ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » საქართველოს ფლორა    

თავსისხლა
 თავსისხლა განეკუთვნება ვარდისებრთა ოჯახს. მისი გვარის სახელწოდება წარმოდგება ლათინური სიტყვებისაგან Sanguis "სისხლი", Serbere - "შეწოვა", რაც მის სისხლის შესაჩერებელ თვისებებზე მიუთითებს. თავსისხლას სახეობის სახელწოდებას თუ ვთარგმნით ლათინურიდან მივიღებთ "სამკურნალოს", "სააფთიაქოს". თავსისხლა მრავალწლიანი ბალახოვანი 1 მ სიმაღლის მცენარეა. ფესვთა სისტემა შედგება ჰორიზონტალური ფესურებისა და მსხვილი ფესვებისაგან. ღერო დატოტვილია, რთული ფოთლებით. ფესვთანური ფოთლები მსხვილია, ყუნწიანი, კენტფრთისებრი, აქვთ 7-25 წილაკი, ფოთლები შიშველია, ზევიდან მუქი მწვანე, ქვევიდან - მონაცრისფრო-მწვანე. მუქი მეწამული ფერის ყვავილები წვრილია, შეკრებილია ხშირ ოვალურ მოკლე თავთავისებრ ყვავილედებად, რომლებიც სხედან გრძელ საყვავილე ყუნწებზე. ყვავილები ორსქესიანია ან ბუტკოიანი, აქვთ პატარა ზომის მფარავი ფოთლები და ორი მფარავი ქერქლი. ყვავილს გვირგვინი არა აქვს, ჯამი მეწამული ფერისაა, ოთხგანყოფილებიანი. 4 წითელი ფერის სამტვერე ძაფი მიმაგრებულია გაგანიერებული ფორმის მქონე თასისმაგვარი ყვავილსაჯდომის ნაპირზე. ნასკვი შუაა, ბუტკო ერთი, ნაყოფი მშრალია, რომელიც მოთავსებულია გახევებულ ყვავილსაჯდომში. ყვავილობს ივნისიდან-აგვისტომდე. თავსისხლა გავრცელებულია სტეპებში, მდელოებში, ბარდებში. მთიან რაიონებში გვხვდება ზღვის დონიდან 800-დან 2000 მ-ის სიმაღლემდე. სამკურნალო მიზნით აგროვებენ ფესურებსა და ფესვებს შემოდგომით. რეცხავენ ცივი წყლით, ჭრიან 10-15 სმ სიგრძის ნაჭრებად და აშრობენ. დასაშვებია მზეზე შრობაც. თავსისხლას ფესვი შეიცავს 12-20% სათრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთის კვალს, სახამებელს, საპონინებს, საღებავ ნივთიერებებს. თავსისხლას ხალხურ მედიცინაში იყენებენ კუჭ-ნაწლავის დაავადებების, შინაგანი სისხლის დენის (ბუასილის, დიზენტერიის) დროს და ყელში გამოსავლებად; მის ნაყენს იყენებენ ღრძილებში შესაზელად. თავსისხლას ფესურების ნახარშს იყენებდა ჩინეთის და ტიბეტის მედიცინა სისხლის დენის, ფაღარათების დროს. თავსისხლას ნახარშის მისაღებად აიღეთ 1/2 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი ფესურა, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა, ძლიერი ნახარშის მისაღებად) ან 400 მლ (2 ჩაის ჭიქა, სუსტი ნახარშის მისაღებად) ანადუღარი წყალი. გააჩერეთ 8 სთ-ის განმავლობაში, შემდეგ აადუღეთ ნელ ცეცხლზე 30 წთ-ის განმავლობაში, გააცივეთ, გაწურეთ, დაამატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ 2-3 სუფრის კოვზი დღეში, ჭამის წინ, როგორც სისხლის დენის შემაჩერებელი საშუალება სისხლჩაქცევის, დიდი რაოდენობით მენსტრუაციული სისხლდენის, კუჭისა და ნაწლავებიდან სისხლის დენის, ფაღარათის, დიზენტერიის დროს. 


წყარო: http://lexicon.psp.ge/?lang=geo&word=4258&name=%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%9A%
კატეგორია: საქართველოს ფლორა | დაამატა: lengo88 (03.05.2012)
ნანახია: 1698 | ტეგები: თავსისხლა | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 8
    სტუმარი: 8
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика