21:58:01
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 9
  • 10
  • »
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
ქედანზე ნადირობა
giohunt1982დრო: შაბათი, 24.08.2013, 19:28:27 | შეტყობინება # 101
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (misho)
9 ნომრიტ ვინადირე მე და მშვენიერი შედეგი იყოო

ზოგადად, ქედანზე სანადიროდ 9 ნ. არ არის საკმარისი!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
vladiდრო: შაბათი, 24.08.2013, 19:55:18 | შეტყობინება # 102
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 395
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო ჩემი გფამოცდილებიდან გამომდინარე ქედანზე ყველაზე ოპტიმალური ვაზნა არის[ 6]ნომერი 32გრამიანი რადგან ქედანს ბევრი ბუმბულია აქ და ის ბუმბული რომ გაჭრას საჭიროა მსხვილი საფანტი ამავედროს სწრაფად დაფრინავს და 32გრამიანი სწრაფი ვაზნაა და უფრო მაღალ მიზანს აღწევს ვიდრე 36 გრამიანი 23

v shavisvili
 
mishoდრო: ორშაბათი, 26.08.2013, 23:40:34 | შეტყობინება # 103
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 27
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, ნუ არის თუ არ არის ერთ გასვლაზე 6 ცალი მოვაკლი 24 გრამიანები მქონდა 9 ნომრები 167
 
ikoj1967დრო: სამშაბათი, 27.08.2013, 00:12:34 | შეტყობინება # 104
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 187
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
misho, იქნებ სურათები გაგვიზიარო მეგობარო, თუ გაქვს რასაკვირველია და თუ არ შეწუხდები გვითხრა, რომელი ფირმის ვაზნები იყო N9 24 გრამი.... მეც უფრო მსხვილი საფანტით ვნადირობ ხოლმე და თუ მართლა საკმარისია იქნებ ეგ ვაზნები ვცადო...
 
vladiდრო: სამშაბათი, 27.08.2013, 11:10:41 | შეტყობინება # 105
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 395
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
misho, მეგობრულად არ გეწყინოს 9 ნომერი საფანტი არ არის ქედანზე სანადიროდ ეგრე იმდენი მაგალითი შეიძლება მეც და სხვა მონადირემც მოვიყვანოტ რომ ძალიან საკმარისი ,მე მაგალითად მწყერზე ნადირობის დროსაც მომიკლავს 11ნომერით, 9 ნომერითაც მომიკლავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ეს ნომრები ადეკვატურია ქედანზე სანადიროდ ,ქედანის გადაფრენაზე რომ დაგასწრო დასავლეთში შეიძლება 2ან 3 ნომრები მოითხოვო მაღალზე გადადიან და იქ უბრალოდ 9ნომერი ვერ მიაღწევს ,თანაც ქედანი ფრთხილია იშვიათად კარგად მოგიწიოს სროლა ან გვერდზე უხვევს ან მაღალზე გადადის ,ნუ აღარ გავნაგრძავ თქვენ თვითონაც კარგად გეცოდინებათ ,და ამაში მემგონი მონადირეების უმეტესობა დამეთანხმება. 23

+100%!!


v shavisvili

შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - სამშაბათი, 27.08.2013, 12:10:06
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 27.08.2013, 12:07:40 | შეტყობინება # 106
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
misho,
Quote (misho)
ნუ არის თუ არ არის ერთ გასვლაზე 6 ცალი მოვაკლი 24 გრამიანები მქონდა 9 ნომრები

ეს, რომ შენ გქონდა რაღაც შედეგი 9 ნომრით არაფერს ნიშნავს!!
მე, ვამბობ,რომ როცა წერ: ”9 ნომრებით კარგი შედეგი მივიღეო”. ეს, დამწყებს რჩევად არ გამოადგება იმიტომ რომ არ არის სწორი!!
უბრალოდ ამას გავუსვი მე ხაზი!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
bichi2009დრო: სამშაბათი, 27.08.2013, 12:53:51 | შეტყობინება # 107
ჯგუფი: წაშლილები





5-6 ნომერი 34-36 გრამი საფანტი აი ამას ვხმარობ მე. 24 გრამიანით მოკლავ მაგრამ მხოლოდ ახლოს და დარწმუნებული ვარ 20 მეტრს იქეთ ქედანს 9 ნომერით ვერ გააქანებ და რიჟა ბაზარია ამის მტკიცება.
 
ikoj1967დრო: სამშაბათი, 27.08.2013, 22:20:07 | შეტყობინება # 108
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 187
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, 100%-ით გეთანხმები, არის ერთი ვარიანტიც ბევრგან გამიგია გარეულ მტრედზე ქედანიაო, რომ ამბობენ, მაგრამ N9 24 გრ. არც მტრედისთვისაა საკმარისი, თუმცაღა შედეგი უფრო კარგი იქნება ალბათ. რუსულ ლიტერატურაში არის ცხრილები, სადაც აღწერილია რომელ ფრინველზე და რა მანძილზე რა ვაზნებით არის დასაშვები სროლა, რათა მივიღოთ საუკეთესო შედეგი და აქაც თუ დავდებდით რამე ასეთ ცხრილს ცუდი არ იქნებოდა დამწყებთათვის ინფორმაციის თვალსაზრისით (თუ ასეთი ცხრილები ამ ფორუმზე უკვე დევს ბოდიშს მოვუხდი ავტორებს მე უბრალოდ თვალში არ მომხვედრია)

