”ნადირობის შესახებ” ახალი კანონი მომზადდა, რომელიც აქამდე არსებულ რეგულაციებს აერთიანებს და ახალ შეზღუდვებსა თუ უფლებებს აწესებს.
რატომ გახდა ახალი კანონის შემუშავება საჭირო და რას ითვალისწინებს კანონპოექტი, რომელიც ახალი მოწვევის პარლამენტს უნდა წარუდგინონ, ამ კითხვებით ”ფორტუნა” გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა.
როგორც სამინისტროში განმარტეს, ეკოსისტემური მიდგომებისა და ცხოველთა დაცვისთვის, ასევე მონადირეების უფლებების გათვალისწინებისთვის, საჭირო იყო არსებული რეგულაციები ერთ კანონპროექტში გაეერთიანებინათ. ამავდროულად, ცხოველებისა და მათი საბინადრო გარემოსთან დაკავშირებული საკითხებისთვის ”ბიომრავალფეროვნების დაცვის” კანონპროექტი მომზადდა.
კარლო ამირგულაშვილის თქმით, ორივე კანონპროექტის თავდაპირველი პროეექტი, ქართველი და უცხოელი ექსპერტების დახმარებით შემუშავდა.
”ნადირობის შესახებ” კანონპროექტი აწესრიგებს რა არის ნადირობის უფლება, ვის ენიჭება ნადირობის განხორციელების უფლება და ა.შ.
კანონპროექტის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი მონადირეთა სერთიფიცირებაა.
როგორც კარლო ამირგულაშვილმა ”ფორტუნასთან” საუბრისას განმარტა, კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, მონადირე სერთიფიცირებული პირი იქნება. სერთიფიცირებისთვის კი პოტენციურმა მონადირემ, შესაბამისი ტესტირება უნდა გაიაროს.
კანონის ამოქმედების შემდეგ, არასერთიფიცირებული პირის ნადირობა აიკრძალება და დარღვევის შემთხვევაში მას ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრება.
”იარაღის ტარებასთან ერთად, მონადირეს ნადირობასთან და გარეულ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ტესტირება უნდა ჰქონდეს ჩასაბარებელი. ეს ვფიქრობთ, რომ ერთი ფანჯრის პრინციპზე აგებული სისტემა უნდა იყოს. დაახლოებით, ისე, როგორც მართვის მოწმობის აღება ხდება”, – განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.
ასევე, განსხვავებულ სისტემაზე გადადის სანადირო ტერიტორიებიც. ამ კუთხით სამინისტრომ საერთაშორისო პრაქტიკა გაითვალისწინა. განიხილება მონადირეთა ფედერაციის შექმნის შესაძლებლობაც.
”პირველ რიგში შემოდის სამონადირეო ტერიტორიის მმართველი, რომელსაც ნადირობის განხორიცელებაზე მართვის უფლება მიენიჭება. შესაბამისი უფლებები და მოვალეობები კანონში იქნება გაწერილი. ასევე გამოიყოფა სამონადირეო ტერიტორიები. განიხილება აგრეთვე, მონადირეთა ფედერაციის შექმნის საკითხი. ჯერ ამასთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობაა, უნდა შეიქმნას თუ არა ეს ფედერაცია და რა უფლებები ექნება მას. ამას საჯარო განხილვების შემდეგ გადავწყვეტთ”, – განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.
სამონადირეო ტერიტორიის გამოყოფა შეიძლება მოხდეს როგორც სამინისტროს ინიციატივით, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
ამ ტერიტორიის მოცულობა არ უნდა იყოს ისეთი მცირე, რომ იქ შეუძლებელი იყოს, სანადირო სახეობების მდგრადი მართვა და სარგებლობა.
სამონადირეო ტერიტორიაზე შესვლისთვის გარკვეული სახდელი იქნება დაწესებული.
”სამონადირეო ტერიტორიის მმართველთან იქნებიან გაწევრიანებულები გარკვეული მონადირეები, რომელთაც ექნებათ დადგენილი კვოტა – რა სახეობაზე რამდენის მონადირების უფლება ექნებათ, მათ მოუწევთ გარკვეული მოსაკრებლის გადახდა. გარდა ამისა, იმ პირებს, რომლებიც არ იქნებიან წევრები, ნადირობის უფლება, მმართველთან შეთახნმებით მიეცემათ”, – განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.
მანვე ”ფორტუნასთან” პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრა. როგორც ამირგულაშვილმა განმარტა, დღეს, ბევრ ისეთ ტერიტორიაზე ხდება ნადირობა, რომლებიც კერძო მესაკუთრეების მფლობელობაშია.
”მაგალითად, ხდება მწყერზე ნადირობა ყანებში, ბაღებში, რომლებიც კონკრეტული პირის საკუთრებაა. ასეთი ტერიტორიებიც სამონადირეო ტერიტორიის ფარგლებში შეიძლება მოექცეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ ნადირობის უფლება იქნება გაცემული. ამას გადაწყვეტს თავად კერძო მესაკუთრე. თუკი მან განაცხადა, რომ მის კერძო ნაკვეთზე ნადირობა განხორციელდეს, მაშინ მოხდება ამის აკრძალვა სამინისტროს მხრიდან”, – განაცხადა მან.
მონადირეთა ნაწილი ”ფორტუნასთან” საუბარში ამბობს, რომ სფერო დასარეგულირებელია. ისინი რეგულაციების კანონში გაერთიანებას მიესალმებიან. თუმცა მათი ნაწილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მონადირეების სერთიფიცირება მიუღებელია.
“იარაღის გასაფორმებლად ტესტირება ისედაც საჭიროა. აუცილებელია, მონადირემ ნადირობის გარკვეული წესები იცოდეს – თუნდაც ის, რომ მანოკი და მსგავსი ბრაკონიერული ხელსაწყოები არ გამოიყენოს, სათანადოდ მაინც არ კონტროლდება ეს სფერო. ბრაკონიერული გზით, იგივე მანოკის საშუალებით, მაინც ნადირობენ გადამფრენ ფრინველებზე, მაინც ხოცავენ მთაში გადაშენების პირას მყოფ ჯიხვს და რაჭაში გადაშენების პირას მყოფ დათვს, მაინც ნადირობენ ირემზე და ა.შ. ეს ტესტირება კი ვთვლი, რომ მიმართულია არა იმისკენ, რომ მოქალაქემ იცოდეს როგორ ინადიროს და რა წესები დაიცვას არამედ, ფულის კეთების მექანიზმია. თუ სახელმწიფოს სურს ამ დარგის განვითარება ამისათვის ტესტირებები კი არ უნდა ატაროს და ფული აიღოს, არამედ ლექციები და ტრენინგები ჩაუტაროს მათ, ვინც ეს არ იცის და გაამკაცროს გარემოს ზედამხედველობა: დაამატონ ჯგუფები გარემოს დაცვის სამსახურს და დაისაჯონ ბრაკონიერები”, – განაცხადა ს.ჯ.-მ ”ფორტუნასთან” საუბარში.
ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი თორნიკე გულიაშვილი, დამატებით რეგულაციებზე, მათ შორის სერტიფიცირებაზე ასევე, უკმაყოფილებას გამოთქვამს. თუმცა, მიესალმება ფედერაციის შექმნას.
”დამატებითი ვალდებულებები და რეგულაციები, კარგია თუ არ იქნება, რადგან ვისაც ჰობად აქვს ნადირობა, იმ მცირე დროსაც ვერ დაუთმობს ამ საქმეს, რასაც აქამდე უთმობდა. რაც შეეხება ფედერაციის შექმნას, ეს შეიძლება კარგი იყოს, რადგან პირველ რიგში, ფრინველთა და ცხოველთა გამრავლებაა საჭირო. სწორედ ამას შეიძლება შეუწყოს ხელი ფედერაციამ”, – განაცხადა თორნიკე გულიაშვილმა ”ფორტუნასთან”.
კანონპროექტის საჯარო განხილვები რეგიონებში უკვე დაიწყო. როგორც სამინისტროში განაცხადეს, ყველა დაინტერესებული პირის აზრს მაქსიმალურად მოუსმენენ და გაითვალისწინეენ.
მხოლოდ ამის შემდეგ გავა კანონპროექტი პარლამენტში დასამტკიცებლად.
chale88 გარემოს დამცველებს რაც შეუძლიათ აკეთებენ ძმაო მე მაგრად გუშინახალი შეხვდნენ მაგრამ არ ყავთ საკმარისი რაოდენობის ხალხი. კანონს რაც შეეხება შეთანხმები სისულელეა ზურა
"ნადირობის უფლება გვერთმევა" - მონადირეების აქცია ქუთაისში ქუთაისში, მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, მონადირეებმა აქცია გამართეს, სადაც ნადირობის შესახებ კანონში შესული ცვლილებები… KUTAISIPOST.GE
თქვენი აზრი მაინტერესებს ქვემოთ მოცემული მუხლის შესახებ:
1. ნაწილი მისაღებია 2. ნაწილი მისაღებია - ნაწილობრივ, თუ სელექციური მეთოდით ნადირობა განიხილება ("საერთოდ") მაშინ: ა) ნაწილი აზრს კარგავს, განსაკუთრებით ოპტიკური სამიზნე თუ აკრძალულია. არსებობს ისეთი ტიპის შაშხანები რომელზაც ქარხნულად არ აქვს ღია სამიზნე. ბ) მისაღებია გ) მისაღებია (აუცილებელია) დ) მისაღებია (აუცილებელია) ე) მისაღებია (აუცილებელია) ვ) მისაღებია, იმეორებს 1. ნაწილს, რაღა საჭიროა აქ ჩართვა? ზ) უაზრობაა. მაშინ ზოგადად ასეთი ტიპის თოფების იმპორტი და გაყიდვაც უნდა აიკრძალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ უნდა იზღუდებოდეს ტყვიების რაოდენობა. თ) მთელ მსოფლიოში ტყვიის შემცველი ტყვიები იყიდება, იგივე ევროპაშიც (როგოც ამბობენ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ხდება ცვლილებების შეტანა) და მაშინ რა გამოდის ევროპული კანონების საწინააღმდეგო რეკომენდაცია მოგვცეს? ი) მისაღებია 3. უაზრობაა იმიტომ რომ მსგავსი აკრძალულია იარაღის შესახებ კანონით. 4. ნაწილი დიდი არაფერი ინფორმაციის მომცემია
მუხლი 23. სანადიროდ დაშვებული იარაღები და მეთოდები 1. აკრძალულია ყველა სხვა იარაღით ნადირობა, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლში. 2. აკრძალულია სანადირო სახეობათა არასელექტიური ხასიათის მეთოდებით დაჭერა ან მოკვლა, რომლის გამოყენებამ მოცემულ ტერიტორიაზე შესაძლებელია გამოიწვიოს სახეობათა დაღუპვა ან მნიშვნელოვანი შეშფოთება, მათშორის აკრძალულია: ა) ტექნიკური ვიზუალური სისტემების გამოყენება (მაგალითად, ლაზერული პროექტორები ან გამოსახულების გამადიდებლები); ბ) დაბრმავებული ან დამახინჯებული ცოცხალი ფრინველების სატყუარად გამოყენება; გ) აუდიო-ხმოვანი მატყუარების გამოყენება; დ) ყველა ტიპის ხაფანგის, მარყუჟის ან/და ბადეების გამოყენება, გარდა იმ ტიპისა, რომელთა მეშვეობით გარანტირებული იქნება სანადირო სახეობის უვნებლად დაჭერა; ე) მომაკვდინებელი ან/და დამარეტიანებელი საწამლავის, წებოს, ასაფეთქებელი ნივთიერებების, გაზის, კვამლის, მცენარეულ საფარზე ცეცხლის წაკიდების, ელექტრონული ან მსგავსი მოწყობილობების გამოყენება; ვ) ავტომატური ცეცხლსასროლი სანადირო იარაღის გამოყენება; ზ) ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი სანადირო იარაღის გამოყენება, თუ მასში ორზე მეტი ვაზნაა მოთავსებული; თ) გლუვლულიანი და ხრახნლულიანი თოფებისთვის ტყვიის შემცველი მასალის გამოყენება; ი) ნებისმიერი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებიდან ნადირობა. 3. მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ დაჭრილი ცხოველის მოსაკლავად, თუ ის ამისთვის შესაბამისი სიძლიერეისაა. 4. ამ მუხლით განსაზღვრული სანადირო იარაღისა და მეთოდების საკითხი წესრიგდება „სანადირო სახეობათა ჩამონათვალის, მათი მოპოვების საშუალებების და მათი მოპოვების ვადების განსაზღვრის შესახებ“ მინისტრის ბრძანებით.
გავუზიაროთ ერთმანეთს მოსაზრებები და იქნებ (ვისაც ეხება ) ასეთი მსჯელობი მაინც გაითვალისწინონ და ისე შეიტანონ სწორი შესწორებები კანონებში.
გარემოს დაცვაზე ზრუნვა იწყება მცენარეული საფარის დაცვით. რა ტყვიის საფანტი და რის ვაზნების რაოდენობა, იქნებ ტყის ჭრა და დანაგვიანება შევაჩეროთ პირველ ეტაპზე, თორემ არც საკვები ბაზა და არც თავშესაფარი აღარ ექნება ნადირ-ფრინველს. ამ ფრონტზე რატომ არ ვუტევთ "გარემოს დამეცველებს"? რატომ არ ვიყენებთ ამ კოზირს? გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
giohunt1982 სამწუხაროდ არა, მეტიც - მაგრად კიდიათ. ამიტომ უნდა შევუტიოთ ამ ფლანგზეც გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
თუ ვინმემ რამე გაიგეთ თქვით რახდება, თვენახევრის წინ გაიტანეს ეგ კანონი და ვერ დაამტკიცეს, ახლა თუ კიდე რამეს აპირებენ თქვით და უფრო ხმამაღლა გავაპროტესტოთ GEBRUDER MERKEL
ვის დავალებასაც ეგ არსება ასრულებს იმათაც იგვე სახელი ქვიათ ჩევენი ფორუმის წესებს ვემორჩილები თორე დიდი სიამოვნებით გავაგონებდი მაგათ რასაც იმსახურებენ და რეებიც არიან.
დამატებულია (04.06.2017, 00:46:45) --------------------------------------------- ამხელა დროს და თანხებს რისთვის ხარჯავენ ეს უაზრო ხალხი არ ჯობია რამე რეალური საქმე აკეთონ ის რაც მართლა წაადგება საქმეს.
gurami, კი ნამდვილად მასეა ძალიან გულმოდგინედ მუშაობენ სწორი მიმართულების წინააღმდეგ ბრმები არიან? არამგონია ძალით იბრმავებენ თვალებს ასე აწყობთ და მორჩა. სხვა დანარჩენი ქვეყანაში ხო ააყვავეს და ააღორძინეს ერთი ეს ნადირობის თემა დარჩათ მოსაგვარებელი ვაი ამათ პატრონს. ბ.თოთაძე
რავქნათ არ შევიკრიბოთ ხალხნო? მოდერატორებს იურისტებს რავიცი ყველას,რაღაცა მოვიფიქროთ ხალხნო,ეგენი რაცარიან ვიცით ყველამ და რაც ეკუთვნით ჩვენგან,მაგრამ მაგათ ლანძღვაში დროც გადის და საქმეც არ კეთდება,უნდა შევიკრიბოთ და მოვითხოვოთ შეხვედრა აუცილებლად,როდის რა დროს შევიკრიბოთ ვთქვათ და გავაკეთოთ საერთო საქმე GEBRUDER MERKEL
ასოცირების ხელშეკრულების ამბებია ეს მეგობრებო, ევროკავშირის მოთხოვნაა და ამიტომაც ხდება, სამწუხაროდ. ეგრეა, ეგრე... კიდევ უამრავ არ მოსაწონ კანონს მიიღებენ kakhi
sabjek, ტყუილია ეგ ტყუილიი! იმ კონვენციაში მსგავსი არაფერი წერია! უბრალოდ ეს დედაძაღლები იმართლებენ ხოლმე ამით თავს, როცა საპასუხო არაფერი აქვთ! მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
giohunt1982, იმ კონვენციაში თუ მსგავსი არაფერი წერია,მაშინ ამათ რაუნდათ,გონიათ ფოლადის საფანტით უფრო მეტი შეუვათ თუ რას მატრაკვეცობენ,იმ ხალხს კომპენსაცია არუნდა გადაუხადონ თოფები რო იყიდეს და ფოლადს რო ვერ ამუშავებს.
დამატებულია (06.06.2017, 18:35:38) --------------------------------------------- მაინტერესებს რომელ ქვეყანაში ნადირობენ მწყერზე,ქათამზე და ა.შ. ფოლადის საფანტით..
მაინტერესებს რომელ ქვეყანაში ნადირობენ მწყერზე,ქათამზე და ა.შ. ფოლადის საფანტით..
არც ერთ ქვეყანაში არ ნადირობენ, იმიტომ, რომ 5 ნომერზე წვრილი ფოლადის საფანტი არც კეთდება!
დამატებულია (06.06.2017, 19:44:36) --------------------------------------------- kobaxidze, ამათ ის უნდათ, რომ დიდი მაყუთი იდება ამ კანონის მისაღებად, აქ მთავარი ამბავია მიწების კერძო პირზე გასხვისება, "მართვადი ტერიტორია" როგორც ესენი ეძახიან.
giohunt1982 ფაქტიურად კრძალავენ ნადირობას,რო ეგრე არ იყოს მაშინ ტყვიის საფანტსაც არ აკრძალავენ,კერძო მეპატრონე გაჭიმავს ფეხებს კაციშვილი არ დავინახო ჩემ ყანაშიო და ამათ კიდე ნადირფრინველის მომრავლებაში ჩაეთვლებათ ეგ GEBRUDER MERKEL
დამატებულია (06.06.2017, 22:03:55) --------------------------------------------- მეურნეობები გაკეთდება ალბათ,სადაც ტყვიის საფანტითაც ინადირებ,მაგრამ ყველაფერში ფული იქნება სახდელი ბლომად,მეურნეობის გარეთ ყველაფერზე უარს იტყვიან ჯარიმის გარდა და ეს ასე არ გამოვა ამ კანონის ავტორებს მივმართავ.
რომელ ევროკავშირის მოთხოვნებზეა საუბარი ამ ბომჟებმა 90იანი წლები დააბრუნეს ხალხს ისევ შივა ზოგს იტაცებენ ზოგს კლავენ ზოგს კიდევ რას უშვებიან ეს ვირიშვილები თავიანთი ჯიბის გარდა არ ფიქრობენ არაფერზე ტაციაობააქვთ როგორ გამდიდრდენ მარტო მაგას ფიქრობენ. ბ.თოთაძე
რა ევროკავშირის მოთხოვნა რის ევროკავშირი. ნეტა საერთოდ რა არის ევროპა თუ იციან ამათმა? ან რომელი ერთია ჩემზე მაგარი ევროპელი იმ სამინისტროში და პარლამენტში, რუსეთის ტრაკის მწმენდავი რომაა ყველა. ევროპა არაფერშუაშია ამ კანონებთან, ეგაა მხოლოდდამხოლოდ იმ მწვავე კითხვებისთვის, რაც ამ კვერცხების მიმართ ისმევა, თავის არიდების კაი მეთოდი, სხვა არაფერი. ხალხის მოთმინებასაც აქვს საზღვარი ბოლოსდაბოლოს... HOLLAND & HOLLAND
ბიჭებო ამის შესახებ თუ იცით ვინმემ რამე..? ეხლა წავიკითხე( ამბები.გე ზე) „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე დოკუმენტის ნომერი 1286-Iს დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი მიღების თარიღი 20/09/2017 დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2017 ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2018 სარეგისტრაციო კოდი 210020000.05.001.018585
+
საქართველოს კანონი
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 213) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ცხოველთა სამყაროს რესურსებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება ცხოველთა სამყაროს ობიექტების საქართველოში გავრცელებულ სახეობათა მიხედვით, ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად:
ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჯგუფები
(ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სახეობების დასახელებათა ჩათვლით) მოსაკრებლის ოდენობა (ძუძუმწოვრებისა და ფრინველებისათვის − სახეობის ერთ ინდივიდზე, თევზებისა და წყლის ცხოველებისათვის − ერთ ტონაზე) ლარებში I ჯგუფი (დათვი) * 1700 II ჯგუფი (გარეული ღორი) 100 III ჯგუფი
ა) შველი 500 ბ) ირემი * 1700 IV ჯგუფი (მგელი) 100 V ჯგუფი
ა) ტურა 15 ბ) მელა 50 გ) მაჩვი 20 დ) კვერნა 20 ე) ენოტისებური ძაღლი, ენოტი, ნუტრია 1 ვ) ტყის კატა 10 VI ჯგუფი (კურდღელი) 2 VII ჯგუფი
ა) ჯიხვი * 1700 ბ) არჩვი * 1350 გ) შურთხი, კასპიური შურთხი * 220 დ) ნიამორი * 8350 VIII ჯგუფი (სხვა ძუძუმწოვრები) 2 IX ჯგუფი (ხოხობი) 15 X ჯგუფი
ა) კაკაბი, გარეული ბატი 4 ბ) გარეული იხვი 1 გ) დურაჯი 1 დ) გნოლი 1 ე) როჭო, კავკასიური როჭო * 1 XI ჯგუფი (სხვა ფრინველები) 1 XII ჯგუფი (მტკნარი წყლის თევზები და სხვა ჰიდრობიონტები)
ა) სალამურა, გოჭალა, გველანა, ტაფელა, ჯუჯა ქაშაპი, კვირჩხლა 5 ბ) ციმორი, თეთრულა, თაღლითა, ფრიტა, შავწარბა 10 გ) კარჩხანა, ღორჯოსებრნი, ფარფლწითელა (ფრთაწითელა) 15 დ) ქორჭილა, ნაფოტა (ჩვეულებრივი, მტკვრის, მორევის *), ქაშაპი (კავკასიური), კაპარჭინა, ვიმბა, თრისა (შამაია), ჭაფალა 25 ე) წერი (ქარიყლაპია), სქელშუბლა (თეთრი და ჭრელი), რიპუსი 65 ვ) სიგი, პელიადი, ამური, ჭერეხი, ტობი, წვერა, კობრი (გოჭა), გუწუ (ლოქორია), ჭანარი, მურწა, ხრამული 80 ზ) მდინარის კიბოები 150 თ) ღლავი (ლოქო), ფარგა, ცისარტყელა კალმახი, პალია 200 ი) კალმახი (მდინარის/ტბის) * 1500 კ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სხვა თევზები 250 ლ) სხვა მტკნარი წყლის თევზები და სხვა ჰიდრობიონტები 100 XIII ჯგუფი (ზღვის თევზები და სხვა ჰიდრობიონტები)
ა) ზღვის ნაწლავღრუიანები, სავარცხლურები 0,5 ბ) რაპანა 3 გ) ზღვისფინიისებრთა ოჯახი, თაგვთევზისებრთა ოჯახი 10 დ) ქარსალა, ათერინა, ჭიჭყინა 15 ე) ქაფშია, ზღვის მელა, ზღვის კატა, სარდინა, სარდინელა, ღიპა ქაშაყი (პალიასტომის ტბის და აზოვის ზღვის), მწვანულა, ზღვის კარჩხანა, სმარისი, ზღვის ურჩხული, ვარსკვლავთმრიცხველი (ზღვის ძროხა), გველმსგავსა (ოფიდიონი), ზღვის ღლაბუტა, ღორჯოსებრნი, სკორპენა (ზღვის ჩიქვი), ზღვის ენა, ქვის ქორჭილა, მიდია და სხვა ორსაგდულიანი მოლუსკები 25 ვ) სტავრიდა, მერლანგი 45 ზ) კეფალისებრნი (სინღილი, ლობანი, პილენგასი და სხვა), პელამიდა, შავი ზღვის ქაშაყი, სკუმბრია, ქიცვიანი ზვიგენი (კატრანი) 65 თ) ხონთქარა (ბარაბული), მუქი ნაგვერდალა (მუქი სციენა), კამბალა-გლოსა 80 ი) სარგანი (ნემსა), ლუფარი 100 კ) ცხენთევზა, ნემსთევზა, გარნელი (კრევეტი) და სხვა ათფეხა კიბოები, ზღვის მამალი 150 ლ) ღია ნაგვერდალა (ნათელუმბრინა), ლავრაკი 200 მ) კამბალა-კალკანი, გველთევზა 250 ნ) სხვა ზღვის თევზები და სხვა ჰიდრობიონტები 100 XIV ჯგუფი (გამსვლელი თევზები)
ა) შავი ზღვის ორაგული * 3000 ბ) ზუთხისებრნი * 5000 XV ჯგუფი (მცირე ვეშაპისებრნი)
ა) აფალინა * 25000 (ერთეულის ფასი) ბ) თეთრგვერდა დელფინი 2500 (ერთეულის ფასი) გ) ზღვის ღორი * 1000 (ერთეულის ფასი) შენიშვნა: ცხრილში „*“ ნიშნით აღნიშნულია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცალკეული სახეობები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,
20 სექტემბერი 2017 წ.
N1286-Iს უკუკავშირი სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” 2010-2017, ყველა უფლება დაცულია.
ვერაფერს ვიტყვი ამ ინფორმაციის სანდოობაზე და იმაზე, სიმართლეა თუარა ამბები.გე მაინცდა მაინც უტყუარი წყარო არ არის. რაც შეეხება მოცემულ ინფორმაციას ეს თუ მართლა ასეა ერთი დიდი სისულელე და უვიცის მიერ შედგენილი კანონია რომელსაც არაფერი გაეგება დღევანდელი საქართველოს ბუნების და ნადირ ფრინველის შესახებ.თუკი რატომ ახლავე მოგხსენებთ. 1. როგორ შეიზლება წითელ წიგნში შეტანილი ცხოველების ამ კანონში შეტანა და მასზე ფასის დაწესება ანუ რა თუ მოკლავ გადაიხდი და მორჩა.? საერთოდ ამოღებული უნდა იყოს და მკაცრი ჯარიმები უნდა იყოს. მოვკლავ როჭოს 1 ლარს გადავიხდი და მეტი არაფერი?მაშინ რაღა წითელი წიგნია. წითელ წიგნში შეტანილი სახეობები ცალკე უნდა იყოს და რეგულირდებოდეს. 2.ამის შემდგენელი თუ უტვინო არ არის ტურაზე 15 ლარი და კურდღელზე 2 ლარის დაწესებდა? ტურაზე და მგელზე ნადირობა სრულიად უფასო და წელიწადის ყველა დროს უნდა იყოს ნებადართული სანამ მინიმუმამდე არ დავა თუ გვინდა რამე ეშველოს ბუნებას. 3. კაკაბი.გნოლი.დურაჯი. კაკაბი და გნოლი კიდევ შეიძლება სადმე მცირე რაოდენობით შეგხვდეს მაგრამ ამის შემდგენელს ვეკითხები ბოლოს დურაჯი სად ნახა და რა რაოდენობით 1 ლარი რომ დაუწესებია მოსაკრებელი.ამდენი ნადირ ფრინველი თუ გვყავს გვშველებია და ეგაა. ამ ყველაფერს ფულის ამოღების და ბუნების ფეხებზე დაკიდების სუნი ასდის. და მეოთხე. თქვენი არაფრის მცოდნე და არა მონადირე დე... !!! ვისაც როგორ გეკუთვნის თუ ეს კანონი მიიღეს.
რა თქმა უნდა არაპროფესიონალიზმის და მეტიც, უინტელექტობის სუნი უდის . ტყემალზე ზის ამის დამწერი. თუმცა გარეული ღორი რომ დატოვონ ამ ფასში ძალიან კარგი იქნება.
,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების შესახებ“ კანონი არ არეგულირებს ნადირობა/თევზჭერის (დაშვება/აკრძალვის) საკითხებს. კანონი განსაზღვრავს სარგებლობის მოსაკრებლის ოდენობებს, მათ შორის იმ სახეობებისთვის, რომელთა სამრეწველო მიზნით მოპოვება არ ხდება. ამ სახეობებისთვის მოსაკრებელი განსაზღვრულია იმ მიზნით, რომ დაანგარიშებულ იქნეს გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა. ამასთან, მოსაკრებლის კანონში ბოლო ცვლილებით არ მომხდარა სტატიაში ჩამოთვლილ ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე (დათვი, გარეული ღორი, შველი, ირემი, არჩვი, ნიამორი, ხოხობი, კაკაბი, გარეული ბატი) მოსაკრებლის დადგენა, ეს კანონში ისედაც გაწერილი იყო.
დამატებულია (29.09.2017, 17:44:42) --------------------------------------------- ეს კიტხვა დასვა "გაგრინსკიმაც" გარემოს თანამშრომლებთან და ასეთი პასუხი მიცერეს
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!