ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » მონადირის ჩანაწერები    

საშობაოდ
  1. იანვრის საღამოა. სახლში საშობაო ფუსფუსია გაჩაღებული.
    ღუმელში ცეცხლი საამოდ გურგურებს. მთელს სახლში, ქონდარში შესუნელებული მოხარშული კვერცხის გემრიელი სურნელი დგას. საშობაო ღვეზლებს და მუცლის სალოცავებს აცხობენ.
    დაღამდა და ვერ გადამიწყვეტია წავიდე თუ არა ხვალ სანადიროდ. წასვლა კი ძალიან მინდა, მაგრამ რაღაცნაირად მერიდება არ იფიქრონ, ვინაა აი ურჯულო, შობა ამიზდა არაა და ახალი წელიო! ღამის სამ საათამდე ვიტრიალე ლოგინში, ნაკვერჩხალზე დადებული შამფურივით და ბოლოს მაინც დავაყენე მაღვიძარა საათზე. ავდგები, ყავას მივირთმევ, კარგად მოვფხიზლდები და 7 საათზე გავალ სახლიდან. დილის გადაფრენაზე დავდგები და შემდეგ ჩემს საყვარელ, პატარა სანადიროს შემოვივლი. მაქსიმუმ 10 საათზე სახლში ვიქნები.
    ე, ბიჯო, ვაჟას ბიძა წავიდა შობის დილას სანადიროდ და მე რა?. რაზიკაშვილი კაცო და მე რა?. 6 საათზე, მაღვიძარა რეკვით რომ ვერაფერს გახდა, ბოლოს შემანჯღრია და ძლივს გავახილე თვალი. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ სამი საათი მეძინა, მაინც შემრცხვა ჩემი „ძილისგუდობის“ და სწრაფად წამოვხტი ლოგინიდან.
    პირველ სართულზე ჩამოვედი და თურმე გაზაფხულს თვალიც არ მოუხუჭავს.
    გაგანია სამზადისშია. ჩემს სახელზე გამომცხვარი მუცლის სალოცავი მომიტანა. ძლივს მოვუღე ბოლო, იმხელა გამოუცხვია! 7 საათამდე დრო სწრაფად გავიდა გაზაფხულთან ერთად. სანადირო ჟილეტი ჩავიცვი, დავავლე თოფს ხელი და ძაღლების ვოლიერთან მივედი. ბრუნო როგორც ყოველთვის წივილკივილით შემომეგება! ისე უხარია ხოლმე უთენია ჩემი დანახვა თითქოს დიდი მონადირე იყოს უკვე.
    ბრუნო სასუსნავით გავაჩერე და ტანგო გამოვუშვი ვოლიერიდან.
    სასუსნავით გართულ ბრუნოს პარტიზანულად გამოვეპარეთ მე და ტანგო.
    მანქანაში ჩავსხედით. მინუს ერთ გრადუს აჩვენებს თერმომეტრი. არც ისეთი სიცივე არაა.
    სანამ ბრუნო სასუსნავს შესასნსლავდა და ხმაურს ატეხდა მეც წამიყვანეთო, მანამდე მოვუსვით მე და ტანგომ სანადიროსკენ.
    აქვე, რამოდენიმე კილომეტრში მაქვს ერთი პატარა, მაგრამ ჩემთვის საყვარელი სანადირო ადგილი. ვინმე ოჯახდაქცეული თუ არ შეეთრია ფარით, მაშინ მე და ტანგო ყოველთვის ვპოულობთ რამოდენიმე გრძელ ნისკარტას! ხოლო თუ მაინც შევიდა ვინმე ბალანდამწვარი, მაშინ კი ტყუილად დავყიალობთ ხოლმე.
    დღეს შობაა და იმედი მაქვს, რომ არავინ იქნება ნამყოფი.
    მივადექით ჩვენს ჭალას. აქ მინუს სამი გრადუსია ტემპერატურა და თეთრად არის დართვილული ყველაფერი. ბალახი, გვიმრა და მაყვლის ჩათელილი ბარდები.
    ხეებზე ფოთოლი დიდი ხნის ჩამოსულია, მაგრამ ისეთი ხშირია ტყის ზოლი, რომ მაინც ჭირს აფრენილი ვალდშნეპის დანახვა.
    გადაფრენის დროს სულზე მოვუსწარით. დავდექით, მაგრამ რად გინდა? არაფერი გაჭაჭანებულა! ტანგო არ ჩერდება ერთ ადგილზე. დარბის, არ ვიცი სცივა და გათბობა უნდა, თუ ნადირობის ჟინი არ ასვენებს. სანამ სათანადოდ ინათებს, იქამდე ნახევარი საათი მაინც არის დარჩენილი და ამიტომ ტანგოს შევთავაზე: წამოი ცა, მანქანაში დაველოდოთ აგი ნახევარი საათი თვარა ტყულა გევიყინებით აქანე წრიალში თქო.
    სიამოვნებით დამეთანხმა. შევცვივდით მანქანაში და მოვთბით ცოტა.
    ახლა ეს დარჩენილი დრო ხომ უნდა გავიყვანოთ და ამიტომ სანადირო გეგმის შედგენა დავიწყეთ. მკაფიოდ გაწერილი და ჩამოყალიბებული გეგმა შევთავაზე ამ გადარეულს.
    კიო, დასტურის ნიშნად აქიცინებს კუდს. მარა მაგი რას გამომაპარებს?! არ ვიცი რაცხაა?
    მაინც მისი გეგმით წაიყვანს პროცესს!
    გავიდა ეს 30 წუთიც და გადმოვედით მანქანიდან.
    ყინავს, მზეც ჯერ არ ამოსულა, მაგრამ საცაა ამოყოფს წვერს მთაზე. საკმაოდ არის განათებული ირგვლივ ყველაფერი. ეს ყველაფერი ათიათასჯერ მინახავს, მაგრამ რაღაც მაინც ახლავს ამ დილას განსხვავებული. ალბათ ყინვის გამო, ჰაერი ისეთი გამჭირვალეა, რომ მთის წვერზე, ხეების სილუეტში, ტოტების რაოდენობასაც კი დაითვლის კაცი.
    საოცრად კრიალა დილაა და ასეთი გამჭირვალე ჰაერი იშვიათად თუ იქნება.
    ნადირობის წყალობით მთელი საქართველო მაქვს ფეხით შემოტყაული, მაგრამ აქ რაღაც არის სხვა! სხვა სილამაზე, სხვა სითბო, სხვა სურნელი. იმიტომ კი არ ვაქებ, რადგან მე მიყვარს და რადგან აქ ვარ! არა! ასე მთელი საქართველო ჩემია და ყველა კუთხე მიყვარს, მაგრამ აქ მაინც გამორჩეულია ყველაფერი!
    ჩამოით ძამა, ჩამოით და ვიწანწალოთ იალონში ერთად და ქი დარწმუნდებით თქვენც!
    დილის სურათით მოხიბლულნი დავიძარით, მოხიბლული მე, თორე ტანგოსთვის სულერთია კვათარა გურული იქნება თუ კახელი!
    სანამ პირველ ადგილამდე მივიდოდით, ისევ არემარეს ვათვალიერებ და გულწრფელად, აი მთელი გულით მიხარია, რომ ამ ქვეყანაში გავჩნდი და ახლა ამ სილამაზეში დავაბოტებ თავისუფალი!
    ქუდი მოვიხადე, პირჯვარი გადავიწერე და გულწრფელი მადლობა გადავუხადე შემოქმედს ამ ყველაფერის ნახვის და განცდის საშუალება, რომ მომცა!
    მთელი მკერდით ჩავისუნთქე დილის გაყინული, მაგრამ კამკამა ჰაერი და შევაბიჯე პირველ ჯაგნარში.
    ტანგო ენერგიულად შეუდგა ძებნას, ზედმეტად ენერგიულადაც კი, რამოდენიმეჯერ ვცადე ცოტა მომეთოკა, მაგრამ ისეა გახარებული, თითქოს პირველად იყოს სანადიროდ.
    ალბათ ამასაც აქვს თავისი, ძაღლური განცდები, ამასაც თავისებურად უხარია და უყვარს მისი სანადირო ადგილები და თან შობაა, ჰოდა მივუშვი თავისუფლად.
    თავისუფლად მივუშვი და ესეც ენერგიულად, ჩორთით ეძებს, მაგრამ მე გამიჭირდა მიყოლა.
    ვცდილობ არ ჩამოვრჩე, რომ თუ დამფრთხალია ვალდშნეპი მაშინ, დიდ ხანს არ გაუჩერდება ნაბულზე. ყველანაირად ვეცადე არ ჩამოვრჩენოდი, მაგრამ პირველი გრძელნისკარტა ისე ამოიყვანა ტანგომ, რომ სროლა კი არა დანახვაც ვერ შევძელი!
    მოვინაცვლე ადგილი და სადაც უფრო მეიმედებოდა, იმ მხარეს გავგზავნე ტანგო საძებრად. ვცდილობ არ ვიხმაურო და ამიტომ ჟესტებით, ანუ მხოლოდ ხელის მოძრაობით ვმართავ ტანგოს! არადა ხელით კი არა ხან ვოჟებით და ლაგამით ვერ დაიმორჩილებ ამას, მარა დღეს არ მაბრაზებს! ალბათ შობის დილა, რომ არის მაგიტომ. მართლა ისეთი დილაა, რომ ამ ტუტუც გერმანელსაც კი აკეთილშობილებს და ანაზებს.
    შევარდა ტანგო ტყიანში და ფრრრრრრ.... მხოლოდ აფრენის ხმა გავიგე! მეორეც ისე ამოვიდა, რომ ვერ მოვკარი თვალი.
    ისევ მოვინაცვლეთ ადგილი.
    შევუშვი ისევ ტანგო და ნაპირიდანვე მიყვა კვალზე ვალდშნეპს, აფრინდა, თვალი კი მოვკარი, მაგრამ სროლა ვერ მოვასწარი. მივხვდი დაახლოებით სადაც ჩაჯდებოდა ვალდშნეპი და იქით გავწიეთ ჩვენც. ახლოს ისევ არ მიგვიშვა ამ ნისკარტგასახმობმა და
    ისევ შორიდან აფრინდა. წავკარი თვალი, სადაც ჩაეშვა და ისევ მივაკითხეთ მე და ტანგომ.
    კიდევ ისე აფრინდა, რომ მხოლოდ წამიერად მოვკარით თვალი და ახლა უკვე შორს გადაფრინდა გაბეზრებული ვალდშნეპი.
    ტანგოს მოვხედე და ისიც მიყურებდა, თითქოს მეკითხებოდა: რა სიკტილი გვჭირს დღეს ნეტა?? რამ გაადელა აი მოსასპობლებიო??.
    წამოი ცა რაცხაა სახლში. ხომ ხედავ დღეს ნაღდად დაგვცინიან აი ბურდღაგასაცლელები- მეთქი.
    წამოვბლაყუნდით მე და ტანგოიე დამრაცხებულები! დღეს გვაჯობეს, მარა ხვალე? ხვალე სად წავლენ?? აგერ არ ვართ?! ამ ფიქრებით ვიმშვიდებით თავს ძაღლიც და მონადირეც!
    ისევ კრიალა ცამ, თეთრად ამობრწყინებულმა მზემ, თოვლისაგან გაჭაღარავებულმა ლურჯმა მთებმა და შობის დილამ გამოგვიკეთა გუნება!
    უცბად დაგვავიწყდა ჩვენი „შერცხვენა“. გუნება ისევ გამომზიანდა და ამაღლდა!
    შობაა დღეს, ქრისტესშობა! მაინც არაა ლამაზი დღეს თოფის სროლა. თავგადასავალი და სანახაობა კი იყო, მეტი ჩვენ არც გვინდა არაფერი!
    მოვდიოდით შინ და სახლში კი გველოდა მსოფლიოში ყველაზე გემრიელი საშობაო ღვეზელი და ყველაზე მთავარი, გამოუძინებელი, დაღლილი, მაგრამ ყველაზე და ყველაფერზე ლამაზი გაზაფხული!
    კაცსაც, ქალსაც, ბავშვსაც და საერთოდ ყველა სულიერს ამ ქვეყანაზე, გილოცავთ ქრისტესშობას!


    P.S. ხელმოცარული ნადირობა, როგორც ასეთი არ არსებობს! განცდები და თავგადასავლებია პირველი და შემდეგ არი ნანადირევი და ხორცი!
    201-2017 წლების სანადირო სეზონი.
    გიო სარიშვილი.


წყარო: http://bazieri.ge
კატეგორია: მონადირის ჩანაწერები | დაამატა: giohunt1982 (12.03.2017) | ავტორი: giohunt1982
ნანახია: 3424 | კომენტარი: 1 | ტეგები: საშობაოდ | რეიტინგი: 5.0/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
+1  
1 ზურა333   (13.03.2017 17:12:31) [მასალა]
იმედია არ მიიღებენ ეს ურჯულოები ავადსახსენებელ კანონპროექტს და მომავალშიც გვექნება მსგავსი განცდები და თავგადასავლები...

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 11
    სტუმარი: 11
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика