სევდიანი ისტორია შავყურა ინგლისურ სეტერზე, რომელიც თავისი პატრონის ავადმყოფობის გამო უსახლკაროდ დარჩა.
ივან ივანოვიჩი(პატრონი) იყო ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარდა ბუნება და ნადირობა. გადაწყვიტა რომ ეყიდა ლეკვი რომელიც მას ნადირობაში დაეხმრებოდა. ლეკვს შავი ყური ჰქონდა ამის გამო მან შავყურა თეთრი ბიმი დაარქვა ან უბრალოდ "ბიმკა”, როგორც თვითონ ეძახდა. ივან ივანოვიჩს ამ ძაღლის გარდა არავინ არ ჰყავდა და ბიმი დიდ მეგობრობას უწევდა მას. როგორც თავის პატრონს, მასაც ყველაზე მეტად ნადირობა უყვარდა,მაგრამ პრობლემები დაიწყო მაშინ როცა ივან ივანოვიჩი გულის პრობლემების გამო ქალაქიდან გაიყვანეს და საავადმყოფოში დააწვინეს. მისი იქ ყოფნა დიდ ხანს გაგრძელდა, ბიმი კი ვეღარ უძლებდა ლოდინს იმ ადამიანისა, რომელიც ასე ზრუნავდა მასზე და გადაწყვიტა რომ მოეძებნა პატრონი. აი აქ დაიწყო მისი სევდიანი და დაუვიწყარი თავგადასავლები. უმრავი ადამიანი შეხვდა მას. ზოგს უყვარდა და უვლიდა, მაგრამ ბიმი არავისთან ჩერდებოდა და განაგრძობდა ძებნას. ზოგიც აგდებდა საშინლად ექცეოდა. ბიმის ბევრი ხეტიალის და პატრონის უშედეგო ძებნის მერე გული უსკდება და უპატრონი ძაღლთა თავშესაფარში კვდება სწორედ იმ დღეს, როცა პატრონი მიაკითხავს და აღმოჩნდება, რომ ისიც გამალებით ეძებდა ბიმის და როცა იპოვა, შავყურა ბიმი მას ცოცხალი აღარ დახვდა.
რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ნამდვილი ისტორია და ამ ძაღლს ძეგლიც კი დაუდგეს. როგორც ყველაზე ერთგულს და ადამიანის ყველაზე დიდ მეგობარს.
ამ ფილმმა პრემია აიღო1980 წელს და ასევე ნომინირებული იყო ოსკარზე როგორც საუკეთესო უცხოური ფილმი.
1. I სერია
2. II სერია