ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
მონადირე ძაღლები [107]
მონადირე ძაღლის დაგეშვა [13]
ლეკვის გაზრდა და აღზრდა [13]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები მონადირე ძაღლებზე » მონადირე ძაღლის დაგეშვა    

მდევრის გეშვის ზოგიერთი საკითხი. ზაზა ხუციშვილი
ჩვენმა ახალმა ავტორმა-ზაზა ხუციშვილმა. მიუხედავად იმისა რომ ნადირობის მცირე სტაჟი აქვს, მონდომების წყალობით მოახერხა და საკუთარი მდევარი თავად დაგეშა.    ეს კი როგორც მოგეხსენებათ, ახალბედა მონადირისთვის იოლი ნამდვილად არ არის.  მისი გამოცდილებით იმედია ჩვენი მკითხველიც დაინტერესდება.    როდესაც მკითხველი გაიგებს, რომ მხოლოდ მესამე სეზონია ვნადირობ და ”ჩუნგა” ჩემი პირველი მდევარია, შეიძლება ამ სტატიის წაკითხვა აღარც კი ჩათვალოს საჭიროდ, მაგრამ მერწმუნეთ, სანამ ლეკვს ავიყვანდი, წიგნიც ბევრი წავიკითხე, ინტერნეტშიც ბევრი ვეძებე და სიტყვიერი რჩევა-დარიგებაც ბევრი მივიღე ჩემი მეგობრებისა თუ გამოცდილი მონადირეებისგან.     ნადირობა დავიწყე თუ არა, მაშინვე მივხვდი, რომ უძაღლო მონადირე ნახევარი კაცია.    დავაკვირდი სხვადასხვა ძაღლის მუშაობას, მათ ექსტერიერს, ძლიერ თუ სუსტ მხარეებს და გადავწყვიტე ლეკვი ”სანადირო მეძაღლეობის და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოებიდან” ანუ კინოლოგიური კლუბიდან ამეყვანა.  წარმოშობის მოწმობა და მშობელთა საველე დიპლომები, გარკვეულ გარანტიას იძლევა რომ ძაღლს მუშა თვისებები ექნება და ექსტერიერითაც კარგი გამოვა. უსაბუთო ლეკვი კი კაცმა არ იცის რა გაიზრდება და აღზრდაში და დაგეშვაში დახარჯული დრო და ენერგია შეიძლება სულ ფუჭად დაიკარგოს.  ლეკვის არჩევაში დახმარება ჩემს უფროს მეგობარს, გამოცდილ მონადირეს, ჩვენი კლუბის აქტიურ  წევრს , გიული ცხვედიანს ვთხოვე და მალე სახლში ჩუნგა მივიყვანე. ლეკვის აღზრდაზე აღარაფერს დავწერ ამაზე ბევრია დაწერილი, მხოლოდ ერთ მომენტზე გავამახვილებ ყურადღებას რომ გეშვის დაწყება 7-8 თვემდე არ ღირს, რადგან დიდი შანსია რომ ლეკვი კურდღელს ან ტურა-მელას დაედევნოს და თუ ფიზიკურად მაზდ არ არის კიდურები დაიზიანოს.  სწორედ ასე მოუვიდა ჩემი მეგობრის ლეკვს, რომელიც ადრეულ ასაკში დევნის შემდეგ დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში კოჭლობდა, მაგრამ საბედნიეროდ გადარჩა.      როგორც გამოცდილი სპეციალისტები გვირჩევენ, ლეკვი პირველად  სისხამ დილით ეგრეთწოდებულ ”ჩერნოტროპზე” უნდა გავიყვანოთ, თან ისეთ სავარგულში სადაც ვიცით რომ კურდრელი ნამდვილად არის. თოვლში, მოყინულზე, სველ ან ზედმეტად გამომშრალ ნიადაგზე ლეკვის გაყვანა არ შეილება. საქმის გაიოლეება ლეკვის გამოცდილ ძაღლთან ერთად დაგეშვა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასეთ დროს ახალბედა, დაოსტატებული ძაღლისგან როგორც კარგ ისე ცუდ თვისებებსაც გადაიღებს. ამიტომ უმჯობესია ცოტა გავიჭირვოთ და რთული გზით წავიდეთ და მის გენეტიკაში ჩადებული თვისებები მაქსიმალურად გამოვიყენოთ, ანუ ლეკვი მარტო დავგეშოთ.   ასე დაგეშილი მდევარი სხვა ძაღლებზეც არ იქნება დამოკიდებული და გამოცდილების მიღების შემდეგ რამოდენიმე მონადირეს მარტოც კარგად ანადირებს.     ყველა ეს რჩევა-დარიგება პირნათლად შევასრულე და 5-6 გაყვანა სეირნობას უფრო გავდა ვიდრე კურდღლის ძებნას, მაგრამ მალე ის ნანატრი მომენტიც დადგა.               სისხამ დილით მე და ჩემი ”ვიჟლოვკა” ”ჩუნგა”  ჯიქიას ქუჩის ბოლოს ხელოვნურად გაშენებულ ფიჭვნაირან ფერდობზე გავედით, სადაც წინა საღამოს ჟუჟუნა წვიმის მერე იდეალური პირობები დაგვხვდა.   გორაკზე დავდექი და ჩუნგას ვაკვირდებოდი, რომლის მოქმედებაც  ჩემს თვალ-წინ იცვლებოდა წინ და უკან დარბოდა და ვერ გაერკვია  ცხვირში რისი სუნი უღიტინებდა და მოსვენებას არ აძლევდა. ერთხელ შემოწმებულ ადგილს ისევ უბრუნდებოდა და გახშირებულად სუნთქავდა, თითქოს ცხვირიდან რაღაცის გამოგდებას ცდილობდა. ახლაც არ ვიცი რატომ გავიხედე მარცხნივ და დავინახე საცალფეხო ბილიკზე მოზრდილი კურდღელი აუჩქარებლად გარბოდა . წამით სუნთქვა შემეკრა. მერე ჩუნგასთან მივირბინე თასმა ჩავაბი და ”აი-აი-აი”-ის ძახილით ბილიკისკენ გავიქეცით, მივირბინეთ თუ არა თასმა შევხსენი, გაქცეულ კვალზე მივანიშნე და მდევარი გავამხნევე- ”აი ჩუნგა, ნახუ ჩუნგა”  ჩუნგამ ცხვირი ბილიკისკენ დახარა და სასიამოვნო, ჟღერადი დისკანტი ამოუშვა და კურდღელს წივილ-კივილით დაედევნა.  პირველი დევნა 10-12 წუთს გაგრძელდა და ამ დროსი განმავლობაში გული კინაღამ საგულედან ამომივარდა, რომ მივხვდი კურდღელი საბოლოოდ დაიკარგა, საყვირს ჩავბერე და მალე ჩუნგა ჩემთან ენაგადმოგდებული და გაოცებული მოვარდა.   საყვირს ყოველი ჭამის წინ მიცემული სიგნალით ვაჩვევდი და სეირნობისასაც როცა სიგნალზე მოდიოდა ხორცის ან ორცხობილის პატარა ნაჭრით ვასაჩუქრებდი.  მგეშავმა ან მონადირემ კურდღლის დანახვის შემდეგ მდევარი ერთი ამორჩეული შეძახილით უნდა გაამხნევოს და ის არც ერთ სხვა შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოს. ძაღლის მოტყუება დაუშვებელია თორემ უნდობლობა უჩნდება. ჩემმ მდევარმა იცის რომ თუ დავუძახებ-”ჩუნგა, აი, აი, აი, ” ესეიგი კურდღელს ვხედავ და მას კვალზე დავაყენებ. ამიტომ მაშინვე ჩემსკენ გამორბის.                                          ჩუნგა პოვნაში კი მალე დაოსტატდა, მაგრამ დევნის დროს კურდღელს ხშირად კარგავდა, ამიტომ დახმარება ჩვენი სექციის ხელმძღვანელს, ჩემს მეგობარ რამაზ მათიაშვილს ვთხოვე. გავედით თუ არა სავარგულში ჩუნგამ კურდღელი წამოაგდო და დაედევნა. რამაზი ჩემს მოძრაობას აკვირდებოდა და ამიხსნა რომ გეშვა ნადირობა არ არის და ამ დროს კურდღლის დანახვას და გზის მოჭრას კი არ უნდა ეცადო, არამედ ძაღლს უნდა მიყვე და სადაც ნადირს დაკარგავს 15-20 ნაბიჯით უკან უნდა წამოხვიდე და წრიული მოძრაობებით გადამხტარი კურდღლის კვალი მოაძებნინო.  ჩუნგას მივეხმარეთ და მანაც იმედები არ გამიცრუა, დაკარგული კვალი მალე გაიახლა, 40-50 წუთი სდია და ექსპერტის კომპლიმენტიც დაიმსახურა.  არ მინდა ტრაბახი გამომივიდეს, მაგრამ  წლისა და ოთხი თვის ჩუნგას დახმარებით უკვე რამდენიმე კურდღელია ჩვენს ”ანგარიშზე” და ვთვლი რომ ჩუნგა თავის ასაკობრივ ჯგუფში ერთერთი საუკეთესოა, ტიპიური ექსტერიერი აქვს და რაც მთავარია დღითიდღე პროგრესირებს.   გულწრფელ მადლობას ვუხდი გიული ცხვედიანს, რამაზ და იაგო მათიაშვილებს, არტურ გრიგორიანს, ჩვენი კლუბის ყველა წევრს, ვინც ახალბედა მონადირის პირველი წარმატება და სიხარული გაიზიარა და დახმარების ხელი გამომიწოდა.   ზაზა ხუციშვილი  ჟურნალი ”ნადირობა”  2010წ.თებერვალი.


წყარო:
კატეგორია: მონადირე ძაღლის დაგეშვა | დაამატა: giohunt1982 (27.12.2012) | ავტორი: ჟურნალი ”ნადირობა”
ნანახია: 2666 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 4
0   Spam
4 gonchami   (16.03.2015 16:53:43) [მასალა]
ზაზა ხომ ვერ მირცჰევდი კარგი მდევრის ლეკვი სად ავიყვანო?

0   Spam
3 chichxana   (07.12.2013 00:14:26) [მასალა]
გაუმრაჯოს ზაზა რაუნდა გკიხტო რა ჯიშის მდევარი გყავს?

0   Spam
2 longi   (27.12.2012 17:54:16) [მასალა]
39 39 39 10 10

0   Spam
1 ბაქარი   (27.12.2012 16:21:25) [მასალა]
10 საინტერესოა

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 10
    სტუმარი: 10
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика