ჰუგლუ – ეს არის ქალაქი მდიდარი თავის მეტალურგიით, რომელიც უკვე 4 საუკუნეა ითვლება თურქეთში ცენტრალურ საიარაღო ქალაქად, როგორც „ზული“ საიარაღო ქალაქად გერმანიაში. 1962 წელს ჰუგლუს ოსტატებმა შექმნეს სამონადირეო იარაღის „Huglu“-ს გაერთიანება, რომლის წარმოება განთავსებულია 10000 კვ.მ. ფართობზე. ყოველ წლიურად ტექნოლგიების და ხარსიხის ამაღლებით ჰუგლუ აწარმოებს მრავალი სახეობის იარაღს, ერთლულიან, ორლულიან და ნახევრად ავტომატურ სანადირო თოფებს, ასევე მრავალ სპორტული დანიშნულების იარაღს.
გავრცელებულია ხმა თურქული თოფების არახარისხიან წარმოებაზე და მათ არაბრძოლისუნარიანობაზე. ამ აზრს ხშირად ავრცელებენ ის მონადირეები, რომლებსაც შეხება არ ჰქონიათ თურქული წარმოების სანადირო თოფებთან. სინამდვილეში როგორც „ჰუგლუ“ ასევე ბევრი სხვა თურქული ფირმა Stoeger, Hatsan, virsan, ata arms, sa-ka, akus, arsman, Sarsilmaz, stoeger, siberun და სხვები აწარმოებენ მაღალი ხარისხის თოფებს თანამედროვე ჩარხ-დანადგარების საშუალებებით, რომლებიც განაპირობებენ მათ მაღალ ხარისხს.
Huglu 104 A ვერტიკალური ლულების წყობით, რომელიც გამოირჩევა კარგი ბალანსით და შესანიშნავი დიზაინით, ხის და ფოლადის ერთმანეთში შერწყმის მაღალი ხარისხით. ჰუგლუ სარგებლობს დიდი პოპულარობით მონადირეებს შორის არა მარტო თურქეთში, რაც გამოიხატა 2009 წელს ევროპის სამონადირეო იარაღების გამოფენაზე მისი მაღალი ხარისხის შეფასებით. თურქეთი აწარმოებს ექსპორტს ევროპის 27-ზე მეტ ქვეყანაში ასევე ამერიკაში. დიდი პოპულარობით სარგებლობს თურქული თოფები რუსეთშიც, რასაც აღნიშნავენ რუსი მონადირეები. აღსანიშნავია ისიც რომ ხშირია სამართლიანი პრეტენზიები უხარისხო თურქული თოფების მიმართ, რაც ხშირდ ხდება დავის საგანი მონაადირეებს შორის თუ რომელი მოდელი უფრო ხარისხიანია. შეგახსენებთ რომ თურქეთში სამონადირეო და სხვადასხვა სახის იარაღებს აწარმოებს დაახლოებით 180-ზე მეტი ფირმა, კოოპერატივები და სხვადასხვა მწარმოებლები. ამათგან ის მწარმოებლები რომლებიც აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარს და თანამშრომლობენ ევროპის წამყვან ფირმებთან აწარმოებენ შედარებით მაღალი კლასის თოფებს. შეიძლება მაგალითისთვის ავიღოთ იგივე ჰუგლუ-104 რომელსაც აწარმოებს სამი ფირმა, star huglu silah sanayii, gens huglu silah sanayii, huglu silah sanayii. გასაგებია მათი გულისწყრომა ვინც შეიძინა ჰუგლუ და არ შეიქნა ის ხარისხი რომელსაც ელოდა, რადგან Hoglu silah sanayii-სგან განსხვავებით დანარჩენი ორი ფირმა აწარმოებს იგივე მოდელს უფრო დაბალი ხარისხის შესრულებით რაც აისახება ფასშიც. მსგავსება დიდია მაგრამ განსხვავება შესაძლებელია. ასევეა სხვა მოდელების მიმართაც და შეძენის დროს ყურადღება უნდა მიექცეს კონკრეტული მიდელი რომელი ფირმის მიერაა წარმოებული.
ერთადერთი პირობაა მაღალი ხარისხი, რომლის შენარჩუნების გარეშე ძნელია კონკურეციის გაწევა სხვა მწარმოებლების მიმართ, ამას კი ბევრი ვერ ახერხებს, რაც საბოლოოდ აისახება მათ მიერ წარმოებულ უხარისხო პროდუქციაზე, რის შედეგადაც კარგავს მომხმარებელს, შემდეგ ან უნდა გაკოტრდეს ან უნდა გაყიდოს ქარხანა, რაც ხშირად ხდება ხოლმე არა მარტო თურქულ რეალობაში. ბევრმა ევროპულმა ცნობილმა ბრენდებმა შეიძინეს თურქული ქარხნები ბევრთანაც გაერთიანდნენ, რაც დადებითად აისახა თურქეთში წარმოებულ თოფების ხარისხზე. თუ გადავავლებთ თვალს ზემოთ ჩამოთვლილი ფირმების წარმოებულ პროდუქციას, მართლაც იგრძნობა ხარისხი შესაბამის ფასთან ერთად. რაც მთავარია იზრდება მოთხოვნილება იმ დროს, როცა გაჯერებულია მსოფლიო ბაზარი ათასნაირი ხარისხის და სისტემის სამონადირეო იარაღით.
ტექნიკური მაჩვენებლები: ყალიბი - 12. სავაზნის სიგრძე (მმ) – 76. ლულის სიგრძე (სმ) – 71. ლულის შევიწროება საცვლელი ჩოკებით (მმ)-1.0, 0.75, 0.5, 0.25, 0.0. წონა (კგ) – 3,5.
ავიღოთ იგივე ჰუგლუ-104 რომელსაც აწარმოებს სამი ფირმა, star huglu silah sanayii, gens huglu silah sanayii, huglu silah sanayii. გასაგებია მათი გულისწყრომა ვინც შეიძინა ჰუგლუ და არ შეიქნა ის ხარისხი რომელსაც ელოდა, რადგან Hoglu silah sanayii-სგან განსხვავებით დანარჩენი ორი ფირმა აწარმოებს იგივე მოდელს უფრო დაბალი ხარისხის შესრულებით რაც აისახება ფასშიც. მსგავსება დიდია მაგრამ განსხვავება შესაძლებელია. ასევეა სხვა მოდელების მიმართაც და შეძენის დროს ყურადღება უნდა მიექცეს კონკრეტული მიდელი რომელი ფირმის მიერაა წარმოებული.
დამატებულია (17.02.2016, 15:42:59) --------------------------------------------- სამონადირეო მაღაზია western-ის ცნობით: „ჩვენს პარტნიორ ქარხანაში - HUĞLU Av Tüfekleri Kooperatifi, განხორციელებული იქნა ცვლილებები, როგორც პერსონალში, ასევე თვითონ იარაღის ტექნიკურ მხრივაც. შეიცვალა ჩარხ დანადგარები და მოხდა წარმოების ახალი დანადგარებით აღჭურვა. ამასთანავე ყველასათვის ცნობილ მოდელს HUGLU 104 A-ს შეეცვალა სახელწოდება და ამიერიდან მომხმარებელი იხილავს აღნიშნულ მოდელს ახალი დიზაინით და სახელწოდებით HUGLU S 212 S.“
ზურა333, გამარჯობა. სახელწოდების გარდა თუ შეიცვალა თოფში რამე, მიტანა,ჭრა,წონა,ბალანსი,უკეთესობისკენ თუ შეიცვალა და ფასი რა აქ. მადლობა GEBRUDER MERKEL
kobaxidze, გაგიმარჯოს. წონა და ბალანსი იგივე აქვს. მიტანას და ჭრას ზუსტად გავიგებთ, თუ ვინმე კარგად გატესტავს და შეადარებს ძველ დ ახალ მოდელს. monomaxi, სიტყვა star და gens არ უნდა ეწეროს სახელწოდებაში. ან ვისაც აქვს ნამდვილი 104 იმის იარაღს შევადაროთ. რამე დეტალებში თუა განსხვავება ვერ გეტყვი, ვისაც აქვს ეგ თოფი და შენადარები აქვს იმას უფრო ეცოდინება. მეც ძველი მოდელი უფრო მესიმპატიურება.
რომ ყიდულობდი ვერ შეამჩნიე?ხელოსანს მიუტანე და არ მგონია რამე იყოს მაგის გაკეთება
დამატებულია (14.03.2016, 22:26:41) --------------------------------------------- მეც მეგობარს გავყევი და 104 ზე რამდენიმე მოდელს მაგარი სასხლეტი ქონდა თანაც ზალიან და ისეთი ავარჩიეთ რომელიც ადვილათ ისხლითებოდა
დამატებულია (14.03.2016, 22:28:08) --------------------------------------------- არ ვიცი როგორ ერკვევი თორემ შეიძლება დაიშალოს და სახლში გაკეთდეს
თანდათან უფრო იოლი გახდება ხმარებაში. რომ დაშალო და გადააპრიალო მხები ზედაპირები უკეთესია, მაგრამ არ ღირს
გეთანხმები.
ჯობია საერთოდ არ მიქციო ყურადღება, მე მივეჩვიე უკვე. :)
დამატებულია (15.03.2016, 00:02:01) --------------------------------------------- მე არ დამიშლია არასდროს მექანიზმებამდე. ვისაც დაგიშლიათ ცალი სასხლეტი რომ დატოვო შეყენებული დიდი ხნით რა მოხდება?
giorgigagoshvili, არაფერს არ დაუზიანებს ძველი რუსული თოფები ბევრი მინახია რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ყოფილა მშვილდები შეყენებული და ახლა ჩვეულებრივად ისვრის, არ მტყუნობს პრინციპში ეგ დროის ფაქტორია და დროთა განმავლობაში თუ მოჯდება მხოლოდ
არა, ზამბარა არ დატოვო შეკუმშული, დასუსტდება და არის რისკი რომ ფისტონების "გახეთქვა" ვერ შეძლოს დროთა განმავლობაში (რუსულ ანალოგ იჟ-27-ს ქონდა ეს ნაკლი პირველ სასხლეტზე დროთა განმავლობაში, ვერ ერეოდა ხანდახან). აქ გამოსავალია სასხლეტ მექანიზმში შემხები ზედაპირების გადახეხვა და გაპრიალება (" შლიფოვკა" და "პალიროვკა") მხოლოდ ფაქიზად, სიზუსტით. ეს ცოტა ძნელია და და საწვალებელი. ამიტომ შეეშვი, ხმარებაში თვითონ გადაპრიალდება და "დარბილდება" - "დასუსტდება"
განუმუხტავად დატოვება მხოლოდ ზამბარას დაასუსტებს მეტი არაფერი, ჩემს ჰუგლუს ჰქონდა მსგავსი პრობლემა და როგორც პედიატრმა აღნიშნა დაქლიბვით მოვაგვარე ასევე ჰუგლუ 104ა-ს მარტივი მექანიზმის გამო არ აქვს ინსპექტირებადი სასხლეტები რაც ძალიან არაკომფორტულია მითუმეტეს თუ ასეთი მძიმეა სასხლეტი
გეცოდინება მაგრამ მაინც შეგახსენებ,რომ ძალიან არ გადააჭარბო, მერე თავისით რომ არ დაიწყოს მოსხლეტა. გეცოდინება, ძველ თოფებზე, რომლიდანაც ბევრი გასროლებია გაკეთებული, ხანდახან ლულის ჩაკეტვის ან თოფის დავარდნის გამო მომხდარა თავისით გავარდნა მხები ზედაპირების მოცვეთა-"გადაქლიბვის" გამო. როგორც ზევით აღინიშნა, ყველა თოფს არ აქვს დამატებითი ჭრილი თავისით მოსხლეტილი ჩახმახი რომ შეაჩეროს
giorgigagoshvili, თავად გაკეთბას არ გირჩევ, ხელოსანს მიუტანე და დაგიმსუბუქებს. იმიტომ რომ თუ ზედმეტი მოგივა აღდგენა ბევრად ძვირი დაგიჯდება. რაც შეეხება მიდგომას შეუძლებელია, მეწანიზმი ნაწილობრივ უნდა დაიშალოს
იჟექტორი უფრო სწრაფად ყრის გილზებს და მაგითი თუ მიცემ უპირატესობას, მარა მე ისე მაქვს დამუღამებული არ დამიჯერებთ მარა ვასწრებ ამოყრას და ჩასმასაც. თან ნასროლი ვაზნებს ვტენი და უფრო კმაყოფილი ვარ ყველაფრით. kkkkkvvvviiiiccc
იჟექტორს რომ ვაზნების ამოყრას ასწრებ მაგას ნაღდად ვერ დააჯერებ ვერავის იმიტომ რომ თოფს თუ არ გადახსნი ვაზნას ვერ ამოიღებ და თუ გადახსნი იჟექტორის შემთხვევაში ვაზნები უკვე ჰაერშია აი რამდენად სწრაფად მუხტავ ეგ უკვე ვარჯიშის ამბავია
აქ კი არ უნდა ვწერდე მარა ამის თემა არ გვაქვს. მაინტერესებს თუ გაქვთ ვინმეს ჰუგლუ 201ა? როგორი თოფია ან თურქული ჰორიზანტალ ლულიანებში რომელია უკეთესი რომელს მირჩევთ.
სუპერ მაგნუმი რომ ეხმარა გახეთქავდა. გარდა ამისა ყურადსაღებია ის, რომ გილზები (როცა მომიტანა) საგილზეებში იყო ჩარჩენილი. ზედა გილზი ნორმალური იყო. ხოლო ქვედა კი გადაწყვეტილი იყო მეტალისა და პლასტმასის შეერთების ადგილზე. სავარაუდოდ ქვედა გილზის გასროლის დროს ლულები უკვე დაძრული იყვნენე ბუდედან, და ქვედა გასროლამ დაამატა ლულის გამოწევა. და, ვინაიდან ლულა კოლოფში არაა "კაზიონნიკამდე" ჩასმული, და მიახლოებით იმ ადგილამდეა სადაც გილზის მეტალის ნაწილი და პლასტამასის ნაწილები ერთდება. ამიტომ ლულის გაწევით მოხდა გილზის ირგვლივ სივრცის დიამეტრის გადიდება რამაც გილზის გაწყვეტა გამოიწვია . ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თუ გასროლის მომენტში ლულა უკვე გამოწეული იყო, ანუ უკვე გამოჩენილი თხელი კედელი, თუნდაც ჯერ არა იმდენზე, რამდენიც ახლა არის, და არ მოხდა ლულის გახეთქვა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მუხტი გადამეტებული არ იყო. გამოდის, რომ ლულები იყო უხარისხოდ აწყობილი. უფრო დაზუსტებით ამის თქმა შეიძლება მაშინ, როცა დავიწყებ მის აღდგენას.
minchanin, ხომ არ გიკითხავთ, რომელი გამოშვება ჰუგლუ 104 იყო? ახალები რაცაა შემოტანილი ძალიან დაბალლი ხარისხისები ჩანან ერთი შეხედვით და ბევრია უკმაყოფილო. HOLLAND & HOLLAND
როგორც პატრონი ამბობს იხვსე ნადირობდა, ბნელოდა და როდის გაიწია არ ვიციო. რა ვაზნებს ხმარობდა ზუსტად არ ვიცი. მგონი 36 გრამიანები ახსენა. უკვე გამოვასწორე. ჩაჯდა ნორმალურად. არ გაჭირვებია. ვფიქრობ მწარმოებლის ბრალია. მინდა ვთქვა, რომ ეს კვანძი საბჭოთა თოფებში კონსტრუკციულად უფრო დახვეწილია.
bubusicha, სუპერ მაგნუმის ვაზნა არ იშოვება დღესდღეობით საქართველოშიი, საინტერესოა მართლა რამ გამოიწვია ასეთი რამე თუმცა ფაქტი ერთია ახალი გამოშვებული ჰუგლუები ძველებს ბევრად ჩამოარდებაა
სუპერ მაგნუმის ვაზნა არ იშოვება დღესდღეობით საქართველოშიი, საინტერესოა მართლა რამ გამოიწვია ასეთი რამე თუმცა ფაქტი ერთია ახალი გამოშვებული ჰუგლუები ძველებს ბევრად ჩამოურდებაა
მე ძველი ჰუგლუ მაქვს და ძაან კმაყოფილი ვარ. ბევრი ამბობს რო ახალი ბევრად ჩამოუვარდება ხარისხით ძველებს.
მაღაზიაში ნაყიდი ვაზნა რომ არაა გაასროლილი კი ეტყობა ამ იარაღს, სუპერ მაგნუმის მუხტს ვგულისხმობთ. არც ეგაა გამორიცხული ახალი ჰუგლუ იყოს და დეფექტიანი იყოს
ძველ გამოშვება ჰუგლუს გავს, პასპორტში ეწერება თარიღი. ბატონო სოსო, ჩასმის გარდა რითი გაამყარეთ, რომ ისევ არ წაძვრეს. რახან ჩასვით, ესეიგი არ იყო გაბერილი, ანუ ჩოკში გასვლის დროს წინააღმდეგობის გამო წაძვრა და აუცილებლად მეორე ანუ ზედა ლულიდან, რომელსაც მეტი შევიწროება აქვს, გასროლის დროს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!