ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
დაცული ტერიტორიები [14]
ნაკრძალები [12]
ეროვნული პარკები [12]
ბუნების ძეგლები [7]
აღკვეთილები [2]
დაცული ლანდშაფტები [1]
ბოტანიკური ბაღები [2]
სამონადირეო მეურნეობები [2]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » დაცული ტერიტორიები და სამონადირო მეურნეობები » დაცული ტერიტორიები    

მარიამჯვარის დაცული ტერიტორია
მარიამჯვარის ნაკრძალი თბილისიდან 60 კილომეტრში მდებარეობს ცივგომბორის ქედის სამხრეთ კალთებზე, საგარეჯოს რაიონის სოფელ ანთოკის სიახლოვეს (1040 ჰა). ნაკრძალიდან, ისევე როგორც მთელი ცივ-გომბორის ქედიდან, გარე კახეთის თვალწარმტაცი ხედი იშლება და კარგად მოჩანს მდინარე ივრის წყლით მორწყული ვენახები და ყანები, უფრო შორს კი უნაყოფო და მხოლოდ საძოვრებად ვარგისი, მაგრამ ძალიან ლამაზი ივრის ზეგანი. ნიადაგები ძირითადად თიხნარების, მერგლების და ქვიშნარ-ორლოგოცენებისგან შედგება. ნაკრძალის განლაგებულია 700-800 მეტრიდან 1300-1400 მეტრის ფარგლებში. აქაური კლიმატი ერთფეროვანი არ არის. ნაკრძალის ქვედა ზონა ზომიერად თბილი ჰავით, საშუალო ზონა ზომიერი ჰავით, ხოლო ზედა ზონა ცივი ჰავით ხასიათდება. მთლიანად ნაკრძალი ტყის ზომიერად გრილ კლიმატურ რაიონს წარმოადგენს. ნალექების წლიური რაოდენობა ნაკრძალში 744 მმ-ია. ჰიდროლოგიური ქსელი გამოხატულია მხოლოდ ფართო ხევების გამშრალი კალაპოტებით, რომლებიც წვიმების დროს სწრაფად დიდდება და მზიანი დარების გამოსვლისთანავე სწრაფადვე იწრიტება წყლისგან. აქაური ნიადაგები ძირითადად თიხნარების, მერგლების და ქვიშნარ-ოლიგოცენებისგან შედგება. ყორუღის აღკვეთილი (2068 ჰა) კახეთში საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულ რაიონში მდებარეობს. ყორუღის აღკვეთილი გეოლოგიურად ამიერკავკასიის მთათაშუა ოლქში შედის და მოიცავს მისი აღმოსავლეთი დაძირვის მოლასურზონას. აგებულია ძირითადად შუა მიოცენის (თარხანი, ჩოკრაკი, კარაგანი, კონკი) ზღვიური მოლასური ნალექებით, რომლებიც აქ წარმოდგენილია თიხებით, ქვიშაქვებით, ზოგჯერ ბაზალური კონგლომერატებით, მერგელებით, ოოლითური და ქვიშიანი კირქვებით. სასარგებლო წიაღისეულის საბადოები აღკვეთილის ტერიტორიაზე ცნობილი არ არის. მარიამჯვრის ნაკრძალის შექმნის მთავარ მიზანს კავკასიური რელიქტის, კავკასიური ფიჭვის კერის დაცვა შენახვა და მასზე მეცნიერული კვლევის წარმოება იყო. მარიამჯვრის ნაკრძალის 90% ტყითაა დაფარული. ფიჭვნარები გვხვდება ცივგომბორის ქედის როგორც სამხრეთ, ასევე ჩრდილოეთ კალთებზე. შედარებით დიდი მასივები გიორგი წმინდის, ანთოკის, მარიამჯვარის და თოხლიაურის ხევების ზემო ნაწილშია განლაგებული. ნაკრძალში არსებობს როგორც სუფთა ფიჭვის კორომები, ასევე ფოთლოვან მცენარეებთან ნარევი ტყეებიც. ფოთლოვანი ტყე ძირითადად წიფლით, ქართული მუხით და რცხილითაა წარმოდგენილი. ალაგ-ალაგ გვხვდება მურყნარები. ქვეტყეში შინდი, ზღმარტლი, კუნელი, თხილი და მაყვალი ჭარბობს. სულ მარიამჯვრის ნაკრძალში 50-მდე სახეობის ხე და ბუჩქია გავრცელებული. ნაკრძალში ძუძუმწოვების შემდეგი წარმომადგენლები გვხვდებიან: შველი და დათვი , ტყის კვერნა, ტყის კატა, მაჩვი, მელა, კურდღელი, კავკასიური ციყვი. ნაკრძალის ტერიტორიაზე ფრინველთა 34 სახეობა გვხვდება, ამათგან აღსანიშნავია: სკვინჩა, შაშვი, ღობემძვრალა, ქედანი, ოფოფი, გუგული, ძერა, ტყის ბუ, მწვანე კოდალა, მიმინო და სხვა. ყორუღის აღკვეთილში მდ. იორის ნაპირებზე ჭალის ტყეა შემორჩენილი. მისი შემქმნელი ძირითადი ხე-მცენარეებია: ტირიფი, ხვალო ანუ ჭალის ვერხვი , ოფი, ჩვეულებრივი მურყანი, ჭალის მუხა და ზოგიერთი სხვა. ქვეტყეში იზრდება ძეძვი, ქაცვი, ქართული კოწახური, ჭალა-ფშატა და სხვ. ჩვეულებრივია ლიანები: აღმოსავლური კატაბარდა, ეკალღიჭი, ღვედკეცი და სხვ. ჭალის ტყეს ორივე მხრიდან სტეპის მცენარეულობა, ძირითადად უროიანები ესაზღვრება. ნაკრძალის მახლობელ ტერიტორიაზე მდებარეობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი, რომელთა შორისაა მეთორმეტე საუკუნის ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი, ამავე საუკუნის გიორგიწმინდის ეკლესია და საქართველოსთვის უნიკალური გურჯაანის ორგუმბათოვანი ბაზილიკა. სოფელ მარიამჯვარსა და ნაკრძალთან ახლოს მდებარე სოფლებში შემორჩენილია მკვიდრად ნაშენი ხალხური ტიპის ქვის სახლები, ძველი მარნები და სამეურნეო ნაგებობათა ნიმუშები. საგარეჯოს რაიონის ტერიტორიაზე მრავლადაა აღმოჩენილი ძველი სამარხები, წინა ქრისტიანული და შუა საუკუნეების ნაგებობათა ნაშთები, ძველი ქვევრები და სხვადასხვა პერიოდის კერამიკული მასალა. ყორუღის აღკვეთილთან ახლოს აღმოჩენილია ენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები, გათხრილია შუა ბრინჯაოს ხანის ეპოქის სამარხები, ნაპოვნია გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკინის ეპოქის ძეგლები. ყორუღთან მდებარე ისტორიულ ძეგლთა შორის ყველაზე გამორჩეული უდავოდ დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსია. ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში ასურეთიდან ჩამოსული მისიონრის დავით გარეჯელის დაარსებულ მონასტერში საუკუნეების მანძილზე არ წყდებოდა სასულიერო ცხოვრება (თუ არ ჩავთვლით საბჭოთა პერიოდის სამოცდაათწლიან წყვეტილს). საუკუნეების მანძილზე დავით გარეჯის გარშემო უსიცოცხლო და უწყლო ივრის ზეგანზე მრავალი დიდი და პატარა მონასტერი გაჩნდა, ხოლო ეს ადგილები საქართველოს სულიერების კერად, მწიგნობრობის და კედლის მოხატულობის ცენტრად იქცა. დავით გარეჯის მონასტრებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი – ბერთუბანი დღეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. ლავრა, უდაბნო, ნათლისმცემელი, ვერანგარეჯა, ჩიჩხიტური, დოდოს რქა, თეთრი სენაკები… ეს დიდ სამონასტრო კომპლექსში შემავალი, შესანიშნავ პეიზაჟებში ჰარმონიულად ჩამჯდარი ძეგლებია, რომლებიც მრავალად იზიდავს დამთვალიებლებს და მორწმუნეებს მარიამჯვარის ნაკრძალი – ვენახების, ზვრების და ყურძნის ჯიშებით გამო – რჩეული ბარაქიანი მხარე. კახეთის მოსახლეობა ოდითგანვე მისდევდა სოფლის მეურნეობას და მეტადრე მევენახეობას. ადგილობრივთა ეთნოგრაფიულ ყოფაში მრავალხმიანი ხალხური სიმღერები და ვაზისადმი მიძღვნილი უძველესი რიტუალებია შემონახული. ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარებული ფორმებიდან ალბათ კულტურული და ღვინის ტურებია აღსანიშნავი. თავად ნაკრძალს საკმაოდ კარგი პოტენციალი გააჩნია საცხენოსნო, ეკოლოგიური და ფრინველებზე დაკვირვების ტურების მოსაწყობად. ნაკრძალის ადმინისტაციასთან წინასწარი შეთანხმებით შესაძლებელია ნაკრძალის უშუალო სიახლოვეს ბანაკის მოწყობა ან ღამისთევა სოფელ მარიამჯვარსა და ანთოკში ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილ სახლებში. ყორუღის აღკვეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე კარგადაა განვითარებული კულტურული, სამანქანო სათავგადასავლო და საფეხოსნო ტურები. ტურიზმის ეს სახეობები დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონახულებას უკავშირდება. რეგიონს გააჩნია პოტენციალი ეკოლოგიური, ბოტანიკური, ფრინველებსა და ცხოველებზე დაკვირვების ტურიზმის გასავითარებლად.


წყარო: http://tushetiland.ge/mariamjvari-protected-area/?lang=Ka
კატეგორია: დაცული ტერიტორიები | დაამატა: dudu-duda (26.03.2013) | ავტორი: dudu-duda E W
ნანახია: 4891 | ტეგები: დაცული, მარიამჯვარის, ტერიტორია | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика