გოდერძი ჩოხელი დაიბადა 1954 წლის 2 ოქტომბერს, დუშეთის რაიონის სოფელ
ჩოხში. სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ფასანაურის
საშუალო სკოლაში. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო
თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, 1974 წლიდან
კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაამთავრა. იმავე წელს
მიიღეს კინოსტუდია ქართულ ფილმში" დამდგმელ რეჟისორად. 1981 წლიდან
მწერალთა კავშირის წევრია, ხოლო 1980 წლიდან კინომატოგრაფისტთა კავშირის
წევრი. 1997 წლიდან იბეჭდება მისი მოთხრობები ჟურნალ-გაზეთებში. 1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი წერილი
ნაძვებს". წიგნს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა. 1981
წლიდან წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა. გამოცემული აქვს ლექსებისა და
მოთხრობების კრებულები: ბინდისფერი სოფელი", თევზის წერილები", შემინახე,დედაო მიწავ!", სულეთის კიდობანი", არჩევნები სასაფლაოზე". ლექსების კრებული ბედი მდევარი", მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე შავი არაგვი", რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: მგელი", და მღდვლის ცოდვა". გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს ფილმები: ნამეხარი მუხა", ადგილის დედა", 1982 წელს გერმანიაში ქ.ობერჰაუზენში,მოკლემეტრაჟიანი საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო გრანპრი.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!