არყა (Lactarius piperatus) – საჭმელი სოკო რძიანა სოკოების გვარისა. ქუდი 5-20 სმ დიამეტრისაა, ქუდი ახლად ამოსულს აქვს ქვემოთ დახრილი. ზრდასრულს კი ზემოთ მიშვერილი და ძაბრისებრი, თეთრი,
ქვედა მხარეზე ვიწრო, მჭიდროდ განლაგებული ფირფიტებია. გადატეხისას გამოყოფს თეთრ რძისმაგვარ სითხეს, რომელიც ჰაერზე მომწვანო-მოცისფრო ხდება. იზრდება ფოთლოვან ტყეებში, გვხვდება ზაფხულ-შემოდგომით. რბილობი ძალიან მწარე და ცხარეა, რის გამოც „სოკო-პიმპილასაც" უწოდებენ, მაგრამ ამ სიმწარის მოსაცილებლად საკმარისია ორჯერ მოვხარშოთ, ორჯერვე წყალი გამოუცვალოთ, ამის შემდეგ არყა ხდება ძალიან სასიამოვნო გემოს იღებს.საჭმელად იხმარება ახალიცა და დამწნილებულიც.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!