10 ხილი რომლებიც შეიძლება არასოდეს გქონდეთ გასინჯული
1. The Yangmei or Chinese Bayberries
ეს ხილი იზრდება მარადმწვანე მცენარეზე. მისი ნაყოფი არის მრგვალი და მეწამული ფერის. იგი მართლაც უგემრიელესი ხილია. ამ ხილის გასინჯვა კი აზიაშია შესაძლებელი კონკრეტულად კი ჩინეთში
2.The Marula nut or Jelly Plum
ეს ხილი იზრდება სამხრეთ აფრიკის ყველაზე მაღალ ხეზე.. ეს ხილი ძალიან მდიდარია c ვიტამინით მასში 8 ჯერ უფრო მეტი c ვიტამინია ვიდრე ფორთოხალში. აგრეთვე ეს ხილი შეიცავს მინერალებს…
3. The Sea Buckthorn or Sea Berries
ეს მცენარე ხარობს ჩინეთში აქ გვხვდება დიდი პლანტაციები რომლებიც ძირითადად ზღვის სანაპიროზეა გადაჭიმული. აგრეთვე იგი გვხვდება დასავლეთ ევროპის სანაპიროებზეც. ხილი ძალიან მჟავეა თუმცა იგი ძალიან გემრიელია მურაბებსა და კომპოტებში
4.The Duku Fruits
ეს არის ტროპიკული ეგზოტიკური ხილი რომელიც ხარობს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში განსაკუთრებით კი მალაიზიაში. სამწუხაროდ მისი ექსპორტირება შეუძლებელია. ნაყოფი დაფარულია სქელი კანით
5. The Cashew apple
ეს ვაშლი იზრდება ბრაზილიაში. მას აქვს ძალიან ტკბილი გემო მისი წვენი კი ძალიან გემრიელია.
6. The Yuzu
ეს ციტრუსი ხარობს იაპონიაში, ტიბეტში,ჩინეთსა და კორეაში. ეს არის ფორთოხლისმაგვარი მომწვანო ხილი რომელიც გამოირჩევა საინტერესო თავისებურებებით, მაგალითად ამ ციტრუსის დარგვა შეილება ისეთ ადგილას სადაც ტემპერატურა 0 გრადუსზე დაბალია, ამ ხილს საჭმელად არ გამოიყენებენ მისგან მხოლოდ წვეენებს ამზადებენ.
7. The Babaco
ამ ხილის სამშობლო ეკვადორია. ამჟამად კი იგი გავრცელებულია ახლო აღმოსავლეთსა და ახალ ზელანდიაში.
8. The Medlar
ეს ხილი ძირითადად ხარობს ზომიერ სარტყელში
9. The Quince (კომში)
კომშის კულტივირების ისტორია თითქმის 4000 წელს ითვლის. მისი სამშობლო კავკასია და ირანის მიმდებარე რეგიონებია. ჩვენს ქვეყანაში კომშის ველური სახეობებიც გვხვდება. კომშის ხე 1,5-5 მეტრამდე სიმაღლისა იზრდება. ის იმ მცენარეთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც მალევე გვაძლევენ ნაყოფს. კომშს პერიოდული ნაყოფიერება არ ახასიათებს – ის ყოველ წელს ისხამს, თანაც საკმაოდ ბევრს. შემოდგომაზე ნაყოფით არა მარტო დიდი, არამედ ახალგაზრდა ტოტებიც იხუნძლება.
10. The Cassabanana
ეს ხილი მხოლოდ სამხრეთ ამერიკაში ხარობს იგი სზრაფად ზრდად მცენარეზე იზრდება რომლის სიმაღლემაც შეიძლება 15 მეტრს მიაღწიოს. მისი ნაყოფის ძალიან დიდია. ამ ნაყოფს ოდნავ დაჰკრავს ბანანის გემო რაც მას ძალიან გემრიელს ხდის
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!