29 მაის, კვირა დღეს გაიმართება კლუბ "ბაზიერის" შიდა შეჯიბრი სპორტინგში . შეჯიბრი გაიმართება თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, (სავარაუდოდ ისევ იმ ადგილზე სადაც შარშან ჩავატარეთ] . მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 35 ლარს . მონაწილეები გაისვრიან 25 ვაზნას , შესაბამისად თეფშების რაოდენობაც იქნება 25. . პოზიციათა რაოდენობა იქნება 3-მი, პირველ პოზიციაზე 5 წყვილი გასროლა, (მთლიან ჯამში 10 თეფში) ორი სხვადასხვა ტრაექტორიის მოძრავ სამიზნეზე, , მეორე პოზიციაზე იქნება 5 გასროლა ხუთ მოძრავ სამიზნეზე (5თეფში).მესამე პოზიციაზე ასევე 5 წყვილი გასროლა(10 თეფში) ასევე სხვადასხვა ტრაექტორიის მოძრავ სამიზნეზე, წყვილი გასროლების დროს პირველი გასროლა მოძრავ სამიზნეზე იქნება სიგნალი მეორე მოძრავი სამიზნის გაშვებისა . შეჯიბრის მთავარი მსაჯი იქნება ბატონი შოთა თავაძე (შეჯიბრის მსვლელობს დროს მსაჯის დაუმორჩიებლობა ნიშნავს ატომატურ დისკვალიფიკაციას) . საიტზე არსებულ სიაში ვინც არ იქნება ჩაწერილი ის შეჯიბრში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ასევე ვერ მიიღებს საიტზე დარეგისტრირებული ადამიანი, რომელიც სხვა კლუბისა თუ საიტის სახელით ღებულობდა მინაწილეობას რაიმე სახის შეჯიბრსა თუ ღონისძიებაში, რა თქმა უნდა ის ვინც საერთოდ არ არის დარეგისტრირებული ჩვენთან, მასზე ხომ საერთოდ საუბარი ზედმეტია .... 1. მონაწილეობის ღირებულება 35 ლარი 2. მონაწილეებმა უნდა გაისროლონ სამი პოზიციიდან. 3. ფინალურ ეტაპზე გადადის 6 მონაწილე ვისაც ყველაზე მეტი ქულა დაუგროვდება. ფინალურ ეტაპზე გადასასვლელად. თუ თანაბარი ქულები დაფიქსირდა მე-6 ადგილისთვის, მაშინ იქნება გადასროლა პირველ დაცილებამდე. ასევე თანაბარი ქულების შემთხვევაში ჩატარდება გადასროლა პირველი სამეულის გამოსავლენად პირველ დაცილებამდე. 3.1 ფინალში მონაწილეები მესამე პოზიციიდან ხუთ ორმაგ გასროლას განახორციელებენ წყვილ სამიზნეზე, ჯამში 10 გასროლა. 3,2 ფინალალური გადასროლა იქნება მესამე პოზიციის სახუცვლელი გამეორება 4. ფინალურ ეტაპზე გადასულ მონაწილეს აღებული ქულები გადაყვება და ფინალში აღებულ ქულას დაემატება. 5. მონაწილე, რომელიც დადგენილ წესებს და უსაფრთხოების ნორმებს არ დაიცავს, მოხსნილი იქნება შეჯიბრიდან!!! 6. გასროლა იწარმოებს მხოლოდ ორგანიზატორთა მიერ მოწოდებული ვაზნებით. მსროლელს მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ გლუვლულიანი 12 კალიბრის თოფით. 7. მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი უნდა აღემატებოდეს 18 წელს. 8. ყველა მონაწილე უნდა დაემორჩილოს მთავარ მსაჯს , თანამსაჯებსა და ორგანიზატორების მითითებებს! 9. ყველა მონაწილე, რომელიც არ იმყოფება მსროლელის პოზიციაზე, ვალდებულია სასროლეთის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდეს განმუხტული იარაღით! ანუ, ორლულიანი თოფი აუცლებლად უნდა იყოს გადახსნილი, მიუხედავად იმისა აწყვია სავაზნეში ვაზნები, თუ არა!!! ნახევრადავტომატური თოფები უნდა იყოს გადაწეული „ზატვორით“!! ანუ ადვილად შესამჩნევი უნდა იყოს. რომ თოფი არ არის დატენილი!!! ასევე, ლულები აუცილებლად უნდა იყოს მიმართული ვერტიკალურად(ნახევრადავტოები)!! ორივე ტიპის თოფებზე, აუცილებლად, უნდა იყოს მოხსნილი ე.წ. „რემენი“!!! ნებისმიერი მონაწილე, რომელიც დაარღვევს უსაფრთხოების წესებს, ავტომატურად მოიხსნება შეჯიბრიდან!!! მონაწილეობისთვის განკუთვნილი თანხის დაბრუნების გარეშე!!!
10. შეჯიბრის ყველა მონაწილე და მაყურებელი ვალდებულია დაიცვას სიჩუმე სასროლეთზე და ხელი არ შეუშალოს მსროლელს!! ნასვამ მდგომარეობაში არც მონაწილე და არც მაყურებელი არ დაიშვება სასროლეთზე!! წესების დამრღვევ მაყურებელ–გულშემატკივარზე პასუხისმგებლობა ეკისრება მონაწილეს, რომელსაც ახლავს!!
მეც მინდა, ოღონდ არ მინდა წინა წლებივით ჩავეწერო და მერე ვერ მივიღო მონაწილეობა, იმიტომ ვკითხულობ ბოლო ვადას გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
ბიჭებო გამარჯობა , დღეს დავრეგისტრირდი ფორუმზე , ბიჭებს კი ვიცნობ ზოგს პირადად ზოგსაც ვირტუალურად facebook-ზე :) , ჰოდა სურვილი მაქვს ამ ტურნირში მეც ვცადო ბედი და ამით თქვენი ფორუმის რაიმე დაწერილ ან თუნდაც დაუწერელ წესს ხომ არ დავარღვევ ?
berdzena, გამარჯობა მეგობარო,კეთილი იყოს ჩვენს საიტზე შენი ფეხი.ფლობთ თუ არა თქვენს სახელზე რეგისტრირებულ სანადირო იარაღს? ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
berdzena, ირაკლის სალამი! იქიდან გამომდინარე რომ გაქვს იარაღის ტარების უფლება არაფერი დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობს! შეგიძლია მონაწილეობის მიღება როგორც საკუთარი თოფით ასევე სხვა მონაწილისგან ინათხოვრო თოფი(კანონი არ ზღუდავს) ასე რომ ძაან გამიხარდა შენი ბაზიერზე შემოსვლა და უფრო გამიხარდება როცა შეჯიბრზე გნახავ! წარმატებები ! "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
kucuna1, თემო მასეა. მართალია დღევანდელი კანომდებლობით აკრძალულია სხვისი თოფით ნადირობა იმისდა მიუხედავად ახლავს პირს თოფის პატრონი თან თუ არა, მაგრამ სხვისი თოფით გასროლა (არა ნადირობა) დაშვებულია თუ თან გახლავს თოფის პატრონი ანუ პირი რომელსაც აქვს კანონის შესაბამისად გაფორმებული თოფი. ოღონდ გიორგისი არ იყოს უნდა დაგრთოს ნება თოფის პატრონმა
სურვილი მაქვს ამ ტურნირში მეც ვცადო ბედი და ამით თქვენი ფორუმის რაიმე დაწერილ ან თუნდაც დაუწერელ წესს ხომ არ დავარღვევ ?
წესებს დაარღვევ მაშინ თუ სხვა კლუბის სახელით ასპარეზობ კლუბთაშორის შეჯიბრებებზე.
ამონარიდი შეჯიბრის წესდებიდან
"ასევე ვერ მიიღებს საიტზე დარეგისტრირებული ადამიანი, რომელიც სხვა კლუბისა თუ საიტის სახელით ღებულობდა მინაწილეობას რაიმე სახის შეჯიბრსა თუ ღონისძიებაში, რა თქმა უნდა ის ვინც საერთოდ არ არის დარეგისტრირებული ჩვენთან, მასზე ხომ საერთოდ საუბარი ზედმეტია!" მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
berdzena, მოკლედ შეჯიბრებაში მონაწილეობამდე რაც გაკლია ისაა რომ უდა გამოთქვა სურვილი და დაგამატებთ სიაში. "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
ბიჭებო გამარჯობა , დღეს დავრეგისტრირდი ფორუმზე , სურვილი მაქვს ამ ტურნირში მეც ვცადო ბედი და ამით თქვენი ფორუმის რაიმე დაწერილ ან თუნდაც დაუწერელ წესს ხომ არ დავარღვევ ? გ.კაპანაძე ARMSAN PHENOMA
გიგა1983, ზემოთ, ყველა კითხვაზე არის პასუხი გაცემული და თუ თვლით, რომ თქვენი მონაწილეობა არ არღვევს შეჯიბრის წესდებას, მაშინ კი ბატონო, მიიღეთ მონაწილეობა! მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
გიგა1983, გიგას სალამი. როგორ ხარ? არ არღვევ რადგან გაქვს გლუვლულიანი იარაღის ტარების ნებართვა, და როგორც ვიცი არცერთი სხვა კლუბის სახელით არ მიგიღია მონაწილეობა შეჯიბრებებში. ასე რომ მხოლოდ სურვილი თქვი და სიაში ხარ! :)
მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ: დააფიქსირეთ სიაში დამატების სურვილი და დაგამატებთ! ვინც სიაში არ იქნება, ის ვერ მიიღებს მონაწილეობას ჩეპიონატში! მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
მივესალმები ასეთ შეჯიბრებებს შარშანაც დიდი სურვილი მქონდა მონაწილეობის და ვერ მოვახერხე. წელს ყველანაირად ვეცდები მივიღო მონაწილეობა. ჩამწერეთ სიაში, მადლობა წინასწარ. (გამოცდილება რომ არ მაქვს შეჯიბრებში მონაწილეობის ხელისშემშლელი ხომ არ იქნება? ) HUGLU 103-C
აუ რა მაგრად მინდა მონაწილეობა და ფორუმელების გაცნობა, მაგრამ თბილისში სავარაუდოდ ვერ მოვახერხებ ჩამოსვლას, ბათუმში რომ იყოს 100 % თქვენთან ერთად ვიქნებოდი
გამოცდილება რომ არ მაქვს შეჯიბრებში მონაწილეობის ხელისშემშლელი ხომ არ იქნება?
ყველამ რაღაცით დავიწყეთ. ვინც ეხლა საიტის ყველაზე კარგი სპორტინგის მსროლელები არიან, პირველ მისვლაზე არცერთს არ ჰქონდათ თიხის თეფში ნანახი მაგრამ საბოლოოდ ტიტულებს დაეპატრონენ სხვადასხვა ბაზიერის სპორტინგის ჩემპიონატებში, ასე რომ პირიქით კარგია რომ გადაწყვიტე შეჯიბრში მონაწილეობა, და ეს პირიქით დასაფასებელია ბევრს გამბედაობა არ ყოფნის, შეჯიბრზე შერცხვენის ეშინია. სიაში ხარ! "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
მოგესალმებით ბიჭებო!ორგანიზატორებთან მაქვს ერთი კითხვა! მაინტერესებს არის თუ არა რაიმე შეზღუდვა ლულების შევიწროვებასთან დაკავშირებით? არის რაიმე განსაზღვრული წინასწარ როგორი შევიწროვების (ჩოკი) მქონე ლულებიდან აქვს სროლის უფლება მონაწილეს?
