vanoarchi თოფს მე გათხოვებ ადექი და მარშუტკით წამოდი. პროსტა მე პოლოავტომატით ვისვრი ისე ბიჭებს აქვთ ჰუგლუ და იგივენაირ პირობებში იქნები და თოფის თრევა არ მოგიწევს შენი გადასაწყვეტია remington versa maxs sport.mp 153 12/89.at 44.toz 8.
გადახდა შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ნებისმიერი ფილიალიდან და ასევე სხვა ნებისმიერი ბანკიდან.
ჩემპიონატის დღეს მოიტანთ გადახდის ქვითარს. თანხის ჩარიცხვისას შემეხმიანეთ ტელეფონზე და სიაში მივუთითებ, რომ ჩარიცხული გაქვთ თანხა
ტელ: 557-927-100
დამატებულია (25.05.2016, 11:34:26) --------------------------------------------- პს: გამოთქვით სურვილი და დაგამატებთ სიაში! მონაწილეთა საყურადღებოდ: გაითვალისწინეთ, რომ მონაწილეობის საფასური წინასწარ უნდა იყოს ჩარიცხული კლუბის ანგარიშზე! და ბოლო დღეს ნუ დაველოდებით!
დამატებულია (25.05.2016, 11:37:10) --------------------------------------------- 29 მაის, კვირა დღეს გაიმართება კლუბ "ბაზიერის" შიდა შეჯიბრი სპორტინგში . შეჯიბრი გაიმართება თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, (სავარაუდოდ ისევ იმ ადგილზე სადაც შარშან ჩავატარეთ] . მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 35 ლარს . მონაწილეები გაისვრიან 25 ვაზნას , შესაბამისად თეფშების რაოდენობაც იქნება 25. . პოზიციათა რაოდენობა იქნება 3-მი, პირველ პოზიციაზე 5 წყვილი გასროლა, (მთლიან ჯამში 10 თეფში) ორი სხვადასხვა ტრაექტორიის მოძრავ სამიზნეზე, , მეორე პოზიციაზე იქნება 5 გასროლა ხუთ მოძრავ სამიზნეზე (5თეფში).მესამე პოზიციაზე ასევე 5 წყვილი გასროლა(10 თეფში) ასევე სხვადასხვა ტრაექტორიის მოძრავ სამიზნეზე, წყვილი გასროლების დროს პირველი გასროლა მოძრავ სამიზნეზე იქნება სიგნალი მეორე მოძრავი სამიზნის გაშვებისა . შეჯიბრის მთავარი მსაჯი იქნება ბატონი შოთა თავაძე (შეჯიბრის მსვლელობს დროს მსაჯის დაუმორჩიებლობა ნიშნავს ატომატურ დისკვალიფიკაციას) . საიტზე არსებულ სიაში ვინც არ იქნება ჩაწერილი ის შეჯიბრში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ასევე ვერ მიიღებს საიტზე დარეგისტრირებული ადამიანი, რომელიც სხვა კლუბისა თუ საიტის სახელით ღებულობდა მინაწილეობას რაიმე სახის შეჯიბრსა თუ ღონისძიებაში, რა თქმა უნდა ის ვინც საერთოდ არ არის დარეგისტრირებული ჩვენთან, მასზე ხომ საერთოდ საუბარი ზედმეტია! .... 1. მონაწილეობის ღირებულება 35 ლარი 2. მონაწილეებმა უნდა გაისროლონ სამი პოზიციიდან. 3. ფინალურ ეტაპზე გადადის 6 მონაწილე ვისაც ყველაზე მეტი ქულა დაუგროვდება. ფინალურ ეტაპზე გადასასვლელად. თუ თანაბარი ქულები დაფიქსირდა მე-6 ადგილისთვის, მაშინ იქნება გადასროლა პირველ დაცილებამდე. ასევე თანაბარი ქულების შემთხვევაში ჩატარდება გადასროლა პირველი სამეულის გამოსავლენად პირველ დაცილებამდე. 3.1 ფინალში მონაწილეები მესამე პოზიციიდან ხუთ ორმაგ გასროლას განახორციელებენ წყვილ სამიზნეზე, ჯამში 10 გასროლა. 3,2 ფინალალური გადასროლა იქნება მესამე პოზიციის სახუცვლელი გამეორება 4. ფინალურ ეტაპზე გადასულ მონაწილეს აღებული ქულები გადაყვება და ფინალში აღებულ ქულას დაემატება. 5. მონაწილე, რომელიც დადგენილ წესებს და უსაფრთხოების ნორმებს არ დაიცავს, მოხსნილი იქნება შეჯიბრიდან!!! 6. გასროლა იწარმოებს მხოლოდ ორგანიზატორთა მიერ მოწოდებული ვაზნებით. მსროლელს მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ გლუვლულიანი 12 კალიბრის თოფით. 7. მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი უნდა აღემატებოდეს 18 წელს. 8. ყველა მონაწილე უნდა დაემორჩილოს მთავარ მსაჯს , თანამსაჯებსა და ორგანიზატორების მითითებებს! 9. ყველა მონაწილე, რომელიც არ იმყოფება მსროლელის პოზიციაზე, ვალდებულია სასროლეთის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდეს განმუხტული იარაღით! ანუ, ორლულიანი თოფი აუცლებლად უნდა იყოს გადახსნილი, მიუხედავად იმისა აწყვია სავაზნეში ვაზნები, თუ არა!!! ნახევრადავტომატური თოფები უნდა იყოს გადაწეული „ზატვორით“!! ანუ ადვილად შესამჩნევი უნდა იყოს. რომ თოფი არ არის დატენილი!!! ასევე, ლულები აუცილებლად უნდა იყოს მიმართული ვერტიკალურად(ნახევრადავტოები)!! ორივე ტიპის თოფებზე, აუცილებლად, უნდა იყოს მოხსნილი ე.წ. „რემენი“!!! ნებისმიერი მონაწილე, რომელიც დაარღვევს უსაფრთხოების წესებს, ავტომატურად მოიხსნება შეჯიბრიდან!!! მონაწილეობისთვის განკუთვნილი თანხის დაბრუნების გარეშე!!!
10. შეჯიბრის ყველა მონაწილე და მაყურებელი ვალდებულია დაიცვას სიჩუმე სასროლეთზე და ხელი არ შეუშალოს მსროლელს!! ნასვამ მდგომარეობაში არც მონაწილე და არც მაყურებელი არ დაიშვება სასროლეთზე!! წესების დამრღვევ მაყურებელ–გულშემატკივარზე პასუხისმგებლობა ეკისრება მონაწილეს, რომელსაც ახლავს!!
აუცილებლად მოიმარაგეთ სასმელი წყალი, ასევე შეიძლება შერეული ამინდი იყოს[არეული არა შერეული} ტანისამოსიც გაითვალისწინეთ რომ თან იქონიოთ საწვიმარიც და სიცხემაც არ შეგაწუხოთ, თუ ტრანპორტით ხართ, ისევ თქვენი კომფორტისთვის წამოიღეთ გასაშლელი მეთევზის საკმები, რა თქმა უნდა თუ გაქვთ. რადგანაც არსებულ ადგილზე არ არის ჩრდილი, ფაქტიურად მზის გულზე მოგვიწევს ყოფნა, თუ მოახერხოთ მზის ქოლგებიც თან იქონიეთ, თუ სადგარზე იქნება და დიდი მთლად უკეთესი, ამით სხვების თავებსაც გადაარჩენთ. კიდევ ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი არის ყურთასმენის გაფრთხილება; თოფის ხმა, ერთი ორი გასროლა აარაფერია მაგრამ წარმოიდგინეთ საათების განმავლობაში შეუწყვეტელი ბათქა ბუთქი, არის პატარა ხმაურისგან დამცავი ყურის საცობები, თითქმის ყველა აფთიაქში იყიდება და იაფიც ღირს, თუ ვინმეს გასაშლელი მაგიდა და სკამები გექნებათ ისე რომ ტრანპორტით მოდიოდეთ, წამოიღეთ, არ არის აუცილებელი კომბინირებულად გქონდეთ ცალცალკეც რომ იყოს დიდად დაგვეხმარება.
გამარჯობათ, დიდი სურვილი მაქვს მეც მივიღო მონაწილეობა შეჯიბრში, არასდროს მიმიღია მონაწილეობა მსგავს ღონისძიებაზე და ძალიან მაინტერესებს ჩემი შესაძლებლობები თავს მაინც გამოვცდი. თუ უკვე დაგვიანებული არ არის, დამამატეტ სიაში, ფულსაც ჩავრიცხავ დღესვე... HOLLAND & HOLLAND
დამატებულია (28.05.2016, 11:01:06) --------------------------------------------- კვირას, დილის 8 საათიდან შევიკრიბებით ძველ იპოდრომთან. მონადირე ძაღლების გამოფენა რომ ტარდება ხოლმე იქ. ეს იმათთვის ვინც არ იცის შეჯიბრის ადგილი და იქიდან ავიდეთ ერთად!
დასრულდა 2016 წლის ბაზიერის შიდა ჩემპიონატი სპორტინგში, ყველას გილოცავთ ამ დღეს , ყველაფერმა კარგად , კორექტულად, უსაფრთხოდ და რაც მთავარია მეგობრულ გარემოში ჩაიარა, 30 მონაწილე ხუმრობა ხო არაა, შესაბამისად კონკურენცია ალბათ იყო ისეთი ბაზიერის შიდა ჩემპიონატს რო არ ჰქონია, პოზიციები რომლებიც იქნა შერჩეული არც ეს ყოფილა ადვილად დასამუშავებელი მსროლელისთვის, საკმაოდ რთული ტრაექტორიის თევშები იყო და შესაბამისად მსროლელებსაც მეტი თავსატეხი ჰქონდათ, შეჯიბრმა მეტად რთული და დაძაბული ატმოსფერო შექმნა, რაშიც იმას ვგულისხმობ რომ თითქმის ბოლო პოზიციამდე არ იყო გამოკვეთილი ლიდერები, საკმაოდ მაღალი ქულებით და კარგი შედეგებით ბევრი მსროლელი იყო, იყო ახალი სახეები და ძველი გამოცდილი ჩუბინები, ბოლო პოზიციაზე გამოვლინდა საფინალო ექვსეული, ფინალური გადასროლა როგორც ყოველთვის, დაძაბული გამოდგა, მოჭიმული ნერვები, აცილებული თევშები- გულდაწყვეტილმზერაგაყოლილი და რაც მთავარია დამსხვრეული სამიზნეები, იმედებს უიმედობა ცვლიდა, იყო გულშემატკივართა ოვაციები და გამამხნევებელი შეძახილები, პირვევი ადგილისთვის გადასროლაში ერთმანეთს დავით კაპანაძე და სულიკო მახარაძე შეეჯიბრნენ რომელშიც გაიმარჯვა სულიკო მახარაძემ და ბაზიერის 2016 წლის სპორტინგის შიდაჩემპიონატის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, მეორეზე შესაბამისად დავით კაპანაძე გავიდა [ უკვე მერემდენედ] მესამე ადგილოსანი საუკეთესო მსროლელი შოთიკო მარგალიტაძე გახდა, რომელიც უპიურობოდ ლიდერობდა, მაგრამ ფინალურ გადასროლაში ცუდად გამოვიდა, ეს კიდევ ერთი თვალნათელი მაგალითია იმისა რომ ამ სპორტში ბოლომდე უნდა იბრძოლო და ფინალში ლიდერები არ არიან. მოკლედ საფინალო ექვსეული ასე გადანაწილდა: . 1 სულიკო მახარაძე........ ოქროს მედალი 2 დავით კაპანაძე.......... ვერცხლის მედალი 3 შოთიკო მარგალიტაძე... ბრინჯაოს მედალი 4 არჩილ სარჯველაძე 5 გურამი წიგნაძე 6 გიგა კაპანაძე . ბოლო ადგილზე გასულს გადაეცა +10 ზომა სათვალე . დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბაზიერის სახელით ბატონ შოთა თავაძეს გვერდში დგომისთვის და უანგარო მხარდაჭერისთვის ასევე დიდი მადლობა ჩვენს მეგობარ კლუბელ, ოჩოპინტრელ გიორგი ვარდოსანიძეს; საუკეთესო მსროლელს, რომელმაც შეჯიბრი იმსაჯა, ფინალურ ეტაპზე გასულ ექვსეულს გადაეცა სიგელები, პირველი სამეული თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ, ასევე ჩვენმა სპონსორმა მეღვინეობა ხარებამ ექვსეული დააჯილდოვა ოქროსმედალოსანი ღვინით, მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის ღვინოები გადაეცათ ბატონ შოთა თავაძეს და გიორგი ვარდოსანიძეს . კიდევ ერთხელ გილოცავთ გამარჯვებულებს . .
krimanjuli, იყო ხალხი ვინც იღებდა ფოტოს და ვიდეოსაც,მაგრამ არ ჩანან რაცხა.მე ჩემო ბატონო კარგად მოგეხსენებათ რასაც ვაკეთებდი. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
დიდი მადლობა ყველა ადამიანს ვინც დაგვეხმარა შეჯიბრის მაღალ დონეზე ორგანოზებაში დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრიდან დაწყებული, მთავარი მსაჯით დამთავრებული!!! მიმაჩნია რომ წლევანდელი შეჯიბრი საუკეთესო იყო ბაზიერის მიერ ჩატარებული ყველა შეჯიბრებებში(შიდასაკლუბო) როგორც ორგანიზებულობის, ისე სატურნირო სანახაობის თვალსაზრისით!!! ვნახეთ ბევრი მაღალი დონის შესრულებები როგორც ფინალისტებისგან ისე ბევრი ფინალს მიღმა დარჩენილებისგან და ეს კეთდებოდა არც თუ იოლ პოზიციებზე. მთელი გულით ვულოცავ გამარჯვებას სოლომონ მახარაძეს რომელმაც სეზონის მანძილზე იხვებზე ოსტატური სროლა არ აკმარა და თეფშებიც არანაკლებ ოსტატურად იმსხვერპლა შედეგად დამსახურებულად გაიმარჯვა! ვულოცავ საპრიზო სადგილს დათო კაპანაძეს რომელიც ყველაზე სტაბილური მსროლელია ჩვენს კლუბში უკვე მერამდენედ იღებს მეორე ადგილს, მანახა ერთი ვინ დაწყევლა ეს კაცი! ვულოცავ საპრიზო ადგილს შოთა მარგალიტაძეს რომელიც მთავარი ფავორიტი იყო გამარჯვების მაგრამ გადაყვა ნერვიულობას კაცი! ;) :D
ასევე ვულოცავ უმედლოდ დარჩენილ ყველა ფინალისტს თუმცა მედალი ვის ახსოვს ისეთი ღვინო უდევთ მაცივარში , რო ეუფფ! მე ესეთი ღვინო მომცა მედალი კიარა ალბათ თოფი აღარ გამახსენდებოდა !!! :)) ცნობისთვის მაგ ღვინომ "პახმელია" არ იცის
რაც შეეხება ჩემს გამოსვლას, (მივადექი მტკივნეულ თემას) ძაან განვიცადე ესეთი სერიოზული კრახი , თუმცა როცა ცივ გულზე გავიაზრე და გადავხარშე მივხვდი რო უარესი მეკუთვნოდა, არ შეიძლება მეტოქის შეუფასებლობა მითუმეტეს ისეთ არაპროგნოზირებად სპორტებში როგორიცაა სროლის სახეობები(მიმაჩნდა რომ ექვსეული გარანტიტებული მქონდა) ასევე დაუშვებელია ზედმეტი ნერვიულობა ამ ორმა ფაქტორმა იქონია გავლენა ჩემს შედეგზე და მწარედ დავმარცხდი.
თუმცა მიუხედავად ამისა მე არ ვარ გულდაწყვეტილი, რადგან მივიღე მონაწილეობა გრანდიოზულად ორგანიზებულ ღონისძიებაში , გავიცანი ბევრი საინტერესო ადამიანი, ვიყავი მხიარული, მეგობრული, მონადირული წრის გარემოცვაში და სწორედ ამიტომ მიმაჩნია რომ გამარჯვებული ვარ ისევე როგორც ამ ღონისძიებაში მონაწილე ყველა ადამიანი!!!
მადლობთ!!! ცხელ-ცხელი ფოტოები მალე იქნება "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
საკუთარი თავის მეტოქეები თავადვე იყავით!მსროლელებთან ყველაზე ახლოს მე ვიყავი სამივე პოზიციაზე,იმდენად ახლოს რომ ზოგ შემთხვევაში თეფშებსაც ვერ ვხედავდი ხოლმე,მაგრამ იმ ემოციას და დაძაბულობას ჩემზე უკეთ ვერავინ ვერც გრძნობდა და ხედავდა.განსაკუთრებული ემოციურობით კი რამოდენიმე მონაწილე გამოირჩეოდა,ზოგი ახერხებდა ემოციის მოთოკვას და ამ ენერგიის აზარტში აკუმულირებას,სწორედ ეს ადამიანები არ არღვევდნენ უსაფრთხოების წესებს. არ შემიძლია არ გავამახვილო ყურადღება,მეორე და მესამე პოზიციებიდან სროლის დროს,მოლოდინში მყოფი მონაწილეების მხრიდან ხმაურზე,თუმცაღა სროლის მომენტში უმეტესობას თავადვე უქმნიდა სხვისგან გამოწვეული იგივე ხმაური დისკომფორტს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,ვულოცავ ყველა მონაწილეს ამ ლამაზ დღეს და განსაკუთრებით კი გამარჯვებულებს.დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს,ყველაფერი ბრწყინბალედ იყო ორგანიზებული,მაგრამ იგივე ხმაურის გამო რაც რომ მათ არ გამოუწვევიათ,პოზიციების უფრო ხალხისგან მოშორებით განლაგება არ იქნებოდა ურიგო.რაც მთავარია ყველაფერმა მეგობრულ გარემოში და მშვიდობიანად ჩაიარა. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
პირველ რიგში დავიწყებ მადლობით! მადლობა ორაგინიზატორებს! მადლობა მსაჯებს! მადლობა თითოეულ მონაწილეს და გულშემატკივარს! მადლობა სპონსორს "მეღვინეობა ხარება"-ს!. ძალიან გახარებული ვარ გუშინდელი ჩემი შედეგით, არ ველოდი ნამდვილად იმის ფონზე რომ ბიჭები რომლებმაც დანარჩენი საპრიზო ადგილები დაიკავეს ძალიან კარგად ისვრიან, და შეიძლება ითქვას გამიმართლა. ძალიან კარგი დღე გამოვიდა და ჩემთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი. ყველას დიდი მადლობა მოლოცვისთვის!
ნამდვილად კარგი დღე იყო და მინდა კიდევ ერთხენ მივულოცო პირველ და მეორე ადგილს ღირსეული გამარჯვება! ყოველთვის ვამბობ და ვიტყვი,რომ ყველაზე დიდი გამარჯვება მეგობრობა და ურთიერთ სიყვარულია რომელიც ნათლად გაოიხატებოდა ყველა ამ შეჯიბრის მონაწილეში ერთმანეთის მიმართ! აგრეთვე მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს მსაჯებს და მეღვინეობა ''ხარება;;-ს გვერდში დგომისთვის.
ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ შესანიშნავი დღით, ბევრი კაი ხალხი გავიცანი, მშვენიერი შეჯიბრი იყო, კიდევ ერთხელ ვულოცავ გამარჯვებულს და სხვა მონაწილეებს. ძალიან აზარტული ყოფილა თეფშებზე სროლა, მე პირადად პირველად ვესროლე თეფშს და მაგარ მუღამშიც ჩავვარდი, ყველას გირჩევდით, რომ გამოსცადოთ ეს სპორტი, ნადირობაზე არანაკლები, მითუმეტეს, როცა სეზონი არ არის. ნამდვვილად რთული ყოფილა სწორი გასროლის გაკეთება, როცა ათობით ადამიანი გიყურებს, წნეხის ქვეშ ხარ და ათას რამეზე ფიქრობ. პირველ და მეორე პოზიციაზე მეტნაკლებად კმაყოფილი ვიყავი ჩემი თავის, როგორც დებიუტანტის, ბოლო პოზიციაზე კი ძალიან გართულდა ყველაფერი, სროლის სირთულეს ნერვიულობაც დაემატა და მხოლოდ ერთი თეფში გავტეხე :D, მართლაც მაგარი მსროლელი უნდა იყო მაგ თეფშების რომ მოარტყა. კიდევ იმას დავამატებ, რომ ვინც ვერ რისკავთ გამოსვლას, გირჩევდით, ბევრი ფიქრის გარეშე გაბედოთ და იასპარეზოთ მსგავს შეჯიბრებებზე, ძალიან კმაყოფილები დარჩებით. მე, პირადად, აწი უკვე ყოველთვის გამოვალ სპორტინგზე. დიდი მადლობა ყველას
დაუვიწყარიი დღე იყო ნამდვილად . ჩვენი ბაზიერის ტურნირი ყოველწლიურად უფრო და უფროო ლამაზდება , როგორც ახალი მონაწილეებით ასევე ტექნიკური თვალსაზრისითაც ულოცავ გამარჯვებულებს და ამასთანავე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ორგანიზატორებს.ბედნიერი ვარ და მეამაყებით r.jiqia
ძალიან კარგია ეს რაც ვნახე და წავიკითხე. ვულოცავ გამარჯვებულებს! ორგანიზატორებს მადლობა და გაიხარეთ. თუ შეიძლება ფინალისტები რა თოპებიტ გამდიოდნენ? მადლობა.
levanichi, გამარჯვებული სოლომონ მახარაძე მრ-155-ით ისროდა, მესამეადგილოსანი შოთა მარგალიტაძე ატა არმს სპ-თი გამოვიდა აი დათო კაპანაძემ რა თოფით ისროლა არ მახსოვს ბერეტათი თუ არ ვცდები "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!