გვარში 7 სახეობაა ამათგან :ორაგული, კუმჟა, მიკიჟი ბინადრობენ ჩრდილო ყინულოვანი,ატლანტისა და წყნარი ოკეანეების ჩრდილოეთ ნაწილში . საქართველოში ბინადრობს მხოლოდ ერთი ''შავი ზღვის ორაგული''
შავი ზღვის ორაგულის სიგრძე 110 სმ. მასა — 24 კგ.
ტიპი:
ქორდიანები
კლასი:
სხივფარფლიანი თევზები
რიგი:
ქაშაყისნაირნი
ოჯახი:
ორაგულისებრნი
გვარი:
ორაგული
ორაგული ბინადრობს მარილიან წყალში და ქვირითს შემოდგომაზე ყრის მტკნარ წყალში. 2-5 წლამდე ლიფსიტები არიან მდინარეებში, შემდეგ 3-4 წლით მიდიან ზღვაში შემდეგ კი ისევ მდინარეებში ბრუნდებიან გასამრავლებლად.
ატლანტიკის ორაგული ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ბინადრობს, გვხვდება დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთით, ნორვეგიის წყლებში, აღმოსავლეთ კანადის სანაპიროებთან.
საქართველოში ორაგულები არიან მდინარეებში: ჭოროხი, ენგური,კოდორი,ბზიფი და ა.შ.
ასევე ბინადრობს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, იზრდება 120 სმ.
ორაგულზე თევზაობენ შოლტით და ხელოვნური ბუზანკალით.
იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს, დაკონსერვებულს. ცნობილია ორაგულის ზურგიელი, დოში, სათალი, წითელი ხიზილალა და სხვა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!