ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სხვადასხვა ექსპედიციებზე [0]
კულინარია [4]
გამოჩენილი ქართველები [21]
მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები [5]
სხვადასხვა [158]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სხვადასხვა სტატიები » გამოჩენილი ქართველები    

გიორგი მაზნიაშვილი (1870-1937) ქართველი დაუმარცხებელი გენერალი
გიორგი მაზნიაშვილი (1870-1937) ქართველი დაუმარცხებელი გენერალი(მას არცერთი ბრძოლა არ წაუგია) . დაიბადა კასპის რაიონის სოფელ სასირეთში . მამამისი გიორგის სამხედრო განათლებაზე ოცნებობდა. ეს პატარა გიორგისაც უნდოდა , ამიტომაც თბილისში , იუნკერთა სასწავლებელში შეიყვანეს . სასწავლებლის დამთავრების შემდეგ , რუსეთის მეფის არმიაში დაიწყო სამსახური და მალე დაწინაურდა. მონაწილეობდა 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომში , სადაც დაიჭრა და ჰოსპიტალში თავად იმპერატორის ქალიშვილები უვლიდნენ , ეს კი დიდი პატივი იყო . მას იმპერატორი ნიკპლოზ მეორეც კი ესტუმრა და გამოჩენილი მამაცობისთვის წმ. გიორგის ჯვარი გადასცა . გენერალი მაზნიაშვილი იბრძოდა პირველ მსოფლიო ომშიც , სადაც მძიმედ დაიჭრა . თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში , სადაც შექმნა 2 დივიზია . 1918 წლის ბრესტის ზავით თურქეთმა დაიკავა ბათუმი და გურიას შეუტია . საფრთხე ოზურგეთს დაემუქრა . მაზნიაშვილმა პარტიზანული რაზმების , გვარდიის ნაწილებისა და მოხალისეთა მობილიზების შემდეგ შეუტია თურქებს , დაამარცხა ჩოლოქთან და ბათუმიც კი გაათავისუფლა . 1918 წლის 18 ივნისს ის აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად დაინიშნა . ქართული ჯარით, სახალხო გვარდიით და კავალერიით, რომელშიც 300 აფხაზი ირიცხებოდა, ჩაახშო პრო–ბოლშევიკური აჯანყება. შემდგომ, სოჭის კონფლიქტის პირველ ფაზაში, შეიჭრა ჯიქეთის ტერიტორიაზე და თეთრგვარდიელ გენერალ მოისეევის ნაწილებისგან ერთმანეთის მიყოლებით 22 ივნისს, 2, 6 და 26 ივლისს გაანთავისუფლა გაგრა, ადლერი, სოჭი და ტუაფსე. 1918 წლის ოქტომბერ–დეკემბერში იყო თბილისის გენერალ–გუბერნატორი. ამავე წლის დეკემბერში სომხეთ–საქართველოს ომისას წარმატებით დაიცვა სამხრეთ საზღვარი გენერალ დროს ნაწილებისგან . 28 დეკემბერს კი 3500 კაციანი შენაერთით დაღამებისას სრულმასშტაბიანი შტურმით აიღო შულავერი და რამდენიმე სოფელი. 1919 წელს იყო ახალციხე–ახალქალაქის გენერალ–გუბერნატორი. 1918 წლის შავი თებერვლისას იცავდა ფონიჭალის რაიონს სომხეთიდან შემოჭრილი რუსეთის XI ბოლშევიკური არმიის ნაწილებისგან. იმავე წლის მარტში თურქებმა კვლავ დაიკავეს ბათუმი. ქართველმა ბოლშევიკებმა დახმარება მას სთხოვეს.თუმცა ორჯონიკიძემ პირდაპირ განუცხადა, რომ : "როგორც მენშევიკი გენერალი, შენ გამოცხადებული ხარ კანონგარეშედ და ნებისმიერს შეუძლია შენი დახვრეტა. ამიტომ გადმოდი ბოლშევიკების მხარეს.” მაზნიაშვილმა უპასუხა: "მე არც მენშევიკი და არც ბოლშევიკი გენერალი ვარ. მე ქართველი გენერალი ვარ”. მან სასწრაფოდ შეიმუშავა გეგმა, გამოაცხადა ქართული არმიის ნაშთების მობილიზაცია და განდევნა თურქები აჭარიდან იქამდე, სანამ ჟლობას კავალერია ბათუმს მიაღწევდა. როდესაც საქართველოში ბოლშევიკები შემოვიდნენ, გიორგი მაზნიაშვილი მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო. თავიდან საკმაოდ დიდ წარმატებისათვის მიუღწევია, რის გამოც მე-11 წითელი არმია იძულებული გახდა უკან დაეხია. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ, რატომღაც უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და მისთვის უკან დახევა უბრძანებია. გენერალი ბრძოლის შეწყვეტის წინააღმდეგი ყოფილა, თუმცა მთავრობის დაჟინებული თხოვნის შემდეგ მაზნიაშვილი იძულებული გამხდარა დამორჩილებოდა მთავრობის ნებას. გენერალი შემდეგ ამ ამბავს ასე იხსენებდა: "იმ კრებაზე, სადაც ეს გადამწყვეტი დადგენილება მიიღეს, არამცთუ მიგვიწვიეს ჩვენ, ფრონტის უფროსები, რომელნიც ფრონტს თვალით დავყურებდით და კარგად ვიცოდით მოწინააღმდეგის და ჩვენი ძალები, არამედ არც შეგვეკითხნენ, ჩვენი აზრის მოსმენაც კი არ ინებეს”. 1921 წლის თებერვალში თბილისიდან მთავრობის გაყვანა გიორგი მაზნიაშვილს დაევალა, მან 17 მარტს, ბათუმამადე ჩააცილა მთავრობა, მაგრამ ემიგრაციაში არ გაჰყვა, გენერალმა სამშობლო ვერ მიატოვა, რადგან თურქეთმა ისარგებლა რა, საქართველოში არსებული მდგომარეობით, ქიაზიმ-ბეის ჯარის ნაწილებმა საქართველოს საზღვარი გადმოლახეს და ბათუმის ოლქი მთლიანად დაიკავეს. ქიზიმ-ბეიმ თავი ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორად გამოაცხადა. გენერალმა პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა კვლავ ქვეყნის ინტერესები დააყენა, მან არეულობისას აქეთ-იქით გაფანტული ქართველები გაერთიანა, მის არმიაში წითელგვარდიელები და თეთრგვარდიელები გვერდიგვერდ იბრძოდნენ. ცნობილია მისი სიტყვა, რომელიც სუფსის სადგურთან მდებარე ეკლესიის ეზოში წარმოთქვა: "მამებო, ძმებო, შვილებო! უჭირს სამშობლოს, გვართმევენ ბათუმს. ჩვენს ჯარსა და არმიას დახმარება სჭირდება. თოფ-იარაღი და ტყვია-წამალი ჯარისკაცებს არ გვყოფნის, პურსაც ვერ მოგცემთ... ისევ თქვენი მჭადითა და ცულით უნდა დავხვდეთ მტერს და ვძლიოთ... ქუდზე კაცი უნდა გამოხვიდეთ!” სამი დღის განმავლობაში, მიმდინარეობდა ოსმალებთან ბრძოლები, 1921 წლის 20 მარტს ოსმალები დამარცხდნენ, ქართველებმა ბათუმი და მისი ოლქიც დაიბრუნეს. ამ ბრძოლის შემდეგ, ბოლშევიკებმა გიორგი მაზნიაშვილი დააპატიმრეს, საგანგებო კომისიამ, მაზნიაშვილს, კონტრევოლუციონერობის და ბანდიტიზმის ბრალდებით დახვრეტა მიუსაჯეს. საბოლოო განაჩენი, პატიმრობით შეუცვალეს, გაითვალისწინეს რა მისი ღვაწლი ოსმალეთთან ბრძოლაში. სამი წლის შემდეგ, მაზნიაშვილი გაათავისუფლეს და როგორც მენშევიკების გენერალს სამშობლოდან გაძევება მიუსაჯეს. გიორგი მაზნიაშვილი პარიზში დამოუკიდებელი მთავრობის წევრებთან ჩავიდა. გენერალს უსაყვედურეს, რევოლუციურ კომიტეტს რატომ დაეხმარე და წითელგვარდილების გვერდით რატომ იბრძოდიო. 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ, გენერალ მაზნიაშვილზე ახალი ჭორები გაავრცელეს. ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმი იმიტომ დამარცხდა, რომ ბოლშევიკებს მაზნიაშვილმა გადასცა აჯანყების გეგმაო. გენერალი, ცილისმწამებელი საწინააღმდეგო განცხადების გამოქვეყნებას ითხოვდა ემიგრანტების გაზეთში. თუმცა, მისი განცხადება არ გამოაქვეყნეს. სასოწარკვეთილი მაზნიაშვილი წერდა: "გიორგი მაზნიაშვილი უმალ მოკვდება, ვიდრე უღალატებს სამშობლოს... დავკარგე სრული იმედი და რწმენა მენშევიკების პარტიის ლიდერებისა... გადავწყვიტე დავბრუნებულიყავი სამშობლოში, შევერთებოდი ჩემ ორ მილიონ მოძმეს და მათთან ერთად გამეზიარებინა ბედნიერებაცა და უბედურებაც და აგრეთვე ხმამაღლა მეთქვა, ყველა ქართველის გასაგონად, რომ რამიშვილისა და მისი დამქაშების ავანტურაში და დონკიხოტობაში მე არავითარი წილი არ მიდევს”. საქართველოში დაბრუნებული გენერალი, საკუთაღ სოფელში ცხოვრობდა. როგორც თანამედროვენი იხსენებენ, ძალიან უჭირდა. 30-იან წლებში, როცა უდანაშაულო ადამიანებს იჭერდნენ და ხვრეტდნენ, უკვე ღრმად მოხუცებულ გენერალს ახლობლები და მეგობრები მალავდნენ. გენერლის შვილიშვილის, მიხეილის გადმოცემით, ერთხელ მათთან ოჯახში ყოფილა მისული, თუმცა ოჯახის წევრები იმდენად შეშენებულები იყვნენ, რომ პატარა მიხეილისათვის არ გაუმხელიათ, რომ სტუმარი მისი პაპა იყო. ამ დღის შემდეგ, მალევე დააპატიმრეს გიორგი მაზნიაშვილი. 1937 წლის მასობრივი ტერორისას გენერალი გიორგი მაზნიაშვილი თავის ვაჟთან, ივანესთან ერთად დააპატიმრეს და ყოველგვარი გასამართლების გარეშე დახვრიტეს მამა-შვილი. გიორგი მაზნიაშვილის საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია.


წყარო:
კატეგორია: გამოჩენილი ქართველები | დაამატა: giohunt1982 (09.10.2013)
ნანახია: 2905 | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 6
    სტუმარი: 6
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика