ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » ნაწყვეტები წიგნებიდან    

ორი მონადირე (ნაწყვეტი რომანიდან ”ადამიანთა სევდა”) გოდერძი ჩოხელი
შუაღამე ის ის იყო გადავიდა,  რომ სოფელ ნისლაურთიდნ ორი მონადირე
გამოვიდა ფეხაკრებით და საჯიხვეებისაკენ შეუყვნენ აღმართს. 
ორივე ახალგაზრდა იყო.  ორივე ჩუმად მიდიოდა.  გათენებამდე ხმაამოუღებლად
იარეს.  ჭიუხის ძირში გაუთენდათ და დასხდნენ.  ზურგზემოკიდებული გუდები
მოიხსნეს და ერთმა ხავიწი ამოიღო,  მეორემ _  მშრალად მოხარშული ხორცი. 
დანაყრდნენ,  იქვე,  ქვის ძირში ცივი წყარო გამოდიოდა.  დალიეს.  თითომ პეშვი
დალია. 
_ ბევრი წყალი მუხლს ჭრის ადამიანს, თქვა ერთმა. 
მეორეს ხმა არ ამოუღია. გუდები მოიკიდეს და კლდის ქიმს აჰყვნენ. 
ერთს გაგი ერქვა, მეორეს _ ჯარჯი. 
ორივეს ერთ ქალიშვილი უყვარდა და იმ გოგოს იამზე ერქვა. 
ჯარჯიც იამზეზე ფიქრობდა, გაგიც. 
იამზეს ჯარჯი უყვარდა. გაგიმ იცოდა ეს. 
ჯარჯიმ იცოდა, რომ ამ წუთში გაგი იამზეზე ფიქრობდა. გაგიმაც იცოდა ჯარჯის
ფიქრი. ჯარჯის გულის სიღრმეში ენანებოდა კიდეც გაგი, მაგრამ.. 
ერთი კლდის წვერზე დარჩა, მეორემ უკნიდან წამოუარა კლდეს და ჯიხვების ფარა
აქეთ წამოაფრთხო. გაგიმ ესროლა და თიკნის დედა მოკლა. თიკანი აღარ გაქცეულა, 
დედასთან დარჩა და თვალების ლოკვა დაიუწყო. 
იმათ გაატყავეს ჯიხვი და გამოქვაბულში წავიდნენ ღამის გასათევად. 
იმ ღამეს ქარი ამოვარდა და ღრუბლები გადმორეკა გუდამაყრის ხეობაში. 
ჩამობნელდა.  გამოქვაბული ცეცხლის შუქით იყო განათებული.   ჯიხვის ციკანმა
ერთხელ შემოიხედა შემოსასვლელიდან და გაიქცა.  ნაღვერდლებზე სამიამოვნოდ
შიშხინებდა გულ ღვიძლი და კრიალა ჰაერს მწვადის სუნი ერეოდა.  მონადირეები
ისევ ჩუმად ისხდნენ. 
გამოქვაბულის შემოსასვლელში ნარი იყო ამოსული და ლურჯად ყვაოდა.  ქარი
უბერავდა და აქეთ იქით აქანავებდა. 
_ ხედავ სადამდე ამოსულა? _ თქვა ჯარჯიმ. _ რა? _ იკითხა გაგიმ. 
_ ნარი. 
გაგიმ თოფში ტყვია ჩადო და გაიღიმა. მერე ჯარჯის უთხრა: 
_ ეხლა რომ მოგკლა, ხომ ვერავინ გაიგებს. 
_ რას ვერ გაიგებს? _ გაიცინა ჯარჯიმ. 
_ იმას, რომ მე მოგკალი, _ ისევ გაეცინა გაგის. 
_ აი, იმ ნარს ხომ ხედავ? 
_ _ ვხედავ. 
_ აი, იმ ნარს ვათქმევინებდი, რომ შენ მომკალი. 
_ გაგიმ გაიცინა და თოფიდან ტყვია ამოიღო. 
ჯარჯიმ ცეცხლს შეშა დააყარა და მწვადები წამოაცვა ჯოხზე.  ზურგით გაგისკენ
იყო შემობრუნებული. 
უცებ დაიგრიალა თოფმა და ჯარჯი პირქვე ჩაემხო ცეცხლში. 
ჯერ გულაღმა დააწვინა გაგიმ მკვდარი.  მერე თვალები დაუხუჭა და ხელები
გულზე დაუწყო. 
ქარი ქროდა და მთელი ღამე აქეთ იქით აქანავებდა შემოსასვლელში ლურჯად
გაყვავებულ ნარს. 
გათენებისას არ გადაიწმინდა. სიბნელიდან თეთრად ამოიკვეთნენ მყინვარები. 
გაგიმ მკვდარი აიკიდა და ზემოთ წაიღო.  შუადღემდე ზურგით ატარა. 
მყინვარებში რომ ავიდა,  აქ ყინულის დიდ ნაპრალში დამალა.  ზემოდან სიპები
დააყარა, მერე ყინულები. 
ხუთი დღე ჭიუხებში იხეტიალა. ღამეს გამოქვაბულში ათევდა. მერე შინ წამოვიდა, 
თან მოკლული ჯიხვი წამოიღო. 
_ რა იქნა ჯარჯიო, _ ჰკითხეს. 
_ არ მოსულაო?! _ გაიკვირვა. 
_ არაო, _ უთხრეს. 
_  სამი დღეა, რაც ჯარჯი შინ წამოვიდა.  მოკლული ჯიხვი წამოიღო.  მე ჯიხვების
ფარამ გამიტყუა, _  თქვა,  ჯიხვი დააგდო და ისევ უკან გაბრუნდა ჯარჯის
საძებნელად.  ჯარჯის ძმებიც თან გაჰყვნენ.  იმ ადგილზე,  სადაც მკვდარი ჰყავდა
დამალული, რამდენჯერმე ზემოდან გაიარ გამოიარეს. 
ვერსად ვერ იპოვეს. 
თხუთმეტი წლის მერე,  ნისლაურთ სოფელში,  შემოდგომით,  ზამთრის პირზე
ხარებით ძნასა ლეწავენ ქალი და კაცი. 
კაცი გაგი არის, ქალი იმისი ცოლი, იამზე. გაგი უკვე ხანშია შესული. 
მერე ცოლი და ქმარი ჩალაში მიიშლის ნაბდებს და დასაძინებლად წვებიან. კალოს
შემოსასვლელში ნარი ამოსულა და ქარი აქეთ იქით აქანავებს. 
კაცს გაეცინა. 
_ რა გაცინებს? _ ჰკითხა ცოლმა. _ არაფერი, _ თქვა გაგიმ. 
აღარ მოეშვა ცოლი, მითხარი, რატომ გაიცინეო.  გაგი არაფრით არ ამბობდა. აღარც
ღამე მოასვენა ცოლმა. გაგიმ იფიქრა, ჩემი ცოლია, მას მერე თხუთმეტი წელია გასული
და, მერე რა, ვეტყვიო. 
_ აი, იმ ნარს ხომ ხედავ? 
_ ვხედავ, _ თქვა ქალმა. 
_  მაგაზე გამეცინა.  ჯარჯიმ მითხრა,  რომ მომკლა ნარს ვათქმევინებ,  რომ შენ
მომკალიო. იმიტომ გამეცინა. ნარს რისი თქმა შეუძლია. 
მორე დილით ცოლი აღარ დახვდა გვერდით.  გაგის ზემოთი ბანიდან ფეხის ხმა
მოესმა. აიხედა. ჯარჯის ძმას მოჰკრა თვალი. 
იმავე წუთში თოფმა იგრიალა და სანამ მთლად წაერთმეოდა ამქვეყნიური
ხილვები,  ერთხელ კიდევ უკანასკნელად,  კალოს შემოსასვლელში,  ნარს მოჰკრა
თვალი გაგიმ. 
ქარი ქროდა და ნარს აქეთ იქით აქანავებდა.


წყარო: http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000153/Adamianta%20sevda.pdf
კატეგორია: ნაწყვეტები წიგნებიდან | დაამატა: giohunt1982 (23.11.2012)
ნანახია: 4683 | კომენტარი: 5 | რეიტინგი: 5.0/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 5
+1   Spam
5 77777   (10.12.2012 00:33:02) [მასალა]
ისეთი ძილით მინდა მეძინოს,
რომ დამესიზმროს, იმქვეყნად რაა _
ქარი თუ წვიმა?
ყინვა თუ სითბო?
თუ არაფერი, რაც კაცს გააჩნდა
ამ ქვეყანაზე,
ძვალ-ხორცის მეტი?
ვაიმე,
მტკივა!
ეს რა ვთქვი, ღმერთო?!
— გოდერძი ჩოხელი

+1   Spam
4 aragveli   (25.11.2012 17:48:37) [მასალა]
უბრალო გლეხური ენით დაწერილი , სულში ჩამწმდომი, დიდი სიბრძნე.

+1   Spam
3 77777   (25.11.2012 14:47:16) [მასალა]
სიკვდილი ადამიანად არ ყოფნის სევდაა!(გოდერძი ჩოხელი).

+1   Spam
2 butatino   (25.11.2012 14:19:39) [მასალა]
ჩემი საყვარელი მწერალი, ადამიანი რომელისაც შეუძლია ყოველი არსების სულიერი სამყარო დაგვანახოს, აღფრთოვანება ვერ დავმალე როცა ჩოხელის მგელი წავიკითხე პირველად 23_30_126

+1   Spam
1 aragveli   (25.11.2012 14:14:42) [მასალა]
როგორ მიყვარს გოდერძი, მთელი თავისი შემოქმედებით 23_30_126 166 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика