ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სხვადასხვა ექსპედიციებზე [0]
კულინარია [4]
გამოჩენილი ქართველები [21]
მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები [5]
სხვადასხვა [158]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სხვადასხვა სტატიები » გამოჩენილი ქართველები    

”ძია ლევანი” ლევან ციციშვილის გახსენება
                                               იყო ასეთი კაცი.                                                                                                                გიორგი ანდრონიკაშვილი: ქართულ სამონადირო, კინოლოგიას, რომელიც თავის არსებობის თითქმის 80-წელს ითვლის, ერთი მრავალთაგან გამორჩეული, სახელი ამშვენებს და იგი, თაობების მიერ ქართული კინოლოგიის პატრიარქად აღიარებული, თავადი ლევან ციციშვილი გახლდათ. ლევან ციციშვილი 1893-წლის 1 ნოემბერს დაიბადა. თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ იგი მეფის ჯარში მსახურობდა, ოფიცრის ჩინით. პირველ მსოფლიო ომში, გამოჩენილი მამაცობისათვის ორჯერ დააჯილდოვეს, წმ.გიორგის ჯვრით. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ქსნის აგური ქარხნის დირექტორად მუშაობდა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს, მცხეთის სამხედრო კომისარი იყო. მონკავშირის, მუხრანის საგეში პუქნტის დირექტორის პოსტზე დანიშვნის დღიდან მთელი თავისი ძალა, ნიჭი და ენერგია ქართული სანადირო მეძაღლეობის განვითარებას შეალია. აღზარდა ახლაგაზრდა ნიჭიერ კინოლოგთა მთელი პლეადა. მათ შორისაა გამოჩენილი კინოლოგი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, გივი ცეცხლაძე, რომელმაც თავის მხრივ დიდი ამაგი დასდო ამ კეთილშობილურ საქმეს. ფართო და მრავალმხრივი იყო ლევან ციციშვილის მოღვაწეობის ასპარეზი. მან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, არამარტო მეძაღლეობის, არამედ მეცხენეობის და სასტენდო სპორტის განვითარებას საქართველოში.    თბილისის იპოდრომზე დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდა მისი სახელობის თასი. აგრეთვე, საკავშირო კატეგორიის მსაჯი გახლდათ სასტენდო სროლაში და 1957 წლის მოსკოვის, მსოფლიო ჩემპიონატზე იყო მიწვეული. სასტენდო სროლას, მან თავის ერთადერთი ქალიშვილი, ჭეშმარიტად თავადური ბუნებისა და გარეგნობის, ქალბატონი სოფიოც აზიარა. ლევან ციციშვილი თავადვე იყო მეძებარი ძაღლის მომშენებელი და დიდებული მონადირეც. განსაკუთრებით უყვარდა პოინტერები, მუდამ მათ ზრდიდა და ამრავლებდა. მისი ერთერთი ძაღლი, შავი პოინტერი ”მერცხალი” საკავშირო საველე ჩემპიონი გახდა. ბატონი ლევანი, მრავალმხრივ განათლებული,  ერუდირებული პიროვნება და კარგი ქართველი გახლდათ. მის სახელს დღესაც მოწიწებით წარმოსთქვამს ახლაგაზრდა კინოლოგთა თაობა. სწორედ მათი ინიციატივით, გამოჩენილი კინოლოგის სახელის უკვდავსაყოფად, დაარსდა და ყოველწლიურად ტარდება მეძებარი ძაღლების საველე შეჯიბრი ”ლევან ციციშვილის მემორიალი”.                                                                                       ძია ლევანი . ლერი ახმეტელი: 1970 წელს, მეათე კლასის მოწაფეს, ბიძაჩემმა დაბადების დღეზე ასი მანეთი მაჩუქა. ამ ფულით დიდი ხნის ოცნება ავისრულე, პოინტერის ლეკვი ვიყიდე. ერთი წლის თავზე ჩემი პოინტერით მონადირე ძაღლების გამოფენაზე წავედი.  სწორედ აქ გავიცანი ძია ლევანი, ბოლშევიკების ტერორს სასწაულებრივად გადარჩენილი, მეფისა და დამოუკიდებელი საქართველოს არმიის ოფიცერი, სახელოვანი გვარის ღირსეული წარმომადგენელი, ლევან ციციშვილი.  ძია ლევანი გახლდათ ბრწყინვალე ცხენოსანი(იპოდრომზე მისი სახელობის პრიზი თამაშდებოდა), მესტენდურების მწვრთნელი, საკავშირო კატეგორიის ექსპერტ-კინოლოგი, 19-საუკუნიდან 20-საუკუნეში გადმოსული რაფინირებული არისტოკრატი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო, იმ დღიდან ძია ლევანს ძალიან დავუახლოვდი. მეტიც, ჩვენ მეგობრები გავხდით. იგი მეგობრობის დიდი ნიჭით დაჯილდოვებული, არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ძია ლევანს მეგობრები სხვადასხვა სოციალური წრიდან ყავდა და მასთან მეგობრობდნენ: ნიკო კეცხოველი, ნიკო მუსხელიშვილი, ვასილ მჟავანაძე და კონსტანტინე გამსახურდია. მასთან გავიცანი შესანიშნავი მონადირეები და პიროვნებანი: სოსო გველესიანი, სერგო შაიგინოვი, გიული ცხვედიანი, ემზარ თუთბერიძე, აწგარდაცვლილნი: ომარ ნუკრაძე, გივი ცეცხლაძე, ბიძინა იმნაიშვილი, ოთარ ვაჩაძე. ჩემი თაობის თბილისელი მონადირეებისათვის ეს სახელები ძალიან ბევრს ნიშნავს. ძალიან მიყვარდა სოლოლაკში ძია ლევანის მყუდრო სახლსა და ეზოში ყოფნა, მისი საინტერესო საუბრის მოსმენა. იგი არაჩვეულებრივი მთხრობელი იყო და ბევრი რამ, რაც გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს იბეჭდებოდა, ძია ლევანისგან მაქვს მოსმენილი; რევაზ გაბაშვილის მოგონებანი, 1918-1924 საქართველოში მომხდარი ამბები. მახსენდება მისი ნაამბობი; კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიებთან ერთად ნადირობისას, როგორ აუცდენლად ისროდა თხუთმეტიოდე წლის ზვიად გამსახურდია. ერთხელ ვასილ მჟავანაძესთან ერთად მწყერზე ნადირობისას, ერთ მონადირე მეორეს მსუბუქად დაუჭრია საფანტით. ცეკას პირველ მდივანს ნადირობისთვის თავი დაუნებებია და საკუთარი ხელით უღებდა დაზარალებულს საფანტს ზურგიდან.  ძია ლევანი კარგი მოქართულე გახლდათ.  იგი აღშფოთებული ამბობდა ხოლმე ” როგორ წაიბილწა ქართველმა ენა, მეგობარი მეგობარს გოთვერანოს ეძახისო”. თვითონ საოცრად უშურველი და გულუხვი ქართველი სხვის სიხარბეს ვერ იტანდა, განსაკუთრებით ნადირობისას: ”ერთი მწყრით მეტი, რომ მოკლან ძაღლს სულს ხდიან და პაპანაქებაში ანადირებენ. ძაღლს შვილივით მოვლა სჭირდება. უპირველესად მონადირე ძაღლის ნადირობის სტილით უნდა დატკბე: ნაბულზე მდგომს ნელა მიუახლოვდე, ფრინველის ჩამოგდების შემდეგ ძაღლი დააწვინო, შენც ჩამოჯდე და ერთი ღერი პაპიროსი გააბოლო, ათი წუთით შენც დაისვენო და ისიც დაასვენო. ასე ესმოდა ძია ლევანს ნადირობა. ერთ რამედ ღირდა, ”ცარსკებსა” და ”გალიფეში” გამოწყობილი ძია ლევანის ცქერა მონადირე ძაღლების ექსპერტიზისას, საველე გამოცდისა თუ შეჯიბრებაზე.  ძია ლევანი ნათელი მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ შეიძლება კაცმა ღირსება შეინარჩუნოს ნებისმიერ დროსა და მდგომარეობაში.   ნათელში ამყოფოს უფალმა ბატონ ლევან ციციშვილის სული.                                                                                                                                                           ...”ნაკლის დანახვა ყველას შეუძლია მთავარია ძაღლში დადებითი დაინახო”...                                                          სერგო შაგინოვი: როდესაც კოჭლი კურცჰაარით მწყერზე ნადირობის ნახვით გულანთებული, 14 წლის ბიჭი, ლეკვის შესაძენად კითხვა-კითხვით მონკავშირში მივედი ხმელ-ხმელ, გალიფესა და ჩექმებში გამოწყობილ, მამისტოლა კაცთან მიმაგზავნეს. ასე გავიცანი ლევან ციციშვილი. ბატონი ლევანი სერიოზულად მოეკიდა ჩემს სურვილს და ყურადღებით მომისმინა. მე კურცჰაარის ლეკვი მინდოდა, სხვა ჯიშის მეძებარი არც მენახა და არც მსმენოდა. აღმოჩნდა, რომ იმ დროს კურცჰაარის ლეკვები არავის ყავდა და მოცდა მომიწევდა.  სანაცვლოდ ძია ლევანმა პოინტერი შემომთავაზა, მაგრამ მე მაინც ჩემს აზრზე ვიდექი. ერთ დღესაც, ციციშვილმა სახლში ბროშურა გამომატანა, რომელშიც მეძებრის ჯიშების შესახებ ეწერა, შევუდექი ფულის შეგროვებას, ბუდრუგანის აწყობას და ბროშურისთვის, მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ მოვიცალე. ჯიშების აღწერა პოინტერით იწყებოდა; მას მოჰყვებოდნენ სეტერები, კურცჰაარი კი სადღაც ბოლოში აღმოვაჩინე. ლეკვისთვის სული მიმდიოდა, მაგრამ ნანატრ კურცჰაარს უნდა დავლოდებოდი. ისევ შემოთავაზებული პოინტერის ლეკვი გამახსენდა და მისი დახასიათებაც გადავიკითხე. ის საუკეთესოდ იყო წარმოჩინებული მინდვრის მეფედ აღიარებული და ა.შ. ახლა უკვე ამ ჯიშისკენ გადაიხარა ჩემი არჩევანი და თანაც ლეკვის შეძენაც ახლავე შემეძლო. ბევრი აღარ დავაყოვნე, ძია ლევანთან გავიქეცი და ლეკვი ავიყვანე. როგორც პირველი თაობის კინოლოგების დიდი უმრავლესობა, ლევან ციციშვილიც პოინტერისა და ინგლისური სეტერის ტრფიალი იყო. მან ისე დამიხასიათა პოინტერის თვისებები, რომ ამ ჯიშის არჩევანში ეჭვი აღარ მეპარებოდა. 18-19 წლისა ვიქნებოდი, როცა ძია ლევანის გარემოცვაში გავიგე პირველად ტყის ქათმისა და მასზე ნადირობის შესახებ. ამ თემას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ და ყური, იმასაც მოვკარი, რომ კარგი საქათმე ადგილები თეთრი წყაროს რაიონში იყო. დავინტერესდი და მეორე დღეს ორთაჭალში ციხეებთან ავტობუსში ჩავჯექი, რომელიც ამ რაიონის მიმართულებით გადიოდა, ალალბედზე ჩამოვედი მარნეულის გადასახვევთნ.  იქვე, პატარა ღელე ჩამოდიოდა რომელსაც გასწვრივ ბუჩქნარი მიყვებოდა და სწორედ იქ მოვინადირე ჩემი პირველი ქათამი. ისე გამიხარდა, რომ ნადირობა აღარ გავაგრძელე და თბილისისაკენ გამოვეშურე. იმავე საღამოს ჩემი ნანდირევითურთ, ძია ლევანს მივადექი შინ და რომ გაიგო, სად ვინადირე ასე მითხრა: ”შვილო მაგ რაიონის საუკეთესო საქათმე ადგილას ყოფილხარო”. მას შემდეგ რამდენჯერაც იმ ადგილებში მოვხვდებოდი ხოლმე ძია ლევანი მახსენდებოდა. საველე გამოცდაზე, ჩემს მიერ პირველი გაყვანილი ძაღლიც ძია ლევანმა შეამოწმა.   მაშინ, საველეები ყოფილი ზოოვეტის ტერიტორიაზე ტარდებოდა. საექსპერტო კომისიაში აგრეთვე შედიოდნენ პაჭუ ჟორდანია და გივი ცეცხლაძე. ჩემმა რიგმა რომ მოაღწია, უკვე საკმაოდ ცხელოდა და ძაღლი გავუშვი თუ არა წყლის მოსაძებნად გაიქცა. ჩემს პოინტერს ამ ადგილებში ვგეშავდი და კარგად იცოდა სად იყო წყალი. ძია ლევანი მეუბნება: ძაღლს დაუძახე. მე ვპასუხობ: მოწყურდა და სანამ არ დალევს არ მოვა მეთქი.  ახალგაზრდობისა და გამოუცდელობის გამო, მაპატია ეს შეცდომა და ძაღლის მოსვლას დაველოდეთ. თუმცა შემდეგ ნაბულიდან ამოფრენილ მწყერს გაეკიდა და ძია ლევანი იძულებული გახდა მაინც მოეხსნა ჩემი ხვადი. ვაკეში, მონკავშირის პრეზიდიუმის ეზოში ძაღლების გამოფენა ტარდებოდა. ამ გამოფენის შესახებ, მანამდე არაფერი მსმენოდა და როდესაც მივედი, ასეთი სურათი დამხვდა; ღია ადგილზე ცენტრში, ძია ლევანი დგას და მის გარშემო, წრეზე ძაღლები დაჰყავთ მფლობელებს. რათქმაუნდა, ეს იყო ჩვეულებრივი რინგი და ექსტერიული ექსპერტიზა მიმდინარეობდა. მაშინ გადავწყვიტე, რომ მომავალში მსაჯი გავხდებოდი. რამდენიმე წლის შემდეგ როცა უკვე მეგონა, რომ საკმაოდ კარგად შევისწავლე ძაღლის ექსტერიერი, ძია ლევანთან მოყვანილი მეძებრის შეფასების დროს, ვაქტიურობდი და ხმამაღლა ვამბობდი ჩემს აზრზს, ვუთითებდი იმაზე, რაც ექსტერიულ ნაკლად მიმაჩნდა. მაშინ ძია ლევანმა ასე მითხრა: შვილო, ნაკლის დანახვა ყველას შეუძლია, მთავარია ძაღლში დადებითი დაინახო და მხოლოდ ეს უთხრა პატრონს.  ერთხელ ერთი კაცი მოვიდა და გვითხრა: გამოფენაზე ძაღლი დამიწუნეს და თუ შეიძლება გამარკვიეთ, მართლა დასაწუნია თუ არაო.  ძაღლს არასწორი თანკბილვა აღმოაჩნდა. თავისი ხათრის გადამკიდე, ძია ლევანს სიმართლის თქმა მოერიდა და გამოუვიდა, რომ ძაღლი შეუქო. გახარებული პატრონი მსაჯის მოსაძებნად გაიქცა ჯავრის ამოსაყრელად და სხვები დროულად, რომ არ ჩარეულიყვნენ, ეს ამბავი კარგად არ დამთავრდებოდა.  იმ წელს, სანადირო ძაღლების გამოფენა წერეთელზე, მაშინდელ ”ვედეენხას” ტერიტორიაზე ტარდებოდა. ძია ლევანს კატარაქტის ოპერაცია ახალი გაკეთებული ქონდა და პრაქტიკულად ვერ ხედავდა. მიდიოდნენ, ესლამებოდნენ, სმენით ყველას სცნობდა. მზის გულზე სკამზე იჯდა, პირველად ვნახე ჩექმების გარეშე და რატომღაც ცუდად მენიშნა. იმ ოპერაციის მერე ვეღარ მოკეთდა. ლევან ალექსანდრეს-ძე ციციშვილი, ქართველი კინოლოგების ერთერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლდათ. იგი იყო დიდი კულტურისა და შეგნების მქონე პიროვნება, თავისი ქვეყნის სიყვარულით განსჭვალული კაცი, საკავშირო კატეგორიის ექსპერტ-კინოლოგი, მეძებარ ძაღლებზე და ნადირობაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი. ვისაც იგი ახსოვს არასდროს დაავიწყდება, განუყრელ გალიფესა და მუდამ გაპრიალებულ ქრომის ჩექმებში გამოწყობილი ძველი კავალერისტი, ყელთან ბოლომდე შეკრული კიტელით. ძია ლევანმა ბევრ ახლგაზრდაზე, მათ შორის ჩემზეც, როგორც მონადირისა და კინოლოგის ჩამოყალიბებაზე, დიდი გავლენა იქონია. მეც ინგლისური პოინტერის თაყვანისმცემელი ვარ, მიყვარს ტყის ქათამზე ნადირობა, მეძებრის გეშვა და საველე შეჯიბრებები ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა. მეამაყება, რომ თითოეული ამ თემის გაცნობა, შესწავლა და ჩემი პირველი ნაბიჯები სწორედ ძია ლევანთანაა დაკავშირებული.                                                                                                                   


წყარო:
კატეგორია: გამოჩენილი ქართველები | დაამატა: giohunt1982 (25.05.2013) | ავტორი: ჟურნალი ”ნადირობა თევზაობა” №2 2013
ნანახია: 4306 | ტეგები: cicishvili, monadire, ლევანი”, ლევან, Levan, ”ძია, ციციშვილის, გახსენება, nadiroba | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика