ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » საქართველოს ფლორა    

ქართული ყოჩივარდა




    ფურისულასებრთა ოჯახში შედის. მრავალწლიანი ტუბერისმაგვარი განიერფესვურიანი მცენარეა. იგი ადრე გაზაფხულზე, ცისთვალას, თეთრყვავილასა და სხვა ადრე მოყვავილე, ტყის კალთის ქვეშ მოზარდ ყვავილებთან ერთად წითელი (მოვარდისფრო) ლამაზი ყვავილებით ამკობს ჩვენს ტყეებსა და ბუჩქნარებს. ზემოდან და ქვემოდან შებრტყელებული, მომრგვალო ფესვურის სიმსხო 2-4 სმ ფარგლებში მერყეობს. ფესვები ფუნჯისებრია და ტუბერის ქვედა მხარეს ვითარდება. ფოთლები გულის მოყვანილობისაა, ზოგჯერ მოგრძო კვერცხისებრ გულისნაირი, კიდემთლიანი, ზემოდან თეთრ-მომწვანო, ლაქებით. საერთოდ ყვავილების ყუნწები სწრომდგომია, მაგრამ ყვავილობამდე და ყვავილობის ჟამს თავდახრილი, დაყვავილების შემდეგ კი სპირალურად ეხვევა და თესლი მიწაში ჩააქვს. ყოჩივარდას ჩვენში გავრცელებული ყველა სახეობა შხამიანია და ყველა ცხოველს წამლავს, გარდა ღორისა. გამხმარი ტუბერი ტოქსიკურობას ჰკარგავს და მისი საკვებად გამოყენება შეიძლება. მრავალრიცხოვანი წითელი ყვავილებით და თეთრლაქებიანი ფოთლებით ყოჩივარდა ლამაზი მცენარეა, იგი ფართოდ ინერგება დეკორატიულ მებაღეობაში; სელექციონერებმა გამოიყვანეს მისი საბაღო ფორმებიც. ყოჩივარდა ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ღვიძლის და გინეკოლოგიური დაავადებისას, ნევრალგიის, ფრონტიტის და ჰაიმორიტის საწინააღმდეგოდ. ნედლი ფესურის წყალზე ნაყენს ყურში იწვეთებენ ქრონიკული გამონადენების დროს. სისტემატიური თავის ტკივილების დროს ცხვირის ნესტოებში ფესურის თბილ წვენს იწვეთებენ. ყოჩივარდას ფესურის პრეპარატებს ხალხური მედიცინა იყენებს მენსტრუაციის დარღვევის და მასთან დაკავშირებული ნერვებაღგზნებულობის დროს. რეკომენდებულია აგრეთვე ნევრალგიის, საჭმლის მონელების მოშლის, გაზების დაგროვებით გამოწვეული ჭვალების და რევმატული ტკივილების შემთხვევებში. ხმარობენ ფესურის წყალზე ნაყენს ცხელ მდგომარეობაში (1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ფესურა 2 ჭიქა წყალზე, ორი დღის დოზა), ან სპირტიან ნაყენს (1გ ნედლეული 10გ 70 გრადუსიან სპირტზე). 30-40 წვეთი დღეში 2-3-ჯერ. 


წყარო: http://lexicon.psp.ge/?lang=geo&word=4333&name=%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%A7
კატეგორია: საქართველოს ფლორა | დაამატა: lengo88 (03.05.2012)
ნანახია: 2701 | ტეგები: ყოჩივარდა, ქართული | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 8
    სტუმარი: 8
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика