ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ბუნებაზე [17]
საქართველოს ბუნება [8]
საქართველოს რეგიონები და ქალაქები [12]
საქართველოს მდინარეები [11]
საქართველოს ტბები [11]
საქართველოს წყალსაცავები, ტბორები [3]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ბუნება » სტატიები ბუნებაზე    

ბუნების საოცრებები
ბუნების ზოგიერთი საოცრება ადამიანის მიერ შექმნილ საოცრებებს ბევრად აღემატება. ბუნებრივი მოვლენები, ხშირად ისეთი მაშტაბისააა, რომ მათ ადამიანის საქმიანობა ვერც კი შეედრება. წყლის ნაკადის უზომო ძალამ გამოქვაბულები, კანიონები და ჩანჩქერები შექმნა. პლატფორმები , რომლებიც დედამიწის ზედაპირს ქმნიან,ერთმანეთს ეჯახებოდა და ვულკანების ამოფრქვევა დიდი მთების გაჩენას იწვევდა. სიცოცხლის სხვადასხვა ფორმები, მარჯნის რიფებიდან დაწყებული ტროპიკული ტყეებით დამთავრებული, დედამიწის უზარმაზარ ტერიტორიებს ფარავს. ატმოსფეროსაც შეუძლია მომაჯადოებელი ეფექტების შექმნა, რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში აოცებდა ადამიანს. გასაკვირი არაა, რომ ბუნების მრავალი საოცრება მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სანახაობების რიცხვს მიეკუთვნება.


1)ჩრდილოეთის ციალი

ცისარტყელა და მზის ჩასვლა ყველას უნახავს, მაგრამ ცოტა ვინმჯე თუ შესწრებია განსაცვიფრებელ ნათებას, რომელიც ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსების მახლობლად ჩნდება. კაშკაშა ფერების ელვარება გამოწვეულია გამოსხივებით, რომელიც ჩნდება მაშინ როდესაც მზის სხივებს მაგნიტური პოლუსები იზიდავს. ატმოსფერული დაბინძურების გამო უკანასკნელ წლებში ჩრდილოეთის ციალის ნახვა დღეს მხოლოდ დედამიწის უკიდურეს ჩრდილოეთში შეიძლება


2)ნიაგარის ჩანჩქერი

კანადისა და აშშ-ს საზღვართან მდებარე ამ საოცარი ჩანჩქერის სახელი ადგილობრივ მკვიდრთა ენაზე ,, მგრგვინავ წყალს” ნიშნავს. ამ ადგილას მდინარე ნიაგარა წუთში იმდენ წყალს ატარებს, რომ 150 ოლიმპიური საცურაო აუზის ავსება შეიძლებოდა. გოუთის კუნძულები წყლის დინებას კანადურ და უფრო მცირე ამერიკულ ჩანჩქერებად ჰყოფს.ეს ჩანჩქერები ტურისტებსა და თავგადასავლების მოყვარულებს იზიდავს. პირველად ჩანჩქერები 1859 წელს გადაკვეთა თოკზე მოსიარულე ჩარლზ ბლონდელმა, მას შემდეგ კიდევ რამდენიმე ადამიანი სპეციალური კონტეინერით მიყვა ჩანჩქერის დინებას.


3)ევერესტის მთა

მსოფლიოს უმაღლესი მთა,ევერესტი ნეპალისა და ტიბეტის გამყოფ ჰიმალაის ქედზე მდებარეობს. დაახლოებით 70 მილიონი წლის წინათ ის ზღვით იყო დაფარული, მაგრამ დედამიწის ზედაპირის შემადგენელი პლატფორმები ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც გაჩნდა მთების ჯგუფი, რომელიც დღესაც იზრდება. უკანასკნელი ოფიციალური მონაცემების თანახმად ევერესტის სიმაღლე 8850 მეტრია. პირველად მწვერვალზე ასვლა მხოლოდ 1953 წელს შეძლეს ედმუნდ ჰილარიმ და თენსინგ ნორგეიმ.



4)კარლსბადის გამოქვაბულები

ნიუ-მექსიკოში მდებარე გვადალუპეს მთები კარლსბადის გამოქვაბულის სამშობლოა. მჟავანარევმა წყალმა კირქვის კლდეში დერეფნებისა და დარბაზების უზარმაზარი ქსელი შექმნა. მსოფლიოს უდიდესი გამოქვაბულია , რომლის სიგრძე 610 მეტრს, სიგანე 335 მეტრს აღწევს. საუკუნეების განმავლობაში მინერალებით სავსე წყალი მრავალფეროვან ნაგებობეს ქმნიდა, რომელთა შორისაა სტალაგმიტები და სტალაქტიტები, რომლებიც წყლის დაცემისა და აორთქლების შედეგად ჩნდება და მინერლური ნალექისაგან შედგება.



5)დიდი კანიონი

ხუთი მილიონი ადამიანი, რომელიც ყოველწლიურად დიდი კანიონის სანახავად მოდის. კანიონი,რომელიც ჩრდილო-დასავლეთ არიზონაში მდებარეობს, სიგრძეში 446 კილომეტრს, სიგანეში კი დაახლოებით 16 კილომეტრს აღწევს. მის ფსკერზე მძლავრი მდინარე კოლორადო მიედინება, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში ჭრიდა კალაპოტს კლდეებს შორის. კანიონის ფორმირებაში წვიმა და წყალქვეშა დინებებიც იღებდნენ მონაწილეობას. კანიონის ფსკერის გრანიტის ქვების ასაკი ორ მილიონ წელიწადს ითვლის.



6)დიდი ბარიერული რიფი

ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფი მსოფლიოში უდიდესი მარჯნის რიფი და, ამავე დროს, უდიდესი ბიოლოგიური სტრუქტურაა. ის ქუინსლენდის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარეობს და სიგრძეში 2000 კილომეტრს აღწევს. ბარიერული რიფი 2900 ცალკეულ რიფს, 300 პატარა კუნძულს და 210 კუნძულს შეიცავს და 400 სახეობის მარჯნისაგან შედგება. რიფი მილიონობით წლების განმავლობაში შენდებოდა მარჯნის პოლიპებად წოდებული ზღვის არსებების ჩონჩხებისაგან.



7)ულურუ

ავსტრალიის ჩრდილოეთით მდებარე ულურუ მსოფლიოში უდიდესი კლდოვანი წარმონაქმნია, რომელიც წვიიმის წყლის ნაკადებითაა დაღარული. მისი სიგრძე 3.6 კილომეტრია, სიგანე კი – 2 კილომეტრი. დღიით ის ფერს იცვლის იმის მიხედვით, თუ რომელი მინერალები ირეკლავს მზის სხივებს, და განსაკუთრებით ლამაზი სანახავია მზის ჩასვლისას, მას მოწითალო-ნარინჯისფერი დაჰკრავს, რითაც ის გიგანტურ ნაკვერჩხალს ემსგავსება. ულურუ წმინდა ადგილია ადგილობრ მკვიდრთათვის.






წყარო: http://ucnauri.com/177069/ბუნების-საოცრებები-2/
კატეგორია: სტატიები ბუნებაზე | დაამატა: avtandil (16.01.2013)
ნანახია: 5606 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 msroleli   (03.02.2013 23:03:32) [მასალა]
166 166 166

0   Spam
2 baqsi-pointer   (17.01.2013 18:38:38) [მასალა]
საოცარი სილამაზეა. 166 166 10 10

0   Spam
1 vajikaxadeli   (17.01.2013 18:34:23) [მასალა]
10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 7
    სტუმარი: 7
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика