ქრისტე აღსდგა!!! მრავალს დაესწარით ქართველებო! მშვიდობა გქონოდეთ! მე ახალი წევრი ვარ და როცა საშუალება მაქვს ვათვალიერებ ამ გვერდს. ახალი იარაღის შეძენა მინდა და გამოცდილების რჩევა მჭირდება თუ არ შეწუხდებით.
დამატებულია (22.04.2020, 20:36:12) --------------------------------------------- ჰუგლუს შეძენას ვფიქრობ მაგრამ რუსული 155 გამირბის თვალი ვერ გადავწყვიტე
დამატებულია (22.04.2020, 20:41:40) --------------------------------------------- აქამდე რუსულით ვნადირობდი. ზოგი აქებს ჰუგლუს ზოგი არა და რუსული ურჩევნია. მაღაზიაში კითხვას ხო საერთოდ არააქ აზრი ოღონდ მისი იყიდე და მზადაა კომბალი ბრილიანტად გაასაღოს.
დამატებულია (22.04.2020, 20:48:31) --------------------------------------------- 155 ცუდი არ უნდა იყოს თუმცა რუსულის ის ხარისხი არააქვს რაც სამჭოურ თოფებს ააქვს
ჯერ შენზეა დამოკიდებული 5-იანი გინდა თუ ორიანი, ჯერ ამაში ჩამოყალიბდი, არ იჩქარო. ხოლო მერე შევარჩიოთ თოფები. ბოლოს კი მაინც შენ უნდა მოგეწონოს, ხელში ჩაგიჯდეს...მეგობრებს ექნებათ და ორივენაირი თოფებით ისროლე მოძრავ სამიზნეებზე...მოკლედ, არ იჩქარო
დამატებულია (24.09.2020, 21:42:07) --------------------------------------------- მე ჰუგლუ 103-c მაქვს, სხვაობა მხოლოდ სასხლეტების რაოდენობაშია (103-ს ერთი სასხლეტი აქვს), უნივერსალი თოფია, ანუ ერთი თოფის კვალობაზე, ყველაფერზე ინადირებ, 36 გრამიანებსაც გაბედულად ისვრი. გაძლიერებული კალაპოტი და ლულები აქვს. შესაბამისად ცოტა მძიმეა (3,4 კგ); ცოტა მოუხერხებელია ისეთი ნადირობების დროს, სადაც ბევრი სიარული გიწევს (მწყერი; ტყის ქათამი...), მძიმეა და კიდევ საფანტს შორს შლის, ვაზნას უნდა კარგი შერჩევა (განსაკუთრებით მწყრისთვის). ბოლოს ვიტყვი, რომ კარგი თოფია ფასის კვალობაზე, გაბედულად ინადირებ ყველაფერზე და არ დაგენანება.
ზურა333, გამარჯობა, გადაწყვეტილი მაქვს ვიყიდო ჰუგლუ 104ა და მაინტერესებს როგორი იარაღია, ასევე რა განსხვსვებაა ჰუგლუ 104ა და ჰუგლუ ს212ს შორის რომელი სჯობს, მაინტერესებს ასევე 104-ის კორპუდი ყველა ღის ფერის თუ არის შავი სნუ ლულიდ ფერიძთაც და ბოლოს ხო არ იცით თურქეთის ფასები, მადლობა წინასწარ და უკაცრავად ასეთი დიდი კითხვისაფ
Datoya მე მქონდა აღნიშნული მოდელი 4წელი ძალიან საიმედო იარაღია უღალატოა მთლიანად რკინა იყო სულ შავი მინუსი ის ქონდა გაიქუცა სადაც ხშირად ეხება ტანსაცმელს კალაპოტი და ვისდი დაკარგა დანარჩენი კაია იყიდე არ ინანებთ ს212 ვერაფერს გეტყვი ისე ჩემი პირველი პარტიიდან იყო ძალიან კარგი და გამძლე და კიდე გალაკული კონდახით არ იყიდო მალე ძვრება ლაკი და ვიდი ეკარგება გაულაკავი იყო ჩემი ზეთით ვამუშავებდე ი და ძაან მაგარი ფერს აძლევდა კონდახს. ბალისტოლის ზეთია რაგაც სახელი არ მახსოვს სპეციალურად კონდახისთვისაა
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!