ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » ნაწყვეტები წიგნებიდან    

დებედაჩაის ღამე
                                         დებედაჩაის ღამე

პაოლო იაშვილი და მე თბილისში, ჯაფარიძის ქუჩაზე, ერთ სახლში ვცხოვრობდით.
კარის მეზობლები ვიყავით. ერთმანეთს ყოველდღე ვხვდებოდით და საღამოს ჟამს ბაღში გასვლა და იქ საუბარი გვიყვარდა.
სახლის უკან პატარა მყუდრო ბაღი იყო გაშენებული, მეორე სართულის გასწვრივ.
საკმაოდ დიდი უნაბის ხეები ფართო ჩრდილს აფენდნენ. დილით მწუხრში ბაღიდან შაშვების გალობა მოისმოდა და წვიმის შემდეგ ჩვენი ბინების ღია სარკმლებში სველი მიწის, მჭკნარი ფოთლების და ყვავილების სურნელება შემოდიოდა.
მოსკოვიდან ჩემდამი მოწერილ ერთ-ერთ ბარათში პაოლო მწერდა:
       „თუ ცოცხალია შაშვების დასტა 
        და  დარჩა ბაღში მათი საკვები
        თუ ჩემს მედეას დაეტყო გაზრდა
        და ისევ არის ჩემი საქები?!“

გვიან ღამით, როცა ყველას ეძინა, ჩვენ ორნი ვისხედით ბაღში, ვიგონებდით გიმნაზიაში ერთდ გატარებულ წლებს, ჩვენს სიჭაბუკეს, პირველ სიყვარულს, პირველი დაბეჭდილი ლექსით გახარებას. რამდენიმე მეგობარი უკვე ცოცხალი აღარ გვყავდა. შემოდგომის დღეები თანდათან ჩვენც გვიახლოვდებოდნენ, ფოთლები ცვენას იწყებდნენ...
სახეზე პირველი ნაოჭები, თმაში შემოპარული ვერცხლი, სევდიანი გამოხედვა, ოდნავ მოღლილი ნაბიჯი...   და ყოველივე ამის დაგვირგვინება ბეთჰოვენისებური ტრაგიზმით წარმოშობილ ლექსებში:  „ პოეზია“,    „ლირიკული მისამართები“.
      „მაგრამ ვინ იცის, რა ცეცხლშია გამოხვეული
       ეს ჩემი ტვინი დასაქცევი, ტვინი ვერანი.“
წვიმები შრიალით, მოწეული ხილის სურნელებით და მთვარიანი ღამეებით დასეირონობდა ნოემბერი თბილისის ქუჩებში.  ჰაერი ზოგჯერ უძრავი იყო და სამხრეთით გადახრილი მზე ირიბულად აფრქვევდა ოქროს. ჩამუქებული ცა ლურჯ ხავერდივით ზეგადაკროდა თბილისს.  ცასავით ლურჯი მტკვარი ჩუმად მოედინებოდა და მტრედები ფრთების ტკაცუნით დანავარდობდნენ ქაალაქის ზემოთ. რძისფერ ბურუსში გახვეული ოდნავ მოჩანდა მამადავითი, ნარიყალა, მეტეხი.
ქუჩები მოფენილიყო მეწამული და ბაჯაღლოსფერი ფოთლებით, რომელთა შორის უფრო გამოირჩეოდნენ ფართო თათებით გაშლილი ჭადრის ფოთლები.    ბუნება, განაბული და განაზებული, თითქოს მოელოდა ზამთარს, რომლის მოახლოებული სუნთქვა იგრძნობოდა ღამის ჰაერში. 
 -ხვალ სანადიროდ წასვლას ვაპირებთ, უშენოდ წასვლა არ მინდა.- მითხრა პაოლომ, -წამოხვალ?
-რატომ მაინცდამაინც ხვალ?
-ხვალ შაბათია. კვირას ვინადირებთ და კვირასვე შინ დავბრუნდებით. რაიმე საქმე ხომ არ გაბრკოლებს?  -ირონიულად მკითხა და ხელი მხრებზე მომხვია.
-სად მივდივართ, ვინ იქნება ჩვენს გარდა?
-სადახლოსაკენ მივდივართ. მოდიან ჩემი სიმამრი გიორგი ილიჩი (სერებრიაკოვი), ძაღლების ცნობილი მწვრთვნელი ორბელიანი, მელიქიშვილი და ჩვენი პაჭუ ჟორდანია.
ყველას ამათ შენ კარგად იცნობ. შესანიშნავი მსროლელი, რომელიც როგორც მოგეხსენება, თოფს სახლებსაც კი არ აცილებს.
-მოვდივარ!
-ღამეს ნაცნობ თათრის ოჯახში გავათევთ.  კარგად მოგვასვენებს და დროსც კარგად გავატარებთ.
-ერთი რამ მაშინებს...  
-რა გაშინებს?
-პაჭუ ჟორდანიას და შენი ჩასვლა თუ შეიტყვეს, კაკბებს და კურდღლებს ვეღარ ვიხილავთ თვალით, დაფრთხებიან, გადაიხვეწებიან...
პაოლოს გაეცინა:
-მით უფრო, - მიპასუხა მან, - თუ თვალი ისეთ სნაიპერს მოჰკრეს, როგორიც შენ ხარ...
მზე უკვე ჩასული იყო, როცა სადახლოს ჩავედით და ერთი თათრის კარმიდამოს მივუახლოვდით. შუა ხნის გამხდარი და სათნო სახის კაცი ღიმილით შემოგვეგება და სახლში შეგვიპატიჟა. გადავეცით მისთვის წამოღებული საჩუქრები -კარი თამბაქო და ჩაი.
ნასიამოვნებმა მასპინძელმა მადლობა ქართულად გადაგვიხადა, ძაღლები ჩამოგვართვა და სავახშმოდ მიგვიპატიჟა.
ნავახშმევს იუსუფმა დიდ ოთახში მიგვიწვია, სადაც ჩვენთვის იატაკზე, რომელიც ჭილოფით იყო მოფენილი, უკვე ფართოდ გაეშალათ ლოგინი. 
არაჩვეულებრივ მშვიდი და თბილი ღამე იყო. ვარსკვლავებით მორთულ ცაზე ამოწვდილ ხმალივით ხშირად გაიელვებდნენ ხოლმე მეტეორიტები და დებედაჩაის შორი შხუილი ეალერსებოდა სმენას. ჰაერი გაჟღენთილი იყო ყველასთვის ნაცნობი, რაღაც უხილავი კალიებისა და მწერების განუწყვეტელი რუალით, რომელიც მჭვრეტელი ადამიანის სულში გამოუთქმელ მარადისობაზე მეტყველ გრძნობას ბადებს.
ჩვენი ოთახის კარი პირდაპირ აღმოსავლეთისაკენ იღებოდა. იგი ნახევრად მიხურული დავტოვეთ, რათა ალიონის პირველი სხივები არ აგვცდენოდა. მე და პაოლო გვერდიგვერდ ვიწექით, დაღლილებს მალე ჩაგვეძინა იმ აბნეული და ტკბილი ძილით, რომელიც მხოლოდ მონადირეებს და მთასვლელებს ჩვევიათ. კერ კიდევ ძლიერ ადრე იყო, როცა გამომეღვიძა.  აივანზე გავედი, მთვარე უკვე ჩასული იყო. იკანკლედი სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ ჰაეროვან ფრთასავით იყო გაშლილი. წვრილი და დიდი ვარსკვლავების სიმრავლით ავსებული ცის აუზი თრთოდა, სუნთქავდა და თითქოს აპირებდა მთელი თავისი სიდიადით და მარად გამოუცნობი საიდუმლოებით დაშვებულიყო ძირს და ნუგეშის მოსანიჭებლად შეხებოდა ადამიანთა იმედებით, ცოდვებით, სევდებით და სიკვდილთან ბრძოლით დაღლილ მიძინებულ დედამიწას...    უცნაურმა გრძნობამ დამიმონა, დამათრო, დამაწვინა და ისევ ძილში გამრია.
კარის გაღების ჭრიალმა მე და პაოლო ერთად გამოგვაღვიძა. ორთავ გულაღმა მწოლიარე აღმოვჩნდით და ორივემ ერთად გავახილეთ თვალი. აღმოსავლეთის ჯერ კიდევ მკრთალ, მაგრამ უკვე ვარდისფრად ალეწილ ფონზე, რომელიც კარის ვიწრო ჩარჩოში იყო ჩასმული, როგორც ჯადოსნურ მხატვრის სურათი, იდგა გოგონა.  იგი 14-15 წლისა იქნებოდა, მეტის არა, ფეხშიშველა, მსუბუქ კაბაში, რომელიც ნაზად ეკვროდა მის უნაკლო ქალწულ ტანს, იგი იდგა გაღიმებული ჩვენს წინ, როგორც მომხიბლავი მოჩვენება, როგორც ოცნება ხორცშესხმული; ჯერ კიდევ არავისგან ხილული. ორთავემ თვალებში ხელი ამოვისვით, ერთმანეთს გადავხედეთ, ხელზე პაოლოს ჟრუანტელი ვიგრძენი...   არასოდეს არც მანამდე, არც შემდეგ, არ მიხილავს ასეთი სრულყოფილი მშვენიერება. ეს იყო გასაოცარი შერწყმა ჯერ კიდევ არასრული გაფურჩქვნისა, ნაკვთების სინატიფისა, უმანკოებისა. მისი ნორჩი სხეული, მისი სინაზე უცნაურად ემთხვეოდა და უერთდებოდა ჯერ კიდევ მთვლემარე ბუნების მშვენიერებას, ვარდისფრად მსუნთქავ ჰაერს.
ყოველივე ეს რამდენიმე წუთს გრძელდებოდა. შემდეგ მოჩვენება გაქრა. გოგონამ კარი ფართოდ გააღო, ფეხით შეასწორა კარი, ან აკეცილი ჭილოფი, კვლავ გაგვიღიმა, შებრუნდა და აივანზე, სადღაც მახლობლად, ისვე ჭილოფზე მიწვა.
ერთხანს ამ სურათით თითქოს გაქვავებულნი უძრავად ვიწექით, ხმას არ ვიღებდით, ჩვენს ამხანაგებს ჯერ კიდევ ეძინათ. უეცრად საწოლიდან ელვასავით წამოიჭრა პაოლო, დადგა გაღებული კარის ზღრუბლზე და აღტყინებული ხმით დასძახა მძინარე მონადირეთა ბანაკს:
ამხანაგებო, უკვე გათენდა!...
იმ დღეს კარგად ვინადირეთ, პაოლომ ოთხი კაკაბი და ორი კურდღელი მოკლა. მე -ორი კაკბით მეტი. დანარჩენების ნადავლი უფრო ცუდი აღმოჩნდა. აღმართში სიარული უჭირდათ პაოლოს სიმამრს და ორბელიანს. ბევრსაც აცილებდნენ -განსაკუთრებით კაკბებს.
სხვებზე უკეთ შედეგს მაინც გამოცდილმა ძველმა მონადირემ მელიქიშვილმა მიაღწია- სამი კურდღელი და ორი კაკაბი მოკლა.  მთელი დღის განმავლობაში პაოლო მეტწილად დუმდა და შეკითხვებზე პასუხს ძუნწად იძლეოდა.  მე კარგად ვიცოდი თუ რას ნიშნავდა მისი აბნეულობა და დუმილი, ამიტომ არ ვაწუხებდი შეკითხვებით და საუბრით.
თბილისში გვიან ღამით ჩამოვედით. გამარჯვებულნი შინ შევედით. ჩვენი „ტროფეები“ მეზობლების დასანახავად აივნის ბოძებზე ჩამოვკიდეთ, რათა თავიდან აგვეცილებინა მათი შაბლონური დაცინვები და შეკითხვები.
მეორე დღეს, ღამით გულმკერდგაღეღილი, თმებაბურდული პაოლო შემოიჭრა ჩემს ოთახში და თავისი მშვენიერი „დებედაჩაის ღამე“ წამიკითხა, რომლის მუსიკა ამის მსგავის ლექსი ჩვენ ვგონებ, არც მოგვეპოვება.   აი ეს ლექსიც:
               სავსე მნათობმა,
              როგორც გართობა,
             ისე გასტოპა
             ვარსკვლავთ ჩქერები
             და შუაღამის მყუდრო მხატვრობა
             გაახალისა ვერცხლის ფერებით.
             ნელი შერხევა
             იწყეს ვერხვებმა,
             შუქს ეხერხება მათთან თამაში,
            დიდი სიჩუმე უხმო მეხებად
            ჩაბუდებულა კლდის აკლდამაში.
            სივრცე მედგარი
            გახდა ნეტარი
            მესამედ არი-
            ჰყივის მამალი,
            და სილამაზის სულით შემთბარი
           ჯერ გართულია ძილში ტრამალი.
           დილამ ზეციდან სხივი შეგვძინა
           და ჩაეცინა
           თითქოს ქვეყანას,
           როს ჩემს მაგიერ ტკბილად ეძინა
         მონადირეთა დაღალულ ბანაკს.
         ფიქრში წასული,
         შემოგარსული
         მოვსწყდი სასთუმალს
         სხივივით ჩქარი,
         ვხედავ, მასპინძელ თურქის ასულმა
         უკვე განთიადს გაუღო კარი.
        შემომაცქერდა, გული აძგერდა,
       როგორც ასკერთა ბრძოლაში მიწა,
       შებრუნდა როგორც თევზი ფაცერთან
       და მოშრიალე ჭილოფზე მიწვა.
       რა მექნა განა?
       მთელი ქვეყანა
       ულხინეს ნანას
       წარმოადგენდა...
      და გადავძახე მძინარე ბანაკს,-
      -ამხანაგებო, უკვე გათენდა!
..............................................................................................
მწუხარე, საბდისწერო დილით, თავდახრილი  და  მგლოვიარე შორიახლო  მივყვებოდი პაოლოს  ცხედარს  სასაფლაოზე. ასევე  თავდახრილი და თვალცრემლიანი მივდივარ  გაზაფხულზე  დიდუბის  პანთეონში და  ვტოვებ მის  საფლავზე ბროწეულის  ყვავილს, რომელიც  მას  ასე უყვარდა.
 
 
                                                          კოლაუ ნადირაძე,  „რაც  ლექსად ვერ  ვთქვი“
                                                          (ნაწყვეტები)

ეს ნაწყვეტები მინდოდა გამეზიარებინა თქვენთვის, იმის აღსანიშნავად, რომ ნადირობისას მრავალი შედევრი „ჩასახულა“ და შემდგომ ფურცელზე შობილა!
მრავალი ნაწარმოების დაბადებას შეუწყო ხელი ნადირობისას, მონადირულმა განცდებმა!
ბოლო ნაწყვეტი კი იმის აღსანიშნავად, თუ როგორი ძმაკაცობა და მეგობრობა იციან ნამდვილმა მონადირეებმა!   (გიორგი სარიშვილი)


წყარო: http://www.bazieri.ge
კატეგორია: ნაწყვეტები წიგნებიდან | დაამატა: giohunt1982 (29.05.2015)
ნანახია: 4047 | კომენტარი: 7 | ტეგები: დებედაჩაის, ღამე | რეიტინგი: 5.0/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 7
+1   Spam
მე მივიტანე წელს ბროწეულის ყვავილი პაოლოს საფლავზე...

0   Spam
6 axotnik007   (07.07.2015 15:27:42) [მასალა]
კიდევ ერთხელ , და მილიონჯერ !!! მეამაყება ,რომ ქართველი ვარ.. 10 10

0   Spam
5 monadire777(temo)   (11.06.2015 14:40:04) [მასალა]
166

0   Spam
4 nanohunt2000   (10.06.2015 20:42:21) [მასალა]
10 10 10 gimili

0  
3 akson777   (04.06.2015 21:31:40) [მასალა]
კარგია 166

0   Spam
2 davidovich   (04.06.2015 19:51:13) [მასალა]
ღირს ნადირობა ასეთ ხალხთან

0   Spam
1 77777   (29.05.2015 15:08:27) [მასალა]
10 10 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 7
    სტუმარი: 7
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика