სტატიის შეუმოწმებელი ვერსია?სამეფო კობრამეცნიერული კლასიფიკაციასამეფო:ცხოველებიტიპი:ქორდიანებიკლასი:ქვეწარმავლებირიგი:ქერცლიანებიქვერიგი:გველებიოჯახი:ასპიტისებრნიგვარი:სახეობა:სამეფო კობრალათინური სახელიOphiophagus hannahდაცვის სტატუსიმოწყვლადიIUCN 3.1 Vulnerable : 177540არეალი██ სამეფო კობრას გავრცელების არეალისამეფო კობრა გველი ასპიტისებრთა ოჯახისა. სიგრძე — 4 მ-მდე, ცალკეული ეგზემპლიარები 5,5 მეტრსაც აღწევენ. (სამეფო კობრა მსოფლიოში ყველაზე დიდი შხამიანი გველია) კობრას თავზე, კეფის ფარების უკან ნახევარრკალად განლაგებულია 6 დამატებითი ფარი.ფარების/ქერცლების განლაგება სამეფო კობრას თავზესხეული მოყვითალო-მომწვანო ფერისაა, გასდევს განივი ზოლები, რომელნიც მუქი და ვიწროა თავისაკენ, ხოლო ფართე და შედარებით ღიაა კუდისაკენ. გვხვდებაინდოეთში, სამხრეთ ჩინეთში,ინდოჩინეთში, ზონდის კუნძულებზე დაფილიპინებზე. ბინადრობს — ტყიან ადგილებში, ირჩევს ხშირ ბალახოვან ადგილებს. ხშირად გვხვდება დასახლებულ რაიონებშიც. ცოცავს ხეებზე და კარგად ცურავს, თუმცა ძირითადად ცხოვრობს მიწაზე. ცხოვრობს დღის ცხოვრებით და ნადირობს ძირითადად სხვა გველებზე — როგორც შხამიანებზე, ისე უშხამოებზე, იშვიათად ხვლიკებზეც. კვერცხმდებია. იკეთებს სპეციალურ ბუდეს ფოთლებისა და ტოტებისგან, რომლებსაც ხვეტავს სხეულის წინა ნაწილით. ცენტრში დებს 20-40 კვერცხს და ფარავს ფოთლებით. თვითონ თავსდება ზემოთ და იცავს ბუდეს მტრისაგან. იშვიათად მას ეხმარება მამრიც. შხამი ძალიან ძლიერია, მისი რაოდებობა (გველის სიდიდს გამო) კბენის დროს დიდია, შხამი 30 წუთში კლავს ადამიანს. არის შემთხვევები სპილოსსიკვდილისაც. არსებობს მონაცემები, რომ სამეფო კობრას აქვს მიდრეკილება, ადამიანს თავს დაესხას უმიზეზოთ და უკან მისდიოს მას. ჩვეულებრივ სხვა გველები მხოლოდ თავდაცვის მიზნით კბენენ ადამიანს, კობრას ასეთი ქმედება კი, მეცნიერთა აზრით, განპირობებულია მისი ე.წ. ბუდეთმშენებლური ცხოვრების წესით.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!