სხეული მაღალი, გვერდებიდან შებრტყელებული. პირი პატარა, ნახევრად ქვედა. მუცლის ფარფლების უკან ქერცლით დაუფარავი ქედია. სქესმწიფე მამლებს ტანსა და ფარფლებზე უჩნდებათ ეპითელური ბორცვაკები. ფარფლები მონაცრისფროა, დანარჩენი ფარფლების ბოლოები მოშავო. სიგრძე 45 სმ-მდე, იშვიათად 75 სმ-მდე. წონა 6 კგ-მდე და მეტი.
ბინადრობს კოლხეთის მდინარეებში: სუფსა, რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი, ენგური. ტბებში: პალიასტომი, შავნაბადა, ბებესირი. ცნობილია ევროპაში, ჩრდილოეთის, ბალტიის, თეთრი და შავი ზღვის აუზებში.
იგი გამსვლელი თევზია. ბინადრობს უმეტესად მდინარის მდინარის ქვემო დინებაში, ირჩევს მცენარეებით მდიდარ ადგილებს. იკვებება ძირითადად კიბოსნაირებით, ლოკიკინებით, ჭიებით, მწერთა მატლებით, უმეტესად ქირონომიდებით, აგრეთვე წყალმცენარეებით. მოზარდი იკვებება პლაქტონით. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3 წლის ასაკიდან. მრავლდება აპრილიდან ივლისამდე თხელწყლიან, მცენარეებით მდიდარ ადგილებში.
კარგი სარეწაო თევზია. საქართველოს წყლებში იჭერენ სხვა თევზებთან ერთად. რაოდენობის სიმცირის გამო დიდი სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. დიდი ეგზემპლარების ცხიმიანობა შემოდგომით აღწევს 4.9-8.7%-ს, პატარა ეგზემპლარები მჭლეა. გამოიყენება ნედლი, დამარილებული, შებოლილი, დაკონსერვებული. მის ნარჩენებს იყენებენ ტექნიკური ცხიმის, წებოს და ფქვილის დასამზადებლად.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!