ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » მონადირის ჩანაწერები    

”რა არ ხდება ნადირობისას” 3

”რა არ ხდება ნადირობისას” 3

 

 

მონადირე და ნადირობა. დღეს ამ სიტყვებმა, დაკარგა თავდაპირველი ”სილამაზე” და ნამდვილი მნიშვნელობა. დღეს გვიწევს, რომ სიტყვა (ჩემთვის და ბევრისთვის ეს მარტო სიტყვა არაა) მონადირეს დავუმატოთ, ”ნამდვილი”. ანუ ნამდვილი მონადირე. მე როცა ვიწყებდი ნადირობას, რა თქმა უნდა ბრაკონიერები და ”თოფიანი ტიპები” მაშინაც იყვნენ, მაგრამ რამდენიც დღეს არიან, მაგდენი ნამდვილად არ ყოფილან.

საიდან და რითი იწყებს მონადირე, ნადირობას? რა თქმა უნდა ბავშვობიდან და რათქმაუნდა ბავშვობაში წაკითხულის თუ ნანახის გააზრებიდან და ოცნებიდან.  ჩემთვის ასე დაიწყო: კითხვა ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა და სათავგადასავლო ლიტერატურამ და სხვადასხვა სახის ლიტერატურამ რომელიც ნადირობა-თევზაობას ასახავდა დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ნადირობა დღეს ჩემთვის ცხოვრების წესია და არა მოდური ”ჰობი”. ზოგს ნადირობა შეაყვარა მამამ, ბიძამ თუ სხვა ახლობელმა ადამიანმა, რომელიც პატარა ბიჭისთვის ეტალონია. ჩემს ოჯახში კი არც მამა იყო მონადირე და არც ბაბუა და არც სხვა ვინმე ახლობელი ნათესავი, ჩემთან ნადირობა ამ გზით მოვიდა. პრინციპში ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ვინ როგორ იწყებს, მაგრამ ერთი კია, რომ მე როცა დავიწყე ”მასწავლებლები” ისეთი მყავდა, რომ მტრისას! დღეს მასეთებს ვაი-მონადირეებს ვეძახი.

თუმცა ქართველი მონადირეები არც არასდროს ვიყავით სპეციალური სანადირო ლიტერატურით განებივრებულები, მაგრამ მაინც ვახერხებდი ამ ლიტერატურის მოძიებას, უმეტესად რუსულ ენაზე, მაგრამ მაინც საჭიროს და აუცილებელს ყველა დამწყებისთვის. ჰოდა ზუსტად ამან მიშველა!

როცა მამა ან სხვა ვინმეა(ნამდვილი მონადირე) მასწავლებელი მაშინ უფრო ჩქარა სწავლობ და პოულობ სწორ გზას. თუმცა ვინც ეძებს ის ყოველთვის პოულობს!  ჰოდა იმის თქმა მინდა, რომ როცა ასეთი ”ნალოლიავებია” და ნაოცნებარის ახდენაა ნადირობა, მაშინ არის ის ყველაფერი შენთვის!

დღეს კი რა ხდება? ძალიან ბევრი, სხვადასხვა ასაკის, უმცროსი თუ უფროსი ნადირობას იწყებს თოფის ყიდვით!  დღეს კი თოფის შეძენა ძალიან ადვილია! მხოლოდ იყიდი თოფს და არც საჭირო ცოდნას თუ ე.წ. ”უნარ-ჩვევებს” გთხოვს ვინმე და რაც გინდა ის ქენი. აი ასეთია დღევანდელი სიტუაცია. კაი, გასაგებია, რომ არც მე ჩამიბარებია ”ოხოტმინიმუმი” მაგრამ მინდორში გასვლამდე ნადირ-ფრინველზე და მათ ცხოვრების ნირზე თუ ჩვეულებებზე მაინც მქონდა წარმოდგენა და უსაფრთხოების ყველაზე მთავარი წესი: იარაღის მუდმივად დამცველზე დაყენება და არასანადირო სიტუაციაში თოფიდან ვაზნების ამოღება მაინც ვიცოდი. იმდენი კი მიჩიჩინეს  ჩემმა ”მასწავლებლებმა” დამცველზე, რომ მხოლოდ დამიზნებისას, როცა თოფი უკვე მხარზეა შეგდებული და ფრინველს აყოლებ, მხოლოდ მაშინ ვწევ წინ დამცველს და გასროლის შემდეგ, სანამ მხრიდან ჩამოივიღებ უკან ვწევ, დროთა განმავლობაში ეს ჩვევა ავტომატიზმში გადავიდა.

ყველა ნამდვილ მონადირეს აქვს თავისი ”ღირსების კოდექსი”, რომლითაც ხელმძღვანელობს და ცდილობს არ დაუშვას შეცდომები. შეცდომებში ბუნებისთვის მიყენებული ზიანი იგულისხმება. ჩემთვის ”კარგი ნადირობა” არასდროს ასოცირდება ბევრ სროლასთან და ბევრ ნანადირევთან. ბევრჯერ დავბრუნებულვარ სახლში, გაყინული, ტალახიანი, დაღლილი, ხან გაფუჭებული მანქანით და ხან რავიცი, მოვსულვარ ხელცარიელი, მაგრამ გულსავსე! ასეა ყველა ნამდვილი მონადირე. დღეს კი სამწუხაროდ ბევრი ახალი თუ ძველი ”მონადირე” არ ფიქრობს ასე! მათთვის მთავარი ყოველთვის ხორცია! ჰოდა ზუსტად ამ ”ვაი-ვავა მონადირეების” გამოა, რომ სიტყვა ”ნამდვილის” დამატება გახდა საჭირო მონადირისთვის.  ”ვაი-ვავა მონადირეა” ყველა, რომლებიც მწყერს მანოკს უდგავენ, თევზს დენის აპარატით ანადგურებენ, კურდღელს შუქ-ფარებით დასდევენ, სეზონის გახსნამდე ”ნადირობენ” კაკბის და ხოხბის ლაპებს ხოცავენ. მაგრამ დავანებოთ ამათ თავი. ესენი რა ”სასტავია” ყველამ ვიცით!  მე მინდა იმათზე მოვყვე, თითქოს რომ სწორი მონადირეები არიან მაგრამ სინამდვილეში, კარგა მაგარი ტუტუცები არიან! სხვის მოყოლილს და სადმე წაკითხულს კი არა, აგერ რაც მე ვნახე იმას ვიტყვი. სამწუხარო გამოცდილება კი მაქ მაგ ჯიგრების ცნობისა.

მონადირეებისგან და ალპინისტებისგან ერთურთისთვის თავდადების ამბავი ცნობილია და არაფერი ახალი ამაში არაა. ეს ყველა იმან უნდა იცოდეს, მონადირე ვარო ამაყად რომ იბრალებს!

ისიც ცნობილია, რომ როცა მონადირეების ”მასპინძელი” შენ ხარ, მაშინ შენ ხარ პასუხისმგებელი, უსაფრთხოებაზე, გზის ცოდნაზე, შედეგიან ნადირობაზე და ყველაფერზე რაც პირადად შენზეა დამოკიდებული ამ დროს.

 ერთ მთიან სოფელში გახლდით რამოდენიმე წლის უკან სანადიროდ. ქალქელების ჯგუფი ჩასული. მასპინძელი მონადირე რათქმაუნდა ყველაზე ”გამოცდილი” ”ჩუბინი” და ”ვაჟკაცი” იყო. (ეს იმ ჯიგარს ეგონა, რომ ჩამოთვლილი თვისებებით იყო შემკული) არდა ტიპს რომ კითხო, მაგაზე ”მგლის მუხლა” და მაგაზე ნამდვილი მონადირე იქ არავინ იყო. მოკლედ ისე მოხდა, რომ ”სარეკში” ადგილობრივებთან ერთად ჩემი მეგობარი (ნამდვილი მონადირე და ვაჟკაცი) წავიდა. ადგილობრივებმა სარეკი ცოტაზე გაიარეს და უკან მობრუნდნენ. დიდი სარეკი იყო ძალიან. ჩემი მეგობარი კი ბოლომდე გავიდა, ანუ ნომრებამდე გავიდა.(ეს მერე გავიგეთ) ჰოდა ისე მოხდა რომ სარეკი უშედეგო იყო და როცა ყველა შევგროვდით მანქანებთან, მხოლოდ ეს ჩემი მეგობარი არ ჩანდა. ველოდეთ, ველოდეთ და როცა მივხვდით, რომ ან გზა აებნა ან რამე უჭირდა და მოძებნა იყო საჭირო, ამ ჩვენს ჯიგარს ვუთხარით საძებნელად წავიდეთო. აი აქ მოხდა ის რასაც ვერ წარმოვიდგენდი მთიელი კაცისგან. ტიპმა მიკიბა-მოკიბა და ხან წელის ტკივილი მოიმიზეზა და ხან რაღაცა. მოკლედ არ წამოგვყვა, ასევე არ წამოგვყვა არცერთი ”მესტნი”. წავედით ჩვენ, სტუმრები. 4-ნი. მანქანით რამდენიც შევძელით ავედით და მერე ფეხით გავაგრძელეთ. მანქანა რასაც ქვია გაიმეტა პატრონმა და შეეცადა გზა შეემოკლებინა მაქსიმალურად, რადგან ჩვენც მაგარი დაღლილები ვიყავით. მოკლედ ავედით, ვიძახეთ, ვისროლეთ მაგრამ პასუხი არ იყო. დაბნელებასაც მალე აპირებდა და უკვე სერიოზულად მეგონა რომ დაკარგულს ცოცხალს ვეღარც ვიპოვიდით, იმ თოვლიან-ყინულიან კლდეებში ადვილია გადაჩეხვა და მაგიტომ. მხოლოდ იმაზე ფიქრი მიტრიალებდა თავში და გულიც მისკდებოდა როგორ უნდა ჩამეტანა ეს ამბავი თბილისში მისი ოჯახისთვის. წარმოდგენაც კი მზარავდა იმისა, რომ ამის თქმა მომიწევდა დედამისისთვის.ჩვენი ოთხეულიდან, ერთი ამხანაგი, ჩვენზე წინ წავიდა და სწორედ იმას შეხვდა პირველად ჩვენი ”დაკარგული” მეგობარი. საბედნიეროდ გადავრჩით და როგორც იყო გამოჩნდა ჩვენი მეგობარი, რომელიც მართლა სერიოზულ ხიფათს გადარჩენილიყო.  თოფიც დაზიანებოდა და ვერც სროლით შეგვეხმიანა.  ხევში დაცურებულა და გადაჩეხვას გადარჩენილიყო, ფეხებ გასისხლული მაგრამ მაინც უვნებელი დაგვიბრუნდა. მივაწოდეთ მისთვის შენახული ცოტა წყალი და დაბრუნდით უკან. გზაში კი გიყვებოდა რა და როგორ გადახდა თავს. ჰოდა როგორი ნამდვილი მონადირეა ის ჩვენი ჯიგარი ”მასპინძელი” კი მიხვდებით!

 

ერთი კიდევ წლევანდელი შემთხვევა.  მწყერზე ნადირობა ერთი შეხედვით ჩანს ადვილი და მართალია გადაჩეხვა არ გემუქრება, მაგრამ როცა იდიოტი გახლავს გვერდზე მაშინ სერიოზულად უნდა იყო ფრთხილად, რომ ბოლო-ბოლო შენ თუ არა შენი ძაღლი არ დააზიანოს ამ იდიოტმა თორემ ხომ გამიხდა იქვე მინდორში დასამარხი ის მკვდარძაღლი.

მოკლედ ეს ამბავი ასე იყო: მწყრის გადაფრენები რომ დაიწყო,  შუა ნადირობისას გავიგეთ რომ ერთ სოფელთან იჯდა ეს ”პერელიოტი” ჰოდა ნადირობიდან სადაც ვიყავით გასულები, მე და ჩემი მეგობარი(ნამდვილი მონადირე) სასწრაფოდ დავბრუნდით თბილისში, მასთან სახლში და ვაზნების მარაგი შევივსეთ. ”დავტენეთ ვაზნები” და გადავწყვიტეთ ვინმე შეგვეამხანაგებინა რათა საწვავი ჩაგევსხა მანქანაში. ჰოდა ერთი, ”მონადირე” შევიამხანაგეთ, თავისი მანქანით მოვიდა ჩვენთან და მერე ჩვენი მანქანით გავემგზავრეთ სამივე. არადა ეს ტიპიც ზუსტად ისეთია, როგორიც წეღან მოვყევი. რო კითხო ნამდვილი მონადირე და ყველაფრის მცოდნეა. ადრე ერთხელ ვიყავით მაგასთან ერთად და მაშინ გარდა იმისა რომ ზურგზე მოკიდებული თოფი გაუვარდა და წარმოუდგენელი დებილობა დააბრეხვა ცხოველების ცოდნის და ცნობის ამბავში მეტი არაფერი უქნია. თითქოს ეს არ იყოს საკმარისი ხო?

მოკლედ ჩავედით ადგილზე და დავიწყეთ. მანამდე ადგილზე ერთი ჯგუფი იყო ჩასული, იმ დღეს გაცნობილი მონადირეებისა. ცოდვა გამხელილი სჯობია და ამ ჯგუფზე სანამ ვნახავდი და გავიცნობდი თავიდან ცუდი წარმოდგენა მქონდა. თუმცა შევცდი და მშვენიერი ხალხი და მონადირეები გამოდგნენ. ჰოდა დავიწყეთ ყველამ ერთად. ერთ დიდ მინდორში, ერთ დიდ მწკრივად გავიშალეთ. ზოგადად არც არის მიზანშეწონილი და არც მე არ მიყვარს დიდ მწკრივში ნადირობა, მაგრამ ნაღდად არ იყო იმ მომენტში მეტის საშუალება.  მე, ამ ახალგაცნობილ მონადირეების შუაში მოვხვდი. ორნი აქეთ-იქედან, მე და ჩემი ბისკვიტიე კი შუაში. ძირითადად ეს ორნი ვანადირეთ მე და ბისკვიტიემ. ხან ერთს ვანიშნებდი, რომ ახლა შენია, შენ ესროლე მეთქი და ხან მეორეს. მივყვებოდით ასე და ნაღდად მხიარულ და ჯიგრულ ატმოსფეროში მიდოდა ნადირობა.  მერე კი  ამ ჩვენს ”ზოოლოგთან” მოვხვდი.(ზოოოლოგი რატომ და ადრე დაახლოებით ისეთ სისულელეს ამტკიცებდა, როგორიცაა ”თეთრი დათვი და ალიგატორი ჩხუბობდნენო” რომ ეთქვა ეს ცხოველები არ უთქვია, მაგრამ ისეთი ცხოველები დაასახელა რომლებიც სხვადასხვა კონტინენტზე ბინადრობენ და ერთმანეთს მეორედ მოსვლამდე და ”ნოეს კიდობნამდე” ვერაფრით ვერ შეხვდებიან!) ჰოდა როცა მასთან მოვხვდი მაშინ მივაქციე ყურადღება ”ზოოლოგს”. თვითონ ძაღლი არ ყავდა.(ისე კი ყავს რაღაც მეძებარი, მაგრამ არ ატარებს)  არ ყავდა თვითონ და ყველა მონადირის ძაღლს ეძახდა ”მოდი აქ ნახეო” როცა ეს ძაღლები თავიანთ პატრონებთან ნადირობდნენ. ერთი ჩვენ ახლობელს სპანიელი ყავს და ამ სპანიელის პატრონს უყვიროდა შენი ძაღლი ”სტოიკაზეაო” როცა ეს ცუგა თავის პატრონთან ნადირობდა. ნეტა სად ნახა სპანიელის ნაბული მანამდე???  ამ ”ზოოპროფესორმა”. ესროდა ნებისმიერ მწყერს, არ ქონდა მაგისთვის მნიშვნელობა ვის აუფრინდებოდა ან ვისი ძაღლი ააფრენდა მწყერს. საით იყო მწყერი არ დაგიდევდათ ეს ჩვენი ”ზვერაბოი” უბრახუნებდა განურჩევლად, თან ჩქარობდა(ალბათ არ დამასწრონო) და მაგიტომაც აცილებდა ბევრს. ჩემს ბისკვიტიეს ერთი ჩვევა აქვს. ჩამოგდებული ფრინველი, არა აქვს მნიშვნელობა ვისი ნასროლია, თუ  დაითრია ჩემთან მოაქ, მე კი მსროლელთან მიმაქ. ჰოდა მომკვლელ მონადირეს ვეხუმრები ხოლმე, ”თუ გინდა ძაღლს ვაზნას გამოვატან და რაშოტში ვართ” მეთქი, ანუ ზარალს აგინაზღაურებ და ფრინველი ჩემია მეთქი. ამ ხუმრობას, რომ კაცი ვერ მიმხვდარიყო და არ ეხალისა ჯერ არ მენახა!!!   ერთხელაც, ბისკვიტიე ამ ჩვენი ჯიგარის მხარეს დაადგა კვალს. მივხვდი რომ ღალღა იყო და ამას ვუთხარი ჩქარა მიყევი მეთქი ძაღლს. ჩქარა იმიტომ, რომ ღალღა ბევრს დარბის თან სწრაფად და ბისკვიტიეც სწრაფად მიყვება ხოლმე კვალზე და თუ შენც ჩქარა არ მიყევი შორს ამოიყვანს ღალღას. ერთი სიტყვით მივყევით და ამოაგდო ღალღა ძაღლმა, ამან ესროლა ერთი, მეორე და ჩამოაგდო. ძაღლმა ღალღა აიღო და გამოიქცა ჩემსკენ. ეს კი მოსდევდა ძაღლს და ეხვეწებოდა მომეციო. ბისკვიტიემ რათქმაუნდა გამოასწრო და მომიტანა ნანადირევი. ძაღლს გამოვართვი ფრინველი და ხელში მიჭირავს, ესეც მოქოშინდა ამ დროს და მეუბნება: ”გეხვეწები მომეცი და ვაზნას მოგცემო”. აი რა უნდა ვთქვა აქ?? მხოლოდ ერთი: იდიოტი!!  ცოტა ხნის მერე ამ ჯიგარმა მწყერს ახლოს ესროლა და ”გააფუჭა” ნუ ეს ყველას მოსვლია და ხდება ხოლმე, მაგრამ რაც მერე ქნა და თქვა ამან ყოველგვარს გადააჭარბა. აიღე მეთქი მე ვუთხარი არ გადააგდო თქო. აიღო ხელში გასინჯა ნახა რომ აღარ ვარგა არაფრად ”კატლეტია” გაკეთებული ამ მწყრისგან და უცბად არ დააბრეხვა? ” აჰა შენ გქონდესო”  მე მჩუქნის ”დიდსულოვნად”. ტიტუუუ. იდიოტი აფრიკაშიც იდიოტია!!!

ბოლოს ისეთ ”ექსტაზში” შევიდა, რომ აღარ უყურებდა საით იშვერდა თოფს და ჩვენც რომ გადაგვაყოლა ლულა, აი მაშინ საბოლოოდ გავეცალე.

დამთავრდა ის დღეც. ახალგაცნობილ მონადირეებმა მადლობები გვიხადეს მე და ჩემს მეგობარს, თქვენ რომ არა ასე კარგად ვერ ვინადირებდითო.

ბოლოს თითო ყანწით დავლოცეთ ერთმანეთი და დავიშალეთ.

იმ ”ზოოპროფესორმა” სახლში მოსვლისასაც მოგვიშხამა გუნება კიდევ ერთხელ. რითაც საბოლოოდ დაამტკიცა და ბეჭედი დაუსვა იმას, რომ მაგნაირებს თოფით ხელში არსად არაფერი ესაქმებათ!. ვერც ვეღარასდროს მოხვდება ის ჩემს გვერდით სანადიროდ. ასეთები კი მრავალი და მრავალნი არიან ჩვენდა სამწუხაროდ. მომავალში მოგიყვებით კიდევ.....

 

 



წყარო: http://bazieri.ge
კატეგორია: მონადირის ჩანაწერები | დაამატა: giohunt1982 (01.12.2013) | ავტორი: giohunt1982
ნანახია: 2272 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 5.0/3

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 shontiamo   (10.12.2013 00:09:06) [მასალა]
10 10 10

+2   Spam
2 bichi2009   (02.12.2013 11:18:13) [მასალა]
069 ნადირ ფრინველის ნაკლებობა როა ჩანს მელანქოლია შემოგაწვა არა? ზოგიერტი ისტორია მეცნო მარა იხვის ამბავმა დაგლიჯა 069 069

+2   Spam
1 avtandil   (02.12.2013 10:54:52) [მასალა]
gimili 10 166 166 საინტერესო და კარგი წასაკითხი ისტორიაა

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 9
    სტუმარი: 9
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика