ჩვეულებრივი ანკარა არის უშხამო გველი ანკარასებრთა ოჯახისა.შეფერილობა [ჩვეულებრივი ანკარა მკვეთრად განსხვავდება სხვა გველებისაგან კარგად შესამჩნევი, თავის უკანა ნაწილის ორივე მხარეს არსებული ყვითელი, სტაფილოსფერი ან ჭუჭყიანი-თეთრი ორი ლაქით. ლაქას გააჩნიათ ნახევარმთვარის ფორმა და ბოლოვდება ორივე მხარეზე შავი ზოლით. თუმცა გვხვდება ისეთი ეგზემპლარები, რომლებსაც ეს ლაქები ან სულ არ აქვთ, ან სუსტად აქვთ გამოხატული. სხეულის ზედა ნაწილის ფერი მერყეობს მუქი ნაცრისფრიდან-შავამდე. მუცელი თეთრია, შავი წერტილებით დაწინწკლული.სხეულის სიგრძე გველის სიგრძე მაქსიმუმ 1,5 მეტრს აღწევს. იზრდებიან არანაკლებ 1 მეტრამდე. მდედრი უფრო მსხვილია, ვიდრე მამრი.გავრცელების არეალი ჩვეულებრივი ანკარა გავრცელებულია ჩრდილო აფრიკაში, ევროპაში (უკიდურესი ჩრდილოეთის გარდა), ასევე აზიაში(აღმოსავლეთიდან ცენტრალურ მონკოლიამდე). სხვა ანკარებისაგან განსხვავებით ცხოვრობენ უფრო ჩრდილოეთით, სკანდინავიის ნ/კ-დან თითქმის პოლუსამდე. ჩვენში ეს გველი ფართოდაა გავრცელებული.საცხოვრებელი გარემო ამ გველების საცხოვრებელი ადგილი ნესტიანია. ბინადრობენ ძირითადად მდინარეების, ტბების, ჭაობების, სარწყავი არხების ან წყალსაცავების ახლოს; ნესტიან ტყეებში; ბუჩქოვან მინდვრებში. იშვიათად გვხვდებიან ღია სტეპებში და უტყეო მთებში. არც თუ ისე იშვიათად ცხოვრობენ ბოსტნებში, ბაღებში, შინაური ცხოველების სადგომებთან და ზოგიერთ საყოფაცხოვრებო ნაგებობაში.გაზაფხულზე და შემოდგომაზე, როდესაც ნიადაგი ნესტიანია, გველები წყლიდან მოშორებით მიდიან და სახლდებიან ხეების ფესვების ქვეშ, ქვებში, მღრღნელების სოროებში, ხის ნაპრალებში და სხვა. იშვიათად სარდაფებში და ნაგვის გროვებში.ცხოვრების წესი ჩვეულებრივი ანკარები სწრაფად დაცოცავენ, ძალიან აქტიურები არიან, შეუძლიათ ხეებზე ცოცვა, კარგად ცურავენ. შეუძლიათ გაცურონ ნაპირიდან მრავალ კილომეტრზე და ათეულობით წუთი იყვნენ წყლის ქვეშ. ცურვის დროს თავი ზემოთ აქვთ აღმართული და ადვილად შესამჩნევნი არიან. ნადირობენ ძირითადად დილისა და საღამოს საათებში. დღის განმავლობაში კი თბებიან მზეზე. ანკარა ზამთარს ძილში ატარებს. საზამთროდ მღრღნელების სოროებში, ხეების ფესვების ქვეშ და სხვა მყუდრო ადგილებში იმალება. ხშირად მარტო. ერიდებიან სხვა სახეობის გველებს. გამოსაზამთრებლად მიდიან გვიან ოქტომბერ-ნოემბერში. ზამთრის თბილ დღეებში გამოდიან სამალავიდან და თბებიან მზეზე. ჩრდილოეთით გამოზამთრება 8-8,5 თვე გრძელდება, სამხრეთში კი უფრო ნაკლები.საკვები ჩვეულებრივი ანკარა უშხამო გველია. მას შხამიანი კბილები არ აქვს, ამიტომ მსხვერპლს ცოცხლად ყლაპავს. საკვებს პოულობს როგორც წყალში, ისე ხმელეთზე. ანკარას საკვებს წარმოადგენს: ბაყაყები, გომბეშოები, ტრიტონები, წვრილი თევზები (იშვიათად),ხვლიკები, მწერები (უმთავრესად ხოჭოები), ზოგჯერ მინდვრის თაგვებიც და იშვიათად ჩიტები. ახალგაზრდა ანკარები ზოგჯერ მწერებს მიირთმევენ. გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ თითქოს ისინი თევზებითაც იკვებებიან არ დასტურდება. იშვიათად თუ ყლაპავენ პატარა ზომის თევზებს. მიუხედავად იმისა, რომ დაცურავენ თევზებს შორის, მათ კუჭში მხოლოდთავკომბალებს პოულობენ. ერთი ნადირობისას, ზრდასრულმა ანკარამ შესაძლოა 8 ბაყაყი შეჭამოს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბაყაყები ამ გველთან შეხვედრისას მეტად განსხვავებულად იქცევიან. იმის მაგივრად, რომ გააკეთონ დიდი ნახტომები და სწრაფად გაეცალონ მტერს, ისინი იწყებენ ხტუნვას მოკლე ნახტომებით, თან გამოსცემენ ცხვრისმაგვარ ხმებს. ანკარა ცდილობს ბაყაყი მუდამ თავით დაიჭიროს. თუ ამას ვერ ახერხებს, ფეხებით იჭერს და იწყებს მის ნელ-ნელა გადაყლაპვას. ამ დროს ბაყაყი ფართხალებს, გამწარებული ყიყინებს. ანკარა პატარ ზომის ბაყაყებს იოლად ყლაპავს, დიდი ეგზემპლარების გადაყლაპვას კი ზოგჯერ საათობით უნდება. საფრთხის დრო იგი სწრაფად გადმოაგდებს ახლადგადაყლაპულ მსხვერპლს პირიდან, შემდეგ რაც შეიძლება დიდზე აღებს პირს და ხელმეორედ ყლაპავს მას. ყოფილა შემთხვევები, როდესაც უკან ამოგდებულ ბაყაყს გაქცევით უშველია თავისათვის.გამრავლება და კვერცხი [შეწყვილება ხდება აპრილის ბოლოს და მაისის თვეში. ივლის-აგვისტოში მდედრი დებს 6-30 განაყოფიერებულ კვერცხს. ანკარას კვერცხი თეთრი, მკვრივი, პერგამენტისმაგვარი გარსითაა დაფარული. კვერცხები ზოგჯერ ერთმანეთს ეწებება, ხშირად კი ფუჭდება გამოშრობის გამო. ამიტომ გველი მას ნესტში 25-30 °C დებს. კვერცხებს ანკარა ჩვეულებრივად ხავსში დებს, ასევე დამპალ მერქანში, ჩამოცვენილი ფოთლების გროვაში, ნაგავში ან ნაკელში, სადაც მეტი სითბოა და კვერცხიც შესაბამისად უფრო სწრაფად ვითარდება. ზოგჯერ რამდენიმე მდედრი ერთ ადგილას დებს კვერცხებს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ერთად 1200, ფენებად ჩამწკრივებული კვერცხი უნახავთ.გამოჩეკვა და ახალგაზრდა ანკარები ახალდადებულ კვერცხში შეუიარაღებელი თვალითაც კარგად მოჩანს ჩანასახის გულისცემა. ინკუბაციური პერიოდი 5-8 კვირა გრძელდება. კვერცხის დადებიდან დაახლოებით 1 თვის შემდეგ იჩეკებიან პატარა ანკარები. ისინი 15 სანტიმეტრს აღწევენ და დაბადებისთანავე იწყებან დამოუკიდებელ ცხოვრებას.მტრები ჩვეულებრივ ანკარას მტრები ბევრი ჰყავს, მათ შორის გველიჭამია არწივი, წერო, ენოტისებრი ძაღლი, მელია, ვირთხები, რომლებიც განსაკუთვრებით კვერცხებსა და ახალგაზრდა ანკარებს ეტანებიან...ადამიანიადამიანთან შეხვედრის შემთხვევაში გველი გაქცევას ცდილობს, თუ ამას ვერ ახერხებს, სხეულის უკანა ნაწილს რგოლებად ახვევს, სისინს იწყებს და თავს ესხმის მტერს (თავს აგდებს მისი მიმართულებით და კბენას ცდილობს). ხელში აყვანის შემთხვევაში ცდილობენ კბენას, თუმცა გველი მალევე მშვიდდება და ზოგჯერ მეტად უცნაურად იქცევა: თუ ამ დროს მსხვერპლი ახალი გადაყლაპული აქვს, აგდებს მას პირიდან და თავს იმკვდარუნებს - ხსნის პირს, სხეულს ადუნებს და ადამიანს ხელზე ”უსულოდ” ეკიდება. გაშვების შემთხვევაში კი წამებში ”ცოცხლდება” და გარბის.ნაკბენი ჩვეულებრივი ანკარა უშხამო გველია. მისი ნაკბენი მსუბუქია და მალევე ხორცდება.იცით თუ არა, რომ... თურმე ანკარას ისეთი იშვიათი თვისებები აქვს, რომელიც ბევრისთვის ცნობილი არ არის. მაგალითად, საცდელმა ანკარამ 31 დღე იშიმშილა. გარდა ამისა, შეუძლია 1,5 საათი იცუროს წყალქვეშ, რადგან ძალიან კარგად განვითარებული ფილტვები აქვს. ამ ორგანოს უმეტესი ნაწილი თხელკედლიანი ტომარაა, რომელიც სავსეა ჰაერით.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!