რომელსაც აქვს ყუთის ფორმა და არის ძალზედ შხამიანი. გაგიკვირდებათ და, მას აქვს აღებული პრიზი- "მსოფლიოში ყველაზე შხამიანი ცხოველი”,რაც გამოწვეულია 5567 სიკვდილით,რომლებიც მათი დამსახურებაა. მისი შხამი იწვევს გულის შეტევას.საინტერესო თვითონ რატომ არ ემართებათ ეს შეტევები?!.. :D მისი კბენის შემდეგ გადარჩენის შანსი ნულია.
2) "მეფე კობრა”
.ამბობენ, რომ ყველაზე გრძელიაო ,მაგრამ თუ წაკითხული გაქვთ ჩემი წინა პოსტი დაინახავთ რომ იგი არც თუ ისე დიდი ყოფილა.იგი გავრცელებულია აზიაში.ნეტა ჩვენთანაც?თურმე მისი შხამი სპილოს 3 საათში კლავს და წარმოიდგინეთ ადამიანს რას უზამს ?! :D ამიტომ უფრთხილდით უხსენებლებს….
3)ლოკოკინა
წარმოგიდგენიათ, რომ ლოკოკინასაც კი შეუძლია ადამიანის მოკვლა.ვერა ხომ??თურმე ეს შესაძლებელია და ასეთი ლოკოკინები ამ ქვეყნად მრავლად არიან.მათ კისერზე 30 ადამიანის სიკვდილია.მისი შხამი იწვევს კუნთების დამბლას,შეშუპებას და ბევრ საშინელებას.ბინადრობენ თბილ,მარილიან წყლებში.მისი შხამის ერთ წვეთს შეუძლია 20 ადამიანის მოკვლა.
4)გოლფისოდენა
კიდევ არსებობენ ასეთი გასაოცარი ცხოველები.გოლფისოდენა რვაფეხასაც შესწევს იმის უნარი, რომ შეიწიროს ადამიანის სიცოცხლე.შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ როდესაც გიკბენთ,მაგრამ შემდგომ არაჩვეულებრივ შედეგს მიიღებთ.კბენის შემდეგ იწყება კუნთების მოდუნება,სუნთქვის შეკავება და საბოლოოდ ყველაფერი მთავრდება სიკვდილით.იგი გვხვდება წყნარ ოკეანეში, იაპონიის და ავსტრალიის სანაპიროებზე.
5)თევზი
თევზი ,რომელიც ქვისგან განურჩეველია (თევზი და ქვა განსხვავებული ორი რამაა, მაგრამ მისი სახელი არ ითარგმნება),მუდამ "დევს” ფსკერზე.შეუმჩნეველია მაგრამ მის კისერზე ბევრი ადამიანის სიკვდილია. თუ გააბრაზებთ თავს არ დაგავიწყებთ.იგი მსოფლიოში ყველაზე შხამიან თევზადაა ცნობილი და მისი რიდი უნდა გქონდეთ.თუ გიკბენთ,ნაკბენი ადგილის ამპუტაცია დაგჭირდებათ.საწყალი ინდოელები :(
6)ბაყაყი
ბაყაყი,ბაყაყი რაღას გვერჩის?!.ისიც შხამიანი ყოფილა,რა თქმა უნდა გარკვეული სახეობა.შხამიანი ბაყაყი არის ლამაზი და ფერადი.ბინადრობს ამერიკაში. მის შხამს ძირძველი მოსახლეობა სხვების მოსაწამლად იყენებდნენ. ისრებზე უსვავდნენ და მსხვერპლს ესვროდნენ.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!