: წაშლილები





Giorgi0678, ძნელია მაგის თქმა იმიტომ რომ გამაბრთხილებელი უნდა გაუსროლო ცხოველს თავს თუ გესხმის და თუ არ დაგემორჩილა მაშინ შეიძლება პირდაპირ მიზანში ამოღება და მოკვლა....... დამიჯერე ვერ დაამტკიცებ იმას რო გამაბრთხილებელი გაისროლე და მერე მოკალი......
 
Giorgi0678დრო: ხუთშაბათი, 09.12.2010, 10:50:44 | შეტყობინება # 249
ჯგუფი: წაშლილები





a11201, იმან დამიმტკიცოს რო არ გავისროლე, მე არ ვარ ვალდებული ვამტკიცო ცჰემი უდანაშაულობა
 
998დრო: ხუთშაბათი, 09.12.2010, 11:19:53 | შეტყობინება # 250
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნეტა მგლები თუ ერკვევიან ასე კარგად კანონმდებლობაში? 069 069 069
 
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика