მართალია მტკნარი წყლის კრევეტი არ განეკუთვნება მწერებს, მაგრამ თევზის საკვების საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენს, შესაბამისად, ჩვენთვისაც ფრიად საინტერესოა მისი უფრო დეტალურად განხილვა.
დღესდღეისობით მტკნარ წყლებში დაფიქსირებულია მისი 800 - ზე მეტი სახეობა. კრევეტის გავრცელების არეალი საკმაოდ ფართოა, გვხვდება როგორც მდგარ წყალში ასევე დინებაზეც, მნიშვნელოვანია, რომ მისი ნახვა მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი. იგი საკმაოდ ფარულ ცხოვრებას ეწევა და დღის განმავლობაში წყალმცენარეებში ან ქვების ქვეშ იმალება
სიგრძე 5 მმ - დან 20 მმ - მდე შეიძლება მერყეობდეს, შეფერილობა ღია ნაცრისფერიდან მუქი ზეთისხილის ფერამდე, გამრავლების პერიოდში კი მოვარდისფრო.
ჩვენს მიერ ადრე განხილული მედღეურების, რუისელებისა და მეგაზაფხულეებისაგან განსხვავებით მისი ცხოვრების ციკლი მხოლოდ ორი ეტაპისაგან შედგება: კვერცხი და ზრდასრული კრევეტი. მეგაზაფხულეების მსგავსად წყალსატევში მისი არსებობა ამ წყალსატევის ქიმიურ სისუფთავეზე და მაღალ პროდუქტიულობაზე მიუთითებს.
ესეც კრევეტები in action
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!