პირი პატარა, მიმართულია ზევით, მის კუთხეებში თითო მოკლე ულვაშია. სხეული სქელია, მაღალი, კუდის ღერო მოკლეა, მაღალი. ქერცლი წვრილია, კანში ღრმადაა ჩამჯდარი. კანი დაფარულია ლორწოს სქელი ფენით. ფარფლები მომრგვალებულია. ზურგი ჩვეულებრივ მუქი მომწვანოა, გვერდები მოწაბლისფრო, ოქროს ელფერით, თვალები მოწითალოა. სიგრძე 70 სმ-მდე, წონა 1,6 კგ-მდე. იშვიათად 7,5 კგ-მდე; ჩვეულებრივ უფრო პატარაა.
ბინადრობს საქართველოს შემდეგ მდინარეებში; სუფსა, რიონი; ტბებში: პალიასტომი, ბებესირი, ჯანდარი, ჯაპანის ნარიონალები.
ბიოლოგია. ტიპობრივი ფსკერული თევზია, ნაკლებად მოძრავი, ბინადრობს უმეტესად ტბაში, მდინარეშიც ირჩევს მდგარ, მდორე, მცენარეულობით მდიდარ უბნებს. ზამტარში ეფლობა ლამში, ადვილად იტანს ჟანგბადის ნაკლებობას. იკვებება ცხოველური და ნაწილობრივ მცენარეული საკვებით: კიბოსნაირებით, მწერთა მატლებით, უმეტესად ქირონომიდებით, ლოკოკინებით და სხვ. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3-4 წლის ასაკში. მრავლდება მაისიდან აგვისტომდე. ტოფობს რამოდენიმე ჯერად, წყალქვეშა მცენარეებზე. ნაყოფიერება აღწევს 380 ათას ქვირითამდე.
ტბორული მეურნეობის კარგი ობიექტია. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!