ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე    

ლმობიერი მონადირე და ირმის გონიერება

(ფშავლების ცხოვრებიდან)

გამიხარდი1 განთქმული მონადირე იყო. ბევრი მოუკლავს ირემი, შველი, გარეული ღორი, დათვი, ჯიხვი, ფსიტი და სხვ. და სხვ. არ მოუკლავს ვეფხვი, ერთის მეტი და ისიც უნებურად თურმე შემოაკვდა: ხერგიდან2 გადმოუხტა, მოულოდნელად დაეცა თავზე, – ისე სწრაფად, რომ გამიხარდიმ თოფის სროლაც კი ვეღარ მოასწრო და ხანჯალსღა მიჰმართა; მოჰკლა ვეფხვი, თუმც ხეირს არც თავად შეეყარა: გაშმაგებულმა ნადირმა მარცხენა ხელი მოაჯენჯა და გამიხარდი ორ თვეს ხელს ვეღარ ხმარობდა.
მოჰკლა ვეფხვი, გადარჩა მონადირე ხიფათს, მაგრამ ვერ გადურჩა სინიდისის ქენჯნას, რადგან გაგონილი ჰქონდა ძველ კაცთაგან გადარჩენილი ანდერძი: ადამიანისა და ვეფხვის მოკვლა ერთნაირი ცოდვა არისო.
ძველისძველი თქმულება მოაგონდა ვეფხვზე და მონადირეზე: ერთი მონადირე იყო სანადიროდ ტყეში; შეხვდა ვეფხვს, რომელსაც კლანჭში დიდი უზარმაზარი ეკალი შერჭობოდა. ბევრს თურმე ეწვალა საცოდავი ნადირი, მაგრამ ვერ ამოიძრო ფეხიდან ეკალი. გული სიმწარით უკვდებოდა; თან სიმშილიც აწუხებდა, – უკლანჭოდ ვეფხვი რას ინადირებს?! ძლივსღა დადიოდა. შეეხვეწა მონადირეს: შორიდანვე გაუწოდა მტკივანი კლანჭი, თვალებითაც ანიშნა – მიშველე, თუ ღმერთი გწამსო. მონადირე მოურიდებლად მივიდა ვეფხვთან, გაუსინჯა მტკივანი ფეხი, ამოუღო ეკალი და შეუხვია წყლული. ვეფხვი დიდად დაემადლიერა. ერთმანეთს ძმობა შეჰფიცეს, გამოემშვიდობნენ და გასწიეს თავთავიანთ გზაზე. იმ დღიდან ვეფხთა და ადამიანთა შორის დაარსდა ძმური კავშირი.
დაივიწყა ვეფხვმა მონადირის სიკეთე? რა სათქმელია! პირიქით, იმავ დღესვე მიუძღვნა სამაგიერო: ერთი ქორბუდიანი ირემი შეაგდო მონადირეს და მოაკვლევინა. როცა ირემი წაიქცა, მონადირემ ირმის გასწვრივ შენიშნა მიმავალი ვეფხვი. მონადირე ყველაფერს მიხვდა და კვალდაკვალ მიაძახა: „გმადლობ, მეგობარო, გმადლობო!.." ვეფხვმა თავი აღარ მოიბრუნა, გასწია და წავიდა. რამდენჯერაც კი ტყეში წავიდა მონადირე, თითქოს სდარაჯობსო, ზედ შეაგდებდა ირემს, შველს, ჯიხვს, ღორს და ისე მარჯვედ მიუყვანდა, რომ სროლა თოფისა და მოკვლა ერთი იყო. დაენახვებოდა ვეფხვი და გასწევდა თავის გზაზე.
გამიხარდის ეს ამბავი წარმოუდგა თვალწინ, დადარდიანდა. ღმერთს ცოდვის მოტევება სთხოვა და აღთქმა დაუდო – ამიერიდან ვეფხვისთვის ხელი არ ეხლო. მართლაც, მას შემდეგ, რაც ვეფხვი შემოაკვდა, რამდენჯერმე შეჰხვდა სხვა ვეფხვს ტყეში, მაგრამ თოფი არ უსროლია, თვალს არიდებდა, გზას უქცევდა.
ოცი ენკენისთვე იყო. ამ დროს დაიწყებს ხარი-ირემი ახლად ყვირილს, ფურს ეძახის. გამიხარდიმ მთელი სამი ღამე უყარაულა ტყიანს მაღლობებზე, რომ სადმე გაეგონა ირმის ყვირილი. გაიგონა კიდევაც, განთიადისას მიჰყვა ყვირილზე, მაგრამ ვერაფერს გახდა. დანაღვლიანებული დაბრუნდა სახლში, თუმც იმედს არა ჰკარგავდა და მონადირეთა საყვარელ ლექსს ამბობდა თავის გულში:

ნადირი, მონადირეო,
მთას წახვალ, გებედებაო:
დღეს რომ ვერ მოჰკლა, ხვალ მოჰკლავ,
აუგ3 არ დაგედებაო.

მთიდან დაბლა დაეშვა. ჩავიდა არაგვის პირზე. სადაც მთიულეთის არაგვი ფშავისას ერთვის, მაღალი კოშკი დგას სალს კლდეზე, ფშავის არაგვის მარჯვენა ნაპირას. კოშკს გვერდზე სიცხეში მოსაჩრდილებელი მაღალი იფნები და ცაცხვები უდგას. გამიხარდიმ ამ ადგილს მიაშურა დასასვენებლად. კოშკის დასავლეთით ძევს სახნავი მიწები, მიბჯენილი ხშირის ტყით დაფარულს მთაზე. გამიხარდიმ ვერცხლის სალტეებით მორთული, ოქროთი თავბოლოდაზარნიშული მამაპაპური თოფი ცაცხვზე მიაყუდა, მოიხსნა საგძლიანი გუდა და ჩამოჰკიდა ცაცხვის ტოტზე, თითონ ჩავიდა არაგვზე წყლის დასალევად. როცა დაბრუნდა, მივიდა ცაცხვის ქვეშ და ჰხედავს, რას ჰხედავს? – გამოუგდია მგელს ფური-ირემი და მოსდევს უკან, როგორც გაგეშილი მწევარი. საცაა, უნდა მიეწიოს. გამიხარდიმ თოფი მოიმარჯვა, ხეს მოეფარა და გაფაციცებით ადევნებდა თვალს მგელს და იმის სადავლოს. ირემი პირდაპირ წყალს ეცა. ფონი როდი მოსძებნა, შევიდა წყალში კარგა შორს, თითქმის გაანახევრა არაგვი, მისცა მკერდი აღმა და გაჩერდა. მგელიც მიჰყვა, მაგრამ ფეხებს ვერ უწვდენდა დედამიწას, ჩქარა არაგვმა აითრია და ქვევით წაიღო. ირემი გამობრუნდა, აჰყვა წყალს, შესცურა უფრო ღრმა ალაგს; ირმის მკერდით ორად გაპობილი არაგვი ყვიროდა, ღრიალებდა. ირემი კი იდგა ერთს ადგილს გაჩერებული და ელოდა ბედისწერის განჩინებას.
მგელი მაინც გამოვიდა წყლიდან და შეჰყვა მდინარის ნაპირს, გაუსწორდა რა ირემს, შესცურა კვალად; მაგრამ წყალმა, ვიდრე ირემთან მიაღწევდა, აითრია და ისევ ქვევით წაიღო. ირემი გამობრუნდა უკან, გამოვიდა მშრალზე, შეიარა ცოტა ადგილი, ისევ წყალში შესცურა და გაჩერდა. მგელიც გამოვიდა მდინარიდან და გასწია ისევ ირმისაკენ. მაგრამ ეხლა წინანდებურად აღარ მოიქცა. გამოცდილებას მგლისთვისაც ჭკუა ესწავლებინა: ირემს ზემოდგან მოუარა და იქიდან დააპირა იერიშის მიტანა. ახლა კი ვეღარ გადურჩებოდა ირემი მგელს. გამიხარდის გულმა ვეღარ გაუძლო, გაუწყდა მოთმინების ძაფი. დაუმიზნა მგელს თოფი და ესროლა. მგელმა წყალში ჩააფარა თავი და დაიკარგა სამუდამოდ. ირემი კი იქვე იდგა გაჩერებული, ვერ გაეგო, რა მოხდა; იდგა წყალში გაყუჩებული და თვალი იქით ეჭირა, საიდგანაც მგელს მოელოდა.
გამიხარდიმ თოფი გატენა და მიაყუდა იქვე ხეზე. ხოლო მოკლულს მგელს ორი სიტყვა გაატანა საგძლად: „შე რჯულძაღლო, შენა!.." ირემს არ დანახვებია, განაღამც თოფს ესროდა. ირემი კარგა ხანს იდგა წყალში და ელოდა თავის მტერს. ბოლოს გამოვიდა, აღარაფრის შიში ჰქონდა, – მგელი აღარსად სჩანდა და გაკურცხლა ტყისაკენ.
„არ მოგკლავ, წადი მშვიდობით, ღმერთმა ხელი მოგიმართოს!" – მიაყოლა გამიხარდიმ ირემს კვალდაკვალ და გამოსწია შინისკენ გახარებულმა, რომ მადლი ჰქმნა, – მოითმინა და ირემს თოფი არ ესროლა.
– ღმერთს შენთვის ლუკმა გადმოუგდია და შენ უარი გიყვია. ესროდი, შე კაი კაცო, რაღა ცოდვა და რაღა მადლი?!. რა მომათმენინებდა, – იქვე დავაწვენდი, – ეტყოდენ ხოლმე გამიხარდის კაცები, როცა მგლის და ირმის ამბავს უამბობდა ხალხს ყრილობაში, ქორწილში ან ხატობაში.
– ღმერთმა დამიფაროს, მაგას როგორ ამბობთ?!. განა იმიტომ გავაგდებინე მგელს პირიდან, ახლა მე ვქცეულიყავ მგლად? არა. ჩემი ჭკუა მაგას არ მეუბნება. ნეტავი, ღმერთმა ის ცოდვა მაპატიოს, რაც კისერზე მაძევს, ის არ მაზღვეინოს, რაც ნადირი დამიხოცია ჩემს სიცოცხლეში. ეგ რამ გათქმეინათ? – ეტყოდა პასუხად გამიხარდი და თან დინჯად ჩიბუხს აბოლებდა.
– უთუოდ არც კი სტყუის, კაცმა რომ გულისხმა გაავლოს მაგის სიტყვას: მართლაც, დიდს ცოდვას იზამდა, რომ მოეკლა; იქნება დღესაც ცოცხალია ის ირემი და ჰლოცავს თავის მხსნელს.

1907 წ.

შენიშვნები:

1 კაცის სახელია.
2 წაქცეული ხე, ერთმანერთზე თავისთავად მოგროვებული ხეები.
3 საძრახისი.


 



წყარო: http://vaja.3owl.com/lmobieri-monadire-da-irmis-goniereba/
კატეგორია: მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე | დაამატა: giohunt1982 (07.11.2012)
ნანახია: 9500 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 4.2/5

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 goga-gi   (08.11.2012 10:42:01) [მასალა]
10 10 10 166 166 166 166 მაგარია საღოლ GIOHUNT1982

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 7
    სტუმარი: 7
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика