დუმასოკო (ლათ: Suillus granulatus-რუს: Маслёнок зерни́стый) ქუდი 2-10 სმ დიამეტრისა, ნორჩი ნახევრად სფეროსებრი ფორმის შემდეგ გაშლილი, თავიდან მოწითალო-მოყავისფრო, ზრდასრული მოყვითალო, ლორწოვანი ზედაპირით. ჰიმენოფორი ღია ყვითელიდან მუქ
ყვითლამდე იცვლება. გამოჰყოფს ღია ფერის სითხეს წვეთების სახით, რომლიც შემდეგ ფორებსა ფეხის ზედაპიზე ტოვებს შავი ფერის მარცვლებს. ფეხი 4-7 სმ სიგრძისაა, 1-2 სმ სისქის, ცილინდრული ფორმის, მოყვითალო, დაფარულია შავი მრცვლებით.რბილობი ხორციანი მოვითალო-თეთრი, გადანაჭარზე ფერს არ იცვლის, აქვს სოკოს დამახასიათებელი გემო.
იზრდება ნიადაგზე ფიჭვნარებში, გვხვდება ფოთლოვანი ტყის ნაპირებშიც, მინდვრებში. საჭმელად კარგი სოკოა, მიაკუთვნებენ მე–2 კატეგორიას. სასურველია საკვებად მიღებამდე კანის გადაცლა. სეზონი – ივნისიდან ნოემბრამდე.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!