დათვა სოკო(boletus eduis) ძირითადად წიწვოვან ტყეებში იზრდება, მაგრამ ასევე ხშირად გვხვდება შერეულ ტყეებშიც. ქუდი სქელი და მრგვალი ფორმისაა ფეხი კი მსხვილი და ქუდისაკენ ოდნავ შევიწროებული. ქუდი 8-25 სმ. დიამეტრისაა. მშრალ ამინდში შეიძლება კიდეები
დახეთქილი ჰქონდეს. ქუდის ფერი სხვადასხვანაირია. ის იცვლება მოთეთრო მურადან მუქ-მურამდე. ჰიმენოფორი ნორჩობაში თეთრია, შემდეგ ყვითელი და ბოლოს მომწვანო მოყვითალო. ფეხი ნორჩობაში ბოლქვისებრია, ზრდასრულობაშო ცილინდრულ ფორმას იღებს, ძირთან ოდნავ გაბერილია. სიმაღლეში 6-12 სანტიმეტრამდეა. სისქე 3-6 სანტიმეტრი. ფეხი ქუდთან შედარებით უფრო ღია ფერია. როგორც წესი თეთრი ან ოდბავ მურა ფერისაა. დაფარულია ბადისებრი ნახატით, რომელიც ქუდთან უფრო მკვეთრად გამოხატულია. რბილობი მკვრივი და თეთრი ფერისაა, გაჭრისას ჰაერზე ფერს არ იცვლის.
იზრდება ზაფხულის მეორე ნახევარში და შემოდგომით. საკვებად გამოიყენება ნებისმიერი სახით. გემრიელი სოკოა. საუკეთესოა როდესაც ჰიმონოფორი თეთრია. მიეკუთვნება სოკოების პირველ კატეგორიას.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!