გავრცელებული დაავადებები
დიაგნოზის დროულად დასმის შემთხვევაში გავრცელებული დაავადებების მკურნალობა ადვილია. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ძაღლს – უჩვეულოდ ხომ არ იქცევა ან ცუდად ხომ არ გრძნობს თავს; თუ ასეა, დაუკავშირდით ვეტერინარს.
პირი
პირის ღრუს პრობლემებს შემდეგი სიმპტომები ახასიათებს: ნერწვდენა, თათებით პირის წვალება, გართულებული ღეჭვა, დაღლა ღეჭვის დროს, დაძნელებული სუნთქვა.
თავიდან აიცილებთ ამ პრობლემებს თუ ძაღლს სისტემატიურად გაუსინჯავთპირის ღრუს და რბილი კბილის ჯაგრისით , მარილიანი წყალში ან სპეციალური პასტაწასმული ბამბით გამოუხეხავთ კბილებს კვირაში ერთი–ორჯერ, რათა თავი თავიდან აიცილოთ კბილებზე ქვების (მოყვითალო–მოყავისფრო ცემენტის მსგავსი ნივთიერების) წარმოქმნა. ქვეები აზიანებს ხახას, მასში მრავლდება ბაქტერიები, რომლებიც კბილის ძირების ინფიცირებასს იწვევს, და ამის გამო ძაღლს კბილები ერყევა. ქვები იწვევს ხახის ანთებას და აძნელებს სუნთქვას. თუ ძაღლს სპეციალურ საღეჭს მისცემთ, რომელიც დამუშავებული ტყავისგან მზადდება , ესეც ხელს შეუშლის ქვების წარმოქმნას.
თუ თქვენს ძაღლს უცებ გამოაჩნდა რომელიმე ზემოდმოხსენებული სიმპტომი, გაუღეთ პირი და ჩახედეთ–კბილებს შორის უცხო სხეული ხომ არ აქვს გაჩხერილი. მოთმინება გამოიჩინეთ და რაიმე ბლაგვი ნივთით ამოუღეთ იგი.
თუ ხახის ის ნაწილი, რომელიც კბილებთან ახლოსაა, მუქი წითელია, ეს ხახის ანთების ნიშაანია.ყოველი კბილი თითით ან ფანქრით მოსინჯეთ. თუ კბილი მორყეულია , ძაღლს პირი თბილი მარილიანი წყლით გამობანეთ და ასპირინის ერთი აბი მიეცით. შემდეგ ვეტერიანიარი გამოიძახეთ.
ძაღლის კბილების სამკურნალოდ ვეტერინარი დამაწყნარებელს ან მოკლევადიან ანესთეზიას იყენებს დ ქვებს სპეციალური საპხეკით აცლის. დაზიანებული კბილი ძაღლს უნდა ამოუღოთ, რათა თავიდნ ავიცილოთფესვის დაჩირქება და კბილის ფოსოს ინფექცია, რაც ძაღლს ორგანიზმში სხვა პრობლემებსაც გამოიწვევს მაგალითად: სისიხლის მოწამვლას, სინუსითს და თირკმლის დაავადებასაც კი. დაპლომბვა ძაღლს იშვიათად სჭირდება.
პირის ღრუს სხვა დაავადებებსაც – წყლულს, სიმსივნეს და ტონსილიტს – ზოგი ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები ახასიათებს. ამას ვეტერინარის დიაგნოზი და მკურნალობა სჭირდება.
თვალები
თვალებთან დაკავშირებული პრობლემები ვლინდება ანთებით, სითხის გამოყოფით, დაჩირქბით და თვალებზე ლიბრის გადაკვრით.
თუ მხოლოდ ცალი თვალიდანა სითხიანი ან წებოვანი გამონადენი, თვალი თვალი რამოდენიმე საათში ერთხელ თბილი წყლით გამობანეთ. შეგიძლიათ თვალის ანტისეპტიკური მალამოც წაუსვათ ქვედა ქუთუთოს შიგნით. უსაფრთხოების მიზნით, მალამოს ტუბი თვალის ზედაპირის პარალერულად გეჭიროთ. ორივე თვალის დაჩირქება სერიოზული ვირუსული დავადების ნიშანია. სითხის გამუდმებული დენა ცალი ან ორივე თვალიდან შეიძლება ქუთუთოს ოდნავი ჩაბრუნებით ან საცრემლე სადინარის ბლოკირებით იყოს გამოწვეული. ცალ ან ორივე თვალზე ლაბრის გადაკვრა, ჩვეულებრივ, თვალის რქოვანას ანთების ნიშანია; ეს კატარაქტა არ არის, მაგარამ ვეტერინარის დაუყოვნებელი ჩარევა სჭირდება. თვალის ბროლის გაუმჭირვალობა თვალზე ლურჯი ან თეთრი გარსის წარმოქმნით ვლინდება. ეს ჩვეულებრივ , ხნიერ ძაღლებს ემართებათ.
თუ თვალის რაიმე სიმპტომა 1 დღეზე მეტხანს გასტანა, ძაღლი ვეტერინართან მიიყვანეთ. თვალის ანთებას ბავრნაირად მკურნალობენ. დღეს ქირირგიული ჩარევით ბევრი დაავადება იკურნება.
დრუნჩი
დრუნჩის დაავადების სიმპტომებია: დაბზარული, დაწყლულებული, მშრალი, სითხემდინარი დრუნჩის წვერი, დაჩირქებული ნასტოები და ჩვეულებრივი გააციების ნიშნები. თუ ძაღლი გაციებულია მითუმეტეს, თუ ორივე თვალი და რუნჩის წვერი დაჩირქებული აქვს, ესე იგი, ავადაა.
ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დრუნჩის წვერი გამაგრებისა და გაწებოვნებისგან დაიცვათ, კარგად დაბანეთ დრუნჩი თბილი წყლით და დრუნჩის ბალიშზე ვაზელინი წაუსვით. თუ ძაღლს ჩვეულებრივი გაციების ნიშნები აქვს, სასწრაფოდ ვეტერინარს ჰკითხეთ რჩევა.
ყურები
ყურის დაავადებებს შემდეგი სიმპტომები გააჩნია: თავის ქნევა, ყურების ფხანა, ყურებზე ცუდი სუნი ან გამონადენი ყურიდან, თავის ცალ მხარეს გადახრა, ყურის გასიება, ტკივილის ნიშნები ყურზე შეხებისას.
ეს სიმპტომები გამოჩნდება თუ არა, ძაღლის ყურში საკმაო რაოდენობით თბილი (და არა ცხელი) ზეითუნის ზეთი ჩაასხით. ნუ გამოიყენებთ ე.წ იარის ფხვნილებს, რადგან ფხვნილი შეიძლება ყურში დაგროვდეს , უფრო გააღიზიანოს და გაართულოს მდგომარეობა.
თუ ძაღლს ყური ძალიან ასტკივდა, მაშინვე მოინახულეთ ვეტერინარი, რადგნ დავადება შეიძლება ძნელად სამკურნალო აღმოჩნდეს
თუ ძარლს ყურის დაავადებისკენ აქვს მიდრეკილება, ხშირად გაუწმინდეთყურები საწმენდი ჩხირით ან თბილ ზეითუნის ზეთში დსველებული ბამბით. გაუწმინდეთ ყურის ნიჟარის ის ნაწილი, რომლის დანახვაც შეგიძლიათ, და მოაშორეთ ყავისფერი წებოვანი ნივთიერება. თუ ყურის ღრუში ბეწვი ეზრდება , ნუ შეაჭრით – თითებით ამოაძრეთ.
ყურის გაღიზიანება ყურის ღრუში მოხვედრილმა მრავალმა რამემ შეიძლება გამოიწვიოს. ყურიდან მათ გამოსაღებად პროფესიონალური ჩარევაა საჭირო.პატარა, თითქმის უხილავმა ბღერმა, რომელიც ძაღლის ყურში ცხოვრობს, შეიძლება ქავილი და ინფექცია გამოიწვიოს. ოფლიანი, ჭუჭყიანი ყურები, განსაკუთრებით ისეთი ძაღლის ჯიშებში, რომლებსაც ყურები ცუდათ უნიავდებათ (მაგალითად, სპანიელებს), იდეალური ადგილია მიკრობების გასამრავლებლად. ვეტერინარი დაადგენს ანთების მთავარ მიზეზს და ცხოველს შესაბამის მკურნალობას დაუნიშნავს. თუ ძაღლს ყურების ქრონიკული ანთება აქვს, ქირურგიული ჩარევაა საჭირო. თუ ძაღლს თაავი გვერძე აქვს გადაწეული , ამის მიზეზი შეიძლება ბევრნაირი გაღიზიანება იყოს, მათ შორის შუაყურის ანთებაბაც. შუაყურის დაავადება შეიძლება ევსტახიის მილის პრობლემით იყოს გამოწვეული, რომელიც შუაყურს ყელთან აერთებს. ამ ანთებას ყოველთვის ვეტერინარის თვალ ყურის მიდევნება სჭირდება. ასეთ შემთხვევაში ანტიბიოტიკურ და ანთების საწინააღმდეგო წამლებით მკურნალობას მიმართავენ, იშვიათად კი ოპერაციას, რომლის დროსაც დრენაჟს ღრმად უდგამენ ძაღლს ყურში.
ყურის ბიბილოს გასივების შემთხვევაში საშიში არაფერია: ეს სისხლის დიდი ბებერაა, რომელიც ყურის სისძარღვის გახეთქვის შედეგად წარმოიქმნება. ამას ხშირად მტკივანი ყურის გაძლიერებული ფხანვა იწვევს. აუცილებელია ქირირგიული მკურნალობა.
მკერდი
მკერდის პრობლემის ნიშნებია: ხველა, ხიხინი და გაძნელებული სუნტქვა. ძაღლს შეიძლება დაემართოს ბრონქიტი, პლევრიტი, პნევნომია, გულისა და მკერდის სხვა დაავადებები. ხველა და ცემინება გაციების სიმპტომებია; თანდართული თვალის დაჩირქება, ფაღარათი და უგულისყურება ძაღლის შავი ჭირის ნიშანია. ძაღლები ზოგჯერ ამ სენისგან იკურნებიან, მაგრამ შეიძლება კრუნჩხვა, კიდურების უკონტროლო მოძრაობა ან დამბლა დარჩეს, რაც მისი ნერვული სისტემის დაზიანების ნიშანია.ეს სიმპტომები არ გამოჩნდება, სანამ
რამდენიმე კვირა არ გავა ორგანიზმში ვირუსის პირველად შეღწვის დროიდნ.
პრობლემების ასაცილებლად პირველი შესაძლებლობისთანავე და და შემდეგ ყოველწლიურად აცერით თქვენი ძაღლი შავი ჭირისა და სხვა ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ.
ავადმყოფობის პირველი ნიშნების გამოჩეენისთანავე ვეტერინარს დაუკავშირდით. ცხოველი თბილათ გყავდეთ, ბევრი სითხე და ადვილად მოსანელებელი ნოყიერი საჭმელი მიეცით. თუ ძაღლი ისე სუსტათაა, რომ ვერ ჭამს, კოვზით აჭამეთ ხორცის ჟელე, მიეცით გლუკოზა და წყალი. ვეტერინარი, თუ საჭირო, სისხლის ანალიზს ჩაუტარებს და დაადგენს, სჭირს თუ არა შავი ჭირი ან სხვა რომელიმე ინფექციური დაავადება. ძაღლის შავი ჭირი ძნელი სამკურნალო, რადგან ვირუსისთაა გამოწვეული. ანტიბიოტიკები და სხვა წამლები მეორეული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება. ძაღლების გემაგლებულინის აცრები ხშირად გამოიყენება ვირუსული დაავადებების სამკურნალოდ და ამ დაავადებებით დასნეულებულ ცხოველებთან კონტაქტში მყოფი ძაღლების დასაცავად.
მკერდის სხვა დაავადებები ვეტერინარს სტეტოსკოპის, რენტგენის, ელექტროკარდიოგრაფიისა და ლაბორატორიული ანალიზების მეშვეობით შეუძლია დაადგინოს. გულის დავადებები, რომლებიც, როგორც წესი, ხანდაზმულ ძაღლებს აწუხებთ, ხშირად მედიკამენტებით მკურნალობას ექვემდებარება.
მუცელი და ნაწლავები
მუცლისა და ნაწლავების პრობლემების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: ღებინება, ფაღარათი, კუჭში შეკრულობა და სისხლიანი განავალი. ყველა სიმპტომი, რომელიც 12 საათზე მატ ხანს გასტანს, ვეტერინარის ჩარევას მოითხოვს.
ღებინება შეიძლება მუცლის მსუბუქი ინფექციის (გასტრიტის) ან საკვებით უბრალო მოწამვლის შედეგი იყოს. თუ ღებინება გამწვავდა, დიდხანს გაგრძელდა და სხვა ნიშნებიც დაერთო, შესაძლოა სეერიოზულ დაავადებასთან გვქონდეს საქმე, როგორიცაა შაცი ჭირი, ინფექციური ჰეპატიტი, პარვოვირუსული ინფექცია, ლეპტოსპიროზი, მუცლის ჭიის მზიმე დაავადება ან ნაწლავის ობსტრუქცია.
ფაღარათი შეიძლება კუჭის უბრალო აშლილობით იყოს გამოწვეული. სერიოზული მკურნალობა იქნება საჭირო, თუ იგი ბაქტერიული ან ვირუსული დაავადების ან მოწამვლისა ალერგიის სიმპტომებია.
შეკრულობა შეიძლება ასაკის ან ობსტუქციის ბრალი იყოს, ანდა ისეთი საკვებისა, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს დაფხვნილ ძვლებს (რაც ცემენტივით გროვდება ნაწლავში).
სისხლიან განავალს შეიძლება მრავალი მძიმე და მსუბუქი მიზეზი ჰქონდეს, ან შესაძლოა ბავრიც არაფერი სჭირდეს და მხოლოდ სწორი ნაწლავი ჰქონდეს გაკაწრული ძვლის ნამსხვრევით.
ძაღლს მუცლის პრობლემების სიმპტომების შემთხვევაში შეგიძლიათ სიმპტომები შეამსუბუქოთ. ფაღარათის დროს 10–40 მლ (2–8 ჩაის სავსე კოვზი) კაოლინის ხსნარი დაალევინეთ ყოველ 3 საათში ერთხელ. ფაღარათის დროს აუცილებელია დაკარგული სითხის აღდგენა. არ აჭამოთ მყარი ცხიმიანი საკვები და არ დაალევინოთ რძე. სითხე მცირე რაოდენობით და ხშირ–ხშირად მიეცით–უმჯობესია გლუკოზა და წყალი ან ბულიონის კუბები მისცედ ასალოკად.
კუჭში შეკრულ ძაღლს 10–40 (2–8 ჩაის სავსე კოვზი) მინერალური ზეთი დაალევინეთ. თუ ცხოველი სხვა მხრივ კარგადაა და თქვენ ეჭვობთ, რომ საკვებით, მაგ., ძვლებით აქვს კუჭი გაჭედილი, პატარა მზა ოყნა გამოიყენეთ, რომელიც აფთიაქში იყიდება.
ზოგადად, მუცლის პრობლემები ვეტერინარის ყურადღებას საჭიროებს; თუ სიმპტომები გაგრძელდა, მეორე დღესვე ვეტერინარს შეატყობინეთ. ავადმყოფობებს, როგორიცაა პარვოვირუსული ინფექცია, ძაღლის ინფექციური ჰეპატიტი და ლეპტოსპიროზი, ინტენსიური მკურნალობა სჭირდება ანტიბიოტიკებით, გადასხმებით, ვიტამინებით და მინერალური ნივთიერებებით. ამასთან, სისხლის და შაარდის ანალიზი სჭირდება.
ქირურგიული მეთოდები ობსტრუქციის და უცხო სხეულების მოსაცილებლად ანდა მუცლის სხვა დაავადებების სამკურნალოდ ახლა უკვე კარგად ნაცადია. ვეტერინარი და საოპერაციო ჯგუფი თანამედროვე ანესთეზიურ საშვალებებს იყენებს და ოპერაციებს მარალი დონის ტექნიკური აპარატურით აღჭურვილ კაბინეტებში ატარებენ
ანალური ჯირკვლები
ანუსის ორივე მხარეს არსებული პატარა ჯირკვლების ანთება ზოგჯერ ძაღლის გაღიზიეანებას იწვევს. პატრონს უკვირს, როცა ძაღლი უკანალს იატაკზე მიითრევს ან ან თავის კუდს გამოეკიდება, ისე თითქოს ფუტკარმა უკბინაო. ძაღლის ასეთ ქცევაში ნაწლავის ჭიებს ადანაშაულებენ, მაგრამ ტყუილად.
ამ პრობლემას ანალური ჯირკვლები იწვევს, რფომლებიც ივსება და იბლოკება. თუ ანარულ ჯირკვლებში ინფექცია შეიჭრა, შეიძლება აბსეცი განვითარდეს. ამის მკურნალობა ანტიბიოტიკებით ან ჯირკვლებია ქირურგიული მოშორებით ხდება. ამ პრობლემებს თავიდან აიცილებთ, თუ ძაღლი ამ ჯირკვლებს დიდი განავალის გამოყოფით გაავარჯიშებს. ამისთვის ძაღლის საკვებს დაუმატეთ ბოჭკოვანი საკვები,როგორიცაა ხილი ან ქატო. ვეტერინარისგან ისწავლეთ, როგორ გამოასუფთაოთ ჯირკვლები ბამბის ბალიშით.
შარდვის სისტემა
შარდვის პრობლემის გავრცელებული ნიშნებია: გაძნელებული ან ხშირი შარდვა, წონაში დაკლება ან მადის დაკარგვა, აგრეთვე სისხლიანი შარდი.
როგორც კი შეამჩნევთ, ძაღლს შარდვის სიტემა წესრიგში არა აქვს, მაშინვე ვეტერინარს შეატყობინეთ. ფართოდაა გავრცელებული შარდის ბუშტის ანთება (ცისტიტი), ქვები შარდის ბუშტსა და მილებში, აგრეთვე თირკმლის დაავადება. ეს ყველაფერი ვეტერინარის დაუყოვნებელ ყურადღებას მოითხოვს. თუ თქვენს ძაღლს შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, არ აუკრძალოთ წყლის სმა გახსოვდეთ, რომ ძაღლისთვის აუცილებელია ლეპტოსპიროზის წინააღმდეგ აცრა. ყოველწლიურად უნდა მიხვიდეთ ვეტერინართან ამ აცრის ჩასატარებლად.
ცისტიტი, თუ დროულად გამოვლინდა, ადვილად ექვემდებარება ანტიბიოტიკებით მკურნალობას. შარდვის სისტემაში კენჭების არსებობის დიაგნოზი ადვილად დასტურდება რენტგენის საშუალებით, უმეტეს შემთხვევაში ადვილად ხერხდება კენჭების მოშორება ქირურგიული ჩარევით.
თირკმლის დაავადებას დიეტა სჭირდებს. პაციენტები, რომლებსაც თირკმლის ქრონიკული დაავადება აქვთ, დიდთხანს ცოცხლობენ, თუ მათი საკვები სათანადო რაოდენობით შეიცავს წყალს, ცილებს და მინერალურ ნივთიერებებს; თუ დაცულია ინფექციური დაავადებისგან, ცილების დაკარგვა მინიმუმამდეა დაყვანილი და ყველანაირი სტრესი თავიდან არის აცილებული.
გენიტალიები
ხვად ძაღლებს დროდადრო გენიტალიური დაავადებები ემართებათ(მაგალითად,სასქესო ჯირკვლების სიმსივნე),მაგრამ ყველაზე გავრცელებული და საშიში დაავადებები ძუ ძაღლებს ემუქრებათ.ესენია:გამუდმებული სექსუალური აღგზნება,ძლიერი სისხლდენა და ვაგინალური გამონადენი. ყოველგვარი გამონადენი, გარდა გამონადენისა ლეკვების დაყრამდე ან ჩვეულებრივი სისხლდენისა სექსვალური აღგზნებისას, სასწრაფო ვეტერინალურ ჩარევას მოითხოვს. თუ მაკე ძუ ძარლებს ჩირქის მაგვარი გამონადენო აქვსთ, ეს, როგორც წესი, საშვილოსნოს ჰორმონალური ანთების, პიომეტრად ცნობილი დაავადების ნიშანია; დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ ვეტერინარს. მან შეიძლება მოკლე ვადიანი მკურნალობა გირჩიოთ, მაგრამ საბოლოოდ საშვილოსნოს ქირურგიული ამოკვეთა იქნება მიზანსეწონილი. ასეთი ოპერაცია ძალიან ხშირად წარმატებით ტარდება. მაგრამ ეს ყოველივე თავიდან რომ აიცილოთ, გირჩევთ ამოკვეთოთ საკვერცხე ჯირკვლები, როცა გადაწყვეტთ, რომ აღარ გინდათ თქვენმა ძაღლმა ლეკვები გაჩინოს.
კანი
ძაღლებს კანის მრავალგვარი დაავადება ემართებათ. დიაგოზის დასმას ვეტერინარის ჩარევა და შინჯის ანალიზი სჭირდება. კანის დაავადებების გავრცელებული სიმპტომებია: წვრილი და მსხვილი ლაქები კანზე, კანის ფხანა და სველი, მშრალი ან ქერქოვანი მუწუკები.ქეცმა,რომელსაც თვალით შეუმჩნეველი ტკიპა იწვევს,შეიძლება კანზე ქერქოვანი,უთმო მუწუკები გააჩინოს . რწყილები,ტილები დატკიპებიც აზიანებენ კანს.ძაღლის ბეწვში ჩაბუდებულმა ერთმა რწყილმაც კი შეიძლება კანი სერიოზული გაღიზიანება გამოიწვიოს, რაც რწყილის ნერწყვის მიმართ ალერგიის შედეგია. საკვების, გარკვეული ცხიმების ნაკლებობამაც შეიძლება ძაღლს ბეწვი დაუზიანოს. თუ თქვენ ხედავთ ან ეჭვი გაქვთ, რომ თქვენს ძაღლს კანის პარაზიტები – ტილები, რწყილები ან ტკიპები – ჰყავს, ზოომაღაზიაში, აფთიაქში ან ვეტერინარისგან პარაზიტების საწინააღმდეგო აეროზოლი, ფხვნილი ან შამპუნი შეიძლიინეთ. ვეტერინარმა ძაღლს შეიძლება აბები ან კანზე წასასმელი პრეპარატი დაუნიშნოს, რომელიც კანში შეიწოვება; მკურნალობის ორივე მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია რწყილების წინააღმდეგ. ქეცის მკურნალობა მრავალი სახისაა. მათ შესახებ ვეტერინარი მოგცემთ რჩევას.
მკრეჭელი ლიქენი ფარული დაავადებაა, რომელიც ულტრაიისფერი სხივებით შემოწმდება ან ბეწვისს ნიმუშის გამოკვლევა დასჭირდეს. ამ დაავადების სამკურნალოდ სპეციალური წამლები არსებობს, დასალევი ან კანქვეშა გასაკეთებელი. ამასთან, სიფრთხილეა საჭირო, რომ ეს დაავადება ადამიანებს არ გადაედოთ.
პარაზიტების საწინააღმდეგო ყველა საშუალება ინსტრუქციის შესაბამისად უნდა გამოიყენოთ. გახსოვდეთ, რომ რწყილის კვერცხები მხოლოდ ცხოველის ბეწვზე კი არ არის, არმედ ყველგან მის გარშემო. ძაღლთან ერთად ძაღლის კალათას, ქვეშაგებს და ძაღლის ქოხსაც უნდა მიასხათ პარაზიტების საწინააღმდეგო აეროზოლი.
საკვების უკმარისობით გამოწვეული კანის დაავადებები ადვილად შეგიძლიათ აიცილოთ თავიდან ძაღლისთვის ყველა საჭირო ნივთიერების შემცველი საკვების მიცემით. . დამუწუკებული. სველი „ცხელი ხალები", რომლებიც უეცრად უჩნდებათ კანძე ზაფხულსა და შემოდგომაზე, შეიძლება მცენარეთა ყვავილის მტვრის ან სხვა ნივთიერებების მიმართ ალერგიის ნიშანი იყოს. დაშავებულ ადგილას ბეწვი აქეთ–იქით გადაუწიეთ და ბლომად მინერალური ზეთი წაუსვით. ეს დაავადება ანტიჰისტამინური და კორტიკოსტეროიდული მალამოებით, ნემსებითა და აბებით ადვილად იკურნება.