ჩოკით რად გინდა რომ ესროლო მე ცილინდრით ვესვრი კარგათ შლის და სროლის დროს უმნიშვნელო შეცდომებს გპატიობს.ისე შენი გადასაწყვეტია რომელი შევიწროვებითაც გინდა იმით ესროლე
ტყაშიმაფა, არანაირი შეზღუდვა არ არის მეგობარო. იარაღზე მხოლოდ ის შეზღუდვა გვაქვს რომ მხოლოდ 12 კალიბრიანი უნდა იყოს და ასევე კანონის შესაბამისად გაფორმებული შენზე ან შეჯიბრის რომელიმე მონაწილეზე, ხოლო ჩოკი დააყენე რომელიც გინდა. ერთადერთი შემიძლია გირჩიო თუ გაინტერესებს, სტენდისთვის საუკეთესო ვარიანტი ჩემი პირადი გამოცდილებიდან არის სკიტი (0.12მმ) და გაუმჯობესებული ცილინდრი (0.25მმ) . მაგრამ მთავარი მსროლელია და არა ჩოკი როგორც მოგეხსენება :)
დამატებულია (12.05.2016, 12:19:17) --------------------------------------------- gurami, ჩაგწერთ რატო არ ჩაგწერთ შე კაცო?! სიაში ხარ! "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
პირველ რიგში მადლობა პასუხისათვს. მაგრამ შემდეგი კითხვა ჩნდება და ვფიქრობ ლოგიკურიც! თუკი მსროლელი ფიქსირებული ჩოკებია ლულებიდან ისვრის რომლის შევიწროვება 1.75 და 1.00_ია,(მეტის არ ქონის შემთხვევაში) ხოლო მეორე კონკურსანტი რომელიც ისვრის ცილინდრით ანდა ეგრედ წოდებული სტიკით(0.12) თანაბარი თეფშების დაზიანების შემთხვევაში არა იქნება მართებული თანაბარი ქულები ჩაეთვალოთ რადგან ზემოთ ნახსენები შევიწროვებები მოგეხსენებათ ერთი და იგივე დისტანციაზე 20 25 ან 30მეტრზე განსხვავებულ საფანტის გაშლას (სიბურჯღლეს) იძლევა. რაც სრული ჩოკიდან მსროლელისათვის უფრო მეტ სირთულეს წარმოადგენს მიზნის დასაზიანებლად ვიდრე ცილინდრიდან მსროლელისათვის, ასევე წესებში არაფერია ნათქვამი ვაზნებზე, რამდენ გრამის ან რა ნომერი საფანტი იქნება გამოყენებული და ასევე თოფის წონასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ წარმატებულ გასროლაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ვაზნისა და ლულების ურთიერთ შეთანხმებულობა.მაგალითისათვის; ორი კონკურსანტი რომლებიც დავუშვათ (სტიკით) ისვრიან მაგრამ ერთი ისვრის კლასიკური თოფით რომელიც იდეალურადაა დაბალანსებული ლულები შესანიშნავად ამუშავებს 28 გრამ 7 ნომერ საფანტს (ყველა ლულას თავისი საყვარელი გრამი და საფანტის წონა აქვს რომელსაც ყველაზე უკეთ ამუშავებს) და მეორე მონაწილე რომელიც ისვრის გაზის სისტემის ნახევრა ავტომატით რომლის თოფთან იგივე 28 გრამიანი 7 ნომერი ვაზნა საერთოდ არ მოდის თანწყობაში არც (ჩოკთან) არც ლულასთან და ბალანსი ხომ საერთოდ , თანაბარი თეფშების დაზიანების შემთხვევაში როგორ შეიზლება ერთი და იგივე ქულა ქონდეთ ამ ორ მონაწილეს, ასე ურთიერთ შუეუთანხმებელი თოფით ვაზნით და ბალანსით კაცი თუ იგივეს იზავს ცხადია უპირატესობაც მას აქვს როგორც მსროლელს. ასე რომ ვფიქრობ "ეს ჩემი აზრია მხოლოდ" მარტო ის რომ მთავარია თოფია 12 კალიბრის იყოს და რაც გინდა ის იყოს ლულის სიგრზე.წონა,სავაზნის სიგრზე.ლულის შევიწროვება ამათზე ყურადღების არ გამახვილება არ არის მართებული მიდგომა და ზემოთ ჩამოთვლილი ნიუანსების უგულვებელყოფა რომელთაც მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ სროლის დროს ეჭქვეშ დააყენებს გამარჯვებულის უპირატესობას ნებისმიერ შემთხვევაში. წარმატებულ სროლას გისურვებთ მონაწილეებს
დამატებულია (12.05.2016, 15:28:21) --------------------------------------------- ზემოთ შემეშალა მექანიკურად 0.75 შევიწროვება უნდა დამეწერა და არა 1.75
უკი მსროლელი ფიქსირებული ჩოკებია ლულებიდან ისვრის რომლის შევიწროვება 1.75 და 1.00_ია,(მეტის არ ქონის შემთხვევაში) ხოლო მეორე კონკურსანტი რომელიც ისვრის ცილინდრით ანდა ეგრედ წოდებული სტიკით(0.12) თანაბარი თეფშების დაზიანების შემთხვევაში არა იქნება მართებული თანაბარი ქულები ჩაეთვალოთ რადგან ზემოთ ნახსენები შევიწროვებები მოგეხსენებათ ერთი და იგივე დისტანციაზე 20 25 ან 30მეტრზე განსხვავებულ საფანტის გაშლას (სიბურჯღლეს) იძლევა
ტყაშიმაფა,მეგობარო პროფესიონალურ დონეზე მრგავლი სტენდის , სასანგრე სტენდის და დაბლ-ტრაპის ოფიციალური დოგმაა ის რომ სპორტსმენი ისროდეს 12 და უფრო მცირე კალიბრის(16,20,28,410) გუვლულიანი იარაღით, და არ იყენებდეს 24,5 გრამზე დიდი მუხტის ვაზნებს (მრგვალ სტენდზე 9 ნომრს ხოლო სასანგრე სტენდზე და დუბლ ტრაპზე 7 ნომერი) სხვა არანაირი შეზღუდვა არ არის რაც შენ ახსენე იმ მხრივ, კერძოდ ჩოკის შევიწროებების მხრივ მსროლელებს მიცემული აქვთ სრული თავისუფლება , ვისაც სურს ცილინდრს დააყენებს ვისაც სურს სრულ ჩოკს, რატომ არის ესე როგორ ფიქრობ?
ამ თემაზე ქვემოთ მინიშნებულ ლინკზე გავაგრძელოთ კამათი ამ თემას ნუ გავაოფებთ.
,ჩემი აზრით, ერთიდა იგივე დისტანციაზე მოძრავ სამიზნეზე დავუშვათ 25 მეტრზე, სროლის შემთხვევაში თუ ერთი ისვრის 61 სანტიმეტრიანი ლულით და ცილინდრით ან 0.12 შევიწროვებით ხოლო მეორე მონაწილე 76 სანტიმეტრიანი ლულით და 0.75 შევიწროვებით ან უკეთეს შემთხვევაში სრული ჩოკით და ორივე თანაბარი რაოდენობით დააზიანებენ თეფშებს არ არის მართებული თნაბარი ქულები მიენიჭოს ამ ორ მონაწილეს რადგან სამიზნის დაზიანება რომლისთვის უფრო მეტ სირთულეს წარმოადგენს თავად განსაჯეთ
მოგესალმები ძამა, მოკლედ ეს ფაქტი ყველასათვის ცხადია, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ეს შეჯიბრები სამოყვარულოა (მაღალ დონეზე ჩატარების და დაგეგმვის მიუხედავად) პირადად მსროლელის პრობლემაა თუ ის ძლიერი ჩოკით გადაწყვეტს სპორტინგში მონაწილეობას და თუ ამის მიზეზი უბრალოს სხვა შევიქროვების მქონე თოფის არ ქონაა შეუძლია ამ შეჯიბრის სხვა მონაწილეს სთხოვოს თოფი პირადად ჩენი ატა არაერთხელ გამოუყენებია სხვა მონაწილეს და ჩემზე უკეთესადაც კი
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!