მისი სხეული ბრტყელი, მაღალი, პირი პატარა, ნახევრად ქვედა, ირიბი. მუცლის ფარფლების უკან ქერცლით დაუფარავი ქედია. ზურგის ფარფლი ირიბადაა წაკვეთილი. გამრავლების პერიოდში წყვილი ფარფლები უწითლდება. მამლებს ქერცლებზე და ლაყუჩის სახურავებზე უჩნდებათ ეპითელური ბორცვაკები.
ბინადრობს ძირითადად მდ. მტკვრის შუა და ქვემო დინებაში. საქართველოს წყლებში შემოვიდა მიჩენგურის წყალსაცავის შექმნის შემდეგ. მტკვარში ამოდის თბილისამდე. გვხვდება ხრამში, ალაზანში, იორში, ჯანდარის ტბაში და სხვა. სხვაგან ბინადრობს აზერბაიჯანის წყლებში აჯიკაბულის ტბაში, მიჩენგურის წყალსაცავში, არეზის ქვემო დინებაში, მტკვარში, სარისუში, კუმბაშინკაში, კასპიის ზღვის სამხრეთ ნაწილში ჩამავალ მდინარეებში.
იგი ძირითადად მდინარისა და ტბის ბინადარია, ეგუება მომლაშო წყალსაც. ირჩევს მდორე ადგილებს. იკვებება პლაქტონითა და ბენთოსით. სქესობრივად მწიფდება სხვადსხვა ადგილებში სხვადსხვა დროს - მამალი 2 წლიდან, დედალი 3 წლიდან.
საქართველოს წყლებში რაოდენობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. დაბალი ხარისხის თევზია
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!