ქედანი მტრედისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია და ამათანავე ნადირობის გამორჩეულად კარგი ობიექტი. ადვილი შესამჩნევი, განმასხვავებელი ნიშნებით მისი ყველა დანარჩენი სახეობის წარმომადგენელისაგან, როგორც ფრენისას ასევე დამჯდარ მდგომარეობაში. ფრენისას ამის საშუალება იძლევა ორივე ფრთაზე, შიდა მხარეს ფრთის წვერიდან ბოლომდე არსებული თეთრი ბუმბულის საფარი, ხოლო ჯდომისას მისთვის დამახასიათებელი თეთრი საყელოთი კისერზე. მისი წონა 420-620 გრამია. ბუდობს და მრავლდება ხშირფოთლოვან ტყეში, სადაც მისი შემჩნევა არცთუ ისე ადვილი საქმეა. მხოლოდ გამრავლების პერიოდში შესაძლებელია მისი ადგილსამყოფელის მიგნება თავისებური ხმოვანი ბგერებით რომელსაც გამოსცემს მამალი ქედანი, როცა დედალს უხმობს. ბუდის კეთებაში მონაწილეობას ღებულობს როგორც დედალი, ასევე მამალი. დედალი დებს 2 იშვიათად სამ თეთრ კვერცხს. ბუდეზე ძირითადად დედალი ზის, მაგრამ არის შემთხვევა როცა ენაცვლება მამალიც. ინკუბაცია გრძელდება 17-18 დღე. ბარტყების გამოკვებაში მონაწილეობს ოროვე მშობელი. თავდაპირველად ბარტყებს დედალი აძლევს ჩიჩახვში წარმოქმნილ ხაჭოსებურ ნივთიერებას, შემდეგ ორივე მშობელი ასევე ჩიჩახვში დამბალ ნაირგვარ საკვებს. ბარტყები ბუდეში რჩებიან 20 დღე, ან უფრო მეტ ხანს. ბუდიდან გადმოფრენისას გარკვეული პერიოდი არიან მშობლების სიახლოვეს და მათთან ერთად სწავლობენ საკვებ ადგილებს, სარწყულებელს და მშრალი ქვიშით დაფარულ მზით კარგად განათებულ ადგილებს. ბოდობის სრულად დამთავრების შემდეგ ქედნები გროვდებიან ერთ გუნდად, როგორც ახალი თაობა ასევე ხნიერებიც და აწარმოებენ ერთად გადაფრენას ტყის მასივზე და მინდვრებზე. უნდა ითქვას, რომ ქედანი კარგად უძლებს ჭრილობას და მის მოსაპოვებლად საჭიროა 3-5 ნომერი საფანტი. ყველაზე რეზულტატიურია სროლა გვერდითი შემოფრენისას, როცა საშუალება ეძლევა მონადირეს ფრთები დააზიანოს და ასევე თავზე გადატარების შემდეგ როცა ფრინველზე სროლის საშუალება გვეძლევა მის ყველაზე ცუდად დაცულ ადგილას მუცელზე.
გუშინდელ ჩვენ გასვლას ერქვა ბოდიალი. მუხლი მოვიღალეთ მაგრად. სულ სხვა რამეზე ვიყავით და სხვა რამე აღმოჩნდა იაგდთაშში. მწყემსების და მაგათი საქონელის....დაგვიფრთხეს ყველაფერი... 4 ქედანი და ამდენივე ყვავი მაინც შევიწირეთ
ესეც ჩვენი წერწეტა "მონადირე" კვადროციკლივით გადადიოდა ქედიდან ქედზე
berZul, ხორცი აქ მეგობარო მაგარი როგორ იცი დზარგვიანი პრინველია ცოტა დიდხანს უნდა წვა რო ჩაყრი ტაპაში დაელოდები რო იქნება ყკვე საშუალოზე ცოტა მეტათ შემცვარი მერე დაყრი ხახვს აცლი დახლოვებიტ 15 წუთს და შემდეგ გემრიელათ მირთვი მე ♥ბაზიერი
bendeksi, ყველას ტავის გემოვნება აქ მეგობარო მოხარშული ვეგარ იცვება ისე როგორც საჭიროა.მცყერს ვერა ყველა პრინველის და ცხოველის ხორცი განსხვავებულია ,ქედანი და მცყერი იცი როგორ არის როგორც კარასის და კალმახის ხორცი შეადარო ერთმანეთს მე ♥ბაზიერი
ძაან კარგი ვინმეა ქედანი. ტაფაში ჩაყარეთ მარტივ მამრავლებად დაშლილი ქედანი, 2 ცალი მაინც და დაასხით 200 300 გრამი წყალი და 150 გრ. ზეთი და დადგი და დაანებე თავი სამან წყალი არ დაშრება. მერე მარილი დააფრქვიეთ ზედ და შეწითლებამდე შეწვით. მერე 3-5 თავი ხახვი დაჭრილი დააყარეთ ზედ და სანამ არ ცაიხრაკება შეწითლებამდე იყოს ეგრე ტაფაში. მერე თუ გინდა კაი ტყემალთან მიირთვით და თუ გინდა ჩაჭყლეტილი პომიდორი მოასხით ზედ ნახევარი ლიტრა და ერთი პატარა კონა ქინძი და ორი სამი ღერი რეჰანი წვრილად ჩაჭრილი მოაყარეთ, გემოვნებით წიწაკა და მარილიც გადაამოწმეთ არ ჩაამლაშოთ და.................. დაასხი, დაასხიიიიიი ოოოტა ტა ტა ტა ტა..... და ეგეთივე რეცეპტით ყველა სანადირო თუ არასანადირო ობიექტი და გემრიელად მიირთვით
gao28, გემოვნება გეთანხმები... ისე არც კალმახს არ შევადარებდი კარასს... როგორ უნდა შედარდეს ეს ორი თევზი? იმედია ხუმრობ ან გადატანიტი მნიშვნელობით ამბობ ნიკა რაზმაძე
შაბათ-კვირას დიდი და კომპლექსური ნადირობა მოვაწყვეთ(ჩვენი მეგობრების მეურნეობაში), მაგრამ სამწუხაროდ ქედანს დავხარბდით (სროლა გვწყუროდა ყველას) და ამიტომაც ამ თემაში მომიწია რეპორტის დადება. პირველ დღეს გადაღებისთვის მე ვერ მოვიცალე და საკმაოდ კარგი რაოდენობის ქედანი ვერ აღმოჩნდა ფოტოობიექტივში. მეორე დღეს, ამინდი ვერ იყო მანდამაინც კარგი. ნაწილი ხოხობზე გავედით, ნაწილი ისევ ქედანზე. მეხოხბეებმა ორი კარგი შანსი გაუშვეს ხელიდან, მექედნეებმა რამდენიმე ცალი ავიყვანეთ.
ტურები მე მგონი უკვე აქეთ დაგვდევენ...რა ჯანდაბა უნდოდა რო მოგვაკითხა?!
ასე დამთავრდა ჩვენი კახეთში ვოიაჟი. ბევრი მწვადი, ბევრი ღვინო-არაყი, ბევრი ხუმრობა და რაც მთავარია მეგობრები
22 იანვარს იხვის პერელიოტზე ვიყავით დილით ჯაპანაზე სამი ცალი ჩიროკი ავიყვანეთ და სახში დაბ რუნებას ვაპირებდით ქარი იყო საშინელი მარა არაფერი არ მოძრაობდა.მეგობარმა დამირეკა სუჯუნაში ქედანია ათასობით ფრთა გადადისო, 2,3 ნომრები წამოიღე და წამოდიო,ჩვენ 5,6-ით ნომრებით ვიყავით და ცოტაოდენი 1,2 ნომერიც გვქონდა და აღარ დავვბრუნდით ვაზნების ასაღებად პირიდაპირ სუჯუნისკენ ავიღეთ გეზი, რაც მე იქ ვნახე მხოლოდ იუთუბზე თუ მენახა,გუნდი გუნდზე მოდიოდა ქარი იყო და მაღლა ვერ იწევდა, ნახევარ საათში გილზები გაგვითავდა ყველას,ისე 5-6 ნომერს მაგრა გაუჭირდა მუშაობა ხვდებოდა ზოგი შორს ვარდებოდა ზოგიც კიდე მიდიოდა. 38 ცალი ავიყვანეთ ბევრიც დავკარგეთ,მნერე ვაზნები ჩამოგვიტანეს მარა ისე აღარ იმოძრავა როგორც დილით,მე ასე კაი ხანია არ მისიამოვნებია.სამწუხაროდ ფოტოაპარატი არ მქონდა წაღებული რო დამესურათებინა და გადამეღო რაც იქ ხდებოდა.
-BERG-, მართლა კარგი იყო ბექ! ბევრი რაოდენობის ქედანი მართალია ობიექტივში არ აღმოჩნდა, მაგრამ სამგიეროდ ტაფაში აღმოჩნდა! მერე კიდე წალამზე შემწვარი მწვადი და მოხარშული ინდაური ”ცივად” აღმოჩნდა სუფრაზე, კაი წითელი ღვინო და რა თქმა უნდა, კახური რქაწითელიც და დედის პურები და დიმპიტაური და დამპიტაური! დრო მართლა კარგი ვატარეთ, სუფრასთანაც, მინდორშიც და ტყეშიც!
გზა:
ქედნები ნასიმინდარს ეწვევიან ხოლმე დილის 9-10 საათისთვის:
ტყეში დიდ ხეებთან ქედნებს ჩავუსაფრდი. ერთი, პატარა, ლამაზი, გულწითელა ჩიტუნა გვერდიდან არ მომშერებია თოფის გასროლის შემდეგაც კი:
გემრიელი თოვლი იყო:
წალამის კოცონი:
პურმარილის მოლოდინში:
არაფერი შეედრება სანადიროდ, მეგობრებთან ერთად გატარებულ ორ ლამაზ დღეს! охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
ძან მაგრად მომწონს ქედანზე ნადირობა და გემრიელიც არის ძალიან, მაგრამ მწყერზე ნადირობას ვერ მიედრება შეიძლება მგელი ლომზე სუსტია მაგრამ ცირკში მასხარად არასოდეს გამოდის !!!
აი საღოლ ბიჭებო, მოწოდების სიმაღლეზე ხართ ყოველთვის, ყველგან და ყველაფერში. გაგა მომიკითხეთ, საიტზე არ ჩანს და საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
კაია მაგრამ მართლაც რთულია მოპოვება ძმაკაცმა ესროლა 1 ნომერი დაახლოებით 35 მეტრიდან, აფრინდა და სადგაც 200 მეტრამდე ჩამოვარდა, გავპუტეთ და 5ცალი თყვია ქონდა თოფი მეთოფეს, მეთოფე სოფელს . . .
ქედანი ძნელი მოსაპოვებელია ერთიცალი მყავს მოკლული სულ მუხლებზე ვიხოხიალე დლივს მივეპარე და ისიც ძაღლმა შემიჭამა რამის მოვკალი წელს ბევრი იყო გორისკენ v maisuradze
წელს სუჯუნაში და საერთოდ სამეგრელოში რიონის მარცხენა და მარჯვენა მხარე სავსე იყო ქედნების ათასობით ჯგუფებით. მე იმ დროს ჩავედი მაშინ სამწუხაროდ ნაკლებათ იყო, ადგილობრივებისგან გავიგე რომ ამდენი ქედანი ამ მხარეში არავის ახსოვსო. g.gubeladze
gubela სამეგრელოში შარშანწინ რო იყო ის მესმის განსაკუთრებით ზუგდიდიში და ხობის რაიონში წელსაც იყო მაგრამ უფრო ნაკლებად რა { სხვაგან არ ვიცი} ”კეთილი საქმე განსაკუთრებით იმათთვის უნდა ვაკეთოთ,ვისგანაც საპასუხო სამადლობელს არ ველოდებით” (ილია მეორე)
მტრედისნაირნი (Columbiformes) მოიცავს 255 სახეობას.საქართველოში 4 სახეობაა: გარეული მტრედი (Columba livia), გვიძინი (Columba oenas), ქედანი (Columba palumbus) და გვრიტი (Streptopelia turtur). ქედანი [img][/img] ყველაზე დიდი მტრედია. მისი წონა აღწევს-420-620 გრამს! სხვა მტრედებისგან განმასხვავებელი ნიშნებია - ფრენის დროს თეთრი ლაქები ფრთებზე,ხოლო დამჯდარს, კარგად ეტყობა თეთრი ლაქები კისერზე.ეს ფრინველი უაღრესად ფრთხილია,იგი ბინადროსბს ტყეში და ძალიან კარგად იყენებს დაბურულ ხეებს დასამალად. გარეული მტრედი [img][/img] საქართველოში გარეული მტრედი მოიპოვება თითქმის ყველგან. მობინადრეა.
გარეული მტრედი ბინადრობს კლდოვან ადგილებში, ხრამებში, ხევებში, ძველ ნაგებობათა ნანგრევებში, ადამიანის სამოსახლოსთან. ბუდეს იკეთებს კლდეთა ნაპრალებში, ხრამებში, გამოქვაბულებსა და კედლებში არსებულ ნიშებში გარეული მტრედისა ცნობილია 14 ქვესახე, რომელთაგან საქართველოში გვხდება თურქესტანული გარეული მტრედი - Columba livia neglecta გვიძინი(გულიო) [img][/img]
გვიძინი ტანით ქედანზე მცირე ზომისაა. სხეულის მოყვანილობით ის ქედანს ჰგავს, ხოლო ბუმბულის შეფერილობით მისგან ოდნავ განსხვავდება. საქართველოში გვიძინი უფრო ქედნის სახელწოდებითაა ცნობილი. იგი ტყეში ცხოვრობს, უყვარს ფოთლოვანი და შერეული ტყეები, ფუღუროვანი ხეებით მდიდარი ბაღები და პარკები.გვიძინი გუნდ-გუნდად მცხოვრები ფრინველია. გუნდად ფრენს და ხშირად გუნდურადვე ბუდობს იმ შემთხვევაში, თუ ტყეში საკმაო რაოდენობითაა ფუღუროიანი ტყეები. ხასიათით წყნარია და მშვიდობისმოყვარე "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
ქედანს რაც შეეხება კიდე ვიტყვი რო გარეულია და ხალხთან ახლოს არ ბინადრობს..არშეიძლება იმ მტრედის მოკვლა რომელიც ყოველდგე ჩვენ გვერდით არი და ქუჩებში გხვდება იმის მოკვლა ნამდვილად არ შეიზლება...და როკომაც კატგად თქვა ყველაფერი Yველამ ჩვენ სინდის ჩავხედით და ისე ვინადიროთ.....Qედანზე ნადირობა როარ შეიძლებოდეს წითელ წიგნში შეიტანდნენ..ზომიერად ნადირობა არარი ცოდვა...მოძგვარიც მყავს და მართმადიდებელიც ვარ ნათლიაც მყავს და ბევრი ნათლულებიც....
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!