ყელიდან ანალურ ხვრელამდე ქედია, რომელიც დასაწყისში დაფარულია ქერცლით, უკან კი უქერცლოა. თვალები სხედან შედარებით ქვევით, მათი ქვედა კიდე პირის კუთხის დაბლაა. პირი მიმართულია ზევით. ნაწლავი ძლიერ გრთელია - სხეულის სიგრძეს აღემატება 10-15 ჯერ. ფარფლები მუქია. სიგრძე 1 მ-მდეა, წონა 16 კგ-მდე. ცოცხლობს 20 წელზე მეტს.
ბინადრობს მდ ამურის აუზში, კორეაში, ჩინეთში სამხრეთ-კანტონამდე. ხელოვნურად მოშენებულია კუნძულ ფორმოზაზე.
საქართველოში 1962 წლიდან მასთან ერთად აკლიმატიზებულია ჭრელი სქელშუბლა. ამჟამად ბინადრობს ჯაპანის თევზსაშენ ტბორებში, ჯანდარის, ლისის, კუმისის ტბებში და სხვა. აკლიმატიზებულია აგრეთვე შუა აზიის , უკრაინის, რუსეთის რესპუბლიკებში.
ბინარობს მდინარეებში, ტბებსა და ტბორებში. მოზრდილი ინდივიდები მდინარის კალაპოტში იმყოფებიან ზაფხულის წყლის დონის მომატებამდე, შემდეგ შედიან მდინარესთან დაკავშირებულ ტბებში საკვებად, შემოდგომით ბრუნდებიან ისევ მდინარეში და იზამთრებენ იქ. ამ თევზს ახასიათებს ერთი საინტერესო ჩვევა - რაიმე საგნის ძლიერ ხმაურზე შიშისაგან ხტება წყლიდან 2-3 მ-ის სიმაღლეზე, ხშირად ნავის ხმაურზე ამომხტარი სქელშუბლა ვარდება ნავში, ზოგჯერ იმდენი, რომ იქმნება ნავის ჩაძირვის საშიშროება. იკვებება მცენარეული პლაქტონით, აგრეთვე ცხოველური პლაქტონით. სქესობრივად მწიფდება 5-6 წლის ასაკიდან. ტოფობს მაისის ბოლოდან აგვისტოს ნახევრამდე, მდინარის ჩქარი დინების ადგილებში.
სარეწაო თევზია აქვს გემრიელი ხორცი, ცხიმიანი(ცხიმი საშუალოდ 8-13%, დიდებს 23.5%). იყენებენ ძირითადად ნედლს, ნაწილობრივ დამარილებულს, შიგნეულისაგან ამზადებენ საჭმელ ცხიმს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!