ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » საქართველოში მობინადრე თევზები    

ჭანარი
ოჯახი: კობრისებრთა
გვარი: წვერა
სახეობა: Barbus capito
ტიპი: მტკნარი წყლის
საარსებო გარემო: ბუნებრივი
კვების ტიპი: მშიდობიანი
ზოგადი დახასიათება 

ჭანარი, (რუს. Усач-Чанари) თევზი კობრისებრთა ოჯახისა. წვერას გვარის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის წარმომადგენელი. აქვს ორი წყვილი ულვაში, თავის ქვემო მხარეზე — ნახევარმთვარისებრი პირი. სხეულის გვერდებზე გასდევს ყვითელი ზოლი. არსებობს ჭანარის ორი ფორმა: გამსვლელი და ადგილობრივი. გარეგნულად ძალიან წააგავს არალის წვერას, თუმცა ამ უკანასკნელისგან განსხვავებით უფრო მსხვილმარცხლიანი ქერცლით გამოირჩევა, რომელსაც ოქროსფერი დაკრავს. ჭანართა უმეტესობა დიადრომია. არსებობენ მუდმივ საარსებო ადგილას მიჯაჭვული გამონაკლისებიც. სხეულის მაქსიმალური სიგრძე 120 სმ აღწევს, მაქსიმალური წონა — 9 კგ-ს.

ჭანარის პრობლემატური სახეობაა კვლავწარმოების მხრივ. დაანგარიშებულია, რომ მისი პოპულაციის გასაორმაგებლად 14 წელია საჭირო. არასწორი რეწვის შემთხვევაში ეს სახეობა გადაშენების ზღვარზე დადგება. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ჭანარზე თევზჭერის ლიცენზიები უკანასკნელ პერიოდში აღარ გაიცემოდა.

იკვებება წყლის ფსკერის ბინადარი უხერხემლო ცხოველებით (ზოოპლანქტონებით): ლოკოკინებით, მწერის მატლებით, ქირინომიდებით, ოლიგოქეტებით, ტრიქოპტერებით აგრეთვე წყალში ჩაცვენილი მწერებით: ჭიანჭველებით, კალიებით, მახრებით და სხვა. სხვადასხვა მცენარეებითა და მათი თესლით. საკვებათ იყენებს ასევე ბაყაყებს, თებზებსა და სხვა.


ქვირითობა 

ქვირითობისთვის მამალი სქესობრივად მწიფდება 4 წლიდან, ხოლო დედალი 5 წლიდან. გამრავლების პერიოდი აქვთ მაისიდან აგვისტოს ბოლომდე. ნაყოფიერება აღწევს 115 ათასიდან 1 მილიონ ქვირითამდე. ტოფობს რამდენიმეჯერ.

გავრცელება 
ჭანარი კასპიის ზღვასა და მასში ჩამდინარე სამხრეთ და დასავლეთ მდინარეების აუზებშია გავრცელებული. ძირითადად ირანის, აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიებზე. ცალკეული წყაროების მონაცემებით ჭანარი ჩრდილო ესპანეთშიც გვხვდება, თუმცა ტაქსონონიური სისტემის სინქრონიზაციაში ხარვეზების გამო, ეს მონაცემები ბოლომდე სარწმუნოდ ვერ ჩითვლება.

საქართველოში წვერას გავრცელების ადგილები:

ალაზანი, ლიახვი, 
არაგვი, მტკვარი,
თიქორი, ხრამი,
თბილისის წყალსაცავი,                   ხრამის წყალსაცავი,
იორი, ჯანდარის ტბა.
ანკესით თევზაობისათვის 
ჭანარი ანკესით თევზაობისათვის საინტერესო ობიექტია. სატყუარას აღებას იწყებს მაისის ბოლოდან და გრძელდება ნოემბრის ყინვებამდე, ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისი მასზე თევზაობის საუკეთესო დროა. თევზაობა წყდება როგორც კი პირველი ყინვა დაკრავს. იკვებება ძირითადად გამთენიისას და ღამე. ზამთარში აღარ იკვებება და გამოსაზამთრებლად წვება ღრმა ორმოებში.

ძირითადად გამოიყენება ფსკერულა ანკესი, თუმცა ტივტივიანი ანკესზედაც ხშირად ჯდება. გაზაფხულზე ყველაზე კარგი სატყუარა ბუღლუჯია. კარგი სატყუარაა ფსკერულზე შავი ტარაკანი, ჭიაყელა, რომელიც ანკესის წვერზე ოდნავ გადმოკიდებულია, ასევე კარგად იღებს მწერების მატლებს, ყველს, ცხოველის ან ფრინველის ღვიძლსა და ფილტვის ნაჭრებს, სოსისისა და მოხარშული ძეხვის ნაჭრებს.

ჭანარზე სათევზაოდ ძირითადად გამოიყენება ფსკერულა ანკესი, როგორც მძიმე ფსკერულა ასევე მსუბუქი.     


წყარო:
კატეგორია: საქართველოში მობინადრე თევზები | დაამატა: giohunt1982 (15.03.2013) | ავტორი: wikipedia
ნანახია: 3662 | ტეგები: ჭანარი | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    chirioki

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика