ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები თევზებზე    

კარჩხანა


კარჩხანა(კარასი) - თევზი კობრისებრთა ოჯახიდან.
კარჩხანა ბინადრობს საქართველოს თითქმის ყველა წყალსატევში, მაღალმთიანი ზონის გარდა. ძირითადად გავრცელებულია ვერცხლისფერი კარჩხანა.

კარჩხანა  უნივერსალური თევზია რომელიც ფლობს გადარჩენის ხელოვნებას და წყალსატევის მონოპოლიზირების ტექნოლოგიებს.ზამთარში ამ თევზს შეუძლია წყალსატევის ფსკერის გამოჩიჩქვნა და დაახლოებით 50 სმ-ის სიღრმეზე ჩაძვრომა მიწაში, სადაც ატარებს ცივ და სუსხიან ზამთარს, ასევე იმალება ფსკერში  თუ წყალსატევში წყალი დაშრა გვალვის დროს.

კარჩხანას ჭერის საუკეთესო პერიოდებია - მაისის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდე.
იჭერენ კარჩხანას ტივტივიანი ანკესებით, ფსკერული მეთოდით. სატყუარად იყენებენ თეთრ ჭიას, წითელ ჭიას, მანის თქვეფილს, პურს და სხვა.

საუკეთესო დრო კარჩხანას საჭერად არის განთიადი. ზაფხულში ზრდილი კარჩხანა კარგად მოდის მზის ჩასვლიდან დაბნელებამდე. შეიძლება ითქვას რომ კარჩხანა საკმაოდ არასტაბილური მოსვლით გამოირჩევა. იმ ტბებშიც კი სადაც იგი დიდი რაოდენობითაა, შეიძლება უნადავლოდ დავრჩეთ. ამიტომ კარჩხანაზე თევზაობისას სატყუარებით ექსპერიმენტირება არ უნდა დაგვეზაროს.
გაზაფხულზე კარჩხანას ჭერის სეზონი სადღაც მარტის დასაწყისიდან იწყება. ამ დროს წყალი ჯერ კიდევ საკმაოდ ცივია, გამჭვირვალე და საკვებით ღარიბი. ამ პერიოდში იგი საკმაოდ ფრთხილია, ვინაიდან მას წყალმცენარეების სახით ბუნებრივი თავშესაფარი არ აქვს, ამიტომ იგი ნაპირიდან საგრძნობ დაშორებაზე დგას, ამ პერიოდში მისი ჭერა ფსკერული მეთოდით, ფიდერით, ყველაზე მოხერხებულია.
გაზაფხულზე დამატებითი საკვების ჩაყრა არ არის რეკომენდირებული, საკმარისია ის რომელსაც საკვებურაში შევაკეთებთ. სატყუარად გაზაფხულის კარჩხანაზე იყენებენ წითელ ჭიას, ამ დროს ხომ თევზი საკმაოდ მშიერია და მას ცხოველური წარმოშობის საკვები უნდა. 

ბოლოს რამოდენიმე რჩევა გამოცდილი მეთევზეებისგან:

   ტბებში სადაც შლამიანი ფსკერია ყველას შეგიმჩნევიათ ბუშტულების ნაკადი რომელიც ფსკერიდან მოედინება. ამ ბუშტულებს ქმნიან როგორც წესი კარპი, კობრი, გუწუ, კარჩხანა. ვინაიდან ჩვენ წყალსატევებში კარჩხანა დომინირებს, 99% ვარაუდით შეიძლება დავასკვნათ, რომ ფსკერზე ზუსტად იგი ეძებს შლამში საკვებს. ამ დროს კარჩხანა პრაქტიკულად არ ეკარება მცენარეულ საკვებს და მისი წარმატებით ჭერისთვის ცხოველური წარმოშობის სატყუარების გამოყენება უფრო მომგებიანია.
    ზაფხულში ზრდილ კარჩხანას წარმატებით იჭერენ ღრმა ადგილებში. აქ მისი ძებნა გარიჟრაჟზე უშედეგო იქნება, ღრმა ადგილებში ზრდილი კარჩხანა დგება იმის შემდეგ რაც სანაპირო ზოლში აქტიურად იკვება, ამიტომაც მას რამოდენიმე საათი საკვები არ აინტერესებს. 2-3 საათიანი პაუზის შემდეგ, ეს სადღაც დილის 8-9 საათია, მას მადა უბრუნდება და აქ მისი მოტყუება მცენარეული სატყუარებით ყველაზე შედეგიანია.
   დამატებითი საკვები კარჩხანასთვის თავისი ფერით უნდა გამოირჩეოდეს ფსკერის ფერისგან, ანუ თუ ფსკერი მუქია (შლამიანი) მაშინ დამატებითი საკვები ღია ფერის უნდა იყოს და პირიქით. კონტრასტულ საკვებს კარჩხანა უფრო სწრაფად პოულობს. განსაკუთრებით კარგათ მუშაობს ეს ფორმულა ღრმა წყალსატევებში.
   თბილ ზაფხულის ღამეს, განსაკუთრებით სავსე მთვარის დროს, კარჩხანა პრაქტიკულად მხოლოდ ღამე იკვებება. ამიტომ თუ გინდათ საამაყო ნადავლით დარჩეთ გირჩევთ ღამე ითევზაოთ მანათობელა ტივტივიანი ანკესით. 



წყარო: http://hunters.ge/tevzis-jishebi/209-karchxana.html
კატეგორია: სტატიები თევზებზე | დაამატა: გიომონადირე (25.04.2012) W
ნანახია: 1777 | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 7
    სტუმარი: 7
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика