მწერების უფრო მეტი ნაირსახეობა არსებობს, ვიდრე სიცოცხლის ყველა ფორმა, ერთად აღებული. სახელი ჯერჯერობით დაახლოებით 1 მილიონ სახეობას შეარქვეს, თუმცა ვარაუდობენ, რომ სახეობათა რიცხვი 10 მილიონით მეტია. დანარჩენი სრულად ნახვაში…
ტიპიურ მწერს, მაგალითან კრაზანას, ექვსი ფეხი და სხეულის სამი ნაწილი – თავი, მკერდი და მუცელი აქვს. ამას გარდა, მწერების უმრავლესობას აქვს ფრთები და ანტენები.
ტარაკნები ბიოლოგიური წარმატების საუკეთესო მაგალითები არიან. ისინი თითქმის ყველაფერს ჭამენ, წებოს, ქაღალდის, საპნის, მალნისა და ფეხსაცმლის საცხის ჩათვლით, თუმცა სამი თვე მხოლოდ წყალზე გაძლებაც შეუძლიათ. ტარაკნები დედამიწაზე ჯერ კიდევ 300 მილიონი წლის წინ, დინოზავრების გაჩენამდე ცხოვრობდნენ. ესაა ერთ-ერთი სახეობა საოცრად წარმატებული ჯგუფისა, რომელსაც მწერები ეწოდება.
წარმატების მიზეზები:
მწერები ასე კარგად იმიტომ გადარჩნენ, რომ ისინი ძალიან პატარები არიან და სწრაფად მრავლდებიან. მათი მყარი, წყალგაუმტარი, დრეკადი გარეგანი ჩონჩხი წარმატების კიდევ ერთი საწინდარია. ეს ჩონჩხი მწერებს აძლევს საშუალებას იცხოვრონ ყველგან, ღია ზღვის გარდა. გარეგანი ჩონჩხის ერთადერთი ხარვეზი ისაა, რომ იგი მწერთან ერთად არ იზრდება. ამიტომ მწერს ზრდისას საკუთარი ჩონჩხის გადაგდება უწევს.
პატარა ზომა უპირატესობაა:
მწერების უმეტესობა სიგრძეში 25 მილიმეტრზე ნაკლებია. პატარა ზომა მათ მცირე სივრცეში ცხოვრებისა და მცირე საკვებით გადარჩენის საშუალებას აძლევს. ყველაზე პატარა მწერე სიდიდით ნემსის წვერის მეოთხედია, ყველაზე დიდი კი ადამიანის ხელს ბევრად არ აღემატება. მწერის ზომა შეზღუდულია მისი გარეგანი ჩონჩხით, რომელსაც მხოლოდ მცირე წონის ატანა შეუძლია, და სასუნთქი სისტემით, რომელიც ისეთია, რომ დიდ ცხოველს არ გამოადგება.
პეპელა სიცოცხლეს მუხლუხის სახით იწყებს, რომელიც ზრდისას სახელ სრულად იცვლის, სანამ საბოლოოდ პეპლად არ გადაიქცევა. ასეთ ცვლილებას სრული მეტამორფოზი ეწოდება. სხვა მწერები გამოჩეკისას უკვე მშობლებს ჰგვანან. ისინი იზრდებიან და ფრთებიც ამოსდით. ასეთ ცვლილებას არასრული მეტამორფოზი ეწოდება.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!