მურწა, (რუს. Пескарь), კობრისებრთა ოჯახის წარმომადგენელია (შიდა ქართლში და კახეთში ციმორსაც უწოდებენ). ბინადრობს მტკნარ წყალში. გამოირჩევა სხეულის წაგრძელებული ფორმით, რომელიც სიგრძეში 40 სანტიმეტრს აღწევს. მასა 0,5 კგ აღწევს. სხეული წაგრძელებულია, თითისტარისებრი. დაფარულია წვრილი ქერცლით. აქვს ქვედა პირი, პატარა თვალები, 2 წყვილი ულვაში.
ქვირითობა
მურწა სქესობრივად მწიფდება 2-3 წლისა. ტოფობს მაის-ივნისში მდინარის ქვაქვიშიან ფსკერზე. ქვირითის რაოდენობა აღწევს 3000 დან 23000 მდე.
გავრცელება
მურწა ძირითადად კასპიის ზღვის და ნამაკის ტბის აუზის მდინარეებში გავრცელებულია - მტკვარში, არაქსი და სეფიდრუდში. თევზის გავრცელების გეოგრაფია შემდეგი ქვეყნებით განისაზღვრება - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და ირანი. ზოგიერთი წყაროს მონაცემით მურწა ასევე გვხვდება ზამბიაში, ანგოლასა და აშშ-ს შტატ ჯორჯიაში. მურწა ამიერკავკასიის ენდემია. საბინადროდ ამჯობინებს მდინარის ჩქარ, ქვაქვიშიან ადგილებს. იკვებება მწერებით და მათი მატლებით, კიბოსნაირებით და სხვა.
საქართველოში მურწას გავრცელების ადგილები:
ალაზანი,მტკვარი,
არაგვი, სიონის წყალსაცავი,
ახალქალაქის წყალი, ქსანი,
თიქორი,ხრამი,
თბილისის წყალსაცავი, ხრამის წყალსაცავი,
იორი, ჯანდარის ტბა.
ლიახვი,
თევზაობა
საქართველოში მცირერიცხოვნობის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. წარმოადგენს სმოყვარულო და სპორტული თევზჭერის საუკეთესო ობიექტს. კულინარიული თვალსაზრისით ძალიან გემრიელი თევზია, იყენებენ ნედლს.
მურწაზე სათევზაოდ გამოიყენება როგორც ფსკერულა ასევე ტივტივიანი ანკესი. სატყუარად ბუზის მატლი, ჭიაყელა, შვეიცარიული ყველი და კომბინირებული ნაზავი ("სმესი"). ფსკერულაზე ძირითადი ძუა 0,2 მმ-დან. საძირავი დინების სიძლიერის მიხედვით, ნემსკავები ყველაზე ოფტიმალურია 4-5 ნომერი "საბჭოთა" ნუმერაციით.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!