ლათინური დასახელება Capoeta capoeta. ჩვენს ქვეყანაში მას რამოდენიმე დასახელებით იცნობენ: ხრამული, კაპოტი, კაპუეტი, ფიჩხული, ლურჯი, ბოლოწითელი. ჩვენთან ბინადრობს ხრამულის 4 სახეობა.სქესობრივად მწიფდება 2-3 წლის ასაკში, ტოფობს მაისიდან ივნისის ბოლომდე, თხელწყლიან ქვაქვიშიან ადგილებში. ნაყოფიერება აღწევს 2-6 ათას ქვირითს.
ცხოვრების ნირით წარმოადგენს ფსკერულ თევზს, ამ ტიპის თევზებისათვის დამახასიათებელი, ეგრეთწოდებული ქვედა პირით. ქვედა ტუჩი წარმოსდგენს გარქოვანებულ საფხეკ ინსტრუმენტს, რის საშუალებითაც ახერხებს ქვებიდან ხავსის აფხეკვას, რომლითაც იკვებება. მცენარეების, ძირითადად ხავსის გარდა, მის რაციონში შედის მწერების მატლები, რომლებიც წყალში განვითარების სხვსდასხვა სტადიას გადიან.
1-ჩვეულებრივი ანუ ტრანსკავკასიური ხრამული- მდინარე მტკვარი (ზემო და ქვემო წელი) ოქუმი, ლიახვი, ქსანი, არაგვი, ხრამი, დებედა, მაშავერა, ალაზანი თავისი ყველა შენაკადით, იორი. ტბები: ჯანდარა, ბაზალეთი. წყალსაცავები ; თბილისის, სიონის. ლათინური დასახელება
ლათინური დასახელება Capoeta capoeta. ჩვენს ქვეყანაში მას რამოდენიმე დასახელებით იცნობენ: ხრამული, კაპოტი, კაპუეტი, ფიჩხული, ლურჯი, ბოლოწითელი. ჩვენთან ბინადრობს ხრამულის 4 სახეობა.სქესობრივად მწიფდება 2-3 წლის ასაკში, ტოფობს მაისიდან ივნისის ბოლომდე, თხელწყლიან ქვაქვიშიან ადგილებში. ნაყოფიერება აღწევს 2-6 ათას ქვირითს.
ხრამულზე ანკესით თევზაობა შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში. სატყუარად გამოიყენება: ბუზის მატლი, ჭიაყელა, სოსისისა და მოხარშული ძეხვის ნაჭრები, პურის ქერქის კუბიკები, გარკვეულ პერიოდში ხავსი, როგორც ჩქერის (перекат) ასევე ჭაობის. მასზე სათევზაოთ გამოიყენება როგორც ტივტივიანი ისე ფსკერულა ანკესი.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!