ზურგი მომწვანოა, მუქი წინწკლებით. გვერდები მოვერცხლისფეროა. ადვილად სცვივა ქერცლი. სიგრძე 25-30 სმ, წონა 170-500 გ. იშვიათად სიგრძე 46 სმ-მდე, წონა 1 კგ-მდე.
გავრცელება.
მოშენებულია ტაბაწყურისა და ფარავნის ტბებში; ფარავნიდან გავრცელდა საღამოს ტბაში. გადაყვანილია ბაზალეთის ტბისა და თბილისის წყალსაცავში. ბინადრობს ძირითადად ლადოგისა და ონეგის ტბებში, ფინეთისა და შვეციის წყლებში.
ტბის ბინადარია, კარგად ეგუება ცივ, ჟანგბადით მდიდარ წყალს, თუმცა ადვილად იტანს წყლის ტემპერატურას 20-27 გრადუსამდე.
ტოფობს ნოემბრიდან იანვრამდე, უმთავრესად ყინულქვეშ, წყლის 5-2 გრადუს ტემპერატურისას, ქვა-ქვიშიან ადგილზე. ნაყოფიერება აღწევს 8,2-111 ათას ქვირითს.
ძვირფასი სარეწაო თევზია, საკმაოდ ცხიმიანია. იყენებენ ნედლს და დამარილებულს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!