რთული ტესტი გლუვლულიან იარაღზე
ტესტი "მონადირე" წარმოადგენს მარტივი შეკითხვების კრებულს და განკუთვნილია გონების სავარჯიშოდ
ეს საკითხები ყველა მონადირემ უნდა იცოდეს. უნდა იცოდეს თუნდაც იმიტომ,რომ მისი თუნდაც ერთი პუნქტის არ ცოდნა და დარღვევა გამოიწვევს სოლიდურ დაჯარიმებას.
იარაღის მოხმარების ზოგადი ცოდნის გაუმჯობესების, უსაფრთხო გამოყენებისა და მოხმარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის შეძენის მსურველები 2015 წლის 1 ნოემბრიდან იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდას ჩააბარებენ. საგამოცდო ტესტი 15 კითხვისგან შედგებადა გამოცდა ჩაბარებულად 13 სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში ჩაითვლება.თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად იარაღის შეძენის მსურველს 20 წუთი ეძლევა. იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩაბარება არ ეხებათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც იარაღი 1 ნოემბრამდე დაირეგისტრირეს. იარაღის მფლობელი გამოცდას მხოლოდ ახალი იარაღის შეძენის შემთხვევაში აბარებს. ამავდროულად, გამოცდის ჩაბარების შემდეგ მოქალაქეს იმავე ტიპის სხვა იარაღის შეძენის შემთხვევაში გამოცდაზე ხელმეორედ გასვლა აღარ უწევს. თითო სწორი პასუხი თითო ქულაა, შეცდომა 0. გისურვებთ წარმატებას!
|