ზღვის ხვლიკი, ქვეწარმავალიიგუანასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 140 სმ აღწევს. გვერდებიდან შებრტყელებული კუდი და თითებს შორის საცურაო აპკი აქვს. ზურგსა და კუდზე წვეტიანი და წაგრძელებული ქერცლის ტროპი გასდევს. ზღვის ხვლიკი გალაპაგოსის კუნძულების ენდემია. ბინადრობს ზღვის მოქცევის ზოლში. დროის უმეტეს ნაწილს წყალში ატარებს, კარგად დაცურავს. იკვებება წყალმცენარეებით. ერთადერთ თანამედროვე ხვლიკია, რომელიც საკვებს ზღვაში მოიპოვებს. ახასიათებს პოლიგამია — გამრავლების პერიოდში ზღვის ხვლიკები ქმნიან ჯგუფებს, რომლებიც 2-10 დედლის, ახალი თაობისა და ერთი მამლისაგან შედგება. დებს 1-3 კვერცხს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!