დამატებულია (27.08.2013, 21:20:07)
---------------------------------------------
giohunt1982, აი ამ ტექსტს აქ დავდებ და მერე იქნებ მიუჩინოთ ადგილი იქ სადაც საჭიროა, თუ ამას საჭიროდ ჩათვლით რასაკვირველია...;
ზუსტი სროლა თითოეული მონადირის აუცილებელი მოვალეობაა. რადგან თოფის ყოველი არამიზანშეწონილი გასროლა არღვევს ნადირ-ფრინველის მყუდრეობას. დაჭრილი ნადირ-ფრინველი უმეტეს შემთხვევაში მტაცებელთა მსხვერპლი ხდება. ზუსტი სროლა მხოლოდ თოფის ზუსტ დამიზნებას არ გულისხმობს. თოფის ზუსტი დამიზნება შედარებით იოლი საქმეა, მაგრამ ნადირობის დროს თოფის დამიზნებას წინ უსწრებს საკმაოდ რთული საორიენტაციო და მოძრაობითი რეაქციები, როგორიცაა სანადირო ობიექტის მოძრაობის მიმართულებისა და სისწრაფის განსაზღვრა, თოფის გასროლისათვის ხელსაყრელი დრომის მიღება, თოფის მხარზე კარგად მომარჯვება და ბოლოს დამიზნება და გასროლა. ყოველივე ეს ზოგჯერ უნდა მოხდეს დაახლოებით 0,9-0,9 წამის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნადირი ან ფრინველი თოფის მიტანის ანუ მომაკვდინებელი მოქმედების მაქსიმალურ მანძილზე უფრო შორს აღმოჩნდება და გასროლაც უშედეგო იქნება.
ზუსტი სროლისათვის ერთ-ერთი მოთხოვნაა დისტანციის შეუმცდარი სწფრაფი განსაზღვრა თუ რა მანძილითაა დაშორებული ნადირი ან ფრინველი, მაქსიმალური სისწრაფით თოფის დამიზნებისა და გასროლის შემთხვევაშიც კი მივიღებთ თუ არა სასურველ შედეგს. კარგი მონადირე 25-30 მეტრზე უფრო შორ მანძილზე აფრენილ ფრინველს თითქმის უყურადღებოდ ტოვებს, ესე იგი, თოფის დამიზნებასაც კი არ შეეცდება ზოგიერთ მონადირეს არასწორი წარმოდგენა აქვს თოფის საიმედო მიტანისა და საფანტის ფრენის მანძილზე. ამ გარემოებითაა გამოწვეული, რომ ზოგი ყოველგვარი მორიდების გარეშე ნადირს ან ფრინველს ესვრის 100-150 მ-ის მანძილზე და თუ შენიშვნას მივცემთ, იგი პირუთვნელად გვიპასუხებს “თქვენ თვითონ არ იცით, რომ სანადირო თოფს საფანტი 400 მეტრსა და მეტ მანძილზე მიაქვსო”.
მართლაცდა გლუვლულიანი თოფის ლულიდან გასროლილი ზოგიერთი საფანტის ფრენის მანძილი საკმაოდ დიდია იგი დამოკიდებულია საფანტის ნომერზე, ვაზნების დატენილობაზე, თოფის ლულის ჩოკურ შევიწროვენასა და სხვა მრავალ გარემოებაზე. ისე მაგალითად, თუ ვაზნები საუკეთესოდაა დატენილი და საფანტის საწყისი სიჩქარე 400 მეტრია ცალკეული საფანტის ფრენის მაქსიმალური მანძილი უდრის #1-სათვის 400მ-ს, #3-350 მ-ს, #5-300 მ-ს, #7-250 მ-ს, #9-200 მ-ს. მაგრამ აღნიშნულ მანძილზე საფანტის მოძრაობის სიჩქარე იმდენად დაქვეითებულია, რომ იგი არავითარ ზიანს არ აყენებს ფრინველს თუ ნადირს.
სულ სხვაა თოფის საიმედო მიტანის მანძილი, რომლის საფანტის მიტანის საჯგუფე და სიმკვეთრე სავსებით საკმარისია, რომ სასიკვდილო ჭრილობა მიაყენოს ნადირსა თუ ფრინველს. ეს მანძილი სხვადასხვაა ერთი და იმავე ყალიბის თოფისთვისაც კი, რაც დამოკიდებულია თოფის ლულების გაბურღვილობის პროფილზე. ესე იგი, ჩოკურ შევიწროვებაზე, ვაზნების დატენილობის ხარისხსა და საფანტის სიმსხოზე.
12 ყალიბის გლუვლულიანი თოფის საიმედო მიტანის მაქსიმალური მანძილი #1 საფანტისათვის არის 50 მეტრი, #3, #4, #5 საფანტისათვის-40 მეტრი, #6-35, #7 და #8-30 მეტრი. აღნიშნულ მანძილზე სიჯგუფე დაახლოებით უდრის 50%-ს, ხოლო საფანტის მიტანის სისწრაფე 197-217 მ/წამში, რაც დამაკმაყოფილებელია სასურველი მიზნის მისაღწევად. თუ სანადირო ობიექტის მიხედვით სწორადაა შერჩეული საფანტის ნომერი, მაშინ აღნიშნულ მანძილზე საფანტი საკმაოდ ღრმად იჭრება თითოეულმა მონადირემ ისიც უნდა იცოდეს, რომ გლუვლულიანი სანადირო თოფიდან გასროლილი ტყვიის ზღვრული მანძილი ძალიან დიდია. მაგალითად, ლიტერატურული მონაცემების მიხედვით, სათანადო ტრაექტორიის (40-45) შემთხვევაში გლუვლულიანი სანადირო თოფიდან გასროლილი მრგვალი ტყვიის ფრენის მანძილი უდრის 1000-1500 მ-ს და თუ ამ მანძილზე იგი ადამიანს თავის არეში მოხვდა, შეიძლება გამოიწვიოს კონტუზია ან მიაყენოს საკმაოდ საშიში ჭრილობა. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსხვილ ნადირზე ნადირობის დროს ტყვიის საიმედო მიტანის მანძილი 1000-1500 მ-ს უდრის. დადგენილია, რომ ჩვეულებრივი გაბურღვილობის გლუვლულიან თოფს 70 მ-ზე საკმაოდ ზუსტად მიაქვს “შტენდებაპის” თუ “ბრენეკეს” ტყვია და სასიკვდილო ჭრილობას აყენებს მსხვილ ნადირს (ღორს, დათვს და სხვ.) ნადირობის დროს უფრო შორ მანძილზე ტყვიის სროლა მიზანშეწონილი არ არის.
ცხადია, ზუსტ სროლაზე ლაპარაკიც კი შეუძლებელია მწყერზე #6 ან იხვზე #10-11 ნომერი საფანტით დატენილი ვაზნებით ნადირობისას. ზუსტი სროლის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა სანადირო ობიექტის მიხედვით საფანტის ნომრის (დიამეტრის) სწორი შერჩევა. სსრ კავშირში 1930 წლიდან შემოღებულია საფანტის ერთიანი ნუმერაცია, რომელიც სავალდებულოა საფანტის დამამზადებელი ყველა ქარხნისათვის. ამ დადგენილების თანახმად #1 საფანტის დიამეტრი უნდა იყოს 4,00მმ, #2-3,75მმ, #3-3,50მმ და ა.შ. ესე იგი, ყოველი მომდევნო ნომრის საფანტის დიამეტრი 0,25მმ-ით შემცირებულია, მიუხედავად იმისა, კარგად დახარისხებულ (გაცრილ) თითოეული ნომერის საფანტშიც ვხვდებით რამდენიმე განსხვავებული დიამეტრის მქონე საფანტებს, მაგალითად: #1 საფანტში ვხვდებით ცალკეულ (დაახლოებით 2,6-4,3%-ის რაოდენობით) საფანტებს, რომელთა დიამეტრი შეიძლება იყოს 3,75-4,20მმ. ეს მცირე რაოდენობის საფანტები არსებითად გავლენას არ ახდენს საფანტის კონის პროფილსა და თოფის მიტანის სიჯგუფეზე.
საფანტის დახარისხების ავკარგიანობის განსაზღვრის მარტივი წესი ამგვარია: 10 გრამს უნდა იწონიდეს კარგი (ზომიერი) სიმაგრის 26 ცალი პირველი ნომრის საფანტი, #3-40 ცალს, #6-72-74 ცალს, #7-101 ცალს. ამ მონაცემებიდან მკვეთრი გადახრა შეიძლება გამოწვეული იყოს საფანტის ზედმეტი სიმაგრით ან სირბილით, ანდა საფანტის ცუდად დახარისხებით, რაც არასასურველია. ისიც აღსანიშნავია, რომ გარედან სპილენძით ან ნიკელით დაფარული (მონიკელებული) საფანტის ეს მონაცემები სავსებით განსხვავებულია, მაგრამ მონადირისათვის მისი ცოდნა აუცილებელი არ არის, რადგან ასეთი საფანტიი მასობრივად არ იყიდება.
ზუსტი სროლის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა სანადირო ობიექტის მოძრაობის მიმართულების შესაბამისად სწორი დგომის მიღება და მხარზე თოფის მომარჯვება, ანუ “მხარზე თოფის შეგდება”, თოფის გასროლის დროს აუცილებელია მარცხენა ფეხი წინ ისე წავდგათ რომ სხეულის სიმძიმის უდიდესი ნაწილი მასზე იყოს გადატანილი, ზოგიერთი მონადირე თითქოსდა დროის მოგების მიზნით საწინააღმდეგო დგომში, ფეხებგადაჯვარედინებული ესვრის სანადირო ობიექტს, ასეთი დგომიდან თოფის პირველი თუ მეორე ლულიდან გასროლის სასურველი შედეგი შემთხვევითია.
“მისვლით ნადირობის” დროს მარცხენა ფეხის წინ გატანა, მასზე სხეულის სიმძიმის გადატანა და მხარზე თოფის შეგდება ერთდროულად უნდა სრულდებოდეს, რის შემდეგ ხდება სანადირო ობიექტისაკენ მიმარჯვებული თოფის ლულების მიმართულების დაზუსტება, ანუ დამიზნება და სასხლეტის კავზე თითის დაყოვნებული დაწოლა და არა მკვეთრი გამოკვრა. აღსანიშნავია, რომ თუ ჩახმახის მოსასხლეტად საჭიროა ჩახმახის კავზე თოფის წონის ან მასზე მეტი ძალით დაწოლა, შეუძლებელია წარმატებითი ნადირობა ასეთ შემთხვევაში ჩახმახის კავზე ზედმეტი დაძაბულობით, ანუ დიდი ძალით დაწოლის შედეგად ხდება სამიზნე ხაზის გადანაცვლება ქვევით და მარჯვნივ, რის შედეგადაც სანადირო ობიექტი ხშირად დაუზიანებელი რჩება ან მას ხვდება საფანტის კონის პერიფერიული ნაწილი და დაჭრილი მიდის. უმჯობესია ორლულიანი თოფის ჩახმახების სასხლეტის კავზე დაწოლის ძალა უდრიდეს 1,5-1,7 კგ-ს, უკანაზე კი 1,7-1,9 კგ-ს.
არსებობს თოფის სროლის მეტნაკლებად განსხვავებული სამი ხერხი: “გაყოლებით”, “მიგდებით” და “წინგდებით”. გაყოლებით სროლის ტექნიკა ამგვარია: მონადირე შენიშნავს თუ არა სანადირო ობიექტს და განსაზღვრავს მისი მოძრაობის მიმართულებას, სისწრაფეს, მანძილს, დაუყოვნებლივ ღებულობს სწორ დგომს და მხარზე თოფის შეგდებასთან ერთად ლულებს მიმართავს სანადირო ობიექტისაკენ, შემდეგ ლულებს გააყოლებს სამიზნეს და ისევ დააწვება სასხლეტის კავს, რომ ლულების მოძრაობას არ აჩერებს, თუ სანადირო ობიექტი თოფის გასროლის დროს მონადირისგან დაშორებულია 30-35 მეტრით და მისი მოძრაობის სისწრაფე 10-12 მ-ს არ აღემატება (მაგალითად გაქცეული კურდღელი), თოფის ლულების წინ გატანა საჭირო არ არის, მაგრამ თუ სანადირო ობიექტის (მაგალითად იხვი, კაკაბი და სხვ.) მოძრაობის სისწრაფე უფრო მეტია, მას უნდა ვესროლოთ ოდნავ წინ ნისკარტის არეში. მიგდებით სროლის დროს მონადირე შენიშნავს რა სანადირო ობიექტს და მიიღებს შესაბამის დგომს, თოფის მხარზე შეგდებასთან ერთად ლულებს მიმართავს სამიზნის წინ, აჩერებს თოფის მოძრაობას და აწვება სასხლეტის კავს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიგდებით სროლის სროს მონადირე თოფს უშუალოდ სამიზნეს კი არ ესვრის, არამედ მის წინ, ზოგჯერ ერთი მეტრისა და მეტი მანძილის დაშორებით წინგატანით სროლა, შეიძლება ითქვას, ზემოთ აღწერილი სროლის ორი ხერხის ნაერთია, ესე იგი დასაწყისში მონადირე თოფს უმიზნებს სანადირო ობიექტს, ისე, როგორც გაყოლებით სროლის დროს, ხოლო შემდეგ ლულები სწრაფად გადააქვს სამიზნის წინ და სასხლეტის კავზე თითით დაწოლისას თოფის მოძრაობას აჩერებს, სროლის აღნიშნული ხერხების აღწერისას ვგულისხმობთ მონადირის მიმართ სანადირო ობიექტის მოძრაობას მარჯვნიდან მარცხნივ და პირიქით, მაგრამ მონადირისაგან თუ მონადირისაკენ პირდაპირ მოძრავ სანადირო ობიექტზეც სროლის ეს ხერხები არსებითად იგივე რჩება. ასე, მაგალითად, მონადირისაგან პირდაპირ გაქცეულ კურდღელს გაყოლებითი სროლის დროს მონადირე თოფს დაუმიზნებს ყურების არეში, ერთხანს, წამის მეათედებში ინარჩუნებს ამ მდგომარეობას და თოფის ლულების მოძრაობის შეუჩერებლად აწვება სასხლეტის კავს. მიგდებითი სროლის დროს კი მონადირე თოფის ლულებს პირდაპირ ისე მიმართავს კურდღლის წინ, რომ ლულები მთლიანად დაფარავს მას და სასხლეტის კავზე თითის დაწოლისას აჩერებს თოფის მოძრაობას.
ერთი და იმავე სახეობის სანადირო ობიექტზე ნადირობის დროსაც კი მონადირეს სხვადასხვა გარემოებაში უხდება თოფის თითოეული გასროლა, რისთვისაც საჭიროა მონადირეს გამომუშავებული ჰქონდეს სამივე ხერხით სროლის ჩვევები. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს რომ შესაძლებელია, მითუმეტეს ნადირობის დღევანდელ პირობებში, თითოეული მონადირე ერთნაირად ფლობდეს სამივე ხერხით სროლას არ არის ისეთი მონადირე, რომელიც მუდამ ყოველგვარ გარემოში სროლის ერთი ხერხით სარგებლობდეს, კარგად ჰქონდეს ათვისებული სროლის სამივე ხერხი. ნადირობის დროს სროლის რომელი ხერხია უკეთესი? გამოცდილ მონადირეთა შორის უფრო მეტად გავრცელებულია გაყოლებითი სროლა, ისინი მიგდებით სროლას იყენებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სანადირო ობიექტს საშუალება აქვს სწრაფად გამოვიდეს მონადირის მხედველობის არედან, ან თოფის საიმედო მიტანის მანძილიდან.
ისიც აღსანიშნავია, რომ გაყოლებითი სროლის დროს მეორე ლულიდან ზუსტი სროლა უფრო ადვილია და შედეგიანი, ვიდრე მიგდებითი ან წინგატანით სროლისას. ზოგიერთი მონადირე უპირატესობას ანიჭებს მიგდებით ან წინგატანით სროლის ხერხს და ფრინველსა და თუ ნადირს ხშირ შემთხვევაში ასეც ესვრის. ცხადია არც ასეთი წესია სადავო, რადგან იგი განპირობებულია იმით, თუ ნადირობის დასაწყისში ვინ იყო მისი მასწავლებელი, რა სანადირო ობიექტზე და რა გარემოებაში უხდებოდა და უხდება მას ნადირობა.
აღსანიშნავია ზოგიერთი გარემოებაც, რომელიც იწვევს თოფის სროლის გაცდენას. ზოგჯერ მონადირე დამიზნების შემდეგ თოფის გასროლის დროს თვალებს ხუჭავს, ამ დროს მეორე ლულიდან გასროლაც უშედეგოა. თოფი ცდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მონადირე საკუთარ ქცევას გონივრულად არ მართავს და ზედმეტად ჩქარობს, ფიცხობს, წარმატებითი ნადირობა შეუძლებელია მაშინაც, თუ მონადირეს თოფი უჭირავს დაძაბულად. და ბოლოს, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიცოდეთ, რომ ყოვლად დაუშვებელია თოფი ვესროლოთ შამბნარში ან სხვა დაფარულ ფარემოში მოძრავ ნადირს ან ფრინველს, ვიდრე იგი ნათლად არ გამოჩნდება.

 
gelka72დრო: სამშაბათი, 27.08.2013, 23:33:39 | შეტყობინება # 109
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 136
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე პირადათ 2, 3, ჯერ მომიწია ქედანზე ნადირობა და ვხმარობდი 3 ნომერ საფანტს, და შედეგიანი ნადირობაც გამომივიდა

qadagishvili
 
marsiდრო: ოთხშაბათი, 28.08.2013, 12:02:02 | შეტყობინება # 110
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1146
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე კიდე სასტიკად ვეწინააღმდეგები მტრედის მოკვლას და შესაბამისად ქედანის მოკვლაც არ შემიძლია, მითუმეტეს მისი ხორცის შეჭმა. კაცია და ხასიათი 23

საქართველოს გაუმარჯოს!!!
 
mishoდრო: ხუთშაბათი, 29.08.2013, 01:11:23 | შეტყობინება # 111
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 27
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ikoj1967, რისი სურატი გაგიზიარო ქედნის ? აქ როგორ უნდა დავდო არ ვიცი და ფოტოებში დავდებ და ნახე მაშინ ... და ვაზნებს რაც შეეხება ბრატ ფირმაზე არ დავკვირვებულვარ რომელი ფირმის იყო დიდუბეში ვიყიდე რაგაც მონმადირის მაგაზიაო როა ტუ გაინტერესებს მიდი და იკიტხე 55 ტეტრი გირს 167

დამატებულია (29.08.2013, 00:05:37)
---------------------------------------------
vladi, ბაზარი არაა ძმაოო შეილება არ არის ქედნის ნომერი მაგრამ მე ვინადირე 9 ნომრიტ და ყოველშემტხვევაში უკმაყოფილო არ დავრჩენილვარ

დამატებულია (29.08.2013, 00:11:23)
---------------------------------------------
giohunt1982, დამწყებს შეიძლება არ გამოადგეს რჩევად მაგრამ როგორც ვინადირე ის დავწერე მე აქ რჩევებს კიარ ვაძლევ დამწყებებს ბრატ

 
landiaდრო: ორშაბათი, 07.10.2013, 16:02:46 | შეტყობინება # 112
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
5 6 ნომერი ჭირდება ქედანს რათუნდა ამას ბევრი ბაზარი ჯერ იმიო რო ბუმბულიაქ სქელი და მერე კიდე ძვალი აქ მაგარი და ტუარ დაუმვრია საფანტმა ძვალი ცოტა რთულია.თანქედანი 9 ნომერიროესროლო იმხელაზე შანსი არაა არმიგშვებს რა,

დამატებულია (07.10.2013, 15:02:46)
---------------------------------------------
დავრჩი უძაღლოდ და ვინმემ არიცით სად შეილება ქედანზე გავინადირო იმედია გამომეხმაურებით თუარადა თქვენც კარგად იყავით და მეც 069 39


თ.მაჭარაძე
 
Konstantinდრო: ორშაბათი, 07.10.2013, 23:22:27 | შეტყობინება # 113
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 47
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
landia

დავრჩი უძაღლოდ და ვინმემ არიცით სად შეილება ქედანზე გავინადირო იმედია გამომეხმაურებით თუარადა თქვენც კარგად იყავით და მეც
-----------------------
მე საკმაოდ ვიარე მთა-გორებში ქედანზე(მტრედზე) თბილისის გარშემო 50 - 60 კმ ის მანძილზე. ტყეში ავიყვანე რამოდენიმე(გულიო), მაგრამ სიცხეში არ ღირს, ეტყობა უფრო მაღლა მთაშია, სიგრილეში.. აი სართიჭალისკენ, აუღებელი მზესუმზირის ფართობებია რამოდენიმე და სიცივეები რომ დადგება, ვიმედოვნებ საინტერესო ვარიანტი იქნება.
არმოსავლეთში სხვა ადგილები არ ვიცი, აქეთ ამ სეზონზე დავიწყე ნადირობა, თან თქვენსავით უძაღლოდ :gimili::))

კახეთში მეპატიჟებიან ზამთრისკენ, ამბობენ ყველაფერი იქნება, არ იდარდოო...:)

დამატებულია (07.10.2013, 22:22:27)
---------------------------------------------
ისე ქედანი არის, მაგრამ მაღლა გადადის, ფრთხილობს. თუმცა შემთხვევის ამბავია ეგეც, რა იცი სად წამოგეწევა...:)


მშვიდობა თქვენდა! კეთილი იყოს ჩემი ფეხი...
 
landiaდრო: სამშაბათი, 08.10.2013, 01:43:31 | შეტყობინება # 114
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Konstantin, სართიჭალა ამ სეზონზე შევისყავლე და კრასნაგორკაც სანამ დზაგლი გამიქრებოდა მანდ ვაზიარე პირველ მწყერს და თითქმის ყოველდგედავდიოდით მაქეთ სანამ სეზონი გაიხსნებოდა ხელიდან ვაჭმევდი ქედანს იმდენი იყო სართიჭალაში და მერე 1 ხელდავინახე მარტო.მზესუმზირაში გვრიტები მოდის უმეესად რავი ისიც თუმოდიან 1 კარგი ფარტობი იყო კრასნაგორკაზე მაგლა სემიჩკის გვრიტები მოდიოდა კარგად მარა ვიგაც ახვარი ყარაული ყავდა იმენა არაჩერებდა რა დადევდა კეტიტ მივედი მეთქი ვინადირებ სემიჩკას არგავაფუჩებთქო და ახლოს არგამაკარა მიტოა ახვარი.გარშემო უვლიდი ყანას და ის მახინჯც უკან დამყვებოდა თავისი საზიზღარწიტელი საროჩკით და რაგაგვრი მოგვეკარებოდა

თ.მაჭარაძე
 
tatoxoniდრო: სამშაბათი, 08.10.2013, 19:43:17 | შეტყობინება # 115
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 354
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე პირადად ქედქნზე და მტრედზე ვიყენებ 5 ნომერს ძირითადად ერთხელ ვესროლე 8 ნომერი და მარტო ბუნღები ჩამოყარა და გაფრინდა 1c2cfc

ხონსკი

შეტყობინება დაამუშავა tatoxoni - სამშაბათი, 08.10.2013, 19:44:00
 
Konstantinდრო: სამშაბათი, 08.10.2013, 19:56:32 | შეტყობინება # 116
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 47
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
landia, იქ არის რამოდენიმე ფართობი, ვფიქრობ ასაღებად უვარგისი, თუმცა მტრედის მოსატყუებლად ივარგებს. ისე, იქ მდინარის პირიც ძალზედ საინტერესოა, ტყით დაფარული... არა, სიცივეებზე უნდა მივაკითხო ნამდვილად.

ერთი კვირაც და ვალდშნეპზეც ვინადირებთ:)

დამატებულია (08.10.2013, 18:56:32)
---------------------------------------------
tatoxoni, მე გულიო 9 ნომრით მოვინადირე, ახლოში იყო...


მშვიდობა თქვენდა! კეთილი იყოს ჩემი ფეხი...
 
tatoxoniდრო: სამშაბათი, 08.10.2013, 20:14:17 | შეტყობინება # 117
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 354
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Konstantin, თავისუფლად შეიძლება. ნაყიდი ვაზნა იყო?

ხონსკი
 
Konstantinდრო: სამშაბათი, 08.10.2013, 20:33:13 | შეტყობინება # 118
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 47
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კი, Bugatti -ს ფირმის.. მწყერი გამიფუჭა მიახლოვებით 20 -25 მეტრში ..

მშვიდობა თქვენდა! კეთილი იყოს ჩემი ფეხი...
 
tatoxoniდრო: სამშაბათი, 08.10.2013, 21:45:07 | შეტყობინება # 119
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 354
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
166 166 166 კარგია 166 166 166

ხონსკი
 
landiaდრო: სამშაბათი, 08.10.2013, 22:24:02 | შეტყობინება # 120
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ქედანს მინიმუმ 5 ნომერი უნდა რა 9 ნომერიარაპერს არუზამს ტუ ლულაზე არდაგაჯდა
ხვალ დილიტ მივდივარ ქედანზე და ვნახოტ რაიქნება სურატებსა ავდებ იმედიმაქ ხელმოცარული არწამოვალ


თ.მაჭარაძე
 
Konstantinდრო: ოთხშაბათი, 09.10.2013, 13:44:11 | შეტყობინება # 121
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 47
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
landia,
ხვალ დილიტ მივდივარ ქედანზე და ვნახოტ რაიქნება

------------

თუ საიდუმლო არაა, საით გაგიწევია მეგობარო?


მშვიდობა თქვენდა! კეთილი იყოს ჩემი ფეხი...
 
landiaდრო: ოთხშაბათი, 09.10.2013, 22:32:46 | შეტყობინება # 122
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Konstantin, არაა საიდუმლო :D მარნეულში ვიყავით და 11 ცალი ავიყვანეთ ოგონდ გვრიტი და გარეული მტრედი ქეანინაკლებათ

თ.მაჭარაძე
 
Konstantinდრო: ოთხშაბათი, 09.10.2013, 22:43:55 | შეტყობინება # 123
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 47
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აჰა, ძალიან კარგი landia, გიმრავლოს ნადავლი!

მარნეულში ჯერ არ ვყოფილვარ... ვფიქრობ, ჯერ არ ღირს, მაინც კონკრეტულ აცივებას დაველოდო აჯობებს.. თან 15 რიცხვი ახლოვდება 167


მშვიდობა თქვენდა! კეთილი იყოს ჩემი ფეხი...
 
ShalvaQდრო: სამშაბათი, 19.11.2013, 23:15:02 | შეტყობინება # 124
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 9
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ქედანის ან მტრედის პლასმასის ფიტული ხომ არ იცით სად შემიძლია რომ შევიძინო?

....
 
Konstantinდრო: სამშაბათი, 19.11.2013, 23:35:41 | შეტყობინება # 125
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 47
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ShalvaQ
ქედანის ან მტრედის პლასმასის ფიტული ხომ არ იცით სად შემიძლია რომ შევიძინო?
----------------
აი აქ მეგობარო. პირველი 3 გვერდი მტრედებს ეთმობა - http://www.amazon.com/s....4885964

ისე კაი ძვირია ეგ ოხრები :((


მშვიდობა თქვენდა! კეთილი იყოს ჩემი ფეხი...
 
ShalvaQდრო: ოთხშაბათი, 20.11.2013, 02:08:31 | შეტყობინება # 126
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 9
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote Konstantin ()
ისე კაი ძვირია ეგ ოხრები :((

მადლობა. ეგენი ვნახე მეგობარო და ფასები აქვს მართლაც ვავა, აქ არსად შემხვედრია და ვიფიქრე ვინმემ ხომ არ იცის თქო.


....
 
lasha-gsდრო: ოთხშაბათი, 20.11.2013, 16:28:27 | შეტყობინება # 127
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 79
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
როგორ ხართ მონადირეებო, ხომ ხართ კარგათ ? ბიჭებო ვინმე ხო არ ყოფილა ქედანზე სანადიროთ ან მოზრაობს ვაბშე ეს ფრინველი სადმე წინასწარ მადლობა
23_30_126 წინასწარ
 
guramiდრო: ოთხშაბათი, 18.12.2013, 15:46:58 | შეტყობინება # 128
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 536
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
URL=http://radikal.ru/fp/61af08a5d22c4a809209771c5789df54][/URL]

guramicignadze
 
kobuletiდრო: ოთხშაბათი, 18.12.2013, 16:39:08 | შეტყობინება # 129
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წელს დასავლეთში მე 1 შემხვდა 4 ცალი იყო და ერთი ჩამოვაგდე
ფოტოს შემდეგში დავამატებ

დამატებულია (18.12.2013, 15:39:08)
---------------------------------------------
gurami, ესეც მაგარია მეგობარო. წელს კარგად შეირგებ ნადირობას მე რომ ვუყურებ....., 39 39 39 39


ნ. ნემსაძე
,,Ij Baukal MP27 EM-1C Sport"
 
toko001დრო: ოთხშაბათი, 18.12.2013, 17:07:44 | შეტყობინება # 130
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 666
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gurami, მალაცი 166 166 166 დღეს ერთი ჩემს ანგარიშზეც არის:დ gimili

თ. სინატაშვილი
 
ringoდრო: ოთხშაბათი, 18.12.2013, 21:37:11 | შეტყობინება # 131
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 401
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვერ მოვინადირე წელს მაგ დალოცვილი.

დამატებულია (18.12.2013, 20:37:11)
---------------------------------------------
ჯერ ხო არის კიდევ /.


@@@@@
 
toko001დრო: ოთხშაბათი, 18.12.2013, 22:41:37 | შეტყობინება # 132
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 666
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კი ჯერ როგორც ვიცი უნდა იყოს მეც სამი ცალი მოვკალი ბოლო 10დღეში

თ. სინატაშვილი
 
kobuletiდრო: ოთხშაბათი, 25.12.2013, 11:04:35 | შეტყობინება # 133
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ესეც წელს პირველი ქედანი


ნ. ნემსაძე
,,Ij Baukal MP27 EM-1C Sport"
 
LEVANI8022დრო: შაბათი, 11.01.2014, 02:05:32 | შეტყობინება # 134
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 163
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
vladi, გაუმარჯოს ჩვენ ქედანზე 4 ნომერს და 3 ნომერს ვხმარობთ

simson sulf
 
shontiamoდრო: შაბათი, 11.01.2014, 21:16:47 | შეტყობინება # 135
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 359
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სადმე არის ქედანი თუ იცით ვინმემ?????????????? 25 25 25

archi
 
77777დრო: შაბათი, 11.01.2014, 22:52:16 | შეტყობინება # 136
მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 199
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
shontiamo საღორიის ტყეში იყო ბლომად დიდი გუნდები მოძრაობდა ამ ბოლო დროს გაუჩინარდნენ საერთოდ!

77777 i.tsirekidze
 
tatoxoniდრო: შაბათი, 11.01.2014, 23:08:55 | შეტყობინება # 137
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 354
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
shontiamo, დაახლოებით 2 კვირის წინ ვნახე ვანისკენ ვიყავი საქმეზე ამაღლების მინდვრებში როცა იქ ვცხოვრობდი ქი ვკლავდი მარა იმ მომენტში დრო არ მქონდა თუ არა არ გავუშვებდი კაი ქარიანი დღე იყო თოფსაც ვიშოვიდი და გილძებსაც

ხონსკი
 
par514დრო: კვირა, 12.01.2014, 23:20:56 | შეტყობინება # 138
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 32
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, giohunt1982, სად დაიკარგე კაცო სჰენ?

par514
 
ikoj1967დრო: პარასკევი, 24.01.2014, 01:53:25 | შეტყობინება # 139
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 187
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ქედანი ეხლა კახეთისკენ,ადგილს უნდა მოძებნა და ვისაც სროლა უყვარს სწრაფად მოძრავ ასმიზნეებზე მაგრად ისიამოვნებს...
 
MateMonadireდრო: შაბათი, 01.02.2014, 23:07:10 | შეტყობინება # 140
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 111
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყველაზე კარგი ადგილი საქართველოში სად არის?
 
Aresდრო: შაბათი, 01.03.2014, 20:05:44 | შეტყობინება # 141
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 140
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო ძირითადად სად არის ეს დალოცვილი მე ვანის რაიონში ვნადირობ დიდი ხანია და აქ რავიცი არ გამოჩენილა თითქოს და სხვაგან სად შეიძლება რომ ვინადირო კახეთი ახალციხე თუ სად ?

ნუგახდები ბრაკონიერი !
 
gugunaდრო: შაბათი, 01.03.2014, 23:39:53 | შეტყობინება # 142
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 546
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Qედანზე 5 ნომრიტ ვნადირობ ხომე მქონდა ერტი შემტხვევა როცა მეორე gavarტვი და მერე ტრიალებდა გა მეხტეზე ცამოვაგდე ზალიან დიდი ივო 500 გრამი გამოვიგა ავწონე ქედანზე ისვიატად ვნადირობ მაგრამ ამხელა არასდროს მომიკლავს რომ ვნახე ცამოვარდნილი მტლიანად დაცხრილული იყო ისე ცჰემზე რომ მოდის ყველაზე ზალიან მასეტის ცჰამოგდება მიცჰირს

remington versa maxs sport.mp 153 12/89.at 44.toz 8.
 
MateMonadireდრო: ხუთშაბათი, 27.03.2014, 11:04:28 | შეტყობინება # 143
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 111
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კახეთშია ბევრი
 
შოთოდრო: ორშაბათი, 16.06.2014, 15:52:44 | შეტყობინება # 144
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 26
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ქედანზე ნადირობა ძალიან კარგია ქარიან დღეს, სუჯუნაშიც ბევრს ნახავ და ანჯერშიც, მაგრამ მე მაინც სუჯუნაში მირჩევნია.
 
guramiდრო: ორშაბათი, 18.08.2014, 23:36:43 | შეტყობინება # 145
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 536
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


დამატებულია (18.08.2014, 22:36:43)
---------------------------------------------
ცხრა ნომრებით დახოცილი ქედანი და მტრედები


guramicignadze

შეტყობინება დაამუშავა gurami - ორშაბათი, 18.08.2014, 23:39:34
 
gugunaდრო: სამშაბათი, 19.08.2014, 00:58:24 | შეტყობინება # 146
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 546
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგარ ადგილებს აძრობ გურამ მაგდენ ქედანს ერთ სეზონზე თუ ვკლავ ხოლმე ასწორებს ქედანზე გაფრენილზე სროლა ბრავო 166 166 166 166 166 10 10 10 10 10 10

დამატებულია (18.08.2014, 23:58:24)
---------------------------------------------
5 ნომრით ნადირობ?


remington versa maxs sport.mp 153 12/89.at 44.toz 8.
 
guramiდრო: სამშაბათი, 19.08.2014, 08:39:40 | შეტყობინება # 147
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 536
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
guguna, ცხრანომრით დავხოცე 30 გრამიანი სტერლიგებით gimili ბევრი ვერდავაკავე გამექცა
gimili


guramicignadze
 
Nikadziaდრო: სამშაბათი, 19.08.2014, 11:30:31 | შეტყობინება # 148
შეჯიბრზე მიღწეული წარმატებებისთვის,
მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 153
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ამ სურთათან რა მოსატანია მარა მაინც დავდებ)))





შეტყობინება დაამუშავა Nikadzia - სამშაბათი, 19.08.2014, 11:32:36
 
guramiდრო: სამშაბათი, 19.08.2014, 11:36:32 | შეტყობინება # 149
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 536
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Nikadzia, მაიც კარგია ზოგი ლაპარაკობს ლაპარაკობს ქედანზე და მოკლულებიც არაყავს არასდროს gimili gimili

guramicignadze
 
solomonდრო: სამშაბათი, 19.08.2014, 12:02:21 | შეტყობინება # 150
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gurami, ამდენი ქედანი სად ნახე წამიყვანე ძმურად! )) სეზონზე 2-3 თუ შემოგხვდა ჩვენსკენ ხო კაია რა..[img][/img]

შეტყობინება დაამუშავა solomon - სამშაბათი, 19.08.2014, 12:05:42
 
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 9
  • 10
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика