თხუთმეტ წელიწადზე მეტი იქნება მას შემდეგ, რაც პირველად ვნახე ტარტარენი და , მაინც ისე მახსოვს ის დღე, თითქოს გუშინ იყოო. ან რაღა დამავიწყებს იმ დიდებულ დღეს? სახელოვანი ტარტარენი სწორედ ქალაქის შესასვლელთან ცხოვრობდა, ავინიონის გზაზე, მხარმარცხნივ, მესამე სახლში. პატარა კოპწია სახლი ეჭირა, სწორედ ტარასკონულ გემოვნებაზე აგებული: წინ ბაღი, უკან აივანი, თეთრად შელესილი კედლები, ლურჯი ფარდები, და კართან მთელი რაზმი პატარა ბიჭებისა, ზოგი კოჭს თამაშობდა,ზოგს იქვე მზეზე მისძინებოდა. გარეგანი შეხედულებით სახლი საკვირველს არას წამოადგენდა, სრულიად არაფერს! ვინ იფიქრებდა გმირის სახლს შევცქერიო?! და შინ რომ შებრძანდებოდით.... სარდაფიდან ბანამდე სახლს გმირული იერი ჰქონდა, თვით ბაღსაც კი! ტარტარენის ბაღის მაგვარს მთელს ევროპაში ვერა ნახავდით. ერთი ხე არ იდგა, ყვავილი რა არის, ყავილს ვერ ნახავდით აქაური რომ ყოფილიყო; სულ შორეული ქვეყნებიდან მოტანილი მცენარეებით იყო აყვავებული ეს ბაღი და რა გინდა, სულო და გულო იქ რომ არ გენახათ. ტარასკონისათვის ესეც დიდი რამე იყო ქალაქში მხოლოდ რჩეულნი თუ ეღირსებოდნენ, ისიც კვირაობით, ბაობაბის ნახვით დამტკბარიყვნენ და ტარტარენის ხელოვნებით განცვიფრებულიყვნენ! წარმოიდგინეთ რა მღელვარებას, იგრძნობდა გული, როდესაც პირველად მეღირსა ამ საოცარ ბაღზე გავლა. მაგრამ გმირის ოთახში რომ შემიყვანეს...უშველებელ დარბაზს კედლები აღარ უჩანდა! იატაკიდან ჭერამდე იარაღის მეტს ვერაფერს დაინახავდით. რა დროის ან რა ხალხის იარაღი არ იყო იქ; შაშხანები, თოფები, დაშნები, დამბაჩები, და სხვა. ზედ კიდევ ტარასკონული გახურებული მზე ადგა და ისე ელავდა და ბრჭყვიალებდა ფოლადი, რომ ტანში სისხლს გაგიშრობდათ! კიდევ კარგი, რომ ყველა რიგზე იყო დალაგებული, გაწმენდილი, გაკრიალებული, ყველა თავის ალაგას იდო, ყველას თავისი სახელი ეწერა და ისეთი წყობით იყო გამწკრივებული, გეგონებოდათ, აფთიაქში შევედიო აქა იქ ასეთ წარწერასაც ნახავდით: მოწამლული ისარი!.... ხელი არახლოთ! ან არა და: - გატენილია ფრთხილად! თქვენი მტერი! ეს გაფრთხილება რომ არ ყოფილიყო, იქ რა შემიყვანდა?! შუა ალაგას მაგიდა იდგა და ზედ ერთი ბოთლი რომი, თუთუნიანი თათრული ქისა და წიგნები! წიგნებს აევსო იქაურობა! ერთმანეთში არეულიყო ,,კაპიტან კუკის მოგზაურობა” , გუსტავ ემარის და კუპერის რომანები,მოთხრობები ნადირობის შესახებ, ან კიდევ ბაზიერთ ნადირობის შესახებ. მაგიდასთან ერთი პატარა კაცი ბრძანდებოდა ასე 40-45 წლისა იქნებოდა, ტანდაბალი, სქელი. წვერი ჰქონდა, თვალები ანთებოდა.... ერთ ხელში წიგნი ეჭირა, მეორეში სამი ადლის სიგრძე ჩიბუხი.... რაღაც უცანაური ნადირობის ამბით გართულიყო: ქვედა ტუჩი წაეშვირა, თითქოს უხილავ მტერს ურისხდებოდაო, და მის ბუნებრივად მშვიდ, ესე იგი ტარასკონულ სახეს რაღაც საშინელი, სისხლით გაუმაძღარი გამომეტყველება მისცემოდა.... იგივე გმირული გამომეტყველება რაც მთელ სახლს ედო. ეს გახლდათ ტარტარენი, ტარტარენ ტარასკონელი, უშიშარი, დიდებული, შეუდარებელი, ტარტარენ ტარასკონელი. ქალაქი ტარასკონი და ქუდზე მონადირენი მაშინ ტარტარენი ის ძლიერი ტარტარენი კი არ იყო, რაც ახლა ბრძანდება. ახლა მას მთელი სამხრეთ საფრანგეთი იცნობს, ქვეყანაზე გმირობის სახელი აქვს გავარდნილი, მაშინ კი.... მაგრამ ტარტარენი მაშინაც მეფე იყო ტარასკონისა. მოგახსენოთ, როგორ მოიპოვა ეს მეფობა? უნდა იცოდეთ, რომ ტარასკონში ყველა მონადირე გახლავთ, ყველა დიდით პატარამდე. ვნებათა ღელვაო, რომ იტყვიან სწორედ ნადირობა აღელვებდა და ახელებდა ტარასკონელებს. მათ ოდითგანვე გამოუჩენიათ თვი ნადირობით; ზღაპარ-თქმულება მოგვითხრობს, ტარასკონელებმა მედგარი ბრძოლა აუტეხეს ჭაობებში დაბუდებულ გველეშაპსოო... აბა წარსული ამასა ჰქვია აი! ჰოდა გათენდება თუ არა კვირა დღე, მთელი ტარასკონი სანადიროდ მიდის! ზურგზე გუდა ჰკიდიათ, მხარზე თოფი და მიდიან! არის ერთი ძაღლების წკმუტუნი, შოლტის ტყლაშუნი, ძახილი, ჟივილ-ხივილი, მშვენიერი სანახავია... მაგრამ ნადირი კი არსად არის! სრულიად არსად! ხომ სულელია ნადირი და ისიც კი მიხვდა ტარასკონელთა ხასიათს და, რაკი მიხვდა კიდეც მოერიდა. ტარასკონის გარშემო ერთი დღის სავალზე ბეღურა ჩიტსაც ვერსად ნახავთ, არამცთუ მწყერი შეგხვდებათ, ან იხვი, ან კურდღელი. ამასთან, ისიც უნდა იცოდეთ, რა მშვენიერია, რა მდიდარია ტარასკონის ბუნება თავის მინდვრებითა და გორაკებით. თვალი აყვავებულ მდელოთა ცქერით ვეღარ ძღება და ყნოსვა ყვავილთ სურნელებით. ამ სიმდიდრეს ზედ ერთვის რონის პირს ჩაყოლებული ვენახები, ქარვასავით დამკრახული ყურძნის მარცვლებით, ყოველნაირი ხილი... მაგრამ რას იზამთ!... ტარასკონი იქ არის და ყველა ბეწვოსანმა და ბუმბულოსანმა საუკუნოდ აითვალწუნა ეს ქვეყანა. ასე გასინჯეთ, შემოდგომაზე ან გაზაფხულზე ფრინველები რომ შორეული ქვეყნებისაკენ მიეშურებიან, ტარასკონს გზას აუქცევენ ხოლმე და სამკუთხად გამწკრივებული გარეული იხვები, დაინახავენ თუ არა ტარასკონის საყდრის გუმბათს, ერთ საშინელ ყიყინს მორთავენ: არიქა! ტარასკონიო! სამი დღის სავალზე უვლიან ისეთი დაშინებული არიან საწყლები. ერთი სიყვით, ნადირს ვეღარსათ ნახავთ, წამლადაც რო გინდოდეთ. ერთადერთი კურდღელიღა გადარჩენილიყო და იქვე, ქალაქის ახლოს, იმალებოდა. მთელმა ტარასკონმა იცოდა ეს ამბავი და ამ ახირებულ, კერპ კურდღელს ,,ფეხმარდს” უწოდებდნენ; იცოდნენ, რომ ბ-ნ ბომპარის ანუ ბატონი ბომპარის მიწაში ჰქონდა მას ბინა; უნდა მოგახსენოთ ამ გარემოებამ ბ-ნბომპარის მამულის ფასი გაუორკეცა, მაგრამ ,,ფეხმარდს” კი ვერავინ აჯობა. ამხანად სულ ორ-სამ ტარასკონელს თუ ნახავდით, კურდღელს ისევ ცოცხლადრომ თვლიდა და მოსაკლავადდასდევდა. სხვებმა იმდეი გადაიწყვიტეს და ,,ფეხმარდის”ამბავი ცრუმორწმუნეობად მიაჩნდათ. თუმცა ტარასკონელს ეთობ ძალიან ეჯავრება ყოველი ცრუმორწმუნეობა, და თუ მოასწრო მერცხალსაც კი შამფურზე ააგებს. -ვეჟო-და, თუკი ნადირი აღარსად იპოვება, მაშ, ყოველ კვირას სანადიროდ როგორღა მიდიან? -როგორ შემომიტიეთ! სანადიროდ მიდიან! გავლენ მინდორში, ქალაქიდან ორი-სამი ვერსის მანძილზე... ჩრდილს მოძებნიან სადმე და ხუთი-ექსვსი მონადირე კაკლის ქვეშ წამოწვება, რამდენიმე იქით, სადმე ღობის ძირას, სხვები კიდე ღობეს ამოეფარებიან, ან ზეთისხილის ჭალაში შევლენ. წამოწვებიან მხართეძოზე და გახსნიან გუდებს... ეს ძეხვიო, ეს ცივად ხორციო, ეს ხახვიო, ეს ხმელი თევზიო, ესეც რონის ღვინო , კაცს რომ ამღერებს და აყმაწვილებს. სხედან და ქეიფობენ! ნადიმს უკან ნადირობა! წამოდგებიან ძაღლებს უსტვენენ, თოფებს ტენიან და შეუდგებიან ნადირობას, ესე იგი ყველა მონადირე მოიშვლეპს ქუდს, შეისვრის ჰაერში, და რაც ძალი და ღონე აქვს, დაუმიზნებს და ბუჰ! ზოგი საფანტს მეხუთე ნომერსა ხმარობს, ზოგი მეორეს, გააჩნია როგორ აქვთ დათქმული. ვინც უფრო მეტად დახვრეტს თავის ქუდს, მონადირეთა მეფეც ის არის და უნდა ნახოთ, რა დიდებით და ზეიმით შებრძანდება ხოლმე გამარჯვებულიმეფე საღამოზე ქალაქში, უნდა ნახოთ,რა მამაცურ სურათს წარმოადგენს მონადირეთა მეფე, როდესაც თოფის წვერზე თავის დახვრეტილ ქუდს ათამაშებს, რა ჟივილ-ხივილი ატყდება ხომე და ძაღლების ყეფა, რომ გაიგოთ, ტარასკონელს რად უყვარს ასე გაგიჟებით ნადირობა. ვგონებ, ზედმეტი იქნება მოგახსენოთ რამდენად ყვავის ტარასკონში სანადირო ქუდებით ვაჭრობა. წარმოიდგინეთ, ბევრ იმისთანა მექუდეებსაც შეხვდებით, რომლებიც წინ და წინ დახვრეტილ ქუდებს ჰყიდიან... ვინც სროლა არ იცის, ვითომ იმათთვიასაო, მაგრამ ბ-ნ ბეზიუკის გარდა, აფთიქარს მოგახსენებთ, დახვრეტილ ქუდებს არავინ ყიდულობს: სირცხვილია! ქუდზე ნადირობაში ტარტარენს ვერავინ შეედრებოდა. ყოველ კვირა დილით ახალი ქუდით მიდიოდა სანადიროდ და ყოველ კვირა საღამოს ქუდის წილ რაღაც ჩვარიღა მოჰქონდა. ტარტარენის სახლის სხვენი სავსე იყო, სახელოვანი ნადავლით. ანუ დახვრეტილი ქუდებით ამიტომ იყო რომ ყველა მონადირეს ტარტარენი მონადირეთა მეფედ მიაჩნდა, და რადგან ტარტარენმა ზედმიწევნით იცოდა ნადირობის საქმე და წსები, რადგან ძირის-ძირამდე შეესწავლა ნადირობის ყველა წიგნი ყველგან ბაზიერთუხუცესად ითვლებოდა. როდესაც მონადირეებს შორის რაიმე შუღლი მოხდებოდა მაშინვე ტარტარენს მიმართავდნენ შენ გაგვასამართლეო. კოსტაკელდის მაღაზია სამი საათიდან სავსე იყომ მონადირეებით და შიგ შუაგულში სავარძელშიგაჭიმულ ერთ პატარა კაცს ნახავდით, სახემოჭმუხვნილს და გარემოებათა შესაბამისად ღრმად ჩაფიქრებულს, ან გაბრაზებით ტუჩ დაშვებულს. მის გარშემო ერთი ორომტრიალი იდგა და ის კი, თავისი განუშორებელი ჩიბუხით, აუჩქარებლივ სჯიდა ქუდზე მონადირეთ და სამართალს უჭრიდა. ეს გახლდათ ტატარენი , ნემროდი და თან სოლომონ ბრძენი.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!