ფარფლწითელა (Scardinius erythrophthalmus,Краснопёрка)
ფარფლწითელა ბინადრობს ტბებში და მდინარეებში რომლებიც ჩაედინებიან : ჩრდილოეთის,ბალტიის,შავ,
აზოვის,კასპიის და არალის ზღვაში.ახალ ზელანდიაში და კანადაში მას მიიჩნევენ მავნე თევზად რომელიც ანადგურებს სხვა ჯიშის თევზებს.
სამეფო: | ცხოველები |
ტიპი: | ქორდიანები |
რიგი: | კობრისნაირნი |
ოჯახი: | კობრისებრთა |
სახეობა: | ფარფლწითელა |
ფარფლწითელა კობრისებრთა ოჯახის წარმომადგენელია.
მაქსიმალური სიგრძე 36სმ.წონა 2კგ(დაფიქსირებული).
ჩვეულებრივ 16-19სმ , წონა კი 100-300 გრამამდე. ცხოვრობს 10 წლამდე ,წყალმცენარეებით მდიდარ
ადგილებში, ბინადრობს და იკვებება წყლის ზედა შრეებში.
იგი ძალიან გავს ნაფოტას. მათ ერთმანეთისგან ანსხვავებენ :
1) თვალის ფერით ფარფლწითელას ნარინჯისფერი აქვს , ნაფოტას კი სისხლისფერი წითელი.
2) ზურგზე რბილი ფარფლების ოდენობით ფარფლწითელას 8-9 აქვს, ნაფოტას კი 10-12.
სატყუარად გამოდგება როგორც თეთრი ჭია არგეთვე წითელი ჭია, მანისთქვეფილი და პური.
საქართველოში იგი ბინადრობს თითქმის ყველა მდინარის ქვემო დინებაში,ტბებსა და არხებში.