ნაფოტა კობრისებრთა ოჯახის წარმომადგენელია,გავრცელებულია ევროპაში, არსებობს მისი სხვადასხვასახეობა. გვხვდება ასევე ინგლისში , პირინეებში , ციმბირის მდინარეებსა და ტბებში , კასპიისა და არალის აუზებში.
მუცლის ნაწილი არის ვერცხლისფერი ხოლო ზურგის ნაწილი კი ოდნავ მუქი.
ტიპი:
ქორდიანები
კლასი:
სხივფარფლიანი თევზები
რიგი:
კობრისნაირნი
ოჯახი:
კობრისებრნი
გვარი:
ნაფოტა
რაც შეეხება ფარფლებს მას ქვევითა,უკანა და გვერდითა ფარფლები ნარინჯისფერი შეფერილობის აქვს. ზევითა კი მოლურჯო. სხეული შეიძლება ჰქონდეს მომწვანო,მოლურჯო თვალები ნარინჯისფერი ან წითელი.აქვს მსხვილი, სქელი ქერცლი.
. იზრდება 30 35 სმ. მაქსიმალური, წონა 1კგ. ჩვეულებრივ მისი სიგრძე 25 სმ. წონა კი 400 600 გრამი. ბინადრობს და ქვირითს ყრის წყალმცენარიან მდინარეებში სადაც ნელი დინებაა, ან ტბებში. ქვირითობს მარტ აპრილში, ამ სახეობის თევზები მდინარეებში უფრო პატარა ზომის არიან. გვარში 10 ამდე სახეობაა, აქედან საქართველოში გვხვდება 3: ნაფოტა, მორევის ნაფოტა და მტკვრის ნაფოტა (ქვესახეობა). ნაფოტა და მორევის ნაფოტა საქართველოში გვხვდება : რიონში, ტეხურაში, ენგურში, ხობში, ბებესირის და პალიასტომის ტბაში. მტკვრის ნაფოტა გვხვდება : მტკვარში, ხრამში, ალაზანში, თბილისის ზღვაში და ჯანდარის ტბაში .
მაგრამ ხანდახან ნაფოტას ვერ ანსხვავებენ ფარფლწიტელასგან. განსხვავებისათვის უნდა დავაკვირდეთ ფერს და ზურგზე რბილი ფარფლების ოდენობას :
1) თვალის ფერით ფარფლწითელას ნარინჯისფერი აქვს , ნაფოტას კი სისხლისფერი წითელი.
2)ზურგზე რბილი ფარფლების ოდენობით ფარფლწითელას 8 9 აქვს, ნაფოტას კი 10 12. ცნობილია რომ იგი ბინადრობს დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მდინარისქვემო დინებაში, ტბებსა და არხებში.
არხებში ნაფოტას ჯგუფები ცურავენ ერთად დაახლოებით 5 დან 20 - მდე. ისინი ჩერდებიან მცენარეებთან , ბუჩქებთან, კამიშებთან , რადგან სწორედ აქ ხვდებათ მათ დენიბის შედეგად მოტანილი საკვები.
თევზაობენ დაახლოებით 10მ რადიუსში. თევაზობენ როგორც მოსაქნევი ანკესით ასევე სპინიგით . ეს სახეობა უმეტესად გვხვდებაჯანდარის ტბაში. ანკესი მაქსიმუმ 5მ, ძუა 0.12 0.18 მმ. 0.12მმ ზე წვრილი ძუა აუცილებლად გაწყდება , რადგან დიდი შესაძლებლობაა მისი კამიშზე ან წყალმცენარეზე გამოდების შემთხვევაში გაწყვეტა.
სატყუარად გამოვიყენოთ : თეთერი ჭია , წითელი ჭია და მანის თქვეფილი. აუცილებლად თან ვიქონიოთ დამატებითი საკვები (პადკორმკა).
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!