05:35:46
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, giohunt1982  
მგლებზე ნადირობა და მათზე საუბარი
goga_001დრო: შაბათი, 23.10.2010, 12:16:31 | შეტყობინება # 151
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 123
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩვენთან ბუნების კანონზომიერება სხვაგვარადაა მეგობარო.ჯერ იმით დავიწყებ თუ არ ვცდები საქართველოში 1965 წელს შემოიღეს კანონი კურდღლის მოკვლასა და მოპოვების აკრძალვაზე და მის შემდეგ კაცს არ გადაუხედია.იქნებ შეგვჭამა კურდღელმა?რაც შეეხება შველს ის დაზუსტებით ვიცი რომ თუ ნადირი არ არის ვერ ხარობს.ვინ თქვა და რომ ჩამოთვლილ ქვეყნებში საერთოდ გააქვრეს მგელი?მე ყველგან მყავს ნაცნობები იმ ქვეყნებში და ვკითხე სათიდაოდ და ყველამ მითხრა მგელი არის.დაგეთანხმებით იმაშიც ,რომ არის ქვეყნები სადაც ჩამოდის შველი, ირემი,მთის თხა,ჯიხვი,ქურციკი და მოსახლეობას უნადგურებს ეზოში ნათესებს.მაგრამ არ აქვთ უფლება მოკლან ვინაიდან კანონი არ უშვებს.ეხლა საქართველოში ვინ დაელოდება ა.შ.შ-სავით შესაბამის სამსახურის მოსვლას და დალოდებას რომ დააპატიმრონ ირემი ეზოში რომ შევა?ქვით გაუჩეჩქავენ თავს!კანონმორჩილება ამრავლებს ნადირს ბუნებაში და არამარტო უფლის არამედ ჩვენი.ჩვენ ცოტა რომ უვლიდეთ ბუნებას მეტი გვექნება ყველაფერი.არის საქართველოში ეხლაც ადგილები სადაც შველი მოსახლეობაში ჩამოდის რომ ჩამოთოვს მთებში.აზამთრებინებენ და უშვებენ უვნებელს.უამრავი შველია იქ.რატომ არ ყავს განადგურებული მგელს?მგელიც საკმაოდ ბევრია კვირა არ გავა რომ არ ნახონ მთაში დაგლეჯილი პირუტყვი.
 
vaxo_0682დრო: შაბათი, 23.10.2010, 14:27:42 | შეტყობინება # 152
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 4
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით ყველას. მგელზე ნადირობა თუ გინდათ აჯამეთში ჩამოდით. 3 კვიცი შემიჭამა. ყოველ ღამით რაღაცას აფუჭებენ. ძაან ბევრია. მე ყველანაირად დაგეხმარებით, ცხენები მყავს შეგსვავთ ზედ და რამდენიც გინდათ იმდენი იარეთ. ოღონდ ეგ მოსპეთ.
 
Giorgi0678დრო: შაბათი, 23.10.2010, 15:01:46 | შეტყობინება # 153
ჯგუფი: წაშლილები





vaxo_0682, საით არის ზუსტად?? თქვენ არ ნადრობთ??
 
goga_001დრო: შაბათი, 23.10.2010, 20:10:15 | შეტყობინება # 154
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 123
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მანდ იყო ჩასული ბიჭები მგლებზე სანადიროდ და მოკლეს ერთი.სამწუხაროდ ისევე მაგ სოფლის მაცხოვრებლებმა დააბეზღეს იქ ზემოთ ისევე ისინი ვინც მათ გაანთავისუფლა მგლისგან და კარგი სოლიდური ჯარიმებიც გაარჭვეს.ასე, რომ მე პირადად თუ სადმე შემხვდა ისე გაუსწორდები.მოგვიანებით გავიგე დამრეკისთვის ერთი ტომარა პურისფქვილი უჩუქებიათ.ეს კი მე შემემთხვა პირადად.იქ ახლოში არ მინდა დავასახელო პურის საცხობი შევედი პური ვიყიდე და სანადიროდ გავემგზავრე.10 წუთში მომადგა გ.დ.ი.ყველაფერი წესრიგში მქონდა და კი გაბრუნდა ის ხალხი.ასეც ხდება იქ..
 
nokoდრო: შაბათი, 23.10.2010, 21:02:36 | შეტყობინება # 155
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 202
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
როგორც ჩანს ბუნების დაცვაზე კი არა ადამიანების გამოჭერაზე და ჯარიმებზე ჩალიჩობენ, ეტყობა ბიუჯეტის შევსება მაგატაც დაავალეს 069 069
 
Giorgi0678დრო: შაბათი, 23.10.2010, 21:25:12 | შეტყობინება # 156
ჯგუფი: წაშლილები





goga_001, მდააააააააააააა, აი მასეთი ხალხი "შემთხვევით" მგელში რო აგერიოს, რომელიც იმ მომენტში თავს გესხმის არ შეილება?? 069 069 069 069 069 069 069 069 069 069
 
goga_001დრო: შაბათი, 23.10.2010, 21:35:51 | შეტყობინება # 157
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 123
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძალიან სოლიდური ჯარიმებია.ბორჯომში მეგობარი საერთოდ დამიღუპეს.5000 გადაიხადა და პირობითი დაუტოვეს.ასე რომ თუ რამეს აპირებთ ერთი 5000 უნდა გქონდეს ჯიბეში + 1 ლარი სახლში რომ მიხვიდე.შემდეგ მთელი პირობითი კი ასე უნდა იყურო სახლიდან 19 რამე რომ არ დაგემართოს 069 ასეთი საკითხები სულ სხვაგვარად ინხილება ..მგონი გამიგეთ 23 069

შეტყობინება დაამუშავა goga_001 - შაბათი, 23.10.2010, 21:36:44
 
nokoდრო: შაბათი, 23.10.2010, 21:36:30 | შეტყობინება # 158
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 202
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შემთხვევით კაია მაგრამ დასანანია ტყვია წამლის გაფუჭება მაგათზე ძვირია და სადაა მაგდენი 069
 
Giorgi0678დრო: შაბათი, 23.10.2010, 21:42:33 | შეტყობინება # 159
ჯგუფი: წაშლილები





მე ახლედა მონადირე ვარ, თოფი სულ ერთი წელია რაც ვიკიდე და ნადირზე ჯერ არც მინდარია, მხოლოდ მწყერი-ქათამი-იხვი და ძალიან მაინტერესებს მგელი-მელა-ტურა, თუ ვინმე აპირებს მსგავს რამე, ნუ მგელი გასაგებია (ჯარიმები, ტურა-მელაზე გასვლას დიდი სიამოვნებით შევუერთდები, უკეესი იქნება 2 დღიანი თუ მოხერხდება, მე ყველანაირად მზად ვარ 39 :39: -ესეც იგულისხმება, რათქმა უნდა
 
nokoდრო: შაბათი, 23.10.2010, 21:55:13 | შეტყობინება # 160
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 202
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Giorgi0678 მგელზე ნადირობას გამოცდილება უნდა ხომ ასე ბევრიაა მაგრამ საკმაოდ რთული მოსანადირებელია თუ არ გადაგაწყდა 167 ხოლო თოფის შეძენის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ მე მთლად თოთო მონადირე გამოვდივარ 069 069 ჯერ 1 თვეა რაც შევიძინე, შევუერთდები როცა კი შესაძლებლობა იქნება ნადირობის კამპანიებს 39 იცოცხლეთ
 
Giorgi0678დრო: შაბათი, 23.10.2010, 22:01:01 | შეტყობინება # 161
ჯგუფი: წაშლილები





noko, რა თოფი იყიდე?? ჰო, სულ 4-ჯერ ვიყავი სანადიროდ, აქედან ერთი იმისთანა რამეზე, რომ ის რო დავწერო ალბათ თითონ თვითონ მსოფლიო ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის შეფი ჩამოვა ჩემ დასაჭერად 069 069 069 069 069 .
რთული რომ არის ვიცი და ზუსთად იმიტომ ვიკითხე ვის შეიძლება ასეთ ამბავში შევუერთდე მეთქი, თეორიულად ვიცი როგორც ხდება, შეილება 3-4 კაცი შევკრიბო და წავიდე ვინმე გამოცდილი თუ არ გამოჩნდა ამ ამბავში და არ დაგვეხმარა
 
goga_001დრო: შაბათი, 23.10.2010, 22:04:50 | შეტყობინება # 162
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 123
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს კანონია გადამფრენ ფრინველებზე.ყველა ნადირზე კი ნადირობა აკრძალულია.ასევე კურდღელზე. 23

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას აუცილებელია იცოდეთ:
ნადირობისათვის საჭირო დოკუმენტები:
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გადამფრენი ფრინველების მოპოვებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარის ოდენობით) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სანადირო იარაღის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი 220 101 222, ანგარიშის ნომერი №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 3033.
განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის: ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 3033 წარმოადგენს 9 ნიშნიანი კოდის ბოლო ოთხ ციფრს, რომელიც უცვლელია (ერთი და იგივეა ყველა თვითმმართველი ერთეულისათვის – ქალაქი, რაიონი). 9 ნიშნიანი კოდის პირველი ციფრი არის 3, რომელიც ასევევ უცვლელია და ნიშნავს ამკრეფის კოდს, ამ შემთხვევაში არსაგადასახადო შემოსულობებს. ხოლო შუა 4 ციფრი სხვადასხვაა იმ თვითმმართველი ერთეულის შესაბამისად (ქალაქი, რაიონი), სადაც წარმოებს თანხის გადახდა. ზოგადად კოდი ასე გამოიყურება: 3 XXXX 3033. მაგალითად: თბილისისათვის ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდია: 3 0077 3033; ახმეტისათვის 3 0054 3033; რუსთავისათვის 3 0006 3033; ქუთაისისთვის 3 0018 3033, ლენტეხისათვის 3 0031 3033 და ა.შ.
სანადირო სახეობები, ნადირობის დღიური ლიმიტები და ვადები
მწყერი – 20 ცალი, გარეული მტრედი – 10 ცალი, ჩიბუხა – 5 ცალი, ჩვეულებრივი გვრიტი – 10 ცალი, ქედანი – 10 ცალი, გვიძინი (გულიო) – 10 ცალი (ნადირობის ვადა 22 აგვისტოდან 15 თებერვლამდე);
– ტყის ქათამი – 7 ცალი (ნადირობის ვადა 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე);
– წყალმცურავები (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – საერთო რაოდენობა 8 ცალი (ნადირობის ვადა 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე).
ნადირობა აკრძალულია
აკრძალულია ნადირობა დაცული ტერიტორიების გარშემო 500 მეტრიან ზონაში.
აკრძალულია ნადირობა საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში და ყოფილი ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე.
ნადირობის აკრძალული მეთოდები:
ა) მცენარეული საფარის დაწვა;
ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა;
გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა, ან განადგურება;
დ) ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებების – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების, ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების, სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
ე) ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით“.
ვ) სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს;
ნადირობისათვის დაშვებული იარაღები:
სანადირო იარაღის სახეებია: სანადირო ხრახნივლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი, სანადირო პნევმატური იარაღი.
აკრძალულია სანადირო იარაღის ზემოთ ჩამოთვლილი სახეების გარდა სხვა იარაღით ნადირობა.
ნადირობა, გადამფრენი ფრინველების მოპოვებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარის ოდენობით) გადახდის დამადასტურებელი ქვითარის (დედანის) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, აგრეთვე აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში მეთოდებითა და მოწყობილობებით, ითვლება ნადირობის წესების დარღვევად და ისჯება კანონით.

 
goga_001დრო: შაბათი, 23.10.2010, 22:32:18 | შეტყობინება # 163
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 123
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს ჩვენთვისაა გასაკვირი თორე არის ხალხი ვისთვისაც არის მაგ კანონი ჯიგარ გამოცემული.ნადირობენ მასეც რაცარუნდა გასაკვირი იყოს 23
 
nokoდრო: შაბათი, 23.10.2010, 22:43:03 | შეტყობინება # 164
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 202
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იმედია შეგვინდობს მცირე გადახვევას უფროსობა 36_1_69 მაგრამ მგელს არ გავცილებულვართ შორს ძალიან ხომ ისევ თოფით უნდა ვინადიროთ ნუ თუ ამ ჩვენი მთავრობის კანონების გადამკიდებმა ეგეც არ აგვიკრძალეს და კომბლებით არ დავერიეთ საბოლოოდ 069 17 g
 
Giorgi0678დრო: შაბათი, 23.10.2010, 22:43:23 | შეტყობინება # 165
ჯგუფი: წაშლილები





goga_001, ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით - ამაში რას გულისხმობენ ხო ვერ მეტყვი, ანუ ღამე ტყეში თუ დარჩი ცეცხლს ვერ დაანთებ თუ არასწორად გავიგე, ძმურად, ამიხსენი რა
 
goga_001დრო: შაბათი, 23.10.2010, 23:08:08 | შეტყობინება # 166
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 123
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სიმართლე გითხრა არ ვიცი ეს კანონში წერია და არსად შემხვედრია მასეთი რამ.ისე მემგონი ტბებში რომ შედიან ღამით გადაწვა იციან ხოლმე გამხმარი ,,კაშტანების,,მწყერი რომ მოდის ღამით ზღვის სანაპიროებზე ზეწარს ჭიმავდნენ და ქვემოდან უნთებდნენ სინათლეს ან ცეცხლს.ეს იზიდავს ფრინველს ღამით ისე ერთი მაგარი საინტერესო რამ მაქვს ნანახი.ნავით მიდიოდა მეთევზე და აკუმლატორზე ჰქონდა დაგებული 12ვოლტიანი ნათურა.ეს ნათურა წყლის ზედაპირზე ჰქონდა გადაწეული ნავიდან.ქვემოთ კი წყლამდე ,,საჩოკი,, მგვრალი ბადე ისეთი რომლითაც თევზი ამოყავთ.ნავი მიდის და ნათურას ესევა კოღოები.წლიდან ამომხტარი ჩემი თვალით ვნახე თევზი როგორ დაიჭირა კოღო ნათურასთან და ჩავარდა დაგებულ მახეში.ალბათ არის ეგეთი რამ რაც კანონშიც გაითვალისწინეს.ისე მე როგორც ვიცი არანაირი ნადირი არ ეკარება ღამით ცეცხლს.მგლების ხროვაც რომ იყოს ისიც ერიდება.გადაწვით იქნება უეჭველი...

შეტყობინება დაამუშავა goga_001 - კვირა, 24.10.2010, 00:04:46
 
krimanjuliდრო: კვირა, 24.10.2010, 12:35:40 | შეტყობინება # 167
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

.
.
.
ცეცხლის დანტებასთან დაკავშირებით მე მხოლოდ ორი რამ მომდის ტავში რაც სეიძლება გამოყენებული იყოს, '' კანონის '' წინააღმდეგ, პირველი არის ბუნაგის შესასვლელთან ცეცხლის დანთება, რასაც კვამლის შეხრჩოლებასაც უწოდებენ , ეგ პრინციპში ესე კეთდება, მონადირე(თუ რა თქმა უნდა შეიძლება თოფიანს ვუწოდოთ) ცოცხალ ბუნაგთან ანთებს კოცონს და კვამლს ბუნაგის მიმარტულებით უშვებს რატა ბუნაგში შესული მხეცი სეაწუხოს, ამ შემთხვევაში ბუნაგი მილად რო ცარმოიდგინოთ რომელშიც ისედაც გაღარიბებული ჟანგბადია, კვამლი უკვე ნადირს სუნთქვას თუთქმის უსპობს და ის იძულებულია თუ მეორე გასასვლელი აქვს ეგრევე იქეტ წავიდეს და ტავს უშვე;ლოს გაგუდვისაგან, ხშირად მონადირეები მეორე გასაასვლელში უწყობენ '' ზასადას'' და მხეცი ადვილ ნადავლად იქცევა, ძირითადად მაჩვი, რომელსაც მრავალგასასვლელიან საცხოვრებელით მოგვევლინება ხვდება ხოლმე ამ მეთოდის მსხვერპლი, ან მელა ან ტურა რომელიც მიტოვებული მაჩვის სოსროში შესახლდება, საქართველოში არ არის სხვა ნადირო რომელით ტავიდანვე ითვალისწინებს'' უკანა კარის'' სტრატეგიას, ეს მეთოდი მგელზე გამორიცხულია, უკანა გასასვლელის არქონის სემთხვევაში, ნადირი ყველაზე დაბალ ცერტილში ჩაწვება -თუ რა თქმა უნდა ესეთი დაბალი წერტილი მის საოროს გააჩნია, რადაგანაც მოგეხსენებათ კვამლის სიმჩატე მის წემოთკენ სწრაფვას იწვევს, შესაბამისად ბუნაგის შესასვლელზე დაბალი წეწრტილი უბრო ინარჩუნებს ჟანგბადის გარკვეულ რაოდენობას, რომელიც საკმარისია მხეცის გადასარჩენად, მაგრამ მას უკვე გარკვეული გადარჩენის ინსტიქტი აქვს და თუ კოცონს მოვაშორებთ ბუნაგის შესასვლეთან ის ეგრევე გარეთ გამოვარდება, რაც მის 95% სიკვდილს იწვევს, მანამდე ცეცხლის შიში მას გარეთ გამოსვლას ვარ აბედვინებს, (თან მონადირესაც არ გაუხარდება ნახევრად შემწვარი ნადირის ქურქი) ხსირად სოროს ძაღლი თუ ის მარტოა ვერ აიძულებს ნადირს გარეთ გამოსვლას, ამ შემთხვევაში ერთი შეყეფებაც საკმარისია და ნადირი უკვე''ანკესზეა წამოგებული''მეორე რაც ცეცხლის დანთებასტან დაკავშირებით გამახსენდა არის არა ტყეში ცეცხლის დანთება არამედ ცეცხლის მოკიდება, ძირითადად პატარა ტყეებსა და ბუჩქნარზე, ეს დაახლოებით ესე ხდება , თუ მონადირე შენიშნავს ან დააზუსტებს რო პატარა ტყეში არაუმეტეს ანხევარ ჰექტრისა, რო ნადირი შეთ იმალება, მას ცალი მხრიდან ცეცხლს წაუკიდებს და მოერე მხრიდან გამავალ ბილიკებს გადაკეტავს, ნადირს რო ცეცხლის ეშინია ეს კი ბავშმაც იცის ხოდა მოკლედ იგივე ბედი ეწევა რაც მოერე გასასვლელისას სოროში, განსაკუთრებით ეს მეთოდი ''გამართლებულია' დასავლეთში გაველურებული ჩაის პლანტაციებში , რომლებიც ხშირად ბარდ ეკალით არის დაფარული და საუკეტესო ბუნებრივ საფარს წარმ,ოადგენს გარეული კატისთვის და ტურისთვის,, კურდღელი მანდ აღარ არის უკვე მაგათ გადამკიდე, ძირითადად მართკუთხედი ფორმის 2000 კვადრატიან ჩებს ან უფრო პატარებს უკიდებენ ცეცხლს, რაც არ უნდა ეროვნული მტერი იყოს ეს მეთოდი ჩემთვ ის ნადირობის ეთიკის სიმახინჯედ მიმაჩნია, და ყოველგავარი ვევხლის გამოყენება,მ სიტყვა ბრაკონიერობას აგარ ვამბობ შეგნებულად, რადგანაც ამ სიტყვის ბევრი ინტერპრეტირება ხდება, ზოგს რა მიაჩნია ბრაკონიერობად და ზოგს რა,მოკლედ ეს მეთოდები მგელზე ნაკლებად მუშაობს და ტან ჩვენტა რდგანაც მგელი ძირითადად მაკეობის პერიოდს ატარებს სოროში და დანარჩენი ზემოთ, აი მგელი და ტურა არიან გასაწყვეტი, ტორე მელა არ მიმაჩნია ქვეყნის ამომგდებად, ტუმცა ეს ცემი აზრია მხოლოდ, და ვთვლი რო მაინც მეთაგვიად რჩება, მაქსიმუმ ბაჭიას მოუღოს ბოლო და მიწაზე მობუდარ ფრინველს, აი ტურა ადვილად უმკლავდება ცხვარსაც და თხასაც, ხორს სტაცებს გოჭებს და პატარა ბურვაკსაც იმორჩილებს, ანადგურებს შვლის ნუკრენს შემოდის მოსახლეობაში და მტავარ მექათმედ რჩება, აგრეთვე ლეკვების ხორცს ეტანება განსაკუთრებულად, შეიძლება ვინმემ თქვას რაებსა იზახისოო ,მაგრამ რასაც ტურაზე ვწერ ჩემი დაკვირვებითა კაცოო, ჩემითააა
 
Giorgi0678დრო: კვირა, 24.10.2010, 13:27:53 | შეტყობინება # 168
ჯგუფი: წაშლილები





krimanjuli, შენი დახმარება არ გვწყენდა და იქნებ მოხერხდეს ერთდროულად დაგვეგეგმა რამენაირად, ჰა??

დამატებულია (24.10.2010, 12:27:53)
---------------------------------------------
krimanjuli, გეთანხმები, აბსოლურურად მართალი ხარ, საერთოდ ტურა რამე სარგებლობა მოაქვს, სულ მცირე მაინც??

 
998დრო: კვირა, 24.10.2010, 13:39:44 | შეტყობინება # 169
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
krimanjuli, ძალიან ვწუხვარ შენი გამზრდელი ძროხის გამო ეს ადრე რომ მცოდნოდა განახებდი მაგათ სეირს. 069 069 069 ხუმრობა იქით იყოს და პრობლემა მართლაც სერიოზულია საქმე იქით მიდის რომ მალე მინდორში სანადირო არაფერი დაგვრჩება, მე მგლის საწინაღმდეგო არაფერი მაქვს იქ ის წესით და იმ რაოდენობით უნდა იყოს, სადაც ის სანიტრის ფუნქციას შეასრულებს, მაგრამ ისმის კითხვა სასანიტარო რა დაგვრჩა საქართველოში? ადამიანები? შველი და ირემი საქართველოში იმ რაოდენობის მგელს რომ ეყოფა არ არის მაშინ რისთვის ამრავლებს და ასე გამწარებით იცავს მგელს და მის მაგვარ მავნებლებს ჩვენი ტტტტტ. პ-ასუხი ერთია ფულის გამო, მაგრამ ფული ყველა მეთოდით და ხერხით არ კეთდება ეგ უნდა იცოდნენ. იმ ზიანს რომელიც ადგება ფლორას და ფაუნას დღეს მოქმედი კანომდებლობით არ ვიცი რა ეშველება. მგლის შიშით ფარა ვის გაუწყვეტიაო ნათქვამია და ჯობია მონადირეებმა მონადირულად მივხედოთ საქმეს.
 
krimanjuliდრო: კვირა, 24.10.2010, 15:55:45 | შეტყობინება # 170
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

.
.
რა ენაზე მიდის გადაცემა ვერ გეტყვით მაგრამ ის აშკარაა როგორ უმკლავდებოდნენ, საბჭოთა კავშირში მომრავლებული მგლების რაოდენობას.... რომელმაც საქონელი შეახრამუმა. ჩვენთან კი საქონელი აღარ დარჩა და .... აშკარად ეტყობათ მგლებს რო მოწამლეს, ეს კიდევ ერთერთი გამართლებული ხერხია, ანუ ლეშს ან იმ ნადირს რომელსაც დაგლიჯავს და ვერ შეჭამს ბოლომდე , მოასხამენ საწამლავს, დაბრუნებული მგელი კი ხორცს საწამლავიანს მიირთმევს, და შედეგს ტავადაც ხედავტ რა დღეში არიან, ჩვენთან ეგ ხერხი აგრძალულია გარკვეული მიზეზების გამო, რადგანაც მოწამლული ნადირი შეიძლება ჩვეულებრივმა ძაღლმა ან კატამ ჭამოს, მდევრები ასე თუ ისე ძირითადად ''მეხორცეები'' არიან და სანადიროდ გაშვებული თუ გადააწყდა უარს არ იტყვის ''თვითმკვლელობაზე''
 
goga_001დრო: კვირა, 24.10.2010, 16:38:16 | შეტყობინება # 171
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 123
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
10 10 10 krimanjuli. კაცობრიობის გამოგონებებს საზღვარი არ აქვს ცხოველების მიმართ სისასტიკეში და ბოროტებაში.მგელს მგლობა დააბრალეს და ტურამ ქვეყანა დააქციაო...ადამიანია ყველაფრის მკადრებელი და გამნადგურებელი გახდა.აპოკალიფსი გაასწორებს ყველაფერს და თავიდან კაცობრიობის წამოწყება.შთამომავლობით გადადის თაობიდან თაობაზე ბრაკონიერულად ნადირობა.და ეს მართებულად მიაჩნიათ.რა გაასწორებს ეხლა ამ საქმეს?მემგონი ბევრი დააგვიანდება ჩვენი სისხლის გაფილტვრას.იქ კვამლის და კვამლის შესვლის დახრაზე იყო საუბარი მაგრამ გხვდება ისეთი ადგილებიც სადაც პირიქითაა წნევის ზეწოლა გარე მოქმედებაზე და აქაც იმარჯვა კაცმა.მე ნანახი მაქვს ფუტკრის საკვამურები რა ქვია არ მახსოვს.ისეთები აქვთ გაკეთებული ზომად დიდები და იმით უბერავენ კვამლს სოროებში.ეს ყველაფერი შემზარავია მაგრამ ასე არის.ეს არის დღეს ჩვენი და კაცობრიობის პასუხი უფლის მიმართ ხვთის მიერ ნაჩუქარ მიწა-წყალის ნადირ-ფრინველზე.
 
პედიატრიდრო: კვირა, 24.10.2010, 21:08:37 | შეტყობინება # 172
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სტატია წავიკითხე რუსულ გაზეთში, ჩამოთვლილი იყო, რომელ რეგიონებში რამდენი მგელი იქნა მოკლული და ჩაბარებული 1 წლის მანძილზე, დაახლოებით 15 000 გამოვიდა. მაინც ვერ ერევიან, იმდენია თურმე
 
goga_001დრო: კვირა, 24.10.2010, 21:24:54 | შეტყობინება # 173
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 123
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რუსეთს იმხელა ტერიტორიებია მაგ მონაცემები ზღვაში წვეთია.ტერიტორიებია ისეთი ჯერ სადაც კაცის ფეხი არ დადგმულა და იქ რა იქნება ნეტა....
 
Adminდრო: კვირა, 24.10.2010, 23:39:17 | შეტყობინება # 174
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს



აი ასე მიდიოდა განვლილ საუკუნეში ბრძოლა მგლებთან,შევქმენით ნაკრძალები შველ ირემისთვის,მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ, სამაგიეროთ ახლა მგლების ნაკრძალი შევქმენით და შედეგი გვაქვს უზარმაზაარი.


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
vaxo_0682დრო: ორშაბათი, 25.10.2010, 01:42:28 | შეტყობინება # 175
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 4
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
goga_001 ეგ პურისსაცხობი ცხენთაროში რომაა იმას გულისხმობ?
 
vaxo_0682დრო: ორშაბათი, 25.10.2010, 15:01:30 | შეტყობინება # 176
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 4
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თქვენ აქ ჩამოდით და ყველაფერზე ატვეჩაი მე ვარ. თუ დაგვაჯარიმეს მე ვიხდი.
 
Giorgi0678დრო: ორშაბათი, 25.10.2010, 15:59:53 | შეტყობინება # 177
ჯგუფი: წაშლილები





vaxo_0682, მგელზე ნადირობას მანდ გაუწევ ორგანიზებას??
 
krimanjuliდრო: ორშაბათი, 25.10.2010, 16:24:47 | შეტყობინება # 178
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მელიაზე რო ვამბობდი მაინც მეთაგვიეა მაი წუპაკი მეთქი , ააა ძამა , რა ლამაზად სკუპაობს ამ თოვლში თუ ხედავ მაგას შენ..
.
.

.
.
წითელი მგელი
.

.
.
ისე წითელ მგელს თუ დააკვირდებით, ტურის ელემენტებსა და მელიისასაც შენიშნავთ თავზე,
 
პედიატრიდრო: ორშაბათი, 25.10.2010, 16:37:10 | შეტყობინება # 179
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რათქმაუნდა, მელას ამ მხრივ სარგებლობა მოაქვს(ღმერთმა ქნას, ქართველმა კაცმა მარცვლეულის ყანები მოამრავლოს, გაზეთში ისიც ეწერა, სპეციალურად შემოგვისიეს თაგვებიო და ა.შ.).
კარგი ჟურნალი გამოდიოდა იმ დროს: მონადირე და მეთევზე, რამდენიმე ნომერი მეც შემომრჩა
 
Giorgi0678დრო: ორშაბათი, 25.10.2010, 16:45:04 | შეტყობინება # 180
ჯგუფი: წაშლილები





მე როგორც ვიცი წითელი მგელი, ან თუ ზუსად ეგ არა და მაგის რომელიმე ქვესახეობა, ქარველის გამოყვანილი ჯიშია გრანტის მიღების მიზნით და ასეთი საშინელება გამოუვიდა, გარდა ამისა, გამიგია, რომ განსაკუთრებული გონებით და ვერაგობით გამოირჩევა, ანუ ბუნებრივი მონაცემების გარდა მის ვერაგობაში ადამიანის ხელიც ურევია. ჩემი ღრმა რწმენით, თუ მგლის დანდობაზე მიდგა ლაპარაკი, მაგ დანდობაში ეგ მგელი არ იგულისხმება, დასანდობი ისე ძველი, საქარველოში ბაბუაჩემის დროს მორბენალი მგელია. მემგონი დამეთანხმებით.
 
krimanjuliდრო: ორშაბათი, 25.10.2010, 17:01:10 | შეტყობინება # 181
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მელიაზე რო ვამბობდი მაინც მეთაგვიეა მაი წუპაკი მეთქი , ააა ძამა , რა ლამაზად სკუპაობს ამ თოვლში თუ ხედავ მაგას შენ..
.
.

.
.
წითელი მგელი
.

.
.
ისე წითელ მგელს თუ დააკვირდებით, ტურის ელემენტებსა და მელიისასაც შენიშნავთ თავზე,
.
არანაირი ქართველის გამოგონილი და სელექციური ''შედევრი'' არარის. წითელი მგელი ამერიკული ენდემური წარმომადგენელია, რომელიც ადრე საბჭოტა კავშირის დროსაც შემოიყვანეს და შემდეგ ისევ შემომყვანთა გასანადგურებელი შეიქმნა, დღესდღეობით თუ წითელ მგელზე რაიმე ჩაგივარდება ხელში ლიტერატურა, მიხვდები რო მას მსოფლიო სხოველტა დაცვის ორგანიზაციები მფარველობენ და თავს ევლებიან, არადა რააქვს დასაცავი ჯერ ვერ მივმხდარვარ, თუ რაიმე ქართველებს დასაცავი გვაქვს ეგ ჩვენივე ბუნებაში ჩამოყალიბებული და ასე ცთქვათ შექმნილ-შეზრდილი კავკასიური ირემი, ჯიხვი, ნიამორი გა კოლხური ხოხობია,, არცვი რო არჩვია, ისიც კი ჩვენევური გახდა თითქოს, ანუ საქართველოს პირობებს იდეალურად შეეზარდა და ''გაქარტველდა'' ოდიდგანვე, იტყვის ვინმე რათ უნდა ცხოვლთა რაოდენობის დარეგულირებაში ადამიანის ხელს, ადრე როდესაც ადამიანები არ ერეოდნენ მაშინ ხო აუარება იყოვო, კი ბატონო იყო მაგრამ მასინ არც ცეცხლსასროლი იარაღი არსებობდა და არც ასე გვქონდა ტერიტორიები ათვისებული, არ არსებობდა შხამქიმიკატები და საზღვრები, დღესდღეობით კი როცა დედამიწა კი არა გარსემო პლანეტებზეც გვიდგას თვალი, უკვე არ ჩარევა დანაშაულია და გაწირვაა, მთელი ევროპა ერევა და შედეგიც თვალსაჩინოა, რაც შეეხება შემოყვანილი ჯიშების ადგილობრივ ბუნებასტან აკლიმატიზაციას, მიმაჩნია რო ამ შემთხვევაში მხოლოდ ნუტრიამ გაამართლა და კარგად მოერგო ჩვენთან არსებულ პირობებს, თან არც ზიანი მოაქვს არავისთვის , ადვილად მრავლდება და საუკეთესო ხარისხის ბეწველსა და ხორც იძლევა, აი ენოტის შემოყვანა კი დანაშაულია სისხლის სამართლის, ის ანადგურებს არამარტო მიწაზე არამედ ხეებზეც მშვენივრად მუშაობს, გამართლებულია კიდევ გამბუზიას შემოყვანა რომელივ მალარიის კოღოს ანადგურებს, დანარჩენი კიდევ რა გითხრათ, ევროპული ხოხობი მხოლოდ ინკუბატორებში გვხვდება უამრავი ნაწილი, მაგრამ მისი გაშვება არანაირად შეიძლება ველურ გარემოში, თორე ჩანაცვლების პროცეს ვერ გაუძლებს კოლხური ხოხობი ან გადაგვარდება, ამას სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს და არ შეიძლება კერძო სამონადირეო მეურნეობებმა თვითნებურად სემოიყვანონ სხვადსხვა ჯიშის ნადირ ფრინველი თავიანთ სამონადირეო ტერიტორიებზე, რადგანაც რეალური საფრთხე ექმნება ადგილობრივ ჯიშებს, ეგ რას მაგონებს იცი, '' შენი გამოიღე , ჩემი უნდა შევდვაოო'' რაც არ უნდა უხეში გეჩვენოთ ეგ სიტყვები რეალობა უფრო უხეშია, ან მალე ვიგრძნობთ, არის ფაქტები რო ევროპული ხოხობი შემოიყვანეს რამოდენიმე მეურნეობაში ამ რამდენიმე წლის განმავლობაში და მონადირეებისგანაც გამიგონია(მხოლოდ აღ.საქართველოში) რო უკვე რამოდენიმე თეთრყელაც შემოაკვდათ, მე ვნახე იორის ჭალებსი ხოხბის საშენი , სადაც კოლხური ხოხბის რამოდენიმე ეგზემპლარი იყო და დანარჩენები ევროპულები, და რას აკეტებდნენ იცი კლავდნენ, უფრო სწორედ აკლევინებდნენ თეთრყელიანებს და რომელსაც ნაკლები ქონდათ იმას ''საჯიშედ '' ინახავდნენ, სეიძლება დროთა განმავლობაში ეგ თეთრი ყელი სულაც გაუქრონ, მაგრამ ეგ ის იქნება რაც საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა და ეგუებოდა ჩვენს პირობებს, ასეა მგელიც, საქართველოში ოდითგანვე იყო რუხი მგელი , მაგრამ ეს რაოდენობა უკვე კატასტროფულია, ამას რო წითელი მგელი დაემატა ხო საერთოდ რა დღეში ვართ,.. მოკლედ წერილი გვაქვს დასაწერი სასწრაფოდ და იაქტიურეტ , მასალები მოიძიეთ, სასურველია ფაქტების ამსაახველი დამადასტურებელი ვიდეო ან სურათი, მოკლედ ჩვენ თუ ეხლა არ ვიყვირეთ, მერე ვინღა გაყვირებს... არის მოსაზრება რო ვითომ ჩეჩნეთიდან გადმოიხვეწა წითელი მგელი მაგრამ არც ეგ მიმაჩნია მართებულად, რავა ზამა მოეწონა აქ და დარჩაა. მგელი კი ბატონო მიგრირებს ხოლმე მაგრამ მაინც არა ისე რო გადმოვიდეს და პალიასტომამდე ჩავიდეს გასტროლებზე, მგლის მუხლზე ლეგენდები ყველამ ვიცით და არის დაფიქსირებული რო მგელმა ერთ კვირაში 500 კილომეტრი დაფარა, მაგრამ ეგ არა ჩვენთან ეგ რუსეთის ტვალუწვდენელ ტერიტორიებზე. საშუალოდ ზამტარში მგელი 80 კილომეტრს მოძრაობს საჭმელის პოვნის იმედად, მოკლედ თუ სერიოზულ განაცხადებს გააკეთებთ ამ თემასთან დაკავსირებით, მივესალმები თქვენს თითეულ გამოხმაურებას.
 
Giorgi0678დრო: ორშაბათი, 25.10.2010, 22:31:04 | შეტყობინება # 182
ჯგუფი: წაშლილები





krimanjuli
თუ იცი:
1. როგორ, რის მიხედვით ითვლება ქვეყანაში მგლების რაოდენობა??
2. საქართველოს მასშტაბის ხელა ქვეყანაში რამდენი უნდა იყოს მგელი??
3. როგორ უნდა დათვალო რა რაოდენობა მოკლეს და და რა დარჩა??

დამატებულია (25.10.2010, 21:31:04)
---------------------------------------------
ეხლა მოვუსმინე ქრონიკაში, მგლებმა კახეთში მაგრა შეაწუხა ხალხი, ვირები და საქონელი შეჭამა და ადგილობრივ მთავრობას თხოვენ მონადირე ჯგუფის შექმნას. დიდი სიამოვნებით ჩავეწერებოდი მაგ "ზონდერ კამანდაში" 23

 
998დრო: ორშაბათი, 25.10.2010, 22:56:56 | შეტყობინება # 183
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მგლების შემოტევა გრძელდება დრო არ ითმენს საქმეს მიხედვა უნდა ასე ლოდინი არ გამოვა მალე მგლები ადამიანებზეც გაახშირებენ თავდასხმას თუმცა ამის მაგალითებიც საკმაოდაა რა უნდა მოხდეს რომ მგელზე ნადირობის ნებართვას საშველი დაადგეს ვინმე მთავრობის წევრი უნდა დაგლიჯოს? არა მგონია ეს მოხდეს რადგანაც ჩვენი მთავრობის დაცვას რომ გააღწევს იმდენი მგელი როცა იქნება ჩვენ არ ვიქნებით მაშინ. რა ვერ გაიგო ამ ხალხმა ყველაფერი უცხოური კარგი არაა, წითელ მგელს ვგულისხმობ, მაგას თავის სამშობლოში ანადგურებენ და ჩვენ რა ღმერთი გვიწყრება რომ ვამრავლებთ. არ ჯობია ირემი შველი ხოხობი ..... ვამრავლოთ. 15 d40371fc3fce76d21d2aaa6e92f6ef0d
 
temotemo73დრო: ორშაბათი, 25.10.2010, 22:59:30 | შეტყობინება # 184
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 16
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ამათმა მოაშენეს და ეხლა გაგანადგურებინებენ????
 
goga_001დრო: ორშაბათი, 25.10.2010, 23:12:41 | შეტყობინება # 185
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 123
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მგლები კახეთს უტევს!

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=im...10-2010+20%3A35

შეტყობინება დაამუშავა goga_001 - სამშაბათი, 26.10.2010, 19:04:42
 
a11201დრო: სამშაბათი, 26.10.2010, 11:44:20 | შეტყობინება # 186
ჯგუფი: წაშლილები





როგორც გავიგე ყოველწლიურად 5 მილიონი დოლარი შემოდის საქართველოში რათა წითელი მგელი აიცრას და მათზე ზედამხედველობა და კონტროლი განხორციელდეს...... ყველას კარგად გვესმის სად მიდის ეგ ფული

დამატებულია (26.10.2010, 10:28:49)
---------------------------------------------
წითელი მგელი (Cuon alpinus), მტაცებელი ძუძუმწოვარი ძაღლისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 76-103 სმ, მასა 14-21 კგ. ქვედა ყბაზე მესამე ძირითადი კბილი არ აქვს. საერთო შეფერილობა ჟანგისფერ-წითელია, მუცელი კი უფრო ღია ფერისაა. გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში, ინდოჩინურ მალაკის ნახევარკუნძულისა, კუნძულ სუმატრისა და იავის ჩათვლით. ყოფილ სსრკ-ში — შორეული აღმოსავლეთის მთებში, დასავლეთ საიანებზე, შუა აზიაში. ბინადრობს მთებში ალპურ ზონმდე. ყველგან საკმაოდ იშვიათია. აქტიურია უმთავრესად ღამით. ნადირობს ირემზე, ცხვარზე, თხასა და შველზე. მაკეობის ხანგრძლივობა 62-64 დღე გრძელდება. შობს 5-9 ლეკვს.

დამატებულია (26.10.2010, 10:40:01)
---------------------------------------------
წითელი მგელი
წითელი მგელი ძაღლისებრთა ოჯახის ერთ-ერთი საინტერესო, საკმაოდ მსხვილი წარმომადგენელია. მისი სხეულის სიგრძე 76-100 სმ-ია, კუდის - 28-48 სმ, წონა - 14-21 კგ. გარეგნულად ერთდროულად ჰგავს მგელსაც, ტურასაც და მელასაც. შემოსილია ხშირი გრძელი ბეწვით. კუდი ძალიან გრძელი აქვს და ფაფუკი, მაგრამ მელასგან განსხვავებით მისი ბოლო თითქმის შავია. თავი საკმაოდ განიერი აქვს, შედარებით მოკლე და წაწვეტებული დრუნჩით, დიდი დაცქვეტილი ყურებით. ზაფხულში სხვადასხვა ტონალობის მეწამულისფერ-ჟღალია, ზამთარში - რუხი-ჟღალი.
მიუხედავად სახელწოდებისა, ეს ცხოველი ჩვენებური რუხი მგლის საკმაოდ შორეული თანამოძმეა. სხვათაშორის, არცთუ შორეულ წარსულში წითელი მგლის არსებობას ადასტურებდნენ ჩრდილოეთ ამერიკაშიც, მაგრამ საბოლოოდ დადგინდა, რომ ამერიკული „წითელი მგელი” რუხი მგლისა და კოიოტის ჰიბრიდია.
წითელი მგლის გავრცელების ძირითადი არეალია: ცენტრალური და სამხრეთ აზია, ინდოჩინეთი, მალაკის ნახევარკუნძული, კუნძულები სუმატრა და იავა. შედარებით ნაკლებია შორეულ აღმოსავლეთში, დასავლეთ საიანებსა და შუა აზიაში. ალექსი არაბულის ცნობით, ეს აბეზარი მტაცებელი გარემოს დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციით (მათი სამეცნიერო ცენტრი ჩვენთანაც არსებობს), საქართველოშიც შემოიყვანეს. იგი ნახეს ლაგოდეხისა და ლიახვის ნაკრძალში. ერთი მათგანი მოინადირეს კიდეც და აღწერეს.
წითელი მგელი თითქმის ყველგან მაღალმთიანეთში ბინადრობს და ხშირად ალპურ ზონამდე ადის. იგი ტიპური მტაცებელია. თავს ესხმის ტყის ნებისმიერ ბინადარს, მაგრამ მისი ძირითადი საკვები გარეული ჩლიქოსნებია. ჩვენთან - ირემი, არჩვი და ჯიხვი. არეალის სამხრეთ ნაწილში უშიშრად შედის დასახლებულ პუნქტებში და შინაურ საქონელსაც აზიანებს. ცნობილია, რომ წითელი მგლები უპირატესად დღისით, სხვადასხვა მეთოდით ნადირობენ. წვრილ მღრნელებზე და კურდღლებზე - ცალკეულად, ხოლო მსხვილ ცხოველს ხროვად ესხმიან თავს. ხროვა, რომელშიც ყველაზე ხშირად 15-20 ცხოველია, ორგანიზებულად, შეთანხმებულად მოქმედებს და კამეჩსაც კი იმორჩილებს.
დაუნდობელი მტაცებლები მხსვერპლს ყნოსვით ეძებენ და პოულობენ. თუ ადვილად ვერ ჩაიგდეს ხელში, მაშინ იწყება ხანგრძლივი დევნა, რომლის დროს დამახასიათებლად წკმუტუნებენ.
ისინი ტურასთან და მელასთან შედარებით ნელა დარბიან, მაგრამ განსაკუთრებულად ამტანები არიან და მსხვერპლს მანამდე სდევენ, სანამ მას ძალა არ გამოეცლება. როცა მსხვილ ცხოველს დაეწევიან და ალყაში მოაქცევენ, მგლები სხვადასხვა მხრიდან, მორიგეობით ჩაურბენენ ხოლმე, კბილს გაჰკრავენ და ჭრილობებს აყენებენ. ცნობილია ისეთი შემთხვევებიც, როცა მგლები მოხერხებულად იყენებენ რელიეფის თავისებურებას - თავიანთ მსხვერპლს გზებს უჭრიან და აიძულებენ იმ მიმართულებით გაიქცეს, სადაც ფრიალო ხრამებია და განწირული ცხოველი კლდიდან იჩეხება. წითელი მგლები იშვიათად დათვსაც კი ესხმიან თავს.
ამ ცხოველის ოჯახურ ხროვებად ნადირობის ისტორიები ლეგენდების სახით არის შემორჩენილი, ზოგიერთი მათგანი მხატვრულ ლიტერატურაშიც არის აღწერილი. კაპლინგი თავის ცნობილ „მაუგლიში“, „დეკანის წითელ ძაღლებში” (რომლებსაც თითებს შორის ბეწვი ეზრდებათ) სწორედ წითელ მგლებს გულისხმობდა.
წითელი მგლის გამრავლების ბიოლოგია არასაკმარისადაა შესწავლილი. ისინი მკაცრი მონოგამები არიან - ხვადები თავგამოდებით იცავენ და მონაწილეობას ღებულობენ მოზარდი თაობის აღზრდაში. მძუნაობა იანვარ-თებერვალში მიმდინარეობს. მაკეობა 62-64 დღეს გრძელდება. ლეკვები აპრილში იბადებიან. ნაყარში საშუალოდ 5-9 ლეკვია, რომელთა წონა 200-350 გრამია. ახალ დაბადებულები მოკლე, მუქი ფერის ბალნით არიან დაფარულნი. კბილები ორ კვირაში ამოსდით. 70-80 დღეში ლეკვები ბუნაგს ტოვებენ (წითელი მგლები სოროს არ თხრიან, თავშესაფრად ბუნებრივ გამოქვაბულებს და კლდეთა შორის არსებულ ნაპრალებს იყენებენ). 7 თვის ასაკის ცხოველები ზომით მშობლებს უტოლდებიან და კოლექტიურ ნადირობებში ერთვებიან. სქესობრივ სიმწიფეს კი 2-3 წლის ასაკში აღწევენ.

რუხი მგელი
ჩვენებური რუხი მგელი აღმოსავლეთ ევროპულ ნაგაზს („ავჩარკას”) ჰგავს, ზოგი ფიქრობს, რომ მარტოხელა მონადირეა, მაგრამ ცნობილია, რომ ისინი ხროვებადაც ცხოვრობენ. სიგრძეში რუხი მგელი 105-დან 160 სანტიმეტრამდე იზრდება, 35-50 კილოგრამს იწონის, იშვიათად 75-საც.
იკვებება როგორც შინაური, ისე გარეული ჩლიქოსნებით, კურდღლებით, ძაღლებით, წვრილი მღრღნელებით.
გამრავლების პერიოდში წყვილებად ცხოვრობენ. გვიან შემოდგომაზე და ზამთრის დასაწყისში ერთიანდებიან ხანდახან 10-12 წევრიან ჯგუფებად. გაზაფხულზე, 62-65 დღიანი მაკეობის შემდეგ ძუ მგელი აჩენს სამიდან 13-მდე, უფრო ხშირად 5 ბრმა ლეკვს, რომელთაც 10-13 დღეში აეხილებათ თვალი. როდესაც ლეკვები წამოიზრდებიან, ძუ მგელს ისინი მდინარეზე მიჰყავს და აკვირდება როგორ სვამენ წყალს. მგელი წყალს სხვამს ისე, როგორც საქონელი, შესრუტვით. მაგრამ ხდება, რომ ლეკვებს შორის გამოერევა ისეთი, რომელიც ძაღლივით თქვლეფს წყალს. ძუ მგელი მას დაუყონლებლივ შეჭამს ხოლმე.
ზოგნი ირწმუნებიან, ვითომ მგელი ტყის სანიტარია და დაავადებულ ცხოველებს ჭამს. მგელი უსაფრდება მობალახე ცხოველებს, ელოდება როდის მიუახლოვდებიან, მერე წამოხტება და რომელიც დაფრთხება და ჯოგს გამოეყოფა, იმას გამოეკდიება. მანამდე მისდევს, სანამ არ დაღლის, წააქცევს და ისე იმორჩილებს.
საინტერესოა, რომ წყვილები სიცოცხლის ბოლომდე ერთმანეთის ერთგულნი რჩებიან, შვილები რომ გაიზრდებიან, მიდიან „ოჯახიდან” და თვითონაც ქმნიან „ოჯახს.” ძუ მგელი გამრავლებისთვის მზად არის 2-3 წლის ასაკში, ხვადი 5 წლისა უნდა იყოს. ძუ მგელს დაუძლურებული, მოხუცი „ქმრისთვის” რბილი ნაჭრები მიაქვს ბუნაგში.
მგელს სოფლის მეურნეობისთვის სერიოზული ზარალი მოაქვს და ამ 20-25 წლის წინ მასზე ნადირობა ნებადართული იყო ნებისმიერ დროს. 500 მანეთი პრემიაც იყო დაწესებული. ამიტომ მონადირეებს საგანგებო მეთოდიც ჰქონდათ შემუშავებული მგელზე სანადიროდ. ცნობილია, რომ მგლები ყმუილით ეხმიანებიან ერთმანეთს. ზოგიერთ მონადირეს შეეძლო მათი ხმების მიბაძვა და მიუხედავად იმისა, რომ მგელი ძალიან ფრთხილი ცხოველია, მაინც ტყუვდებოდა ხოლმე.
თუ მონადირე ნახავდა მგლის მიერ მოკლულ ცხოველს, იმავე ღამეს წაიყვანდა თავის მეწყვილე მონადირეს. ორი იმიტომ იყო საჭირო, რომ მგელი შორიდან უვლიდა თავის მიერ მოკლულ მსხვერპლს, რომ დარწმუნებულიყო ახლო-მახლო ადამიანის ნაკვალევი არ არისო. მისთვის „ეჭვი რომ გაეფანტათ” ერთი მონადირე შეისვამდა მეორეს ზურგზე, 80-100 მეტრიდან მიიყვანდა ახლოს, დატოვებდა ბუჩქებში, თვითონ გამობრუნდებოდა, მგელი მოივლიდა იქაურობას, ნახავდა, რომ ერთი ადამიანი მოსულა და წასულა, მეორეს ნაკვალევი (სუნი) არ არის. მგელი დაიყმუვლებდა, ჩასაფრებული მონადირე გამოეხმაურებოდა და „სრული ნდობა” მოპოვებული იყო. ასე ახერხებდნენ მგლის მოკვლას და კარგ პრემიასაც ღებულობდნენ.

დამატებულია (26.10.2010, 10:44:20)
---------------------------------------------
შორს უღრან ტყეში თოფი გავარდა

პირქვე დაეცა მგელი ტიალი,

ზვავის წინ ისე ჩუმად დაეცა

გულში ჩაიკლა მგლური ღრიალი.

იგი ხვდებოდა რომ სულს ღაფავდა,

რომ ღია იყო სამარის კარი,

რომ წუთიწუთზე მისთვის დაჰკრავდა

სამგლოვიარო დიდრონი ზარი.

ყველა სულდგმური კარგად ხვდებოდა,

რომ არ ნანობდა მისი გონება

ის მგელი მგლურად კვდებოდა,

მგლურად გალია მისი ცხოვრება.

ამ დროს კი თბილად ერთ ბუხრის პირას

ძაღლს უდარდელად თექაზე სძინავს

და სულ არ ესმა იმ ოხერტიალს

მგელი სამსხვერპლოდ თავს როგორ წირავს.

ასეა ძმაო წუთისოფელი

ბუნებას ყველა განურჩევია

ვეღარ გავუგე ამ მადლიან ღმერთს

ვისთვის რა ბედი დაუწერია,

ზოგი ძაღლურად ცხოვრობს ამ ქვეყნად

ზოგს მგლურად ყოფნა აურჩევია.

 
Adminდრო: სამშაბათი, 26.10.2010, 17:10:18 | შეტყობინება # 187
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
krimanjuliდრო: სამშაბათი, 26.10.2010, 19:41:41 | შეტყობინება # 188
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

.,
ესეც შენი წითელი მგელი, მითხარით ვინმეს გინახავთ, ეგეთი მგელი საქართველოში?. ალექსანდრე არაბულს კარგი სტატია ქონდა ამ მგლებზე დაწერილი, დააკვირდით უკანა კოჭებზე როგორი დაბალი და კუთხიანი აქვს, მე კაცი არ შემხვედრია რო ასეთ მგლებზე ქონოდათ პრეტენზია ბოლო 3 წლის განმავლობაში, თუმცა ეგ რაც ზე,მოთ მოიყვანა ''ბიოგრაფია'' a11201, ეგ მგელია,ისე ლექსი ვერ მოგიწონე ვერანაირად და რავქნა,საწყენად არ მიიღო მაგრამ ქართველებს მსოფლიოში თუ რაიმე გვეთქმის ეგ ჩვენი პროზა და პეზიააა, ასეთი ლექსი კი არ შეგვშვენის... მარშუტკის სიმღერას უფრო წააგავდა.. ცუდად ნუ გამიგებ გთხოვ, როდესაც პოეზიას ეხებიან მაშინ თავს ვერ ვიკავებ რო აზრი არ დავაფიქსირო..
.
.
. თუ ვინმეს ან რაიმე ფოტო ან სხვა ფაქტის ამასხველი გაგაჩნიათ ამ საკითხთან დაკავშირებით, აუცილებლად დადევით, ან რაიმე ინფორმაცია, აშკარაა რო ეგთი ფაქტები იქნება ერთადერთი საშუალება კანონის შეცვლისა. ვამბობთ რო არის მგელი, ერთიც მეორეც და მესამე სახეობაც, პლიუს ამას ვერაგი ტურა, და მოკლედ ცუდ დღეში ვართ..
 
nokoდრო: ოთხშაბათი, 27.10.2010, 00:40:49 | შეტყობინება # 189
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 202
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხოო ეს შემოყვანილი ამერიკული სულ სხვააა ნაღდად რაც ჩვენთან ასე პარპაშებს რადგან 14-21 კილომდე მგელი ჯიხვს ვერას დააკლებს ასე მგონია რაღაც
 
a11201დრო: ოთხშაბათი, 27.10.2010, 11:32:12 | შეტყობინება # 190
ჯგუფი: წაშლილები





krimanjuli, საწყენი არაფერია, ეგ ბიოგრაფია რო ამოვიღე ინტერნეტიდან თან ახლდა და აღარ მოვაშორე, არ მქონდა წაკითხული და ცნობისმოყვარეობის გამო აღარ წავშალე........
ასე რო წყენა არ იქნება.......
რაც შეეხება წითელ მგელს ახლობელმა მოკლა თიანეთში და რო ვნახე გადავირია თათების სიდიდით და კუდი ქონდა ძაან დიდი...... ფაქტიურად სოფელში ცხოვრობენ ეგ მგლები დამაგარ განსაცდელში ყავთ მოსახლეობა.......
 
პედიატრიდრო: ოთხშაბათი, 27.10.2010, 13:16:59 | შეტყობინება # 191
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
doxe-მ ჩამოიტანა ერთხელ ფოთში ასეთი მგლის ტყავი და უცხოელ მეზღვაურებს მიჰყიდა, წითელი იყო და მელიის ხომ არ არის-მეთქი, თუმცა აშკარად დიდი იყო.
 
a11201დრო: ოთხშაბათი, 27.10.2010, 17:13:50 | შეტყობინება # 192
ჯგუფი: წაშლილები





პედიატრი, სხვათაშორის მეც მელა მეგონა რო ვნახე, მაგრამ შენითქმის არ იყოს დიდია......

დამატებულია (27.10.2010, 16:13:50)
---------------------------------------------
998, ფოტოზე წითელი მგელია ხო?

 
gigilo-408დრო: ხუთშაბათი, 28.10.2010, 21:00:33 | შეტყობინება # 193
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 330
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ მონადირეებო!!როგორ ხართ? krimanjuli, რავა ხარ ძამა თუ იცი??ჩემს არ ყოფ 39 ნაში სე რა ამბები გაგიჩაღებია მგლებთან დაკავშირებით მალადეც თქვენ 166 166 39 39 39
 
krimanjuliდრო: პარასკევი, 29.10.2010, 01:22:04 | შეტყობინება # 194
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gigilo-408, არამიშავას თავად როგორ გიკითხო მეგობარო, ხომ ხარ შენნაირ დარბაისელ კაცს რო შეშვენის ისე,, ალბათ შენს ამბებს ვინმე გადამტიელი მომიყვება მოგვიანებით, თორე სხვაგვარად ვეგარ გეხმიანები უკვე, აქაც ფორუმში იშვიათად გხედავ მარა ვიცი მიზეზები გაქვს და მაგიტო ტორე აქაურობას ასე ადვილად რო ვერ დატოვებ თან ამდენი ხნით მჯერავს ეგ მე, სჰენი მგლის ტყავი როდის იქნებაოო მზადოო როდისოო კაცოოო 23
 
vaxo_0682დრო: შაბათი, 30.10.2010, 13:30:33 | შეტყობინება # 195
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 4
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Giorgi0678, ორგანოზებას როგორ არ გავუწევ ოგონდ თქვენ აქამდე მოდით. ისე მამწარებენ თუ დავიჭირე ცოცხლად უნდა გავტყაო. შენ სადაური ხარ?
 
Giorgi0678დრო: შაბათი, 30.10.2010, 13:58:40 | შეტყობინება # 196
ჯგუფი: წაშლილები





vaxo_0682, თბილისელი ვარ, მარა ეგ პრობლემა არაა, მთავარია აქაური ხალხი ავიკოლიოთ 23
 
giorguna033დრო: ხუთშაბათი, 04.11.2010, 13:25:53 | შეტყობინება # 197
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 103
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დღეს ჩვენი საყვარელი გარემოს დაცვის სამსახურის ერთ ერთ წარმომადგენელს წავაწყდი თბილიში და რო ვკითხე მგლის მოკვლაზე ჯარიმა რამდენი არისთქო ასე ითხრა დაუშვეს უკვეო.ჯარიმა მოხსნილიო.თქვენ თუ გაიგეთ რამე ასეთი? 19
 
Giorgi0678დრო: ხუთშაბათი, 04.11.2010, 13:57:38 | შეტყობინება # 198
ჯგუფი: წაშლილები





ეგ საინტერესო რაღაც თქვი, ვინმე მართლა ხო არ იცით სიმართლეა თუ გარემო ცდება?
 
giorguna033დრო: ხუთშაბათი, 04.11.2010, 13:59:52 | შეტყობინება # 199
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 103
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არ ვიცი ასე მითხრა დაუშვეს ნადირობაო და.................ვინმეს შეუდზლია გადაამოწმოს ან სად შეიდზლება გაგება ხო არ იცით?
 
lordiდრო: ხუთშაბათი, 04.11.2010, 17:12:43 | შეტყობინება # 200
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სამინისტროში დავრეკეთ და წარმომადგენელმა ასეთი განმარტება გააკეთა:

მგელის მოკვლა ყოველთვის ნებადართული იყო და არის სამონადირეო მეურნეობაში შესაბამისი ლიცენზიის შეძენის შემთხვევაში (ახალი ამბავი 069 );
ასევე ნებადართული იყო და არის მგელის მოკვლა მაშინ, როცა თავს ესხმის მოსახლეობას და შინაურ ცხოველებსო 069 , ოღონდ მგლის მკვლელობის ფაქტი აუცილებლად იმავე დღეს უნდა შეატყობინოთ ან გდი-ს, ან შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის მუნიციპალიტეტს. მათი წარმომადგენლები მოვლენ და ნადირს წაიღებენ გასაუვნებელსაყოფადო (ანუ დასაწვავადო) - ეს ნაღდად არ ვიცოდი.

მერე ვკითხე, ზემოთაღნიშნული შემთხვევების გარდა მგელის მოკვლა თუ შეიძლებათქო და მიპასუხეს: თუ შეძლებთ იმის დამტკიცებას, რომ ნადირის მხრიდან თავდასხმის მცდელობას ჰქონდა ადგილი და მისი მოკვლა უკიდურესი აუცილებლობით იყო გამოწვეული და ამასთან აუცილებლად ამ ფაქტზეც იმავე დღეს განაცხადებთ, მაშინ ჯარიმას და ყველანაირ პრობლემას აიცილებთ თავიდანო. ერთია მხოლოდ: მოკლულ მგელს ამ შემთხვევაშიც არ გიტოვებენ. - - ერთი ესაა ცუდი 167

შეტყობინება დაამუშავა lordi - ხუთშაბათი, 04.11.2010, 17:22:32
 
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика