02:27:38
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ფორუმის მოდერატორი: Gia  
”ნადირობის შესახებ” ახალი კანონპროექტის განხილვა
ზურა333დრო: პარასკევი, 25.11.2016, 20:48:01 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
”ნადირობის შესახებ” ახალი კანონი მომზადდა, რომელიც აქამდე არსებულ რეგულაციებს აერთიანებს და ახალ შეზღუდვებსა თუ უფლებებს აწესებს.

რატომ გახდა ახალი კანონის შემუშავება საჭირო და რას ითვალისწინებს კანონპოექტი, რომელიც ახალი მოწვევის პარლამენტს უნდა წარუდგინონ, ამ კითხვებით ”ფორტუნა” გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა.

როგორც სამინისტროში განმარტეს, ეკოსისტემური მიდგომებისა და ცხოველთა დაცვისთვის, ასევე მონადირეების უფლებების გათვალისწინებისთვის, საჭირო იყო არსებული რეგულაციები ერთ კანონპროექტში გაეერთიანებინათ. ამავდროულად, ცხოველებისა და მათი საბინადრო გარემოსთან დაკავშირებული საკითხებისთვის ”ბიომრავალფეროვნების დაცვის” კანონპროექტი მომზადდა.

კარლო ამირგულაშვილის თქმით, ორივე კანონპროექტის თავდაპირველი პროეექტი, ქართველი და უცხოელი ექსპერტების დახმარებით შემუშავდა.

”ნადირობის შესახებ” კანონპროექტი აწესრიგებს რა არის ნადირობის უფლება, ვის ენიჭება ნადირობის განხორციელების უფლება და ა.შ.

კანონპროექტის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი მონადირეთა სერთიფიცირებაა.

როგორც კარლო ამირგულაშვილმა ”ფორტუნასთან” საუბრისას განმარტა, კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, მონადირე სერთიფიცირებული პირი იქნება. სერთიფიცირებისთვის კი პოტენციურმა მონადირემ, შესაბამისი ტესტირება უნდა გაიაროს.

კანონის ამოქმედების შემდეგ, არასერთიფიცირებული პირის ნადირობა აიკრძალება და დარღვევის შემთხვევაში მას ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრება.

”იარაღის ტარებასთან ერთად, მონადირეს ნადირობასთან და გარეულ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ტესტირება უნდა ჰქონდეს ჩასაბარებელი. ეს ვფიქრობთ, რომ ერთი ფანჯრის პრინციპზე აგებული სისტემა უნდა იყოს. დაახლოებით, ისე, როგორც მართვის მოწმობის აღება ხდება”, – განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.

ასევე, განსხვავებულ სისტემაზე გადადის სანადირო ტერიტორიებიც. ამ კუთხით სამინისტრომ საერთაშორისო პრაქტიკა გაითვალისწინა. განიხილება მონადირეთა ფედერაციის შექმნის შესაძლებლობაც.

”პირველ რიგში შემოდის სამონადირეო ტერიტორიის მმართველი, რომელსაც ნადირობის განხორიცელებაზე მართვის უფლება მიენიჭება. შესაბამისი უფლებები და მოვალეობები კანონში იქნება გაწერილი. ასევე გამოიყოფა სამონადირეო ტერიტორიები. განიხილება აგრეთვე, მონადირეთა ფედერაციის შექმნის საკითხი. ჯერ ამასთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობაა, უნდა შეიქმნას თუ არა ეს ფედერაცია და რა უფლებები ექნება მას. ამას საჯარო განხილვების შემდეგ გადავწყვეტთ”, – განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.

სამონადირეო ტერიტორიის გამოყოფა შეიძლება მოხდეს როგორც სამინისტროს ინიციატივით, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

ამ ტერიტორიის მოცულობა არ უნდა იყოს ისეთი მცირე, რომ იქ შეუძლებელი იყოს, სანადირო სახეობების მდგრადი მართვა და სარგებლობა.

სამონადირეო ტერიტორიაზე შესვლისთვის გარკვეული სახდელი იქნება დაწესებული.

”სამონადირეო ტერიტორიის მმართველთან იქნებიან გაწევრიანებულები გარკვეული მონადირეები, რომელთაც ექნებათ დადგენილი კვოტა – რა სახეობაზე რამდენის მონადირების უფლება ექნებათ, მათ მოუწევთ გარკვეული მოსაკრებლის გადახდა. გარდა ამისა, იმ პირებს, რომლებიც არ იქნებიან წევრები, ნადირობის უფლება, მმართველთან შეთახნმებით მიეცემათ”, – განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.

მანვე ”ფორტუნასთან” პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრა. როგორც ამირგულაშვილმა განმარტა, დღეს, ბევრ ისეთ ტერიტორიაზე ხდება ნადირობა, რომლებიც კერძო მესაკუთრეების მფლობელობაშია.

”მაგალითად, ხდება მწყერზე ნადირობა ყანებში, ბაღებში, რომლებიც კონკრეტული პირის საკუთრებაა. ასეთი ტერიტორიებიც სამონადირეო ტერიტორიის ფარგლებში შეიძლება მოექცეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ ნადირობის უფლება იქნება გაცემული. ამას გადაწყვეტს თავად კერძო მესაკუთრე. თუკი მან განაცხადა, რომ მის კერძო ნაკვეთზე ნადირობა განხორციელდეს, მაშინ მოხდება ამის აკრძალვა სამინისტროს მხრიდან”, – განაცხადა მან.

მონადირეთა ნაწილი ”ფორტუნასთან” საუბარში ამბობს, რომ სფერო დასარეგულირებელია. ისინი რეგულაციების კანონში გაერთიანებას მიესალმებიან. თუმცა მათი ნაწილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მონადირეების სერთიფიცირება მიუღებელია.

“იარაღის გასაფორმებლად ტესტირება ისედაც საჭიროა. აუცილებელია, მონადირემ ნადირობის გარკვეული წესები იცოდეს – თუნდაც ის, რომ მანოკი და მსგავსი ბრაკონიერული ხელსაწყოები არ გამოიყენოს, სათანადოდ მაინც არ კონტროლდება ეს სფერო. ბრაკონიერული გზით, იგივე მანოკის საშუალებით, მაინც ნადირობენ გადამფრენ ფრინველებზე, მაინც ხოცავენ მთაში გადაშენების პირას მყოფ ჯიხვს და რაჭაში გადაშენების პირას მყოფ დათვს, მაინც ნადირობენ ირემზე და ა.შ. ეს ტესტირება კი ვთვლი, რომ მიმართულია არა იმისკენ, რომ მოქალაქემ იცოდეს როგორ ინადიროს და რა წესები დაიცვას არამედ, ფულის კეთების მექანიზმია. თუ სახელმწიფოს სურს ამ დარგის განვითარება ამისათვის ტესტირებები კი არ უნდა ატაროს და ფული აიღოს, არამედ ლექციები და ტრენინგები ჩაუტაროს მათ, ვინც ეს არ იცის და გაამკაცროს გარემოს ზედამხედველობა: დაამატონ ჯგუფები გარემოს დაცვის სამსახურს და დაისაჯონ ბრაკონიერები”, – განაცხადა ს.ჯ.-მ ”ფორტუნასთან” საუბარში.

ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი თორნიკე გულიაშვილი, დამატებით რეგულაციებზე, მათ შორის სერტიფიცირებაზე ასევე, უკმაყოფილებას გამოთქვამს. თუმცა, მიესალმება ფედერაციის შექმნას.

”დამატებითი ვალდებულებები და რეგულაციები, კარგია თუ არ იქნება, რადგან ვისაც ჰობად აქვს ნადირობა, იმ მცირე დროსაც ვერ დაუთმობს ამ საქმეს, რასაც აქამდე უთმობდა. რაც შეეხება ფედერაციის შექმნას, ეს შეიძლება კარგი იყოს, რადგან პირველ რიგში, ფრინველთა და ცხოველთა გამრავლებაა საჭირო. სწორედ ამას შეიძლება შეუწყოს ხელი ფედერაციამ”, – განაცხადა თორნიკე გულიაშვილმა ”ფორტუნასთან”.

კანონპროექტის საჯარო განხილვები რეგიონებში უკვე დაიწყო. როგორც სამინისტროში განაცხადეს, ყველა დაინტერესებული პირის აზრს მაქსიმალურად მოუსმენენ და გაითვალისწინეენ.

მხოლოდ ამის შემდეგ გავა კანონპროექტი პარლამენტში დასამტკიცებლად.

წყარო: http://fortuna.ge/ras-itv....proeqti

http://www.bazieri.ucoz.org/pdf/hunting_draft_law_03-08-2016.pdf



 
solomonდრო: პარასკევი, 02.12.2016, 12:53:47 | შეტყობინება # 51
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვერ დააკნინებენ ქართველ მონადირეს მაგ დონეზე! მაგათი ჩოხები დავხიე! უკვე დაზრდილი ყავს ზოგ-ზოგიერთებს გასასაღებელი ხოხბები და კაკბები! ვითომდა კოლხური ხოხობის ბედი რომ აწუხებთ! მაგათ თავებში არ შედის რომ ჩვენ (დასავლეთში მაგალითად) ვნადირობთ მხოლოდ და მხოლოდ გ ა დ ა მ ფ რ ე ნ ფრინველზე!!! რომელი გამოყვანილი იხვი და ტყის ქათამი გაგიჩერდება მეურნეობაში ესეც ხომ ხოხობი და კაკაბი არ არის დაიმალოს ბუჩქში! კიდევ ვიმეორებ ჩემს აზრს, არანაირი კანონპროექტი არ არის საჭირო! გაამკაცრონ ბრაკონიერებთან ბრძოლა, გაამკაცრონ ლიცენზიაში არსებული ლიმიტების დაცვასთან დაკავშირებული კანონი, გაიხადონ ბოტასები და ჩაიცვან "ვალინკები" და ებრძოლონ "სვარჩიკებს"! ჯერ ერთი 30 წელი გვინდა ევროპას რო დავეწიოთ ცხოვრების დონით, მერე მოიცალონ სამონადირეო კანონპროექტებისთვის...
 
firali81დრო: პარასკევი, 02.12.2016, 22:47:41 | შეტყობინება # 52
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 250
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
solomon სრულიად გეთანხმები. თუ ბუნების დაცვა უნდა არსებული კანონმდებლობა იძლევა ამის საშუალებას. მაგარმ ახალი კანონპროექტის მიზანი სულ სხვაა. ესაა არსებული სამონადირეო მეურნეობების სურვილის გამოხატულება.
 
kobaxidzeდრო: შაბათი, 03.12.2016, 09:18:56 | შეტყობინება # 53
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
41 და 42 მუხლი მე ვერ გავიგე თუ ისევ ძველებურად ვინადირებთ გადამფრენ ფრინველზე ტყვიის შემცველი საფანტით 2019 წლის 1 მარტამდე, წარმოიდგინეთ შირაქში მწყერზე ნახორბლარის პატრონს რო Eძებ ან მიწის პატრონს,რა გავიგო, 11 ლარიან გადასახადს რა დაუმატეს თუ გაიგეთ ვინმემ იქნებ გასაგებ ენაზე ამიხსნათ 25

დამატებულია (03.12.2016, 09:18:56)
---------------------------------------------
СССР ის თოფების გაფორმებას რაღა აზრი აქ თუ ფოლადის საფანტით ჩანაცვლებას აპირებენ,თოფს არ გააფუჭებს?


GEBRUDER MERKEL
 
chale88დრო: შაბათი, 03.12.2016, 14:01:32 | შეტყობინება # 54
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
solomon, სწორად მსჯელობ მეგობარო დღევანდელი კანონმდებლობა ნორმალურია მთავარია ბრაკონიერობასთან ბრძოლა სხვა ყველაფერი კარგად იქნება მერე. თუ გონია ვინმეს ბრაკონიერი ის ვინც მანოკზე ნადირობს და წესებს არ იცავს ლიცენზირების მერე პატიოსნად ინადრებს ძალიან ცდება არაფერი არ შეიცვლება სასიკეთოდ. ამიტომ საიჭიროა გარემოს დაცვამ აქტიურად იმოძრაოს და შეასრულოს თავისი მოვალეობა ნორმალურად.

ბ.თოთაძე
 
kobaxidzeდრო: შაბათი, 03.12.2016, 15:31:21 | შეტყობინება # 55
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
solomon, firali81, 41 და 42 მუხლით დაშვებულია ტყვიის საფანტი 2019 1მარტამდე? მიწა ერთი სეზონით რო აქ კაცს აღებული,ხორბალს რო აიღებს ვინ ვეძებო სად ვეძებო ვერ გავიგე რაუნდათ და თქვენ თუ იცით მითხარით ერთი ამ შემთხვევაში როგორ იქცევა მონადირე

GEBRUDER MERKEL
 
firali81დრო: შაბათი, 03.12.2016, 18:04:12 | შეტყობინება # 56
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 250
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kobaxidze 41 მუხლი 2019 წლის 1 მარტამდე გვაძლევს შსაძლებლობას ვინადიროთ სამონადირეო ტერიტორიის გარეთ. 2019 წლიდას 1 მარტიდან, მხოლოდ სამონადირეო ტერიტორიაზე ან სამონადირეო მეურნეობაში. 42 მუხლი 2019 წლამდე გვრთავს ნებას ვინადიროთ ტყვიის საფანტით. 2019 წლის 1 მარტის შედეგ ტყვიის საფანტის გამოყენება იკრძალება. ანუ ჩვენი თოფები, რომლებიც მხოლოდ ტყვიის საფანტზეა გათვლილი უვარგისი ხდება ნადირობისათვის. აქ მნიშვნელოვანი არის 6 უხლის მესამე ნაწილი. რომლის გათვალისწინებით ახალ სამონადირეო ტერიტორიას პრაქტიკულად ვერ იპოვით. ეს კანონი უკვე არსებული სამონადირეო ტერიტორიების სურვილებს გამოხატავს. მხოლოდ ვიწრო ჯგუფის ინტერესებს ემსახურება.
 
kobaxidzeდრო: შაბათი, 03.12.2016, 20:25:50 | შეტყობინება # 57
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
firali81, 89 იანი სავაზნე და მეურნეობა. ან შევიკრიბოთ ან ხელმოწერებით,რავიცი რაღაც ფორმით რამოდენიმე მუხლი რო არ მივაღებინოთ კანონში

დამატებულია (03.12.2016, 20:25:50)
---------------------------------------------
რაღა აზრი აქ სსსრ-ის თოფების გაფორმებას ხელმეორედ,ფოლადის საფანტს მაინც ვერ გავისვრი


GEBRUDER MERKEL
 
firali81დრო: შაბათი, 03.12.2016, 21:48:33 | შეტყობინება # 58
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 250
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kobaxidze გეთანხმებით. პროტესტი რაღაც ფორმით აუცილებელია. ეს კანონი ამ ფორმით სრულიად მიუღებელია მონადირეთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის. როგორც ვიცი იყო განხილვები. შეხვდნენ სამონადირეო კლუბებს. მათ შორის ბაზიერსაც.
 
kobaxidzeდრო: კვირა, 04.12.2016, 09:28:25 | შეტყობინება # 59
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
firali81, დილაშვიდობის. რა შედეგი გამოიღო,წავიდნენ რამე დათმობაზე? რაუთხრეს საერთოდ შეხვედრაზე მონადირეებს

GEBRUDER MERKEL
 
vanoarchiდრო: კვირა, 04.12.2016, 12:22:41 | შეტყობინება # 60
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 379
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ტყვიის შემცველი მასალის აკრძალვა ვაზნებიდან ეს ალბათ გამომდინარეობს იქიდან, რომ თვითონ ტყვია ჯანმრთელობისთვის საზიანოა; მაგრამ მეორეს მხრივ რა გამოდის: როგორც ვიცი ლითონის კუთრი წონა უფრო მსუბუქია ვიდრე ტყვია, ანუ რა შედეგიც მიიღწეოდა მაგ. 32 გრ ვაზნით (ტყვიის საფანტით), ლითონის საფანტით ვეღარ მივიღებთ, უნდა გაიზარდოს საფანტის წონა, შესაბამისად დენთის წონა, შესაბამისად უნდა გაიზარდოს ვაზნის ზომა, ანუ საჭირო გახდება მაგნუმი და სუპერ-მაგნუმი ვაზნები; თოფი მინიმუმ 76-იანი სავაზნით.
იქნებ შესაბამის თემაში უფრო გავშალოთ ეს თემა, კომპეტენტურმა და გამოცდილმა მონადირეებმა დაწერეთ თქვენი აზრი.


HUGLU 103-C
 
m@mukaდრო: კვირა, 04.12.2016, 12:47:00 | შეტყობინება # 61
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 112
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით ყველას. ორი სიტყვით ავღნიშნავ იმას რომ ეს კანონპროექტი უაზრობაა . საქართველოში ეს კანონი ასეთი რეგულაციებით და მოთხოვნებით ვერასდროს ვერიქნება სრულყოფილებამდე მიღწეული. გარემოს დაცვა უნდა გააქტიურდეს. ამოიღონ ჯიბიდან ხელები და საქმეს მიხედონ. გასულ წელს მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შემხვდა გ.დ.ი . უნდა გაიზარდოს ჯარიმები დამრღვევებზე. აი სხვის ტერიტორიაზე ნადირობის ნებართვა და ფოლადის საფანტი სასაცილოდაც არმყოფნის. საუბედუროდ სატირალია. რამე უნდა მოვიფიქროთ მეგობრებო.

----->
 
kobaxidzeდრო: კვირა, 04.12.2016, 13:57:50 | შეტყობინება # 62
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თოფები როდიდან უნდა გავიფორმოთ ხელმეორეთ, იცით ვინმემ? 25

GEBRUDER MERKEL
 
firali81დრო: კვირა, 04.12.2016, 14:59:27 | შეტყობინება # 63
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 250
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kobaxidze შეხვედრის შედეგი არ ვიცი.ვინც ესწრებოდა იმედია ფორუმზე დადებს.
 
kobaxidzeდრო: კვირა, 04.12.2016, 15:20:53 | შეტყობინება # 64
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
firali81, კახეთში მწყერზე იმხელა შემოუღობავ ნახორბლარში ვინ უნდა დამიშალოს ნადირობა,როცა თოფიც გაფორმებული მაქ და ლიცენზიაც ხელში მიჭირავს,ისედაც სანადირო ტერიტორიებია და ასედაც,ეგარი რო უბრალოდ 11 ლარის ნაცვლად გადავიხდით სამმაგს და ოთხმაგს გადამფრენ ფრინველზე,წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსავალი მოიკლებს და გაიზრდება ბრაკონიერობა თუ ყველაფერი მეურნეობად გადააქციეს და ეს რაში აწყობთ, ჩემი პირადი აზრია ეს რო ესე იქნება. 25

GEBRUDER MERKEL
 
giorgigagoshviliდრო: კვირა, 04.12.2016, 16:29:05 | შეტყობინება # 65
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვიღაცეები მიზანმიმართულად ცდილობენ, საქართველოს ტერიტორიაზე ნადირობის აკრძალვას, ეს პრაკტიკულად შეუძლებელი რომაა თავადაც იციან, შესაბამისად მაქსიმალურად უნდათ, რომ შეგვზღუდონ, ეგ ფოლადის საფანტიც, ეგ დამატებითი გადასახადებიც, დიდად შეამცირებს მონადირეთა რაოდენობას. ამ კანონით კი ორ კურდღელს იჭერენ, ერთი-გაქსუებული ბიზნესმენები მოითბობენ ხელს თავიანთი მეურნეობებით. მეორე, კიდევ თავიანთ სურვილს აისრულებენ ეს არასამთავროები- ძალიან ცუდ საქმეს აკეთებენ ეგენი ჩვენთვის და ყუადღების მიქცევა უნდა მაგას, თოფით ნადირობის მაგიერ, ფოტონადირობის შემოღება უნდათ(წინააღმდეგი არ ვარ მასეთი ,,ნადირობის", მაგრამ ჩვენ რატომ გვეხებიან არ ვიცი), ვინც ესწრება ამ შეხვედრებს, კანონპროეკტის განხილვაზე, კი ეცოდინებათ რა ხალხზეც მაქვს საუბარი და სამწუხაროდ ამ ხალხს უფრო უჯერებს ზემდგომი ორგანო, ვიდრე მონადირეებს.
გერმანიას და ამერიკას რომ ედრებიან, ისინი თითო გასვლაზე ასობით ფრინველს და ნადირს იღებენ გარემოდან, ყავთ კიდევაც, იქ რომ სანადიროდ წახვალ გარანტირებურად ბრუნდები ნადავლით და არა აქ როგორცაა შეილება 30კმ იანი კროსი გამოგივიდეს და ვერაფერი ვერ ნახო, მთელიდღე ერთ კვატს დასდევს და იმაზეც რომ შეზღუდვებს დაგიწესებენ, არ იქნება ეგ კაი საქმე. 23

დამატებულია (04.12.2016, 16:29:05)
---------------------------------------------
მე არ მომწონს ეს კანონპროეკტი და ძალიან გამიხარდება თუ არ მიიღებენ. უმჯობესი იქნება მავნებლებზე დაუშვან ნადირობა და ბრაკონიერებთან ბძოლა გააძლიერონ. ასე ერთბაშად ყველაფრის ამოტრიალება არანაირ შედეგს არ გამოიღებს, პირიქით მეტად წაახალისებს ბრაკონიერობას... 25


HOLLAND & HOLLAND
 
kobaxidzeდრო: კვირა, 04.12.2016, 16:48:50 | შეტყობინება # 66
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბაზიერიდან თუ იყავით შეხვედრაზე რა თქვეს,რას აკანონებენ და რას არა,რაც ზემოთ ხსენებულში წერია არ შეიძლება მაგ მუხლების დაკანონება,ყველას თუარა ძირითადი მაინც რო გადავაფიქრებინოთ,ამისთვის Mისვლა და დალაპარაკებაა საჭირო, ბაზიერიდან იყავით ვინმე? რამე დათმობაზე გქონდათ საუბარი?

GEBRUDER MERKEL
 
hauhau78დრო: კვირა, 04.12.2016, 17:13:36 | შეტყობინება # 67
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 131
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

დამატებულია (04.12.2016, 17:13:36)
---------------------------------------------

Quote bashiachuki ()
ეს ყველაფერი ტყემალაძის და მისი მოურავის გოჩა კობერიძის ნაჩალიჩარ ნამოქმედარია. ტყემალაძე დიდი ხანია ცდილობს შეუძვრეს ერთ ადგილში ამ მთავრობას, მას ძალიან დიდი ვალები აქვს დაგროვილი და ყველანაირად ცდილობს ფული იშოვოს. ჭიაურმა აშკარად არ გაუმართლა, ხე-ტყე კი კი ყიდა რაც შეეძლო ამ მეურნეობიდან ჩუმად, მაგრამ გაუბაზრდა და ცოტა მიასხეს. ამიტომ იყო ამდენი ხანი მისი სამეურნეო მეურნეობა რომ არ გაიხსნა.მაინტერესებს მეგობრებო ჭიაურში თუ გინადირიათ ვინმეს? დარწმუნებული ვარ არავის. მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი მათი ფედერაციის წევრი და მე არ მომიწია მანდ ნადირობა თუნდაც მტაცებლებზე, როდესაც კლუბ "ოჩოპინტრეს" წევრები და ბანკის თანამშრომლები აქტიურად იღებდნენ მანდ ნადირობის უფლებას. ამიტომაც დავტოვე ეგ ფედერაცია პროტესტის ნიშნად და ჩემთან ერთად ბევრმა სხვამ.ხუხულასავით დაეშალათ ეს ფედერაცია და ეხლა ცდილობენ შეძვრენ მთავრობასთან, თავიანთი მეურნეობისთვის და მიზნებისთვის მოირგონ ეს კანონ-პროექტი.

მანდ მაქვს სოფელი არ დავბადებულვარ თორემ მანდ მაქვს გატარებული მთელი ბავშობა,2 ფეხის ნაბიჯზეა ჩემი სახლიდან ეგ მეურნეობა და ჭალები..


შეტყობინება დაამუშავა hauhau78 - კვირა, 04.12.2016, 17:11:44
 
panatiდრო: კვირა, 04.12.2016, 17:25:31 | შეტყობინება # 68
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 326
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ამათ გაურეკიათ ახალი ფულის კეთების ხერხს იგონებენ ,ამას გონია ბრაკონიერი ტესტს ჩააბარებს და დაანებებს თავს,ის მაინც თავისას იზამს, ხალხს ნუ აბოლებენ ბრაკონიერი და მანოკისთები ისევ მათ არიან არც ჯიხვს ტოვებენ და არც კატარღით იხვს, ჯერ კანონები მათ ისცავლონ,დაგვანებონ პატიოსან მონადირეებს თავიიი,კატეგორიულად ვეცინააღმდეგები 01b
 
firali81დრო: კვირა, 04.12.2016, 21:07:52 | შეტყობინება # 69
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 250
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kobaxidze გდი ტყე-ღეში არ გამოგეკიდება. ტრასაზე მოგთხოვს მონადირებული ფრინველის საბუთს. მუხლი 31. და თუ არ აღმოგაჩნდა 800 ან 1000 ლარიან ჯარიმას გამოგიწერს. ასევე იარაღსაც ჩამოგართმევს. მუხლი 39 მეხუთე ნაწილი.
 
kobaxidzeდრო: კვირა, 04.12.2016, 22:07:22 | შეტყობინება # 70
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
firali81, მწყერზე რო ვინადირო კანონიერად"ახალ კანონს" ვგულისხმობ ამისთვის რა დამჭირდება, ნახორბლარში,სადღაც გადასაკარგავში

დამატებულია (04.12.2016, 21:55:37)
---------------------------------------------
რა საბუთებს ითხოვენ,სად უნდა აიღოს კაცმა,რა ეღირება

დამატებულია (04.12.2016, 22:05:19)
---------------------------------------------
როგორ მეშლება ნერვები, ამ ფოლადის საფანტზე ხო სიმწრის სიცილი მაქ, ალუბლის კურკები უფრო ეკოლოგიურია, ნადირობ და თან ალუბლებს რგავ, მერე ეს ალუბლები რო გაიზრდება, რუსეთში გავიტანთ და ეკონომიკაც გაიზრდება,თან ხალხიც დასაქმდება 23 ეს პროექტი უფრო მისაღებია

დამატებულია (04.12.2016, 22:07:22)
---------------------------------------------
მურაბები უნდა დავხსნა 10


GEBRUDER MERKEL
 
chale88დრო: ორშაბათი, 05.12.2016, 00:39:20 | შეტყობინება # 71
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kobaxidze, მე მგონია ტყუილად ვნერვიულობთ, ამხელა შტერობას არ ჩაიდენენ უაზროები კი არან მაგრამ მაინც ვფიქრობ რო არ მიიღებენ ამ კანონს 23

ბ.თოთაძე
 
firali81დრო: ორშაბათი, 05.12.2016, 16:37:09 | შეტყობინება # 72
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 250
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
chale88 აუცილებლად მიიღებენ. 2017 წლის ზაფხულში მიიღებენ. ყველა გამოვთქვამთ უკმაყოფილებას, მაგრამ სად ჩანს? თითქმის ყველა სამონადირეო ფორუმს ვაკვირდები. არსად არ ჩანს, რომ რომელიმე კლუბი აპირებდეს წინააღმდეგობა გაუწიოს. რაიმე ფორმით მაინც. ხელმოწერები რო შეგროვდეს ეგეც საქმეა მარა არსად ეს არ კეთდება.

შეტყობინება დაამუშავა firali81 - ორშაბათი, 05.12.2016, 16:38:16
 
chale88დრო: ორშაბათი, 05.12.2016, 19:05:56 | შეტყობინება # 73
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩვეულებრივად 90იანი წლები ბრუნდება იგივე სტილის წეს კანონებს იღებენ ადრე ხალხის უმრავლესობას გაუფორმებელი თოფები ქონდა ცუდი კანონების გამო ყოველწლიურად უნდა გაეახლებინა საბუთები ეხლაც დაამგვანებენ იმ დროს.

ბ.თოთაძე
 
kobaxidzeდრო: ორშაბათი, 05.12.2016, 19:06:33 | შეტყობინება # 74
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
firali81, ბაზიერმა გავაკეთოთ ხელმოწერები,როგორ რა ფორმით თქვი და შევკრათ ხმები

GEBRUDER MERKEL
 
chale88დრო: სამშაბათი, 06.12.2016, 00:05:09 | შეტყობინება # 75
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს ერთი გასართობი გვაქვს ხალხს და ამ ამბავშიც გვზღუდავენ უმანქანოთ ხო გვტოვებენ მშიერ წყურალი ხო დადის ნახევარზე მეტი მოსახლეობის თუ არ გამოიღვიძა ხალხმა უარესი მოხდება კიდევ.

ბ.თოთაძე
 
ბაქარიდრო: სამშაბათი, 06.12.2016, 10:28:04 | შეტყობინება # 76
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quotefirali81 ()
chale88 აუცილებლად მიიღებენ. 2017 წლის ზაფხულში მიიღებენ. ყველა გამოვთქვამთ უკმაყოფილებას, მაგრამ სად ჩანს? თითქმის ყველა სამონადირეო ფორუმს ვაკვირდები. არსად არ ჩანს, რომ რომელიმე კლუბი აპირებდეს წინააღმდეგობა გაუწიოს. რაიმე ფორმით მაინც. ხელმოწერები რო შეგროვდეს ეგეც საქმეა მარა არსად ეს არ კეთდება.


თუ ვინმე ჩუმად არის ალბათ მხოლოდ იმიტომ რომ ამ კანონის მიღებით სარგებელს ნახულობს და როგორც ვატყობ მიიღებენ კიდეც 25
 
pavlika1998დრო: სამშაბათი, 06.12.2016, 11:43:25 | შეტყობინება # 77
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 39
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი აზრით ყველა მონადირემ და არა მრტო მონადირემ უნდა გააპროტესტოს ეს უსამართლობა, გავაგონოთ ჩვენი ხმა ! იქნებ მორიგი სისულელე არ ჩაიდინონ.
 
chale88დრო: სამშაბათი, 06.12.2016, 13:05:03 | შეტყობინება # 78
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბაქარი, მე როგორც ვხედავ მეზობელ ფორუმზე არ აქტიურობენ ეტყობა რო რაღაცა ხეირს ელოდებიან აბა ასეთი უაზრობა როხდება რატომ უნდა იყოს მონადირე კაცი ჩუმად ვერ ვხვდები 23

ბ.თოთაძე
 
ბაქარიდრო: სამშაბათი, 06.12.2016, 15:57:34 | შეტყობინება # 79
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
chale88, მაგ კანონი მომწონი ან შტერია ან დაინტერესებული პირი 23
 
chale88დრო: სამშაბათი, 06.12.2016, 17:07:05 | შეტყობინება # 80
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბაქარი, კი ძმა მასეა ხალხს არავინ უსმენს თავიანთ ჯიბეზე ზრუნავენ ხალხზე მარტო მოჩვენებით არჩევნების წინ ვითომდა ფიქრობენ. ხალხიც ცხვრებივით არიან როგორც უნდა ისე მწყევსავენ საითაც უნდათ იქით მიერეკებიან რო გამოიღვიძებენ კარგად იქნება უკვე დაგვიანებული არამარტო ამ საქმეში.

ბ.თოთაძე
 
firali81დრო: სამშაბათი, 06.12.2016, 22:53:09 | შეტყობინება # 81
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 250
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეზობელ ფორუმზე ზაფხულში გამოხატეს უკმაყოფილება. აბსოლუტურმა უმრავლესობამ. ჩვენ ფორუმშიც ასეთი განწყობაა. ჩვენი კლუბი და ასევე მეზობელი კლუბები რომ შეხვდა ამ კანონის ინიციატორებს, ამ დიალოგის შესახებ იქნებ გვითხრათ რამე.

შეტყობინება დაამუშავა firali81 - სამშაბათი, 06.12.2016, 22:53:48
 
კობა1973დრო: ოთხშაბათი, 07.12.2016, 08:00:48 | შეტყობინება # 82
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 61
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
უმჯობესი იქნება მავნებლებზე დაუშვან ნადირობა და ბრაკონიერებთან ბძოლა გააძლიერონ. ასე ერთბაშად ყველაფრის ამოტრიალება არანაირ შედეგს არ გამოიღებს, პირიქით მეტად წაახალისებს ბრაკონიერობას... 25

иж58 20кал. zumrut555x 12cal. cz858 7.62x39 armsan AN612 12cal, armsan armtac 12cal. crosman npss 4,5cal. kral puncher maxi 4.5 cal.
 
chale88დრო: ოთხშაბათი, 07.12.2016, 15:38:34 | შეტყობინება # 83
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნანადირვბით რო ვაჭრობენ ასობით ტყის ქათამს და იხვს რო ყიდიან იმათ უნდა მიხედონ ასევე ფარს და მანოკს უნდა მიხედონ. ამაზე კარგად ვერაფრით დაეხმარებან ბუნებას. თუ ამ ყველაფერს გააკეთებენ და ტურა მელა მგელზეც დაუშვებენ ნადირობას მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. ათასჯერ ვახსენე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ გარემოს დაცვამ უნდა აქტიურად იმოძრაოს და გააკონტროლოს მინდორ ველები რომ ბრაკონიერებს შიში ქონდეთ. დღეს დღეობით მშვენიერი კანონი გვაქს არაფრის შეცვლა არ არის საჭირო ვინც აქტიური მონადირეა იმან ყველა წესი და კანონი ნადირობის შესახებ კარგად იცის ახალბედები კი იარაღის შეძენისას აბარებენ გამოცდებს ასე რო არაფრის დამატება აღარ არის საჭირო მაგრამ ამათ სხვა დარდიაქვთ ფულის გამო ღელავენ როგორც ვხედავთ. თუ ვინმემ კანონი არ იცის მის გამო მე რატომ უნდა დავიხარჯო არ მესმის არ გვაკლია გადასახადები და საფიქრალი დამატებით კიდევ რომ აღარ დაგვიმატონ.

ბ.თოთაძე
 
kobaxidzeდრო: ოთხშაბათი, 07.12.2016, 18:14:08 | შეტყობინება # 84
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რატო არ გინდათ რო შევიკრიბოთ და მოვითხოვოთ შეხვედრა მინისტრთანნნნნ! ვთქვათ ერთი დღე და 1000 კაცი ვიქნებით თუ 12 კაცი მოვითხოვოთ შეხვედრა.

GEBRUDER MERKEL
 
nikala1992დრო: ხუთშაბათი, 08.12.2016, 08:37:55 | შეტყობინება # 85
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 34
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
როდიდან ამტკიცებენ ამ კანონს თუ დაამტკიცეს . მოგვიწევს სერთიფიცირება შემდეგი სეზონიდან ალბათ .
 
pavlika1998დრო: ხუთშაბათი, 08.12.2016, 13:10:10 | შეტყობინება # 86
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 39
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
https://www.facebook.com/groups/1144432075641476/ მონადირეებო გთხოვთ გადადიტ ლინკზე ეს ყველა ჩვენთაგანს ეხება ფასები ძვირდება და დროა წინ დავუდგეთ უსამართლობას, ამ ლინკზე გაიგებთ შეკრების ადგილს და დროს, არგარ გვაქვს დასაკარგი დრო ხო ხედავთ უკვე თავზე გვაჯდებიან როგორ კანონებს იგებენ, დროა გამოვთქვათ ჩვენიი აზრი. გთხოვტ უყურადგებოთ არ გაატაროთ ეს კომენტარი ჩვენ რაღაცის შეცვლა შეგვიძლია, მადლობა წინასწარ იმედია ბევრი ვინებით

დამატებულია (08.12.2016, 13:10:10)
---------------------------------------------
სასურველია საკუთარი მანქანებით მოხვიდეთ

 
kobaxidzeდრო: კვირა, 18.12.2016, 11:38:38 | შეტყობინება # 87
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეტის ღირსები ვართ,სანამ სხვა სხვაზე გვერდში დგომას არ ისწავლის მანამდე არაფერი ეშველება ამ ქვეყანას, მერე რა რო ჯიპი გყავს და შეგიძლია მეურნეობებში ნადირობა როცა გაგისწორდება მაშინ, აენძრიე და დადექი მონადირეების გვერდით,ეს სიტყვები ეხება რათქმაუნდა იმათ ვისაც ეკუთვნით!!

დამატებულია (18.12.2016, 11:38:38)
---------------------------------------------
ვინ არი პარლამენტში ვინც ჩვენს მხარეს დაიჭერს ვისაც მეურნეობებში ნადირობის საშუალება არ აქვს და ეს კანონი უგუნურებად მიაჩნია 25


GEBRUDER MERKEL
 
abogachechiladzeდრო: კვირა, 19.02.2017, 20:59:54 | შეტყობინება # 88
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 3
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგარი იდიოტიზმია. მოუნდათ ბიჩებს ნაკრზალებისა და აღკვეთილების გაყიდვა და გასხვისება. სხვა გვარად ვერ ეხებ ოდნენ. სირცხვილია.

abo
 
jentile5დრო: კვირა, 19.02.2017, 21:49:54 | შეტყობინება # 89
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 120
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თავი არ უნდა დავიმშვიდოთ რომ ამ კანონს არ მიღებენ.ჩვენ ვთვლით ამ კანონს სისულელედ თორემ თვითონ ამას ალბათ დადებითად აფასებენ.მეტი წინააღმდეგობა საჭირო.ნეტა ვისთვის შემოაქვთ კანონი? ამ სეზონზე სულ ჯამში 15 ცალი მწყერი მოვკალი და დღიური ლიმიტია 20-ია. ორი წლის განმავლობაში კი 100 ძირი აკაცის ხე , 7 ძირი წვრილი ხურმა და წელსვ აპირებ რამოდენიმე ფშატის დარგვას,. პაპის გაშენებულ ტყის მასივს ვუვლი ხმელებს ვჭრი რომ დავადებები არ გადედის სხვას და ხმელ ტოტებს ვაცლი,ეს მე სიამოვენბას მანიჭბს რომელიც ვთვლი თავს მონადირეთ და ბუნების მოყვარულად .რაც შეეხება ხაშურის რაიონში წლევანდელ სეზონზე უამარვი შემთხვევა დაფიქსირდა ძალოვანი წარმომადგენლების რომლებიც ეგრეათ წოდებულ მანოკებეს იყენებდნენ.კიდევ ერთი ერთხელ ვალერა გელაშვილის რესტორანში ხინკალს ვჭამდით ბიჭები და გვერდზე კუპეში ისხდნენ პოლიცილელები,რომელი რეგიონის არ მახსოვს და ებლატავებოდნე ერთმანეთს მანოკით როგორ აჯენდნენ მწყერს,ბოლოს კი მობილურში ჩაწერილი მწყრის ხმაც კი დაგუგუნა სუფრაზე აი ასეო.მტკვარზე კი ანკესებს დადევან და თუ თვითინ დაჭირდათ ნავტიკებსაც უშვებენ ტუტუნებით.კანონი უნდა იყოს ძალიან მკაცრი ბრაკონიერობის მიმაართ და მოიცავდეს ყველა იერარქიას და წოდებას გლეხიდან პრემიერმინისტრამდე,ფორმიანიდან ანაფორიანამდე.კაცს რომელსაც ბუნება უყვარს,ძარლი და მონადირეა ის ბუნების კანონს არასდროს დარღვევს.
 
mamuka36დრო: ორშაბათი, 20.02.2017, 00:40:59 | შეტყობინება # 90
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 38
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეჰ საიტ მიექანები ბედკრულო საქარტველო.ტოფის გასროლაც მოსანატრებელი არ გაუხდეს ისედაც გაჩირვებულ მონადირეს.

23 23
 
chale88დრო: ორშაბათი, 20.02.2017, 12:14:09 | შეტყობინება # 91
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
jentile5, წინა წლებში ხდებოდა მაგრამ ასე ძალიან ვერ ბედავდნენ ეხლა ვისაც რა უნდა იმას აკეთებს მტკვარზე ყოველ ღამით დადიან აპარატით. მეთელ საქართველოში მასეა ვისაც ევალება გარემოს დაცვა და წესრიგი პირველები ეგენი ბრაკონიერობენ. სანადირო მეურნეობებზე როა საუბარი და ლიცენზირებულ მონადირეებზე ანუ გამოცდების ჩაბარებაზე ყველა კარგად ვხვდებით რო რამოდენიმე კაცის ინტერესია ფული უნდათ სარგებელი თავიანთი ჯიბის გასქელება მეტი არაფერი არ აინტერესებთ.

ბ.თოთაძე
 
VAXO-HUNTERდრო: ორშაბათი, 20.02.2017, 13:25:20 | შეტყობინება # 92
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არ არის აუცილებელი ვიღაცის ჯიბის გავლით ბიუჯეტის შევსება, თუ რამე გადასახდელია გადავიხდით გონივრულ თანხას, ლიცენზიებს ავიღებთ და ვინადირებთ, არ არის საჭირო მეურნეობები. კარგად ვიცით იქ რაც ხდება 167

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
jentile5დრო: ორშაბათი, 20.02.2017, 19:56:32 | შეტყობინება # 93
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 120
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დღეს ყოფილა შეხვედრა გორში და ვერ გავიგე არანირი ინფორმაცია არ იყო მე ვიცოდი რომ 24 ში უნდა ყოფილიყო თორემ ჩავიდოდი აუცილებლად ხაშურიდან.აი ეს განრიგ ვნახე ეხლა სად როდის იქნება შეხვედრები!

ყურადღება!!! მიმდინარე წლის 20 თებერვლიდან 24 თებერვლის ჩათვლით სამინისტრო გეგმავს “ნადირობის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვების ჩატარებას, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. ასევე, განხილულ იქნება საკითხი, გარეული ცხოველების მიერ მოსახლეობისა და მათი ქონებისთვის საფრთხის შექმნასთან დაკავშირებით.
წარმოგიდგენთ შეხვედრების განრიგს, ადგილმდებარეობისა და თარიღების მითითებით;
· 20 თებერვალი, 12:00 საათი – გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა;
· 21 თებერვალი, 11:00 საათი – ბათუმის მერიის შენობა;
· 21 თებერვალი, 15:00 საათი – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა;
· 22 თებერვალი, 11:00 საათი – ფოთის მერიის შენობა;
· 22 თებერვალი, 15:00 საათი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა;
· 23 თებერვალი, 12:00 საათი – ქუთაისის მერიის შენობა;
· 24 თებერვალი, 11:00 საათი – ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა;
მონადირეებო ყველას შეგიძლიათ ( საჭიროა ძაან) დაესწროთ და თქვენი აზრი დააფიქსიროთ რას ეთანხმებით და რას არა. გთხოვთ გააზიაროთ ინფორმაცია რომ ყველა მონადირის ყურამდე მივიდეს...
დეტალების და კანონპროექტის სანახავად დააჭირეთ სურათს.

დამატებულია (20.02.2017, 14:32:47)
---------------------------------------------
ნეტა რა ისაუბრეს?თუ ვინმე დაესწარით გორში შეხვედრას? იქნებ დადოთ ინფორმაციები

დამატებულია (20.02.2017, 19:56:32)
---------------------------------------------
კანონში არ დია გალსტუკი რომ უნდა გავიკეთოთ ამ ღარიბმა მონადირებმა ნადირობისას?რომლებიც ჯერ ტულას და იჟებს ვერ გავცდით!!! თან ალბათ მოითხოვენ მონადირემ გასროლის მერე არ გადახსნას თოფი,დაიქირაოს გარემოს დამცველი და იმან გაუმზადოს თოფი მომავალი გასროლითვის.ასე უფრო მაგრად შეავსებნ ბიუჯეტს.

 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 20.02.2017, 21:27:11 | შეტყობინება # 94
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხვალ ოზურგეთშია შეხვედრა 15 საათზე

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
ზურა333დრო: ორშაბათი, 20.02.2017, 21:51:51 | შეტყობინება # 95
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მუხლი 31. ნანადირევის ტრანსპორტირების წესი.
1.ნადირობის შედეგად გარემოდან ამოღებული სახეობის ტრანსპორტირება დასაშვებია სამონადირეო ტერიტორიის მმართველის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც ადასტურებს სახეობის კანონიერი გზით მოპოვებას.
ნადირობის შემდეგ მივდივართ მმართველთან საბუთის ასაღებად და მერე საბუთით ხელში მივდივართ სახლში. და ეს მმართველი სად იჯდება იქამდე არ დაგვაჯარიმებენ? 167

დამატებულია (20.02.2017, 21:51:51)
---------------------------------------------
მუხლი 38. ფედერაციაში გაწევრიანება სავალდებულოა ნადირობის მოწმობის მქონე ყველა პირისათვის...
თუ პირი ნასამართლევია ნადირობის წესების დარღვევაზე ან ფედერაციის წესებს დაარღვევს წევრობა შეუწყდება და ვეღარ ინადირებს...

 
GioXpდრო: ორშაბათი, 20.02.2017, 21:58:35 | შეტყობინება # 96
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 3
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არანაირი ახალი კანონი არ არის საჭირო, ადრე სადაც ვნადირობდით იხვებზე იქ უნდა აღდგეს ნადირობის უფლება, დაცული ტერიტორიების წინააღმდეგი არა ვარ მაგრამ, ნადირობის სეზონის გახსნიდან უნდა დაუშვან იხვებზე ნადირობა დაცულ ტერიტორიებზე,წელიწადში ორი სამი თვით არ არის ხალხი ღირსი დატკბეს თავისი ბუნებით?, რისთვისაა საჭირო დაცული ტერიტორიები? თუ ადამიანები არ დატკბებიან მისი გამოყენებით,იმუშაონ და მიხედონ ბრაკონიერებს, მანოკისტებს,პროჟექტორებს,უსაბუთოებს,100 და 200 ცალ იხვებს ვინც ხოცავს ისინი გამოავლინონ, და კიდევ ბევრი სამუშაოები აქვთ,მარა ეს არ აწყობთ ფაქტია, ამათ სულ სხვა ჩანაფიქრები აქვთ რა თქმა უნდა ფულის კეთება ჩქარა და ბევრიიიიიიი.შევახსენებ მათ რომ რაც არ ერგებათ არ შეერგებათ და არც შეარგოს ღმერთმა!
 
ზურა333დრო: ორშაბათი, 20.02.2017, 22:49:11 | შეტყობინება # 97
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, რას ეუბნებით ხვალ შეხვედრაზე? ერთიანობა უნდა იყოს მონადირეების მხრიდან

დამატებულია (20.02.2017, 22:30:11)
---------------------------------------------
მუხლი 23. აკრძალულია ნახევრადავტომატური სანადირო იარაღის გამოყენება, თუ მასში 2-ზე მეტი ვაზნაა...

დამატებულია (20.02.2017, 22:46:26)
---------------------------------------------
მუხლი 4.
7) ნადირობა დასაშვებია მხოლოდ სამონადირეო ტერიტორიაზე.
სანამ ეს ტერიტორიები არ მოეწყობა და არ გადაეცემა მმართველებს, სხვაგან ვერსად ვერ ინადირებ... თვიდან ბევრი ვერ იქნება და იქ რამდენი მონადირე უნდა შევიდეს?

დამატებულია (20.02.2017, 22:49:11)
---------------------------------------------
ყველას აქვს შერჩეული თავისი სანადირო ადგილები, უნდა ველოდოთ როდის გახსნიან იქ სამონადირეო ტერიტორიას, შეიძლება არც გახსნან არასდროს მიწების მეპატრონეების უარის გამო...

 
vanoarchiდრო: სამშაბათი, 21.02.2017, 00:11:20 | შეტყობინება # 98
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 379
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სიუჟეტი გორში ნადირობის ახალი კანონის განხილვის შესახებ გორში, მე სამწუხაროდ ვერ დავესწარი.აქედან თუ ვინმე რამს გაიგებს:
dia.tv


HUGLU 103-C
 
MONADIREKOBAდრო: სამშაბათი, 21.02.2017, 00:29:08 | შეტყობინება # 99
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 9
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
arapris momtani da arapris shemcvlelia es axali kanonproeqti ertis garda, tyeebi, mindvrebi da waobebic ki, rac ver gayides axla monadireebis xarjze undat pulis shovna da imaze aravin zrunavs rogor gaamravlon prinveli da sheamciron nadiri...იხილეთ მეტი
 
bashiachukiდრო: სამშაბათი, 21.02.2017, 01:41:19 | შეტყობინება # 100
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 338
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
"დიდი კანონის" განხილვა მიდის. სასაცილოა ეს ყველაფერი რა. "ველურ დასავლეთში" მგონია თავი. ვინ წერს, ან ვინ ფიქრობს ასეთ კანონებზე, ნეტა იმის ტვინში ჩამახედა.ანდა ასე სასწრაფოდ, ამ კანონის განხილვა და დასამტკიცებლად გატანა რატომ გახდა აუცილებელი? ვერ ვიგებ. ნუთუ იმ ორი ბრაკონიერობის ფაქტმა გამოიწვია ასე სასწრაფოთ ახალი კანონპროექტის მიღება? მე რაღაც საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება, რომ ვიღაც-ვიღაცებს ძალიან ( ესე ვთქვათ) დიდ "ჟილაზე" გასვლა სურთ. აქ მეგობრებო დიდ ფულზეა საუბარი, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ მოხმარდება ჩვენი ნადირ-ფრინველის მოშენების და სანადირო მეურნეობების მოწყობის საკითხს. ანდა ვინ უნდა მოაწყოს და დაალაგოს ეს ყველაფერი? სამინისტროს თანამშრომლებმა?(საერთოდ ბუნებასთან შეხება რომ არ ქონიათ), თუ ჩვენმა "პროფესიონალმა" "გდი'-ის თანამშრომლებმა? რომლებიც მართლაცდა ბრაკონიერებით(როგორც ველურ დასვლეთში, შერიფებად ყოფილი ყაჩაღები ინიშნებოდნენ), ანდა იმდენად უვიცი თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული, თოფის დაშლა-აწყობა რომ არ იციან. არადა, ძველ მონადირეებს ყველას ეხსომებათ ნამდვილი ეგერები, რომლებსაც უმაღლესი განათლება ქონდათ და ნამდვილი საქმის სპეციალისტები იყვნენენ. თავიანთ ობიექტებზე, ზეპირად იცოდნენ ყველა ნადირ-ფრინველის ზუსტი რაოდენობა, არეგულირებდნენ მტაცებლების ამოღების საკითხს, ხალხი ნაშრომებსაც კი წერდა.

დამატებულია (21.02.2017, 01:41:19)
---------------------------------------------
დღეს კიდევ ვიღაცამ რაღაც დაჯღაბნა, ან გადმოიწერა და სურს თავზე მოგვახვიოს. ყოველი პუნქტი ამ კანონ-პროექტის სიტყვა სიტყვით არის განსახილველი და დასაკორექტირებელი. სასაცილოა პირდაპირ რა, ფოლადის საფანტი, ნახევარავტომატურ იარაღში მხოლოდ ორი ტყვია..... და ასე შემდეგ. ნანადირევის ტრანსპორტირებაზე და ფედერაციაზე აღარ მაქვს საუბარი. ალბათ, ჩვენი სახით( ე.წ.უბრალო მოკვდავთა სახით), რომლებსაც ერთი უდიდესი სულის მოთხოვნილება, სიხარული, განცდა და ცხოვრების აზრი გვაქვს, რასაც ნადირობა ქვია, ალბათ იმის ჩაკვლაც უნდათ და ინადირებენ შემდგომში ერთად ვინც კაზინოში დიდ ფულს წააგებენ და შემდეგ ბუნებაში გულის გადაყოლება მოუნდებათ(რა პრობლემაა 30 000 დოლარს რომ წააგებ ერთ ღამეში, სანადიროდ 500 დოლარს კი გადაიხდის, თუ მაგას მონადირე ქვია). ანდა უარესი, პიდარსტებს და ლესბოსელებსაც ყვარებიათ ბუნება და ნადირ-ფრინველი, აიღებენ ლიცენზიას და მიდიი ბუნების წიაღში სექსი, დამშლელი ეყოლებათ თუ რა(რომანტიულია აბა რა) ვაი, ამათ პატრონს. ბოდიშით,თავი შეგაწყინეთ და ემოციასაც ავყევი.ბევრი საუბარი შეიძლება, მაგრამ ნერვი აღარ მაქვს.


cercva
 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика